Home Blog Page 1653

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 სექტემბერს ქუთაისში +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +21 გრადუსი და მოსალოდნელი სოხუმში, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +30, ღამის ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმაა ნავარაუდები. დღისით +18, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი და მცირე ნალექია მოასლოდნელი. იწვიმებს. სიღნაღშიც დღისით +18 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.

ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთში რეგისტრირებული მანქანებით შესვლა აიკრძალა – BBC 

ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთში რეგისტრირებული მანქანებით შესვლა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ევროკომისიის განმარტებით, თუნდაც პირადი მანქანით შესვლა აკრძალულ იმპორტად ჩაითვლება. რუსებს ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში იმ საქონლისა და ნივთების შეტანა, რომელთა იმპორტი რუსეთიდან ევროკავშირში უკვე აკრძალულია. საუბარია ისეთ ნივთებზე, როგორებიცაა სმარტფონი, კომპიუტერი, ტყავი ან ბეწვეული.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ცნობით, 2022 წლის 22 ივლისის შემდეგ რუსეთიდან ექსპორტირებული რუსული წარმოშობის ოქროს სამკაულების ევროკავშირში იმპორტი აკრძალულია. აკრძალვა არ ვრცელდება ევროკავშირში მოგზაურობის მქონე პირთა პირადი სარგებლობის ოქროს სამკაულებზე, რომლებიც გასაყიდად არ არის განკუთვნილი.

,,სააკაშვილ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯით მსოფლიოს უვლიდა გარშემო”- თამაზ გაიაშვილი

„საქართველოს ავიახაზების“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ ექსპეზიდენტი მიხეილ სააკაშვილ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯით მსოფლიოს უვლიდა გარშემო. ამ თემაზე კომენტარი მან „იმედის კვირასთან“ გააკეთა. მისი განმარტებით, ფრენების უმეტესობა სააკაშვილის სურვილით იყო შესრულებული და არა სახელმწიფო ინტერესებით ნაკარნახები.

 

„ესკობარის კუნძულზეა ნამყოფი. აინტერესებდა მსოფლიო და უვლიდა მსოფლიოს. სად არ არის ნამყოფი. მაჩუ-პიქჩუს აეროპორტია 2400 მეტრზე და იქ აფრენის წონა შეზღუდულია. მფრინავებმა გააფრთხილეს, ამდენი ადამიანით არ შეიძლება რომ ავფრინდეთო, მაგრამ მაინც არ გაითვალისწინეს და პრაქტიკულად საფრთხის წინაშე დააყენეს როგორც ეკიპაჟი, ასევე საკუთარი თავი. ძლივს აფრინდნენ მაჩუ-პიქჩუდან.

 

მფრინავები იყვნენ გაუსაძლის მდგომარეობაში. არ იცოდნენ როდის გაფრინდებოდნენ, როდის მოფრინდებოდნენ. 12-14 საათი თვითმფრინავზე ელოდებოდნენ. ვთქვათ, დანიშნული იყო გაფრენა დილის 10 საათზე – თუ საღამოს 10 საათზე მოვიდოდა, ეს უკვე ძალიან კარგი იყო. შეიძლება მეორე დილით მოსულიყო.

 

ყველა ეს ფრენა დაფინანსებული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რა საკვირველია და შემთხვევების 99%-ში შემკვეთი იყო თავდაცვის სამინისტრო. იშვიათი ფრენის დროს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – იხსენებს გაიაშვილი.

,,ყველას, ვისაც გაყვანა სჭირდება, ვაკითხავთ და გამოგვყავს” – ლანჩხუთის მერი

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში უწყვეტად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

„ამ ეტაპისთვისაც გრძელდება ყველანაირი სამუშაო. ჩართულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა. აღდგენილია ცენტრალურ გზებზე გადაადგილება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდასაუბნო გზების გასუფთავება. ასევე, მაქსიმალურად მუშაობს „ენერგო პროს“ სამსახურები. მთელი დასავლეთ საქართველოს ჯგუფებია მობილიზებული“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დარჩენილია 250 აბონენტი, რომელთაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. ლანჩხუთის მერის განმარტებით, ხვალ 200 აბონენტის ჩართვა გახდება შესაძლებელი.

„რაც შეეხება გაზს, ასევე „სოკარი“ აქტიურად მუშაობს. დარჩენილია 357 აბონენტი გაზმომარაგების გარეშე. აქტიურად გრძელდება სამუშაოები ამ მიმართულებითაც. ასევე, ახლაც მიმდინარეობს მოსახლეობის გამოყვანა. უკვე 200 ადამიანია გამოყვანილი. ყველა ადამიანს, ვისაც გაყვანა სჭირდება, ვაკითხავთ და გამოგვყავს“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიული პოტენციალი მცირდება და სამუშაოზე ფოკუსირება გიჭირთ, განსაკუთრებით – დღის პირველ ნახევარში. გირჩევთ, სერიოზული საქმის დაწყებას მოერიდოთ და მთელი ყურადღება სასწრაფო საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ. ახლობელ ადამიანთან საუბარი რთული სიტუაციის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს აჩქარებას შეიძლება სერიოზული შეცდომები მოჰყვეს, ამიტომ გირჩევთ, სამსახურში ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ და აუჩქარებლად განიხილოთ.
უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ რჩევას მოგცემთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში სარფიან საქმიან შეთავაზებას მიიღებთ და ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში დიდი ყურადღება გმართებთ, რათა ისეთი შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც სამსახურთან და კარიერასთან დაკავშირებით თქვენი გეგმების განხორციელებას საფრთხეს შეუქმნის. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ნებისმიერი საქმისთვის, რომელიც ფანტაზიას მოითხოვს. ამ დღეს პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფების კეთილგანწყობას ადვილად მოიპოვებთ.

კირჩხიბი

ემოციებით სავსე ხართ და გსურთ, ეს მთელ სამყაროს გაუზიაროთ.
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური სამუშაოს შესრულების ან სპორტდარბაზში ვარჯიშისთვის.
ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ურთიერთბრალდებებით და კონფლიქტით არ დასრულდეს. სახლში ნუ დარჩებით – ახალი ნაცნობობისთვის შესანიშნავი დღეა.

ლომი

თქვენი სიკეთე და პასუხისმგებლობის გრძნობა არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა შეიძლება ეგოისტური მიზნებისთვის გამოიყენონ. გირჩევთ, მათ ნებას არ დაჰყვეთ და პირადი სივრცე შეინარჩუნოთ. ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ძველი და კარგად დადასტურებული მეთოდებით უნდა იმოქმედოთ.

ქალწული

ეცადეთ, დილიდან პოზიტიურად განეწყოთ და სახლიდან კარგ ხასიათზე გახვიდეთ. ამ დღეს საინტერესო შეხვედრები და თავგადასავლები გელით.
შესაძლოა, რთული ამოცანის გადასაჭრელად კოლეგების დახმარება დაგჭირდეთ.
ფინანსურ საკითხებში ფრთხილად უნდა იყოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს – შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

სასწორი

ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად მხოლოდ კარგად ნაცნობი და გამოცდილი ხერხები უნდა გამოიყენოთ. მოერიდეთ ოპონენტებზე ზეწოლას და ეცადეთ, საკუთარი პოზიცია მხოლოდ ფაქტებით და არგუმენტებით გაამყაროთ. სპორტულ დარბაზში ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სიარული დაგროვილი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ, რაც განწყობას მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ.

მორიელი

ამ დღეს ყველაზე მეტად გულწრფელობას უნდა მოერიდოთ – შესაძლოა, უნებურად, საკუთარი ან სხვისი საიდუმლო გასცეთ.
სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ნებისმიერი ინფორმაცია რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ – ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.
შესანიშნავი დღეა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის – ახალი ნივთები დიდხანს და ხარისხიანად მოგემსახურებათ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობისთვის – თქვენი ნებისმიერი იდეა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ამაში თავის როლს თქვენი პიროვნული ხიბლიც შეასრულებს, რომელსაც ოსტატურად იყენებთ. სემინარებზე, კონფერენციებზე და მსგავს ღონისძიებებზე შესაძლოა, საჭირო ადამიანები გაიცნოთ.
მარტოხელა მშვილდოსნებისთვის გამორიცხული არ არის სამსახურებრივი რომანი, რომელიც დადებით ემოციებს მოგანიჭებთ.

თხის რქა

ამ დღის წარმატებას თუ წარუმატებლობას თქვენი ძველი გადაწყვეტილებების სისწორე განსაზღვრავს. თუ მოქმედება თქვენს სასარგებლოდ ვითარდება, მაშინ სწორი მიმართულება გაქვთ არჩეული.
თუ დიდი მოცულობის სამუშაოს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, შეგიძლიათ საკუთარი პასუხისმგებლობის ნაწილი სხვებს გაუნაწილოთ.
ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს – ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს პირველ ადგილზე პირადი ან ოჯახური ურთიერთობები უნდა დააყენოთ, თუმცა ნურც ახლობელი ადამიანების პრობლემების შესახებ დავიწყებთ – ვიღაცას თქვენი დახმარება ჰაერივით ესაჭიროება.
დროა ძველ მეგობრებს შეეხმიანოთ – მათ შეიძლება თქვენთვის საინტერესო შეთავაზებები ჰქონდეთ.
ზომიერი ფიზიკური დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

თევზები

მთელი დღის განმავლობაში საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ, ამიტომ ჯობია, მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი თავდაჯერება გამოიჩინოთ.
დაუგეგმავი ხარჯებია მოსალოდნელი, თუმცა კვირის მეორე ნახევარში ამ „ჩავარდნების“ ანაზღაურებას მოახერხებთ.
თქვენი ჯანმრთელობა პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს ემოციურ მდგომარეობაზეა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ მიღწევებზე და არა წარუმატებელ საქმეებზე.

ადვოკატი ენდრიუ გილმორი კეზერაშვილის თაღლითურ სქემაზე საუბრობს

„იმედის კვირა“ ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებიც დავით კეზერაშვილის მიერ შექმნილი თაღლითური სქემით დაზარალდნენ და საპენსიო დანაზოგები დაკარგეს.

ერთ-ერთი რესპონდენტი ქალბატონიც კეზერაშვილის ქოლცენტრების მსხვერპლია. მას „იმედის კვირა“ ლონდონში შეხვდა. იგი აცხადებს, რომ მას თაღლითებმა 27 ათასი ფუნტი სტერლინგი მოპარეს.

დაზარალებულის ადვოკატის, ენდრიუ გილმორის განცხადებით, მათ ჰყვთ რამდენიმე ეჭვმიტანილი, რომლებიც ამ სქემიდან შემოსულ თანხებს ათეთრებდნენ.

„ჩვენ ვიცით რამდენიმე ადამიანი, რომლებიც გამოიკვეთნენ ან საქმეში. ისინი ამზადებდნენ ამ მასშტაბურ თაღლითურ სქემას. ჩვენ გვაქვს დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც მტკიცდება, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან ამ საქმეში გარეული.

სამწუხაროდ, მე ვერ დაგისახელებთ ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რადგან ეს არის, გამოძიება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს პოლიციის მიერ მთელი ევროპის მასშტაბით. შესაბამისად, არ მაქვს უფლება გითხრათ მეტი დეტალი.

ჩვენ ვესაუბრეთ დაზარალებულებს დიდ ბრიტანეთსა და ასევე ევროპის ქვეყნებში, რომლებმაც წარადგინეს მტკიცებულებები და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა მათი ამ თაღლითურ სქემაში ჩართვა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროპული ქვეყნების სამართალდამცველებთან, რომ შევაგროვოთ ყველანაირი მტკიცებულებები და გავუზიაროთ გამოძიების შედეგები ერთმანეთს. რადგან ეს თაღლითური სქემა არის ძალიან დიდი და მოიცავს სრულიად ევროპას, ეს არის კომპლექსური, ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო თაღლითურ სქემაზე და ძალიან რთულია ზუსტი რიცხვის დასახელება, თუმცა დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ საუბარია მილიონებზე. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 100 მილიონ ფუნტზე მეტი დანაკარგი ამ სქემით. ჩვენ ვესაუბრებით ევროპელ კოლეგებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ევროპაში დანაკარგი ამ თანხაზე ბევრად დიდია“, – განაცხადა ენდრიუ გილმორმა.

,,არავინ გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რაც საკუთარი სიტყვითა თუ საქმით მიაყენეს ქვეყანას”- პაპუაშვილი

დღეს სტრასბურგის სასამართლომ გვითხრა, რომ მაშინ სამართალდამცველი ორგანოები იქცეოდნენ სწორად, ხოლო მაშინდელი პრემიერი გიორგი გახარია ამაში პოლიტიკურად ერეოდა, ვინაიდან ცდილობდა შეეჩერებინა სამართალდამცველი ორგანოები მართლმსაჯულების აღსრულებაში, – ასე შეაფასა ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილმა. კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას გააკეთა და აქცენტი „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის დაკავების ირგვლივ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე გააკეთა.

„როგორც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, ეს ყველაფერი იყო ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და მართლმსაჯულებაზე. დეზინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადებები, რომლებმაც, საბოლოო ჯამში ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, რადგან სწორედ ასეთი განცხადებები ქმნის შემდეგ აღქმას სხვებში, თითქოს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება, თითქოს არის რაღაც პოლიტიკური მოტივაციები და ა.შ., აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ეს ზიანი მოგვადგა და დღეს აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ყველას ეს აქტორი – იქნებოდა ეს ყოფილი დიპლომატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი – ამხილა დეზინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს წინააღმდეგ.

ყოველ ჯერზე ზიანდება ქვეყანა ასეთი უპასუხისმგებლო, წინდაუხედავი განცხადებებითა თუ ნაბიჯებით. განსაკუთრებით, თუ ამაში ჩართულები არიან ევროპელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები. ეს ზიანი ადგება ქვეყანას. შემდეგ ჩაივლის დრო, აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. სამწუხაროდ, არავინ გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რაც საკუთარი სიტყვითა თუ საქმით მიაყენეს ქვეყანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

უკვე რამდენიმე თვეა, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. როგორია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი გამგზავრების შემდეგ – ამ კითხვით პოლიტიკოსს და ჯაჭვლიანის უახლოეს მეგობარ მედიასთან ისაუბრა

ლორთქიფანიძის თქმით, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და მსახიობთან ხშირი კომუნიკაცია აქვს.

დავით ლორთქიფანიძე: – სოსო, დღესდღეობით, ისევ თურქეთის კლინიკაში იმყოფება. 2 კვირის წინ გამეორებითი კურსის ჩასატარებლად გაემგზავრა. ქიმია გაუკეთეს, ამჯერად, მკურნალობის სხვა მიმართულებაზე გადავიდნენ. გუშინ დამირეკა, ვესაუბრე, მხნედ არის, მეორე ქიმიისთვის ემზადება, სავარაუდოდ, პროცედურა 15-16 სექტემბერს მოუწევს. ამის შემდგომ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, დააკვირდებიან. არ გამორიცხავენ, რომ ისევ თბილისში დაბრუნების უფლება მისცენ და ის სპეციალური გადასხმები წამოიღოს, რომელსაც ისინი ადგილზე უკეთებენ.

მისი იქ ყოფნა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. პირველი 10 დღე, ქიმიის გაკეთების შემდეგ, კლინიკაში იმყოფებოდა. ექიმებმა ასე საჭიროდ ჩათვალეს, რადგან დაკვირვებაა საჭირო.

10 დღის შემდეგ სასტუმროში, მეუღლესთან ერთად გადავიდა. ხარჯების შემცირების მიზნით, მათი თბილისში ჩამოსვლა არ არის გამორიცხული.

რა თქმა უნდა, მისთვის იქ ყოფნა სჯობს, მაგრამ… სახელმწიფო, მერია – ყველაფერი გააკეთეს და ამით ძალიან მადლიერია. არსებობს ერთი კეთილი კაცი, რომელსაც სიკეთეების აფიშირება არ უყვარს.

– ბატონ სოსოს ყოველდღიურად ეკონტაქტებით, თქვენ რას ატყობთ, როგორ შეიცვალა თურქეთში გამგზავრების შემდეგ მისი მდგომარეობა?

– როდესაც სოსო თბილისში იმყოფებოდა, ქიმიის შემდეგ, 2-3 დღე უკონტაქტო იყო. ახლა უკეთესობა ხმაზეც ეტყობა – მეტი სიმტკიცეა, ვიდრე წინა პერიოდში იყო. ორგანიზმი უფრო ძლიერდება და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს მოერევა და ისევ ჯანმრთელად იქნება.

რომ დამირეკავს ხოლმე, ისე უხარია… სადაც შევდივარ, გამოვდივარ, დღე არ გავა, რომ მორიდებით, სოსოს ამბავი  არ მკითხონ. სხვათა შორის, უკვე სახელებსა და გვარებსაც ვეკითხები.  რომ ვეუბნები ამას სოსოს, ძალიან უხარია. თვალები ცრემლებით ევსება და ესეც, ალბათ, მისთვის დიდი სტიმულია. ვუთხარი კიდეც, რომ ჩამოხვალ, ამ ხალხს შეგახვედრებ და ერთი კაი სუფრა შენზეა-თქო (იცინის).

3 დღის წინ, ადიგენიდან შემხვდა კაცი, სოსოს სტუდენტობის დროინდელი ნაცნობი ვარო, ერთმანეთს სტუდქალაქში შევხვდითო. მოკითხვა გადასცა. სოსოს რომ ვუთხარი, ისე გაუხარდა, თითქოს, გუშინ ერთად იქეიფეს. როცა ამ ყველაფრის მოსმენის ნებისყოფა აქვს, ეს ძალიან კარგია. იყო პერიოდი, როცა ლაპარაკიც არ სურდა, არც მოსმენა.. უბრალოდ არ შეეძლო. ახლა რომ ესაუბრები გისმენს, გპასუხობს, ჩვეულებრივად შემოდის კომუნიკაციაში.

ყველაფერი უფლის ნებაა და მადლობა მას – ყველაფერი კარგად იქნება.

,,სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ დაზარალებულებმა კომპენსაციები მიიღონ”- მდინარაძე

სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ კომპენსაციები სრული რაოდენობით მიიღონ, – ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გურიაში სტიქიით დაზარალებულებზე საუბრისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებასა და „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს ბოლო სამი დღის განმავლობაში გურიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ გაწეული სამუშაოსთვის.

მან ასევე ისაუბრა, მიიღებენ თუ არა დაზარალებულები კომპენსაციას.

„რაც შეეხება კომპენსაციებს, ამაზე ცოტა ადრეა საუბარი, რადგან ჯერ ბოლომდე არ არის დათვლილი, რასთან გვაქვს საქმე. იმდენ ადგილას იყო პატარ-პატარა, არაერთი მეწყერი ჩამოწოლილი. ამდენად, რისკებთან დაკავშირებით ძალიან რთულია საუბარი. ყველა შემთხვევაში, ძალიან კარგია ის, რომ სადაც მცირე რისკი არსებობს, გამოყავთ მოსახლეობა. პირველ დღეს, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვეხვეწებოდის მოსახლეობას, რომ თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსულიყვნენ და უარზე იყვნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, უკვე არაერთი ოჯახია გამოყვანილია იმ ადგილებიდან, სადაც მცირე რისკი მაინც არსებობდა. მან მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ თავს იკავებენ, თუკი რაიმე რისკი არსებობს, დატოვონ ასეთი საცხოვრებელი ტერიტორიები.

„რისკების შეფასების, საერთო ანალიზის შემდეგ, თუ არ იქნება პრობლემა, დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, თუ არა და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ კომპენსაციები სრული რაოდენობით მიიღონ და რისკებს ნუ გავწევთ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ნუ ჩავიგდებთ. ეს იქნება ჩვენი უმორჩილესი თხოვნა“, – განაცხადა მდინარაძემ.

გურიაში მესამე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

„მე არაფერს გამოვრიცხავ“ – კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა.

 

„მე არაფერს გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის არშეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ბოლო დროს ისეთი რაღაცეები ვიხილეთ, რაც ძალიან მძიმეა.  მე ვერ გეტყვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილთან მიმართებაში, თუმცა, როგორც ვიცით, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რომელზეც პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

,,მინდა, ვუთხრა გურიას, გურულებს, ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ” – კახა კალაძე

სტიქიის პირველივე წუთებიდან ყველა შესაბამისი უწყება იყო მობილიზებული, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გურიაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.

 

„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. გურიაში სტიქიის სახით დიდი უბედურება მოხდა. პირველივე წუთებიდან, როგორც ლანჩხუთის, ისე ოზურგეთის ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. დღესაც გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები. ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მანვე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას სხვადასხვა გზით ცდილობს.

 

„მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობს. მადლობა მერებს, მერიის თანამშრომლებს, პარტია „ქართული ოცნების“ აქტივს, მხარდამჭრებს. მათ, ვინც დაკავებულები არიან ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებით.  თითოეულ ოჯახთან მიდიან ჩვენი წარმომადგენლები, არის ცხელი ხაზი, სადაც ზარები ფიქსირდება. ყველა ოჯახიდან გამოჰყავთ ადამიანები, რომლებიც საშიშ ადგილებში ცხოვრობენ, ეს ღონისძიებები გაგრძელდება. მინდა, ვუთხრა გურიას, გურულებს, ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

,,ეს იყო პრემიერ მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები”- კალაძე

ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხდებოდა პირადი ფრენების განხორციელება სააკაშვილის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება , – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტისთვის გამოყენების თაობაზე, რაზეც კალაძემ აღნიშნა, რომ ეს იყო პრემიერ მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები. „პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთან დაკავშირებით მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობდა. პირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრემიერ-მინისტრმა პირადი ვიზიტით გამოიყენა თვითმფრინავი და ამაში ბიუჯეტის თანხები დახარჯა. შემდეგ, გაირკვა, გაერკვნენ იმაში, რომ ეს არ იყო ბიუჯეტის ხარჯი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხდებოდა ასეთი ფრენების განხორციელება პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით; ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება, ეს იფუთებოდა იმით, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს დღეს ნიჭიერი შვილები ჰყავს, იგივე თუნდაც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს მაღალი თანამდებობის პირმა თავიანთი ოჯახის წევრები. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერ მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები“, – აცხადებს კალაძე.