Home Blog Page 1637

“მტკიცედ მჯერა, რომ საქართველომ გასული თვეების განმავლობაში რა პროგრესსაც მიაღწია, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”- გლენ ბედინგფილდი

მტკიცედ მჯერა, რომ საქართველომ გასული თვეების განმავლობაში რა პროგრესსაც მიაღწია, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მალტა მტკიცედ უჭერს მხარს დამსახურებაზე დაფუძნებულ გაფართოებას, – ამის შესახებ მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გლენ ბედინგფილდმა მადრიდში განაცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.

„უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების მომავალი უდავოდ ევროკავშირშია. მტკიცედ მჯერა, რომ მოცემულ პროცესში საქართველომ გასული თვეების განმავლობაში რა პროგრესსაც მიაღწია, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მალტა მტკიცედ უჭერს მხარს დამსახურებაზე დაფუძნებულ გაფართოებას.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პროცესში წვლილის შეტანის ერთგული ვრჩებით უკრაინის დაუყოვნებლივი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის. გაფართოება მოიტანს რეფორმების საჭიროებას არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელთაც გაწევრიანება სურთ, არამედ ევროკავშირში, რომელსაც თავად სჭირდება რეფორმების განხორციელება ახალი წევრების პირობებში სრულად ფუნქციონირებისთვის. მჯერა, რომ რეფორმა, რომელიც ევროკავშირმა უნდა განახორციელოს, იქნება ყველა ქვეყნისთვის, როგორც არსებული, ისე მომავალი წევრებისთვის“, – განაცხადა გლენ ბედინგფილდმა.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი”-ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი ოტმარ კარასი აცხადებს.

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ქართველ პოლიტიკოსებთან. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს და, ვფიქრობ, ჩვენ ვართ სწორ გზაზე და გვაქვს ასევე კარგი პროგრესი შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. წინასწარ რთულია საუბარი და პროგნოზის გაკეთება. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აქტიურად მუშაობს, მუდმივად მართავს შეხვედრებს სტრასბურგსა და ბრიუსელში კანდიდატის სტატუსზე და იბრძვის საქართველოს ადგილისთვის ევროპულ ოჯახში. პარლამენტებს კარგი ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ახლა საბჭოს მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – აცხადებს ოტმარ კარასი.

“ფარცხალაძის თემა რადიკალებმა და მერე მათმა პატრონებმა წამოწიეს, აშშ შეცდომაშია შეყვანილი” – ირაკლი ზარქუა

ფარცხალაძის თემა რადიკალებმა და მერე მათმა პატრონებმა წამოწიეს – სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი. რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას ან თეთრი სახლი, აპრიორი მართალია?!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ფარცხალაძის თემა პროკურატურასა და სასამართლოზე „გალაშქრებისთვის“ დაჭირდათ.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა ჩვენი მოსამართლეები. კითხვა რომ დავუსვით – „აბა არგუმენტი გვითხარით, იქნებ მართლები ხართ“, ვერ წარმოადგინეს და თქვეს, აი, კაპიტანი გიგაური და ლომჯარია რომ ასაჯაროვებდნენ და პოლიტიკური დევნა ჰქონდათ მათი, ვინც არ მოსწონდათ – მოსამართლეები, ადვოკატი, თანამდებობის პირი, ამის საფუძველზეო თქვეს. არსად წერია ფარცხალაძეზე კონკრეტული არგუმენტი.

ბატონ ფარცხალაძეს არც ვიცნობ, მაგრამ რასაც ვუყურებ, როგორც მესამე თუ ნეიტრალური ადამიანი რომ აკვირდება, ესე იგი მაგათ დროს რომ თანამდებობაზე იყო, არც გახსენებია არავის არც ქურდობა, არც ძველი ბიჭობა, არც მაფიოზობანა, არც აგენტობა, მაგრამ ახლა თურმე მიუღებელია, ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. ის ადამიანი არც ვიცი, საქართველოში ცხოვრობს თუ არა, არ ცხოვრობს საქართველოში და ახლა წამოატივტივეს, უნდათ პროკურატურაზე და სასამართლოზე გაილაშქრონ, ამიტომ სჭირდებათ ახლა ფარცხალაძე და წამოსწიეს ეს თემა რადიკალებმა და ამათმა პატრონებმა მერე. სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი. რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას ან თეთრი სახლი, აპრიორი მართალია?! მოსამართლეებზე ხომ შეცდნენ?!“ – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

„საბა“ 2023-ის საიუბილეო დაჯილდოების თარიღი ცნობილია

 

ლიტერატურული პრემია “საბასთვის” წელს მნიშვნელოვანი თარიღია, ზუსტად 21 წლის წინ პოეტმა რატი ამაღლობელმა და თიბისი ბანკმა კონკურსი ერთად დაარსეს.

საზეიმო ცერემონია გაიმართება 19 სექტემბერს, 21:00 საათზე შატო მუხრანში, რომელიც  ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 11 ნომინაციაში გამოავლენს. წელს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი, რომელიც ჟიურიმ უკვე განიხილა და 8 ნომინაციაში ფინალისტების სიაც ცნობილია. ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგი ნომინაციებიდან:

  1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  2. საუკეთესო პიესა
  3. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  4. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  5. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  6. საუკეთესო პროზაული კრებული
  7. საუკეთესო პოეტური კრებული
  8. საუკეთესო რომანი
  9. მკითხველის “საბა”
  10. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
  11. მკითხველის “საბა”
  12. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში

დაელოდეთ,  „საბა“ 2023-ის დაჯილდოებას 19 სექტემბერს, 21:00 საათზე, ტელეკომპანია ფორმულას და საბასა და თიბისის Facebook გვერდებზე.

 

“ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომოდ და საგაზაფხულოდ უბედურების დაანონსება” – დავით უსუფაშვილი

ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომოდ და საგაზაფხულოდ უბედურების დაანონსება – როგორც ჩანს, ოქტომბერ-დეკემბერში თავისთვის რთულ პოლიტიკურ ვითარებას ელიან და ამიტომ აანონსებენ,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა სუს-ის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

უსუფაშვილის თქმით, მიუხედავად ანონსებისა, არც ერთი ფაქტი მსგავსი დანაშაულის, რომელიც სამართალდამცავებმა გამოიძიეს, საზოგადოებას დღემდე არ უნახავს.

„ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომო და საგაზაფხულო დაანონსება უბედურების, რომ ზუსტად იციან ვიღაც სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს, იარაღით და უბედურებით მოემართება ვიღაც საქართველოში ან აქ აკეთებს ორგანიზებას და დღემდე ვერც ერთ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი კონკრეტული ადამიანი, ვერც ერთი ფაქტი, რაც სამართალდამცავებმა გამოიძიეს. ატყდება ხოლმე ძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და ხელში შეგვრჩება ხოლმე მაქსიმუმ ქუჩაში შეხლა-შემოხლა მიტინგების დროს. ეს რატომ ხდება, აქ კითხვაც, მგონი, სრულიად უადგილოა, რადგან სრულიად ცალსახაა – როგორც ჩანს, ოქტომბერ -დეკემბერში ელიან რთულ პოლიტიკურ ვითარებას თავისთვის და ახლა აანონსებენ ამ ყველაფერს. ჩვენ, „ლელო“ ამ ინფორმაციაზე სერიოზულად ვეღარ და აღარ ვრეაგირებთ. რაც შეეხება თავად გადატრიალებებს და გადმოტრიალებებს, ამაში არც რეალობაში ვმონაწილეობთ და არც ზღაპრებში და საერთოდ ვემიჯნებით ყველაფერს, ამაზე ვინმე მოფიქრალსაც და ამ თემით სპეკულირების გამკეთებელსაც,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.

“სიახლე არ არის, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობს, ხელისუფლება თავის სიმაღლეზე დგას” – გიორგი კახიანი 

საზოგადოებისთვის სიახლე აღარ არის, რომ ოპოზიცია ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობს. წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორი სახე მიიღო მათმა რადიკალიზმმა. ოქტომბერ-დეკემბერში მოსალოდნელია მეტი რადიკალური ქმედებები, ამას ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არეულობას არც შესაბამისი სამსახურები და არც საზოგადოება არ დაუშვებს.

„ეს ყველაფერი უსუსური მცდელობა იქნება, რადგან შესაბამისი სამსახურები შესაბამის ზომებს მიიღებენ და რაც მთავარია, ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს. მათი მიზანი დესტაბილიზაციაა, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია. ადრეც იყო საბურავების თემა და ასე შემდეგ. მაშინ გადატრიალება რომ არ მოხდა და ოპოზიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამის მცდელობა არ ჰქონდათ. პირიქით, ეს მანიშნებელია, რომ ხელისუფლება თავის სიმაღლეზე დგას. ისინი ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

“სუს-ის ინფორმაციის გარეშეც საზოგადოება ხედავს, რომ ხელს უშლიან ქვეყნის ევროპულ მომავალს” – შალვა პაპუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის გარეშეც საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, რომ ხელს უშლიან ქვეყნის ევროპულ მომავალს. ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი „ენჯეო“ უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში გადატრიალების მცდელობები არაერთხელ ყოფილა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის ახდენდა ამის პრევენციას.

„შარშან, ივნისში, როგორც კი ევროპულმა კომისიამ თავისი შეფასება და რეკომენდაცია გამოაქვეყნა, მეორე დღეს რამდენიმე „ენჯეომ“ აქცია მოაწყო პარლამენტის წინ და მთავრობის გადადგომას ითხოვდა. ითხოვდნენ, მათი თანხმობით დაკომპლექტებულიყო მთავრობა და ეს თუ არ მოხდებოდა, რამდენიმე დღეში წალეკავდნენ ყველაფერს. ამას აკეთებდა უცხოური დაფინანსებით მოქმედი რამდენიმე ელიტური „ენჯეო“ და შემდეგ ამბობდნენ, რომ მათი ბრალი არ იყო. ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო „სირცხვილია“. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ოპოზიცია სწორედ ამას აკეთებდა, რამენაირად ხელი შეეშალა საქართველოსთვის ევროპულ გზაზე, იქნებ არ მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი ან ისე მოენიჭებინათ, რომ დასამადლებელი გამხდარიყო და შემდეგ მღელვარებები გამოეწვია საზოგადოებაში. სუს-ის ინფორმაციის გარეშეც საზოგადოება ხომ თვალნათლივ ხედავს, რომ ხელს უშლიან ქვეყნის ევროპულ მომავალს. ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი „ენჯეო“ თანამშრომლობს უცხოეთის სპეცსამსახურებთან. ამ შემთხვევაში უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე არის ადამიანი, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პირდაპირ დააორგანიზა ჩვენს ქვეყანაში არეულობა. აქედან კიდევ ემოციური კავშირი აქვთ გია ლორთქიფანიძესთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გადატრიალების მცდელობების მაგალითები მოიყვანა.

„2020 წლის არჩევნების შემდეგ არაერთი „ენჯეო“ იყო ჩართული, გაევრცელებინა ყალბი ინფორმაცია პარალელურ დათვლაზე, რომელიც ოპოზიციის ხელში ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, გამოეწვია სახალხო მღელვარება. ერთი თვე უმალავდნენ საზოგადოებას ეს „ენჯეო“ და დონორი, რომ ეს იყო ტყუილი და ავრცელებდნენ ტყუილს. მხოლოდ მაშინ უარყვეს, როდესაც ნახეს, რომ პარლამენტი შეიკრიბა და რევოლუციური სცენარი ჩაიფუშა; არ იყო მცდელობები 7-8 მარტს, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილს“ისროდნენ და პარლამენტს სწვავდნენ? შედეგი ისაა, რომ ასეთი სახელმწიფო გადატრიალება არ შედგა. ესაა მთავარი შედეგი და სიძლიერე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურისა, რომ შედეგები არ უნდა დადგეს. ამის პრევენციას რომ წარმატებით ახდენს სახელმწიფო სამსახური, ამაზე მეტყველებს ის, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ რევოლუციური გეგმები ჩაეშალათ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის შემოპარვით ჩაეფუშათ ეს გეგმა, 7-8 მარტს იგივე გეგმა ჩაეფუშათ. გახსოვთ, 7-8 მარტის აქციების დროს პარლამენტის წინ ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელი როგორ ამბობდა, მწვანე შუქი გვაქვს იმისთვის, როგორ შევვარდეთ პარლამენტშიო. ვგულისხმობ სერგი კაპანაძეს, რომელიც ვერ ჩამოყალიბებულა, პოლიტიკოსია თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ ინფორმაცია ემყარება გადამოწმებულ მტკიცებულებას. სუს-მა ისიც თქვა, რომ პარტნიორ ქვეყნებთან ექნება ამ ინფორმაციის გაცვლა და ველოდებით დახმარებას პარტნიორი ქვეყნებისგან, რომ ასეთი დესტრუქციული იდეები არ განხორციელდეს.

პუტინის სტილში მოქმედებს უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილე, რომელიც სხვა ქვეყანაში აწყობს არეულობას. რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, თავის მხრივ, უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი ცდილობს, გააკეთოს საქართველოში არა მხოლოდ რბილი, არამედ უხეში ძალით. რომელიმე „ენჯეო“ ან რომელიმე ოპოზიციონერი გაბედავს, დადგეს თავისი ქვეყნის მხარეს და არა – უკრაინის დაზვერვის მხარეს?

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი ჩვენ გვიწყობს არეულობას, როცა საქართველო ომში მყოფ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. ამაზე მეტი სკანდალი რაღა უნდა იყოს? მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა, მათ შორის სააკაშვილის შემოპარვაზე და ძველ საქმეებზე, მათ შორის 26 მაისზე.

უკრაინა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად იქცა უმაღლეს თანამდებობებზე: გია ლორთქიფანიძე, რომელიც დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა, ზურაბ ადეიშვილი მართლმსაჯულების სისტემაში. ადამიანი, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა ჩამოაყალიბა, დღეს უკრაინაში მართლმსაჯულების რეფორმების განმახორციელებელია. ასევე სხვა ადამიანები, ზოგი ყოფილი ქართველი თუ ეროვნებით ქართველი თავის ფეისბუქგვერდებს რომ აკეთებს ქართულად და ქართულად ვიღაცები უწერენ ტექსტებს. განა არსებობს ამაზე მეტი სირცხვილი? სოლიდარობის ფონზე, რომელსაც ქართველი ხალხი იჩენს უკრაინის მიმართ, უკრაინის ხელისუფლების ერთი ნაწილი პირდაპირ ცდილობს ქვეყნის არევას. ქვეყნის არევა რას ნიშნავს, ჩვენ ხომ ვიცით, 90-იანი წლები ხომ გვაქვს გამოვლილი. ხომ ვიცით, რას ნიშნავს – აქ თუ ერთი რაღაც აირია, შემდეგ ვისი ტყვია გავარდება, ვისი ტანკი დადგება. ამას რომ აკეთებს ქვეყანა, რომელიც თვითონ არის იმავე მეთოდების მსხვერპლი, უხეში ძალის, რბილი ძალის, დეზინფორმაციის მსხვერპლი, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაწილი საქართველოში ამ ყველაფერს რომ გიორგანიზებს, ამ ქვეყნის მოქალაქედ ვინც მიიჩნევს თავს, მას რამე რეაქცია არ უნდა ჰქონდეს?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

თიბისის მხარდაჭერით ზუგდიდში DATA BOOTCAMP იწყება

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, DATA BOOTCAMP გრძელდება და ზუგდიდში, 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, BOOTCAMP-ი 28 სექტემბერს  დაიწყება და 7 დღე გაგრძელდება.

ბანაკის შემაჯამებელ დემო დღეზე მონაწილეები წარადგენენ პრეზენტაციებს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მონაწილეებს შორის, თიბისი, ხუთ რჩეულ ახალგაზრდას გამოავლენს, რომლებიც თიბისის Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავებისა და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან.

DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ეტაპობრივად ჩატარდება და ჯამში 150-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

ბანაკი უკვე გაიმართა გურჯაანში და თიბისის რჩეულმა მონაწილეებმა თიბისის Data Academy-ში წარმატებით გაიარეს ორკვირიანი გადამზადება. თუ გსურს გახდე ზუგდიდის DATA BOOTCAMP-ის  მონაწილე, მიიღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის – AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით გაიარე რეგისტრაცია 21 სექტემბრის ჩათვლით.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.

 

R

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ფულად გზავნილებში ევროკავშირი წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს

გასულ კვირაში, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო. პროგნოზის მხრივ, ასევე უცვლელია საბაზო სცენარი, რომელიც წლის ბოლომდე განაკვეთის 9.5%-მდე დაწევას გულისხმობს. ამასთან, კომიტეტის პრესრელიზში დაფიქსირებული კომუნიკაციის ტონის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე წელს, შედარებით მხოლოდ მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტი შერბილებაც ვიხილოთ.

აგვისტოს საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები კვლავ დაბალ ნიშნულზეა. დეტალური ჩაშლა მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა თიბისი კაპიტალის აზრით, მიზეზები წინა თვის ანალოგიური უნდა იყოს, როდესაც ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს საერთაშორისო სასაქონლო ფასების ნორმალიზება წარმოადგენდა.

დაბალი ზრდა ასევე გზავნილების კუთხითაც იკვეთება, თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული უფრო ერთჯერადი ფაქტორებითაა განპირობებული. მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოში რუსეთიდან გზავნილების უკვე მხოლოდ ძალზედ მცირედით კორექტირების შემდეგ, ევროკავშირი ინარჩუნებს ყველაზე მაღალ, 40.3%-იან ხვედრით წილს და წლიური ზრდის ტემპი აშშ დოლარში 21.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე რუსეთია, დაახლოებით 19.3%-ით, მე-3 ადგილს კი, 14.3%-ით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს.

გაეცანით პუბლიკაციის სრული ვერსიაა ბმულზე.

 

R

“რადიკალურ ოპოზიციაში უნიჭო კლოუნები არიან” – გურამ მაჭარაშვილი

რადიკალური ოპოზიციისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ცირკია, სიფხიზლეა საჭირო და ეს ყველაფერი სუს-ის მხრიდან დადასტურდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ცირკია, მათ შორის „მოლოტოვის კოტეილების“ სროლა. ცირკია ისიც, რომ კომიტეტის სხდომებზე მაგიდებზე შეხტნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მანდატურებს. ისინი ცირკში არიან, თუმცა თავად უნიჭო კლოუნები არიან.

საზოგადოებას არ ჰგონია, რომ ცირკშია, ისინი მსოფლიოში არსებულ რთულ ვითარებას ხედავენ. სიფხიზლეა საჭირო და ეს ყველაფერი სუს-ის მხრიდან დადასტურდა. რაც შეეხება ოპოზიციას, 2024 წელს ცირკშიც აღარ იქნებიან და რეზერვში გადაინაცვლებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

“სუს-ი მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომელიც ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას უდევს საფუძვლად” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმის მოკლვევა დაწყო.

პაპუაშვილის თქმით, სუს-ი მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად.

„სუს-მა განაცხადა, მათ შორის საჯაროდ, რომ მათ დაიწყეს საქმის მოკვლევა. ეს არის, რა თქმა უნდა, მძიმე ბრალდება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციაში მოექცა. ამიტომაც სუს-ი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად. ვთქვით კიდეც, რომ ამ პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებული იქნება საზოგადეობა.

ამაზე ითქვა კიდევაც, რომ ოთარ ფარცხალაძეს, ბოლო ათი წელია, არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან, არის კერძო პირი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი ოთარ ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც” – სააკაშვილი

ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის [ოთარ ფარცხალაძის] მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც – ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რეალურად ჩრდილიდან ფარცხალაძე მართავს პროკურატურას და სასამართლოს.

„სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემს წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა. ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა. ამის შემდეგ ივანიშვილი იძულებული გახდა ის ე.წ. ,,ბოტასების საქმის“ გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს.

ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც. ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც”, – წერს სააკაშვილი.