Home Blog Page 1586

თურქული და ქართული მაჭახელი – ორად გაყოფილი რეგიონი

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის – TRT-ის ვე-გვერდზე, რუბრიკით „კუთხე-კუნჭული“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თურქული და ქართული მაჭახელი – ორად გაყოფილი რეგიონი“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

მაჭახელის რეგიონი საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარზე მდებარე ორად გაყოფილი რეგიონია. მაჭახლის მდინარეც ორივე მხარეს ჩამოედინება. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება მაჭახლის ეტიმოლოგიის შესახებ. ეტიმოლოგიის განმარტება ასეთია, როგორც „მაჯა“ და „ხელი“, თუმცა სიტყვის ფუძედ აღქმულ „ჭა“დაც შეიძლება მისი განმარტება, რაც ქვაბულივით ადგილსაც აღნიშნავს.

მაჭახელი 1877-1878 წლებში ოსმალო-რუსთა ომის შემდეგ ოსმალოთა მმართველობის ქვეშ დარჩა. ომის შემდგომ კი ბერლინის ხელშეკრულების თანახმად ის რუსეთის იპერიის სამეფოს გადაეცა. წყაროებიდან ირკვევა, რომ რუს მმართველობას მაჭახელის მოსახელობისათვის მანამდე არარსებული გადასახადები დაუკისრებია და ასევე მამაკაცების ჯარში სავალდებულო გაწვევა ბრძანებად შემოუღია, რაზეც მოსახლეობას უკმაყოფილება გამოუთქვამს.

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ კი, 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, მაჭახელი მის შემადგენლობაში შევიდა, 1921 წლიდან კი თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვრების დაწესებისას მაჭახელი ორად გაიყო. ექვსი სოფელი ზემო მაჭახელში ანუ თურქეთში, თორმეტი სოფელი კი ქვემო მაჭახელში – საქართველოში დარჩა.

თურქეთის მაჭახელის რეგიონში როგორც ვთქვით ექვსი სოფელი შედის. ზემო მაჭახლის ხეობის 70 % ტყიანი საფარითა და ხეხილითაა დაფარული. სწორედ ამ რეგიონში შესაძლებელია ერთი და ერთნახევარ საუკუნოვანი ვეებერთელა ხეების ნახვა. ამ ტყეებში მრავლადაა რცხილა, წაბლი, ცაცხვი, ნაძვი, ხეხილიდან წყავი, მუშმალა, თხილი, ვაშლი, ხურმა, კომში, ალუბალი (იგივე ქვიშნა), ბალი, თუთა და კაკალი. როგორც ვხედავთ მცენარეულმა საფარმა მაჭახლის ორივე რეგიონში ერთმანეთის მსგავსად განაგრძეს განვითარება. ეს მსგავსება ვრცელდება ცხოველთა და ფრინველთა ნაირსახეობებზეც. აქ გავრცელებულია მწყერი, შაშვი, ბეღურა, ქორი, ყორანი, კაკაჩა, ცხოველებიდან კი გარეული ღორი, დათვი, ტურა, ჯეილანი, გაზელი, კურდღელი, გარეული თხა. განსხვავება არც კლიმატშია. მაღალმთლიანი მაჭახელი ზაფხულში გრილია, ზამთრით კი დიდთოვლიანი და ცივია. ზამთარში ხანდახან თოვლის სიგრძე 3 მეტრსაც კი აღწევს.

თურქეთის მაჭახელი ადგილობრივი თოფების წარმოებითაც იყო ცნობილი. აქ თითოეული ოჯახი თავის სანადირო თუ გარეული ცხოველების თავდასხმისაგან თავის ასარიდებელ თოფს თავადვე აკეთებდა და თოფსაც „მაჭახელს“ უწოდებდა. თოფების კეთების ხელობა საქართველოს მაჭახლიდან თურქეთის მხარესაც გავრცელდა და ოსტატები ორივე მხრიდან თოფებს ამზადებდნენ. ცნობილია, რომ მათ „მუშტრები“ აზიიდან და ევროპიდანაც კი ჰყავდათ.

თურქეთის მაჭახლის რეგიონში როგორც ვიცით ბევრი ქართული ქრისტიანული ტაძარია შემორჩენილი. ამის შესახებ ბევრი კვლევა არსებობს, რომელიც ორივე მხარის ეთნოგრაფებმა და ისტორიკოსებმა ერთად და ცალ-ცალკეც ჩაატარეს. ადგილობრივი მოსახლეობა ყველა ტაძრის მშენებლობას თამარ მეფეს უკავშირებს. მას იქ დღემდე თამარის სახელით მოიხსენიებენ და მისი ძალის სწამთ. თამარს მის დროს აშენებული ხიდების გამოც ემადლიერებიან, რომელიც ამდენი საუკუნის შემდეგაც თავის ფუნქციას არ კარგავს და ვერანაირი სტიქიური კატასტროფა ვერ აზიანებს. თურქეთის მაჭახელის მეჩეთებში ხის ოსტატმა ადგილობრივმა მოსახლეობა ორიგინალურობა გამოიჩინა და ეს მეჩეთები კლასიკური მეჩეთის არქიტექურიდან „გაათავისუფლეს“. მის ასაშენებლად ხის მასალა, ორნამენტებად კი ყურძენი, ფოთოლი, ამფორები გამოიყენეს.

თურქეთის მაჭახელის მოსახლეობის უმეტესობა დღემდე სახლებში, სოფლებში ერთმანეთთან მიმოსვლისას ქართულად ლაპარაკობენ და ისეთ ქართულ ლექსიკას ფლობენ, რომლის დიდი ნაწილი ქართულ მხარეში დავიწყებულია კიდეც. ეს ორი მოსახლეობა მსგავსებას არ ჰკარგავს. ორივე მხარეს გურჯი თავისი „ფეთქებადი“ ხასიათითა და უცხოსთან სიდინჯით გამოირჩევა. სტუმართმოყვარეობა კი ორივეგან ისევ უცვლელია. ზემო მაჭახლელები ქვემო მაჭახლელებს ხშირად სტუმრობენ. „მოქნილი“ და აქტიური საზღვარი მათ ერთმანეთთან მიმოსვლას აადვილებს. ასე რომ ნათესაური კავშირები აღდგენილია და ორ კულტურას შორის მოქცეული ახალი თაობა ერთმანეთთან საერთო ენას ისევ პოულობს.

წყარო

“ეს არის პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა”- შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავაშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობაა.

პაპუაშვილის თქმით, ინფორმაციის მისაღებად პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის არის სადეპუტატო შეკითხვა თუ ინტერპელაციის წესით მინისტრის დაბარება.

„უნდა თქვან, რა კითხვები დარჩა, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეს? მეორე – თუკი რამე აქვთ, ამ კითხვებისთვის რამდენად არის აუცილებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა? მე უფრო მესახება, რომ ეს არის საგამოძიებო კომისიებით მორიგი პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა. პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, იქნება ეს სადეპუტატო შეკითხვა, თუნდაც ინტერპელაცია. შეუძლიათ, ინტერპელაციით დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხზე დაუსვან კითხვები, მოისმინონ პასუხები. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას, რაც ჩვენ ამ სტიქიიდან გამომდინარე გვაქვს.

ვფიქრობ, პოლიტიკოსები უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ამ საკითხს და ასეთ სტიქიას, ტრაგედიას იყენებდნენ არა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისა და ქულებისთვის, არამედ ამ შემთხვევაში, თუ აქვთ რაიმე საგნობრივი ინტერესი, ვიმეორებ, აქვთ საკმარისი ინსტრუმენტები. თუ ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შორის დღევანდელი ბრიფინგის, გუშინდელი დასკვნების და სატელიტური ფოტოების გათვალისწინებით რაიმე ღია კითხვა აქვთ, დასვან საჯაროდ, იქნებ საჯაროდაც იღებენ პასუხოს. ან შეუძლიათ, ინტერპელაციის წესი გამოიყენონ. იქ ხომ არ არის აუცილებელი კენჭისყრა და ა.შ. მიკვირს, რომ ზუსტად იმ ინსტრუმენტს, რომელიც აქვს ხელში ფრაქციას, უაპელაციოდ შეუძლიათ გამოიყენონ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ, ეჭიდებიან სხვა ინსტრუმენტს, რომლისთვისაც საჭიროა, რომ თავად ოპოზიციაც მობილიზდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღარიბაშვილის შეხვედრა ჩინეთის „სამაგალითო ლიდერთან“ და სტრატეგიული პარტნიორობა – რას წერს „ამერიკის ხმა“

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ჩინეთის „სამაგალითო ლიდერთან“ და სტრატეგიული პარტნიორობა“, რომელშიც განხილულ-გაანალიზებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (27 ივლისი – 01 აგვისტო) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შუქ-ჩრდილები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართულ-ჩინური ურთიერთობები „ამაღლდა“ და „ისტორიული ვიზიტიდან“ ის სამშობლოში „კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით“ დაბრუნდა. ამ შედეგების საფუძველი საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული ურთიერთობა გახდა.

თანამშრომლობის სფეროებისა და მიმართულებების განმსაზღვრელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება მხარეებმა სახელმწიფო ლიდერების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს. 1088 სიტყვიანი დოკუმენტი ოთხ მიმართულებას მოიცავს და მასში შედის პოლიტიკური, ეკონომიკური, საერთაშორისო და ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილებები. ამავე დოკუმენტით საქართველო შეუერთდა ჩინეთის რამდენიმე ინიციატივას, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, „შთაგონებას მისცემს ბევრ ერს, ბევრ ქვეყანას“.

„ანტიდასავლური“ ინიციატივები, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ დოკუმენტში

სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო „ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას“ ოფიციალურად შეუერთდა.

ინიციატივა მსოფლიო საზოგადოებას, 2022 წლის აპრილში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა სი ძინპინმა წარუდგინა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს ინიციატივა სრულად ეწინააღმდეგება დასავლურ და დემოკრატიულ ღირებულებებს. „ეს არის ინიციატივა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ჩინური სტილით პრობლემების გადაწყვეტას სთავაზობს“, – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ ანალიტიკოსი ლილი მაკელვი.

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ეს და სხვა ინიციატივები ანტიდასავლურია, რაც „უკიდურესად სახიფათოა, უკიდურესად პრობლემურია ქართული სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის რომელსაც კონსტიტუციურად გაცხადებული აქვს, რომ მიდის ნატოსა და ევროკავშირისკენ. ყველა ექსპერტის მიერ „ჯიესაი“(ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა) შეფასებულია, როგორც ანტიდასავლური, ანტიამერიკული დოკუმენტი“.

პოლიტიკური მიმომხილველები თვლიან, რომ „ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ალტერნატიულ რეალობას ქმნის. განსაკუთრებულ ყურადღებას მეოთხე პუნქტი იქცევს, რომელიც ქვეყნების ე.წ. „ლეგიტიმურ შიშებზე“ საუბრობს.

პეკინის ეს ინიციატივა ამბობს, რომ აუცილებელია, ყველა მხარის მიერ გათვალისწინებული იყოს, ყველა სახელმწიფოს „ლეგიტიმური შიშები და საფრთხეები“ და არ უნდა ხდებოდეს მათი იგნორირება. „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ეს ნარატივი, ცოტა ხნის წინ, პრემიერ ღარიბაშვილმაც გააჟღერა.

„ეს არის იგივე კონტექსტი, რაც თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავაში, როდესაც ამბობდა, რომ ნატოს გაფართოებამ გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რამაც მოიტანა დამანგრეველი შედეგები. ანუ, ამ ინიციატივის მიხედვით გაჩნდა რუსეთის ლეგიტიმური შიშები და სახელმწიფოები ვალდებულები არიან ამ ლეგიტიმურ შიშებს უპასუხონ“, – ამბობს თინა ხიდაშელი.

ჩინეთის „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ ასევე ამბობს, რომ ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არის.

„გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სის ინიციატივებს და მე გეტყვით რატომ. ეს ინიციატივები არის მშვიდობისთვის, პროგრესისთვის, კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავია. ეს არის ის, რაც დღეს მსოფლიოს სჭირდება. დღეს მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ყველა ერისთვის, მთელი პლანეტისთვის“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა „ჩინეთის გლობალური სატელევიზიო ქსელის“ გადაცემაში „ლიდერები საუბრობენ“.

რატომ არის სტრატეგიული დოკუმენტი „პეკინის ინტერესების“ მატარებელი?

„მომზადებულია პეკინში, პეკინის ინტერესების სრული დაცვით, პეკინის ინტერესების აბსოლუტური გაზიარებით და იქ დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოცანები არ ჩანს. პირველი პუნქტი ამის ძალიან კარგი სადემონსტრაციო მაგალითია“, – ამბობს თინა ხიდაშელი და „პოლიტიკური განზომილების“ პირველ პუნქტზე მიანიშნებს. დოკუმენტის ეს ნაწილი ამბობს, რომ “მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს”.

ყურადღება მივაქციოთ: არც ამ ჩანაწერში და არც ოთხთავიან დოკუმენტში საუბარი არ არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არის დაკონკრეტებული, რომ ჩინეთი მხარს უჭერს კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ან მიმდინარე რუსულ ოკუპაციაზე განცხადება არც ჩინეთის პრეზიდენტს გაუკეთებია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას. საკუთარი მიმართვისას კი, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სი ძინპინს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას.

თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ჩანაწერი თანასწორი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის იტყოდა, რომ „მხარეები აღიარებენ ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო აღიარებს ერთი ჩინეთის პოლიტიკას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში“.

ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრობს იმაზე, თუ რა პოტენციური შესაძლებლობა შეიძლება ჰქონოდა თბილისი პეკინის სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ვფიქრობ, ჩინეთთან ურთიერთობის პოტენციური შესაძლებლობა ის იქნებოდა, რომ ჩინეთმა აღიაროს საქართველოს სრული ტერიტორიული მთლიანობა და ჩინეთმა მოუწოდოს რუსეთს, უკან წაიღოს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და ხელახლა აღიაროს ისინი საქართველოს ტერიტორიებად. თუ ჩინეთი რუსეთზე ასეთ ზეწოლას მოახდენდა, ეს საქართველოსთვის კარგი სარგებელი იქნებოდა. მაგრამ, ეს არ არის ის, რაც ახლა ხდება და არ არის სტრატეგიული პარტნიორობის აქამდე მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ვფიქრობ, ერთი რამ, რასაც საქართველო ჩინეთისგან უნდა ითხოვდეს არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება პატივი ეცეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, [ჩვენი ტერიტორიებიდან] რუსეთის გაყვანაში“, – ამბობს კურტ ვოლკერი.

ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთს მკაფიო პოზიცია დღემდე გამოხატული არ აქვს. ამის ერთ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს რეზოლუცია, რომელსაც საქართველო გაეროში 2009 წლის შემდეგ ყოველ წელს წარადგენს. ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციაა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 14 წლის განმავლობაში კენჭისყრის დროს სხდომას ან არ ესწრება ან კენჭისყრის დროს თავს იკავებს. ასე მოხდა 2023 წელსაც, როცა ჩინეთმა 59 სხვა ქვეყანასთან ერთად თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისგან. Სხვა ქვეყნებს შორის არიან: არგენტინა, სომხეთი, ბრაზილია და ა.შ.

ეკონომიკური განზომილება

„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი შესამჩნევი“, – თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის დროს. ერთ-ერთ „შესამჩნევ შედეგად“ კი შესაძლოა ეკონომიკური, ფინანსური კავშირები იგულისხმებოდეს.

მართალია ქართულ-ჩინური დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისიდან იღებს სათავეს, თუმცა ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები განსაკუთრებით 2010 წლის შემდეგ გაღრმავდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. პეკინსა და თბილის შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2017 წლის მაისში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებულმა ხელშეკრულებამაც.

„ყველა დოკუმენტი, რაც კი სახელმწიფოთა შორის სავაჭრო, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ან ნებისმიერ სხვა ბიზნეს აქტივობას ხელს შეუწყობს, მხარს დაუჭერს, წაახალისებს ამ ვაჭრობის განვითარებას, ჩვენ უკვე გვქონდა 31 ივლისამდე. ყოველთვის შეიძლება ხელშეკრულებების დახვეწა და იმ ხელშეკრულებების ფარგლებში რაღაცა ახალი წესების შემოღება, მაგრამ ამას არაფერი საერთო არ აქვს სტრატეგიულ თანამშრომლობასთან,“ – აცხადებს “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი.

ამერიკის შემდეგ, ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა, თუმცა პეკინს საიმედო პარტნიორის რეპუტაცია არ აქვს. ამის გამო, ქვეყნების ნაწილი პეკინთან ურთიერთობის გადახედვას ცდილობს.

“უამრავ ქვეყანას, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებს, ჩინეთთან მიმდინარე ურთიერთობები აქვს, მაგრამ ტენდენცია ამისგან თავის დაღწევაა“, – ამბობს კურტ ვოლკერი და განმარტავს, რომ შესაძლოა პეკინთან ურთიერთობებმა თბილისს მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს, თუმცა გრძელვადიანი პესპექტივა საიმედოდ არ გამოიყურება.

„შეგიძლიათ სახლი იაფად ააშენოთ, მეორეხარისხოვანი მასალებით. ამის გაკეთება შეგიძლიათ, თუმცა შემდეგ იმ სახლში ცხოვრება ნამდვილ თავისტკივილად იქცევა. მაგრამ თუ მშენებლობას სწორად, ხარისხიანი მასალით წარმართავთ, შეძლებთ ძალიან მყარი, ძალიან საიმედო სახლის აშენებას. ზუსტად ასე – ჩინეთთან ეს გარიგება, შეიძლება იყოს სწრაფი გამოსავალი, მათ შეიძლება ჰქონდეთ ბევრი ფული, რომელსაც ბევრი მოთხოვნა არ მოჰყვება, მაგრამ ეს არ იქნება წარმატებული, ხანგრძლივი ინვესტიცია და უამრავ პრობლემას მოიტანს“, – აცხადებს კურტ ვოლკერი.

“ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმი ბოლო წლებში სულ უფრო რეპრესიული ხდება“, – ეს არის ამონარიდი „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნიდან, რომელიც საუბრობს ჩინეთის კომუნისტური პარტიის რეპრესიულ მმართველობაზე და პრობლემებზე სიტყვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების, რელიგიური ნიშნით დევნის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვის კუთხით.

ამ ფონზე, კომუნისტური პარტიის დაქვემდებარებაში მყოფი „ჩინეთის გლობალური სატელევიზიო ქსელის“ გადაცემაში „საუბრობენ ლიდერები“ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი „სამაგალითო ლიდერია“.

„გაზვიადების გარეშე, პრეზიდენტი სი ნამდვილად სამაგალითო ლიდერია, კარგი ხედვით, ბრძენი ადამიანი, რომელმაც დიდებული საქმეები გააკეთა მისი დიდებული ერისთვის და რომელიც აკეთებს ბევრ ამბიციურ პროექტს და რეფორმას თქვენი ქვეყნისთვის და ერისთვის. მე ვფიქრობ, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კომუნისტური პარტიის მიერ მართული „ავტორიტარული“ ჩინეთი „სრულად ჩამოცილებულია“ დემოკრატიულ ღირებულებებს და ის არც სხვა პარტნიორ ქვეყნებს სთხოვს ამ ღირებულებებისა დაცვას. ეს ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის მიმზიდველი შესაძლებლობაა.

„საქმის სწორად გაკეთება, ისე რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ფინანსური ინვესტიციები ნორმალური პირობებით, მრავალ დასავლელ სანდო პარტნიორთან უფრო რთულია. ეს მოითხოვს მეტ დროს, მეტ ძალისხმევას და დიახ, ის მოითხოვს გარკვეულ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. მაგრამ, ეს ასევე ზუსტად ისაა, რასაც გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს“, – ამბობს კურტ ვოლკერი.

„სარტყელი და გზის ინიციატივა”

საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაწინაურების ერთ-ერთ საფუძვლად ჩინეთი „სარტყელი და გზის“ ინიციატივას იყენებს, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ინიციატივის მიზანი ჩინეთის ევროპასთან რუსეთის გვერდის ავლით დაკავშირებაა, რადგან როგორც მკვლევარი ლილი მაკელვი ამბობს, „რუსეთი ჩინეთისთვის არასაიმედო პარტნიორია .

„სარტყელი და გზის“ ინიციატივა, ბევრ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და მისი იდეაა ძველი აბრეშუმის გზის აღდგენა მოხდეს, თუმცა ბოლოს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ბევრი ქვეყანა მას წამგებიან პროექტად მოიაზრებს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყნანა იტალიაა, რომელიც ინიციატივის დატოვებას წლის ბოლომდე გეგმავს.

„ჩინეთს “გზა და სარტყელი ინიციატივა” ევროპაში ჩამოეშალა. იტალიის მსგავსად ბევრი ქვეყანა ფიქრობს ამ შეთანხმების დატოვებას. [ევროპულ ქვეყნებს] აქვთ იმედგაცრუება ორი მიმართულებით: პირველი, ეს არის ეკონომიკური მაჩვენებლები. ციფრები აჩვენებს, რომ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების ექსპორტი ჩინეთში მინიმუმზეა, მაშინ როცა ჩინეთის ექსპორტი ამ ქვეყნებში გაიზარდა. მეორე, იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა ინფრასტრუქტურული პროექტებიც, რომლებსაც ჩინეთი ევროპაში ახორციელებდა“, – ამბობს მაკელვი.

გარდა ამისა ჩინეთის საერთაშორისო იმიჯზე ანალიტიკოსების შეფასებით უარყოფითი გავლენა იქონია „კოვიდ-19-ის” პანდემიამ და რუსეთის ომმა უკრაინაში.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ-ჩინურ ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრო, სადაც მან ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა. ღარიბაშვილი შეხვდა აზიის ინფრასტრუქტურის ბანკის წარმომადგენლებს და ესტუმრა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ „ჰუავეის“ სადემონსტრაციო ცენტრსაც. ცენტრში ყოფნის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

„მეოცე საუკუნეში ქვეყნები გავლენას იპოვებდნენ სამხედრო ძალით, იარაღით. მაგრამ 21-ე საუკუნე არის ინფრასტრუქტურების ბრძოლა, როგორც ფიზიკური ასევე ციფრული. ციფრული ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ თუ გავხდით ჩინური ციფრული ინფრასტრუქტურის ნაწილი, ჩვენ გაგვიჭირდება სხვა ინფრასტრუქტურების ნაწილი გავხდეთ. იქნება ორი ინფრასტრუქტურა: ჩინური, რომელსაც ხელმძღვანელობს “ჰუავეი” და მეორე მხარეს იქნება დასავლური ინფრასტრუქტურა. მომავალში კი შესაძლოა ციფრულმა ინფრასტრუქტურამ სახელმწიფოს მოწყობის ფორმა განსაზღვროს,“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსმა მირო ფოფხაძემ.

საქართველოს ევროატლანტიკური გზა

ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო ახლა „ორ სკამზე ზის“ რამაც შესაძლოა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ხელი შეუშალოს. Ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეთიუ ბრაზია ბოლო წლებში “ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებებს ერთ სურათში განიხილავს და ამბობს, რომ, ეს “არ არის შესაფერისი ტრანსატლანტიკური ოჯახისთვის”.

„ამ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და გამოცხადებისთვის შერჩეულ მომენტს ფონად გასდევს უკრაინის კონტრშეტევა, საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმა და ამასთან, საქართველოს ხელისუფლების აბსურდულად ცრუ განცხადებები, რომ თითქოს ამერიკას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ვერ იქნება განხილული მეგობრულ გადაწყვეტილებად ქვეყნისგან, რომელსაც სურს შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას აკეთებს, არ არის შესაფერისი ტრანსატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებისთვის“, – ამბობს მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი.

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, რომელიც უკვე 14 წელს ითვლის. “ამერიკის ხმა” დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ჰქონდეს გავლენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე.

„შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ვისთან სურთ ურთიერთობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ თანამშრომლობის გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის შესაბამისად წარმართვის მნიშვნელობას სანდო სავაჭრო პარტნიორებთან“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც უწყებამ „ამერიკის ხმას“ მიაწოდა.

ჩინეთი ამერიკისთვის, ნატოსთვის, ევროკავშირისთვის და აზიაში დემოკრატიული ქვეყნებისთვის მთავარი სტრატეგიული გამოწვევაა. არის თუ არა საქართველოსთვის შესაძლებელი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ნავიგაცია ისე, რომ ამან ქვეყნის ინტერესები არ დააზარალოს, ამას დრო გვაჩვენებს.

წყარო

“ყველას გვახსოვს 2008 წელი, რამდენად მოშლილი იყო მართვა”- შალვა პაპუაშვილი

მიუხედავად იმისა, ვის რა პროფესია და თანამდებობა აქვს დღეს, ყველა ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და 2008 წელი, ეს დღეები ყველას გვახსოვს, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ვიცე-პოლკოვნიკმა, ირაკლი ქურასბედიანის განცხადებას შეეხებოდა 2008 წელს კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს, 2008 წლის ომის პერიოდში როგორ მოშლილი იყო სისტემა.

„გვახსოვს, რამდენად მოშლილი იყო მართვა, სამოქალაქო პირები ჩართული იყვნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში. გვახსოვს ის დამოკიდებულება, რომელიც მაშინ ხელისუფლებას ჰქონდა პროცესების მიმართ. გვახსოვს, კოდორი უბრძოლველად იქნა დათმობილი, თავისთავად ძალიან მძიმე იყო მაშინ იმ ხელისუფლების მიერ სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა მიღებული, რომელიც არ იყო საქართველოსთვის სასიკეთო. პერიოდულად ასეთი სახის ინფორმაციები ჩნდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია და ეს ცოდნა ჩვენმა საზოგადოებამ არ დაკარგოს, შესაბამისი ანალიზი გააკეთოს და სულ მცირე საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის დასკვნები გამოიტანოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიცე-პოლკოვნიკმა, ირაკლი ქურასბედიანმა  „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოდორის შესანარჩუნებლად ძალები საკმარისი იყო, მაგრამ მართვა, კონტროლი ბოლო დღეებში მოიშალა, არის მეორე მომენტიც, შეიძლება, დამდგარიყო ულტიმატუმი, დათმეთ ან თბილისისკენ გავაგრძელებთ სვლას.

„როგორ გადაიქცა შავი ზღვა ცხელ წერტილად რუსეთ-უკრაინის ომში“ – უცხოური პრესა

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ გადაიქცა შავი ზღვა ცხელ წერტილად რუსეთ-უკრაინის ომში“ (ავტორები – მარკ სანტორა და სტივენ ერლანგერი).

„შავი ზღვა, რომელიც შიდა ზღვად ითვლება და უკრაინის ომამდე გლობალური მნიშვნელობის კონფრონტაციით არ გამოირჩეოდა, საკმაოდ მოულოდნელად სამხედრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობის კერად გადაიქცა. შავი ზღვის რეგიონი ღრმად მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის, უკრაინისთვის და დასავლეთისთვის“, – აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

მიუხედავად იმის, რომ შავი ზღვის ნაპირები საკმაოდ შორის მდებარეობს რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის მიმდინარე გააფთრებული და სისხლისმღვრელი სახმელეთო ბრძოლების ადგილებიდან, შავი ზღვის წყალობით რუსეთი და ნატოს ქვეყნები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ ისეთ დაძაბული მდგომარეობით, როგორიც არცერთ სხვა სამხედრო მოქმედებების თეატრში არ აღინიშნება. დღეს შავი ზღვის აკვატორია, რომელსაც მიმდინარე კონფლიქტის დაწყების დროიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა, სამხედრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო სულ უფრო მეტად ტრანსფორმირდება ფეთქებადსაშიშ „ქვაბად“.

გამოვიდა რა „მარცველეულის გარიგებიდან“, რუსეთმა შავი ზღვის ნაპირებზე არსებულ უკრაინის ნავსადგურებს (ოდესას, ილიჩევსკს) სარაკეტო დარტყმები მიაყენა და პორტების ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანა, მათ შორის მარცვლეულის ელევატორები და დასატვირთი ტერმინალები. გარდა ამისა, რუსეთმა დაბომბა მდ. დუნაის ნაპირზე განლაგებული სამდინარო ნავსადგურებიც (იზმაილი, რენი), რომლებიც უშუალოდ ნატოს წევრი ქვეყნის – რუმინეთის ახლოს მდებარეობენ. ამ შეტევამ გააძლიერა იმის საფრთხე, რომ ადრე თუ გვიან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომში აღმოჩნდეს ჩათრეული.

გასულ კვირას უკრაინამ რუსეთის ამ მოქმედებაზე რეაგირება მოახდინა და ზედიზედ ორი დღის განმავლობაში რუსულ გემებს საზღვაო დრონების მეშვეობით შეუტია და დააზიანა. ამრიგად, კიევმაც მოახდინა თავისი ახალი შესაძლებლობების დემონსტრირება უპილოტო მცურავი საშუალებებეით და კრემლი გააფრთხილა, რომ ექვსი რუსული ნავსადგური და მათი მისადგომები „სამხედრო რისკების“ ზონად ჩაითვლება, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით.

შავი ზღვის აკვატორიის გასაკონტროლებლად ბრძოლა ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრებისათვის (ზღვის ფსკერზე რამდენიმე რეგიონული მნიშვნელობის მილსადენია ჩადებული – „ცისფერი“ და „თურქული ნაკადების“ სახელწოდებით) და სასურსათო უსაფრთხოებისათვის. გარდა ამისა, ნატოს წინაშეც დგება ახალი ამოცანები, რადგან ალიანსი ცდილობს დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპი – თავისუფალი ნაოსნობის უფლება – ისეთნაირად, რომ მოსკოვთან კონფლიქტში არ იქნეს ჩაბმული.

დღეისათვის ალიანსი მთლიანად და მისი ცალკეული წევრები საჰაერო პატრულირებას ახორციელებენ როგორც შავიზღვისპირა სახელმწიფოების ტერიტრულ წყლებზე, ასევე უშუალოდ შავი ზღვის საერთაშორისო აკვატორიაში და ამას ისე აკეთებენ, რომ საბრძოლო მოქმედების ზონაში არ მოხვდნენ.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ნატომ ღიად განაცხადა – ალიანსს არ სურს რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში იქნეს ჩართული – მაინც დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ თუ რომელიმე მომენტში სიტუაციაზე კონტროლი დაიკარგება და ინციდენტი მოხდება, შესაძლოა მხარეთა შეტაკების შესაძლებლობა გაიზარდოს.

წყარო

სტიქიის ზონაში 21 გარდაცვლილია ნაპოვნი, 12-ის ძებნა მიმდინარეობს -შალვა პაპუაშვილი

21 გარდაცვლილია ნაპოვნი, 12-ის ძებნა მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ამ უპრეცედენტო მობილიზებით, ტექნიკის, ადამიანური რესურსის მხრივ, მოხერხდა, რომ რამდენიმე ახალი გზა გაიჭრა, ყველა მონაკვეთთან შესაძლებელია მისვლა და ტექნიკით მუშაობა, ამიტომ, იმედია, რომ შესაძლებლობა ექნება სამაშველო სამსახურს, კიდევ უფრო მეტად ეფექტიანად იმუშაოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს შოვში განუცხადა, ყველაფერი კეთდება, რომ დაკარგული ადამიანების პოვნა მოხერხდეს.

„დღეს ვნახეთ საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგი, რომელმაც დეტალურად აღწერა მთლიანად პროცესი პირველი წუთიდან დღემდე, რას აკეთებდა საგანგებო სამსახური. ვფიქრობ, ის, რასაც ჩვენი საზოგადოება ისედაც თვალნათლივ ხედავდა, განსაკუთრებით კი ადგილობრივები, ეს კიდევ ერთხელ შეჯამების სახით მოისმინა ყველამ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინის ხელისუფლება კუპიანსკის 37 დასახლებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას იწყებს

უკრაინის ხელისუფლება ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშების გააქტიურების ფონზე, კუპიანსკის რაიონის 37 დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციას იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამის“ საშუალებით კუპიანსკის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე იწყება მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, შესაბამის განკარგულებას 9 აგვისტოს ხელი მოაწერა კუპიანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კანაშევიჩმა.

სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადებულია საბრძოლო მოქმედებების ზონასთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან. მანამდე ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა აღნიშნა, რომ ევაკუაციას, სავარაუდოდ, 11 000-ზე მეტი ადამიანი დაექვემდებარება, მათ შორის 600 ბავშვი.

პოლიტ-ლუზერი ელისაშვილი რომ “დაგტროლავთ” თქვენ ოპოზიცია გქვიათ? – თაკო ჩარკვიანი

პოლიტ-ლუზერი ელისაშვილი რომ “დაგტროლავთ” თქვენ ოპოზიცია გქვიათ? “პროტესტანტი” ოპო ლიდერები “ლელოს” დადებას სად აპირებთ, ვის “ოფისში”?! – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„დიახ ,უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი დღე, როცა მყისიერად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და “კანონი და სამართლის” მომხრეები თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გავრდით -რუსთაველზე გავედით რომ ხელისუფლებას დახმარება მოეთხოვა სხვა ქვეყნებისთვის. აი ზუსტად მაშინ იდიოტური ფრაზა რომ ისმოდა მელიას და ღარიბაშვილის ტროლთაგან: “ახლა პოლიტიკის დრო არ არისო” . აბა რისი დრო იყო, როცა ზუსტად ეს ბინძური კორუფციული პოლიტიკაა შვილებს რომ გვიხოცავს! და რისი დრო ოყო და რა ქენით ის მაინც გვითხარით?! პოლიტ-ლუზერი ელისაშვილი რომ “დაგტროლავთ” თქვენ ოპოზიცია გქვიათ ? ( ნუ უმცირეს გამონაკლისს- უმცირესს არ ვგულისხმობ)დიახ, ახლა უკიდეგანოდ აკივლებული და ტრაგედიის დროს ტროლ-ბოტებისგან დამფრთხალი ოპოზიცია კვლავ დუმდა!!!!!”გადაბრუნებული ურემის ” გამპროტესტებელი -“პროტესტანტი” ოპო ლიდერები “ლელოს” დადებას სად აპირებთ , ახლა სად აპირებთ ვის “ოფისში”????!!!!! ახალი რა მოიფიქრეთ კონფორმისტული და ფეიკ ბრძოლისთვის უფრო კომფორტული??!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

https://www.facebook.com/tako.charkviani.14/posts/pfbid0e9v5vDA1rgCjyqxf7RuMbBRoD5qoLah6yohHUWxsjc2KuymhYoBPNFKZowD7jJiwl?ref=embed_post

“თუ ვინმეს ჰგონია, როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის”- გურამ მაჭარაშვილი

თუკი ვინმეს ჰგონია, რომ როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის – კანდიდატის სტატუსი ორმა ქვეყანამ მიიღო, მაგრამ იქ ევროები არ ცვივა და რაიმე სასწაული არ ხდება, – განაცხადა   ჟურნალისტებთან  საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა

მაჭარაშვილის თქმით, სტატუსის მიღება საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭიროა, მაგრამ ეს საქართველოსა და ქართველ ხალხს სავაჭრო საგნად არ უნდა ექცეს.

მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველო სტატუსის მინიჭებას იმსახურებს, ლიდერ ქვეყნად არის დასახელებული ასოცირებულ ტრიოში და ბევრი მიმართულებით ნატოს წევრ ქვეყნებსაც უსწრებს.

„იმედი გვაქვს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ – წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება და დავრწმუნდებით იმაში, რომ რუსეთის პროპაგანდას უწყობენ ხელს. სწორედ რუსეთის პროპაგანდაა: აი, ნახეთ, როგორ გჩაგრავს თქვენ დასავლეთი და არასამართლიანად გექცევათ.

თუკი სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით ისევე არასამართლიანად მიგვექცევიან როგორ არასამართლიანადაც შარშან მოგვექცნენ, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ რუსული პროპაგანდისკენ არის საქმე, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ჰავაიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

ჰავაის მაუის კუნძულზე ტყის ხანძრებს მინიმუმ 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას BBC-ი ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრები ლაჰაინას დასახლების ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის და სამაშველო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.

ამ დროის მონაცემებით, კუნძულ მაუიდან 11 400 ადამიანია ევაკუირებული. კიდევ ათასობით მოქალაქე კი ევაკუაციის მოლოდინშია.

როგორც ჰავაის ტრანსპორტის დეპარტამენტში განაცხადეს, კიდევ ორი ათასი ადამიანი კუნძულს პარასკევს დატოვებს.

კუნძულის ზოგიერთ რაინში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, არ მუშაობს მობილური ქსელები.

ჰავაის კუნძულ მაუიზე, ძლიერ ტყის ხანძარის  სამ მასშტაბურ კერას ებრძვიან.

“რუსული ოცნება“ 236 მილიონ ლარს ხარჯავს შტატგარეშე თანამშრომლებზე”- გიორგი კაპანაძე

„რუსული ოცნება“ 2023 წლის მხოლოდ პირველ 6 თვეში, 236 მილიონ ლარს ხარჯავს შტატგარეშე თანამშრომლებზე, რომელთა დიდი ნაწილი პარტიული ნიშნითაა შერჩეული. არადა, დახარჯული თანხის თუნდაც მცირე ნაწილით, ამ ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა, რითაც თავიდან ავიცილებდით შოვის ტრაგედიის შედეგების ასეთ მასშტაბს, – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმი გიორგი კაპანაძე.

მისივე თქმით, ეს ხელისუფლება ზრუნავს არა ხალხზე, არამედ, საკუთარ კეთილდღეობაზე,

„იმ ფონზე, როდესაც სამაშველო ვერტმფრენი არ გვყავს, მაშველებს არ აქვთ სპეციალური ფეხსაცმელი, რათა არ ჩაეფლონ ტალახში და არ დაამონტაჟეს ადრეული შეტყობინების სისტემა, „რუსული ოცნება“ 2023 წლის მხოლოდ პირველ 6 თვეში, 236 მილიონ ლარს ხარჯავს შტატგარეშე თანამშრომლებზე, რომელთა დიდი ნაწილი შერჩეულია პარტიული ნიშნით. არადა, დახარჯული თანხის თუნდაც მცირე ნაწილით, ამ ყველაფრის მოგვარება შეიძლებოდა და შესაბამისად, შოვის ტრაგედიის შედეგების ასეთ მასშტაბსაც ავიცილებდით თავიდან.

თუმცა, ეს ხელისუფლება ზრუნავს არა ხალხზე, არამედ, საკუთარ კეთილდღეობაზე, არა გაჭირვებაში მყოფ ადამიანებზე, არამედ, ტრაგედიის ადგილას მისულ „ბახილებიან” ჩინოვნიკზე, არა საქართველოზე, არამედ, რაჭის გუბერნატორზე, რომელიც აგდებით ესაუბრება დაზარალებულებს. ამიტომ, ხელისუფლება, რომელიც ხალხს ამცირებს, ბიუჯეტს იპარავს და ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავს, ვერც მომავალში გაართმევს თავს მსგავს გამოწვევებს“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

“რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფუნქციები 112-ის ფუნქციებში ერევა”

რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფუნქციები 112-ის ფუნქციებში ერევა – რამდენიც გაუჭირდებათ და კრიზისში აღმოჩნდებიან, უნდათ სასწრაფო დახმარების ფუნქცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შეასრულოს, – ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრებს სხვა საპარლამენტო მექანიზმები გააჩნიათ, რომელთა გამოყენებით კითხვების დასმა შეუძლიათ.

მისივე თქმით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტად იმ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გაჩნდა, „ვისაც გაუქარწყლდა ნარატივი, რის შექმნასაც აპირებდნენ”.

„დადასტურდა მათ მიერ ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და კითხვები გაჩნდა პირიქით, თუ რატომ აკეთებდნენ ამას და დღემდე რატომ არიან ჩუმად.

საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ე.წ. ადრეული გაფრთხილების სისტემები მუშაობს მაშინ, როცა მდინარის კალაპოტის შემცირება ან გაზრდა ხდება. ოფიციალურად დადასტურდა, რომ შოვში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა – დადასტურდა მათ შორის სატელიტური გადაღებით.

რა თქმა უნდა, სამომავლოდ გარკვეული სისტემების გაუმჯობესება, გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს, მაგრამ შოვის ტრაგედია იყო ძალიან სწრაფად მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა და იმ ნარატივის შექმნა, რომ ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა, არ დასტურდება.

დეზინფორმაციას ბოლო უნდა მოეღოს და ამის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს, რათა მისი პრევენცია მოხდეს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.