Home Blog Page 1570

“31 ოქტომბრამდე ყველაფერი მოესწრება, არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვს ფუფუნება სტატუსი არ გაიცეს” – ბექა დავითულიანი

31 ოქტომბრამდე ყველაფერი მოესწრება, არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვს ფუფუნება სტატუსი არ გაიცეს – იმედია, ყველა კეთილგონივრულად მოიქცევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

ამასთან, კითხვაზე: რა პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სტატუსი დათქმებით მოგვცენ? -დავითულიანი პასუხობს – “კი, ბატონო, თანახმა ვართ“.

„31 ოქტომბრამდე ერთი თვეა დარჩენილი. ბორელის ვიზიტის დროს შედგენილი იქნა გეგმა, რის მიხედვითაც, უნდა გვემოქმედა რეკომენდაციების შესასრულებლად, ეს ყველაფერი ბატონი ბორელისვე რეკომენდაციით უნდა გადავგზავნოთ ვენეციის კომისიაში, რომელიც ევროსტრუქტურების საექსპერტო ბიუროა. ვფიქრობ, ისინიც მალე შეეცდებიან, დასკვნა დაიდოს. მოქმედების გრაფიკი შედგენილი იყო ბორელთან ერთად, პროცედურა შეთანხმებული იყო ევროკომისიის მენეჯმენტთან, ვმოქმედებთ პროცედურის მიხედვით. ვფიქრობთ, ყველაფერი მოესწრება 31 ოქტომბრამდე. არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვს ფუფუნება ეს სტატუსი არ გაიცეს, იმედი მაქვს ყველა მოიქცევა კეთილგონივრულად”, – განაცხადა დავითულიანმა.

“მიღებულია გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის შესახებ”

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ცხადყოფს, რომ ვლადიმირ პუტინის ნდობა არ შეიძლება.

„პრიგოჟინის სიკვდილმა დაასუსტა პუტინი. იმიტომ, რომ ამან მსოფლიოს აჩვენა: თუ პუტინი ვინმესთან გარიგებას დადებს და მას არღვევს, ეს ნიშნავს, რომ მისი ნდობა აღარ შეიძლება. ეს უბრალოდ განგსტერების ქცევაა და კრემლი ასეც იქცევა“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, რეისზე დარეგისტრირებული მგზავრების სიაში იყვნენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, მისი მარჯვენა ხელი დმიტრი უტკინი და დაჯგუფების სხვა მეთაურები.

ორგანული მეღვინეობა „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით ვითარდება

მარტვილის რაიონის, სოფელ თამაკონში 2012 წელს, 400 ბოთლით დაწყებული ორგანული ღვინის წარმოება, თიბისის მხარდაჭერით ვითარდებოდა და დღეს უკვე „მარტვილის მარანი“ 12 ათას ბოთლ ღვინოს ასხამს.

სამეგრელოში წარმოებული ორგანული ღვინის პოპულარობა საქართველოში  წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად „მარტვილის მარანი“ ღვინის 80 %-ს ექსპორტზე ყიდის მსოფლიოს 14 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ს, იაპონიასა და გერმანიაში. დანარჩენის რეალიზაცია კი საქართველოში ხდება, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზაზა გაგუა ამბობს, ორგანულ ღვინოზე მოთხოვნა ნიშური რესტორნებიდან და ბარებიდან მოდის.

„სოფელ თამაკონში 3 ჰა ვენახი და ჩვენივე მარანი გვაქვს, სადაც ქვევრებში ვამზადებთ ორგანულ ღვინოს.  ძირითადად ორიენტაცია დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებზე გვაქვს – მეგრული ოჯალეში, ორბელური ოჯალეში ლეჩხუმიდან, ციცკა, ცოლიკოური, კრახუნა, ამ ჯიშებიდან 10 სხვადასხვა სახეობის ღვინოს ვამზადებთ. მათ შორის ზოგი არის ბლენდი, ვარდისფერი, ქარვისფერი, თეთრი ღვინოები. რაც მთავარია, ყველა მათგანი არის ორგანული, ყოველგვარი დანამატების გარეშე,“ – ამბობს ზაზა გაგუა, „მარტვილის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

2020 წელს კომპანიამ ახალი მარნის მშენებლობა დაიწყო, სადაც დღეს უკვე სტუმრებს მასპინძლობენ.

„სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით ჩვენ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი სოფელი ნოქალაქევსა და მარტვილის კანიონს შორის მდებარეობს, სადაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, ამიტომაც ვაპირებთ ამ მიმართულებით გაფართოვებას და სასტუმროს აშენებას, რაშიც თიბისი გვეხმარება.“

სამომავლო გეგმები ბევრი აქვთ, მათ შორის ვენახების გაშენება, რაც საშუალებას მისცემთ წარმოება 30-დან 50 ათას ბოთლამდე გაზარდონ. უახლეს გეგმებში კი ახალი საექსპორტო ქვეყნების ათვისება შედის, მათ შორის, წელს, „მარტვილის მარნის“ ღვინო ჩინეთის, საბერძნეთისა და იტალიის ბაზრებზე შევა.

 

ამერიკელები შეცდომაში შეიყვანეს – უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია -მიტჩ მაკკონელი

FILE PHOTO: Senate Majority Leader Mitch McConnell (R-KY) speaks to the media after the Republican policy luncheon on Capitol Hill in Washington, U.S., September 22, 2020. REUTERS/Joshua Roberts

ამერიკელები შეცდომაში შეიყვანეს – უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია, – ამის შესახებ სენატში რესპუბლიკელი უმცირესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მაკკონელმა ვირტუალური ფორუმის – „ომის მოგება. მშვიდობის მოგება“-ს ფარგლებში გააკეთა, რომელიც CEPA-ს („ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრი“) მიერ იყო ორგანიზებული.

მისი თქმით, თუ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამ ომს მოიგებს, შემდეგი ნატო-ს ერთ-ერთი ქვეყანა გახდება, ამიტომ, სენატში რესპუბლიკელი უმცირესობის ლიდერის აზრით, გაცილებით გონივრული იქნება ნატო-ს ქვეყანაში მოსალოდნელი შეჭრის შეჩერება და უკრაინელები მზად არიან ამაში მონაწილეობა მიიღონ.

„ჩვენ აქ ჩინეთის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის წინააღმდეგ ვდგავართ. ჩვენ სწორ მხარეს ვართ. მეორე, ჩვენ არც ერთ ამერიკელ სამხედროს ვკარგავთ. უკრაინელები თვითონ იბრძვიან. რაც ეხება ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტს, ეს, ნამდვილად, მცირე წილია, რასაც უკრაინაში ძალისხმევისთვის ვაკეთებთ“, – განაცხადა მაკკონელმა.

მან ასევე აღნიშნა, როდესაც აშშ უკრაინაში იარაღს და საბრძოლო მასალას გზავნის, თავისი აქტივების დიდი ნაწილი უფრო თანამედროვე, მოწინავე მოწყობილობით იცვლება.

ტაშკენტში, საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება საბაჟო საწყობში მოხდა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე სახლების მინები ჩამსხვრეულია.”ტელეგრამ” არხ Mash-ის ცნობით, კომპანია Inter Logistics-ის საწყობში ელექტრომობილების ბატარეები აფეთქდა და საწყობი დარტყმის ტალღამ გაანადგურა.დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებული 44 დრონიდან 34 გავანადგურეთ -უკრაინის საჰაერო ძალები

რუსულმა ძალებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან Shahed-136/131 ტიპის 44 დრონით შეუტიეს, დრონები ჯგუფურად, პრიმორსკო-ახტარსკისა და ჩაუდას რაიონებიდან გაუშვეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 34 დრონი გაანადგურეს.

„შეტევის მოგერიებაში ჩართულია გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური სახანძრო ჯგუფები“, – აცხადებენ შეიარაღებულ ძალებში.

28 სექტემბრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთხელ შეუტიეს, რის გამოც რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

“სავალუტო ფონდის გასვლა უკვე დამდგარ ფაქტად და აპოკალიფსად არის წარმოსახული” – გიორგი ცუცქირიძე

არ წყდება სპეკულაციები ეროვნული ბანკის ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ აჟიოტჟიც ჩაცხრა სავალუტო ბაზარზე და კურსიც დასტაბილურდა, თავდაპირველი რყევის შემდეგ. ამჯერად სპეკულაციის მორიგ თემად ოპოზიციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული თანამშრომლობის საკითხი წამოწია და როგორც ჩვევიათ ტყუილ-სიმართლის ნაზავით არის წარმოდგენილი, – წერს “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.
მისი განმარტებით, სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის დროებით შეჩერება, ჯერ ნათია თურნავას 19 სექტემბრის ბრძანებას მიაბეს და ახლა ისე სურთ წარმოაჩინონ თითქოს სავალუტო ფონდი სებ-ში შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო აპირებდეს საქართველოდან გასვლას, ბუნებრივია ამის თანმდევი შედეგებით.
“სავალუტო ფონდის გასვლა ლამის უკვე უკვე დამდგარ ფაქტად და აპოკალიფსად არის წარმოსახული. რასაც მოყვება საბანკო და მთლიანად ფინანსური ბაზრის კრიზისი, ხოლო საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ვარდნის გამო, კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ და გაუძვირდებათ საერთაშორისო ბაზრებიდან რესურსების მოზიდვა, რაც თავის მხრივ გააძვირებს რა საბანკო კრედიტებს, ინვესტიციების შემცირებასთან ერთად, ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, ბიუჯეტზე და ა.შ.
ამ დროს, რეალურად საუბარია არა სსფ-ის ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე, არამედ დროებით შეჩერებაზე, კიდევ უფრო რომ დავაზუსტო პროგრამის მეორე მიმოხილვის გადადებაზე, რაც ცნობილი გახდა მიმდინარე წლის ივლისში. სსფ-ის ეს გადაწყვეტილება კი დაკავშირებული იყო ზაფხულში ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამას არანაირი კავშირი არა აქვს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან. მით უმეტეს თავად სავალუტო ფონდს არანაირი განცხადება საქართველოში პროგრამის შეწყვეტაზე არ გაუკეთებია.
აქვე დავამატებ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შემდეგ, ჩვენ მოვისმინეთ ელჩის მხრიდან ეროვნული ბანკის საქმიანობის პოზიტიური შეფასება, და სურვილი სსფ-ის დროებით შეჩერებული პროგრამის მეორე მიმოხილვის განახლებაზე! აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სავალუტო ფონდთანაც, პროგრამის გაგრძელებაზე და ვფიქრობ, თავად სავალუტო ფონდისათვისაც არანაკლებად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი იყოს საქართველოში!
აქვე დავამატებდი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. ამასთან, სსფ-ის ყველა ბოლო შეფასებით განსაკუთრებით პოსტ-პანდემიური პერიოდის შეფასებისას, მათ შორის 11 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში ერთობლივი ბრიფინზე ცალსახად იყო აღნიშნული ის დიდი პროგრესი რაც ქვეყანამ პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენა უმოკლეს ვადაში შეძლო. მოგეხსენებათ, ბოლო ორი წელია გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზრდის მაღალი ტემპი მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია, ხოლო ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორი არის მკვეთრად გაუმჯობესებული, იქნება ეს სახელმწიფო ვალი, ბიუჯეტის დეფიციტი თუ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები”, – წერს ცუცქირიძე.

“მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთში უკვე 50 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი გადავიდა” – Reuters

მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთში უკვე 50 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, მთავრობა უზრუნველყოფს საცხოვრებელს ყველა იმ პირისთვის, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი.

საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სომხეთში საკოორდინაციო ცენტრი მოქმედებს.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ ყარაბაღელ სომხებს სხვადასხვა ქალაქში გზავნიან.

მოსკოვი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით – ლავროვი

მოსკოვი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობის და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მოლაპარაკებისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენი ინტერესების, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. რუსეთის საზღვრებზე მტრული ძალების ნაცისტური რეჟიმის შექმნის პრევენციის ინტერესების გათვალისწინებით”, – აღნიშნა ლავროვმა.

 

გერმანია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემისგან თავს იკავებს -The Wall Street Journal

გერმანია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემისგან თავს იკავებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ გერმანია უკრაინას „ტაურუსის“ ტიპის რაკეტებს გადასცემს, სარაკეტო სისტემების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად უკრაინაში საკუთარი სპეციალისტების გაგზავნა მოუწევს, რამაც რუსეთს შესაძლოა გერმანიასთან პირდაპირი კონფრონტაციისკენ უბიძგოს.

კოალიციურმა მთავრობამ უკრაინისთვის რაკეტების გადაცემას მხარი უკვე დაუჭირა, თუმცა კანცლერი შოლცი კიევში „ტაურუსების“ გაგზავნისგან თავს იკავებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 სექტემბერს ქუთაისში +32 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით მზიანი ამინდი და +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +27, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, სადაც დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში მზიანი დღე და +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +17, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +24 იქნება გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით მზიანი ამინდი +24 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

“კარგი იქნება, სომხეთის ხელმძღვანელობამ გადახედოს, როგორ ეპყრობოდა აშშ მათ, ვის მოქცევასაც თავისი ფრთის ქვეშ ცდილობდა”-ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის ხელმძღვანელობას ურჩია, გაიხსენონ შეერთებულ შტატებზე დაყრდნობილი ქვეყნების ბედი. ამის შესახებ მან რუსულ სახელმწიფო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, სომხეთმა დაკარგოს რუსეთი, ლავროვმა განაცხადა, რომ ერევანში რამდენიმე წამყვან პოლიტიკოსს სურს მსგავსი სცენარი და დასავლეთისკენ იყურება.

„ისინი თუ ეყრდნობიან შეერთებულ შტატებს, როგორც პირდაპირ გამომდინარეობს სომხეთის ხელმძღვანელობის მრავალი წარმომადგენლის განცხადებებიდან, მაშინ ალბათ მათთვის კარგი იქნება, გადახედონ უახლეს ისტორიას, როგორ ეპყრობოდა შეერთებული შტატები მათ, ვის მოქცევასაც თავისი ფრთის ქვეშ, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების პოპულარიზაციას ამერიკის სანაპიროებიდან შორს ცდილობდა. ყველა ამ ხალხის ბედი ძალიან, ძალიან ბუნდოვანია“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკური ინტერესების იგნორირება ამიერკავკასიაში შეუძლებელია.

„ისტორიულად, გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურად რუსეთის ინტერესების სრული იგნორირება, მისი დაკარგვა ამიერკავკასიაში შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთ ლიდერს ერევანში აქვს ასეთი იმედები და ამაზე პირდაპირ საუბრობენ“, – განაცხადა ლავროვმა.