რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებული 44 დრონიდან 34 გავანადგურეთ -უკრაინის საჰაერო ძალები

195
spot_img

რუსულმა ძალებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან Shahed-136/131 ტიპის 44 დრონით შეუტიეს, დრონები ჯგუფურად, პრიმორსკო-ახტარსკისა და ჩაუდას რაიონებიდან გაუშვეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 34 დრონი გაანადგურეს.

„შეტევის მოგერიებაში ჩართულია გამანადგურებელი თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და მობილური სახანძრო ჯგუფები“, – აცხადებენ შეიარაღებულ ძალებში.

28 სექტემბრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთხელ შეუტიეს, რის გამოც რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.