Home Blog Page 1569

“მთელ ოპოზიციას, რომც გაერთიანდეს ყველა ხმა, არითმეტიკულად მაინც გაუჭირდება კონკურენციის გაწევა ხელისუფლებისთვის” – მიხეილ სარჯველაძე

ხშირად ხდება, რომ ოპოზიციისგან მოვისმენთ მჭექარე განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რაოდენ დიდია საზოგადოების მხარდაჭერა, შემდეგ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება და ერთ ან ორ მუნიციპალიტეტში იმის გატესტვაზეა ლაპარაკი, რა მოცულობის მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებას ან ოპოზიციას, ასეთ შერკინებებს ოპოზიცია გაურბის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიციას მხარდაჭერის პრობლემა აქვს.

„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში მთელ ოპოზიციას დიდი რესურსის პრობლემა ჰქონდეს, როდესაც ორ მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობაზეა საუბარი. მგონია, რომ მთავარი დეფიციტი მისი დაზოგვის კი არა და, არქონის პრობლემა აქვთ. ამ არქონის შენიღბვის პრობლემა აქვთ, ეს გახლავთ საზოგადოების მხრიდან ნდობის არარსებობა ოპოზიციის მიმართ. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც ოპოზიციას აქვს, თუმცა ამის აღიარება არ უნდათ. ამიტომ არც მონაწილეობა უნდათ, არც ამას აღიარებენ, ამიტომ უწევთ არადამაჯერებელი ვერსიების მოფიქრება. მგონია, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთების საფუძველი ნამდვილად არ აქვს არც „გირჩს“ და ოპოზიციიდან არავის. რეალურად, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელისუფლებას დღეს ნამდვილად აქვს ის უპირატესობა, რომელსაც, ვფიქრობ, მთელ ოპოზიციას, რომც გაერთიანდეს ყველა ხმა, არითმეტიკულად მაინც გაუჭირდება კონკურენციის გაწევა ხელისუფლებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი მიზეზი, რის გამოც გაცლა ამჯობინეს, რეალურად არის ის, რომ არ უნდათ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაკარგონ ასეთი მჭექარე განცხადებების კეთების შესაძლებლობა და კიდევ მეტად დაუკარგონ დამაჯერებლობა საკუთარ ოპტიმისტურ ნიღაბს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

“იტალიურ კომპანიასთან მოგებული საარბიტრაჟო დავის შედეგად 70 მილიონი ლარი სახელმწიფოს დაუბრუნდა” – ირაკლი ქარსელაძე

კიდევ ერთ ტყუილს გამოვეხმაურები – ახალ ბრალდებაში ახსენეს იტალიური კომპანია, რომელიც თითქოს ჩვენ დავიწუნეთ გვირაბის გაყვანის მეთოდოლოგიის გამო. სატენდერო დოკუმენტაციაში და განვითარების ყველა ეტაპზე გვირაბების გაყვანა გათვალისწინებული იყო ახალი ავსტრიული გვირაბის გაყვანის, ე.წ. NATM მეთოდით, ბურღვა-აფეთქებით. ეს მეთოდოლოგია არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,

მან აღნიშნა, რომ ხსენებულ იტალიურ კომპანიასთან, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება 2018 წელს შეწყდა.

2022 წელს მათთან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაც მოვიგეთ. დავის ფარგლებში სახელმწიფოს დაუბრუნდა 70 მილიონი ლარი, რომელიც ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.

მისი თქმით, 30 მილიონი ლარის ანაზღაურებაზე აღსრულების პროცესი ახლაც მიმდინარეობს.

,,სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან არ სრულდება ზეპირი ბრალდებები და ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობის ნაცვლად, უკვე პირად შეურაცხყოფებს ვისმენთ. ეს სწორედ იმის დასტურია, რომ არგუმენტებითა და ფაქტებით მსჯელობა სულ უფრო უჭირთ. თუმცა, ამ კამპანიური შეტევის ყველაზე ცუდი შედეგი არის რიკოთის გზასთან მიმართებაში მოსახლეობაში შიშის გაჩენა. ამიტომ, როგორც უკვე გითხარით, თქვენი სიმშვიდისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილს, რათა დარწმუნდეთ, რომ რიკოთის ახალი მაგისტრალური გზა იქნება სრულიად უსაფრთხო, კომფორტული და როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ისე ქვეყანას, დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

„31 წლის წინ ქართველი ბარბაროსები აფხაზეთს თავს დაესხნენ“ – ასლან ბჟანია

„რეციდივისტები, რომლებმაც იარაღი ხელში აიღეს და რომლებსაც ჯარის ფუნქცია მიანიჭეს, 31 წლის წინ თავს დაესხნენ აფხაზეთს და იქ ეთნიკური ნიშნით მკვლელობები, სადამსჯელო ოპერაციები, მშვიდობიანი მოსახლეობის მაროდიორობა და აფხაზეთის ეროვნული სიმდიდრის ბარბაროსული ძარცვა დაიწყეს.“ ასე გამოეხმაურა სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია  აფხაზეთის ომის დაწყების 31-ე წლისთავს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ბჟანიას თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი აფხაზი ხალხის ისტორიაში.

„მტერი მუხანათურად დაესხა თავს ჩვენს მშვიდობიან ქვეყანას, მოიტანა ქაოსი და ნგრევა. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დიპლომატიის ენას ტანკები და ქვემეხები არჩია, ჩვენთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევა სცადა. მაგრამ ჩვენი ხალხი არ შედრკა, გამოჩენილი ლიდერის, ვლადისლავ არძინბას მოწოდების შემდეგ გამოვიდა საკუთარი სამშობლოს დასაცავად. აფხაზებთან ერთად სამართლიანობის დასაცავად რუსები, სომხები, ბერძნები, ქართველები და სხვა ეროვნებების წარმომადგენლები გამოვიდნენ. ჩვენს მოწოდებას დახმარების შესახებ ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლები და მსოფლიოდან ჩვენი თანამემამულეები, ასევე რუსეთის, დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის მოხალისეები გამოეხმაურნენ.

უდიდესი მსხვერპლისა და ძალისხმევის შედეგად ჩვენ აგრესორის ამ შეტევის მოგერიება შევძელით და ის უკან გავაბრუნეთ. იმ დღეების ტრაგიკულობის მიუხედავად, ჩვენ ვხვდებით, რომ სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ამან აფხაზეთის მომავალი ბედი განსაზღვრა. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულ გმირებს, ქედს ვიხრით ვეტერანების წინაშე და გამარჯვებულ ხალხს, აფხაზეთის რესპუბლიკას მშვიდობასა და აყვავებას ვუსურვებთ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ცნობისთვის, 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შენაერთები აფხაზეთში რკინიგზის უსაფრთხოების დასაცავად შევიდნენ. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო  საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 23 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მაშინ, ფაქტობრივად, თბილისისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა.

PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას  

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას.

ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 კოლოფი 52 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატი ერიუსი, რომელიც სხავდასხვა მიზეზების გამო საქართველოს ბაზარზე ბოლო პერიოდში დეფიციტში იყო.

მეორე წელია, ყოველდღიურად PSP -ს სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი დასახელების თურქულ იაფ მედიკამენტს სთავაზობს.

„2022 წლის თებერვალში თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

თურქ მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან აქტიური თანამშრომლობას ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით; ამჯერად 52 დასახელების 81000 კოლოფის შემოვიტანეთ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიშლება მთელი საქართველოს მასშტაბით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი ერიუსი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში საქართველოში დეფიციტური იყო.

თურქეთის მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიებთან მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებეთ, რომ მომხმარებლებს, არა მხოლოდ საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“ – აცხადებენ PSP-ში.

R

“ხელისუფლების სამიზნე სტიქიას გადარჩენილები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გახდნენ” – მამუკა ხაზარაძე

“ოცნების” ლაქიების მორიგი ცილისმწამებლური პროპაგანდა ყველა ზღვარს გასცდა – ქვეყნის რუსული მენტალობის მთავრობა რეალობის დამახინჯებას ცდილობს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, მმართველი ძალის სამიზნე სტიქიას გადარჩენილები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გახდა. ხაზარაძის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შოვის ტრაგედიის გამოძიება.

„ეს ბინძური პროპაგანდა, ადამიანების ტყუილით კვება, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი სკამები შეინარჩუნონ, ამორალური და დანაშაულებრივია.

შოვის ტრაგედიის სასწრაფო გამოძიება უნდა მოხდეს და დაისაჯოს ყველა უპასუხისმგებლო ჩინოვნიკი. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ პასუხისმგებლობისგან გაქცევის საშუალება.

მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს, მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს და მოხალისეს საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანების გადარჩენისთვის და კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო ყველა ჭირისუფალს. რუსული ტიპის პროპაგანდა ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს და ვერ მოგვერევა!“- განაცხადა ხაზარაძემ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6186 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6186 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6211 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8674 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8816 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0142 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

2 დღეა ხელისუფლება თავის ბინძურ და ამორალურ მესიჯბოქსშია ახლართული…-ნიკა მელია

ასეთია უღირსებო და უღირებულებო ხელისუფლების სახე, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს, მის ბრძოლას გადარჩენისათვის, მისი გმირობის ისტორიას – არავითარი ფასი არ აქვს..- წერს “ნაციონალური მოძრობის” წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

“2 დღეა ხელისუფლება თავის ბინძურ და ამორალურ მესიჯბოქსშია ახლართული…

ჯერ ყველას ურჩევდნენ დუმილს, ხოლო შემდეგ თვითონ “ალაპარაკდნენ” და სახე დაკარგეს, ან რა დაკარგეს რაც არც აქვთ და არც ჰქონიათ…

საინტერესოა თვითონ კობახიძე რას გააკეთებდა მსგავს სიტუაციაში, პრივილეგიების, პირადი დაცვისა და სამთავრობო სიკეთეების გარეშე – რამდენიმე მეტრიანი ტალახის ტალღის პირისპირ…

იზრუნებდა თუ არა ვინმეზე საკუთარი თავის გარდა… ცხადია ყველას გვაქვს ამ კითხვაზე პასუხი…

ასეთია უღირსებო და უღირებულებო ხელისუფლების სახე, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს, მის ბრძოლას გადარჩენისათვის, მისი გმირობის ისტორიას – არავითარი ფასი არ აქვს…თუ ეს ისტორიები არ/ვერ ემსახურება პროპაგანდისტულ მიზნებს და მათი ძალაუფლების შენარჩუნებას.

ჩვენ ვიცით გადარჩენილთა ისტორიები, სამწუხაროდ ვერასოდეს გავიგებთ, რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა სწორი რეაგირების შემთხვევაში….”

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტი.

ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 8 პირს ეძებენ.

ჰუალინგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ჰუალინგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ავტომობილში მყოფი პირი კი დაიღუპა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ჯგუფს ცეცხლმოკიდებული მანქანა დახვდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

“საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად უნდა იყვნენ აღიარებული” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად უნდა იყვნენ აღიარებული. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა გერმანიის კანცლერს ჰკითხა, უჭერს თუ არა მხარს შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეიზერის ინიციატივას, რომელიც დეპორტაციის წესების გამკაცრებას გულისხმობს, რაზეც შოლცმა დადებითი პასუხი გასცა.

შოლცის განცხადებით, უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება იყოს უზრუნველყოფილი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცესში უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. უსაფრთხო არიან ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს თავშესაფრის მიღების ძალიან მცირე შანსი აქვთ. ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება, თუ ის აკმაყოფილებს რამდენიმე კრიტერიუმს, როგორიცაა სამართლებრივი მდგომარეობა, კანონის უზენაესობა, ზოგადი პოლიტიკური გარემოებები და რამდენად არის ადამიანი დაცული დევნისა და ძალადობისგან.

ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება 2019 წლის იანვარში მიიღო, თუმცა ზედა პალატამ – ბუნდესრატმა ეს გადაწყვეტილება არ დაამტკიცა.

“საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ამათთან, დაზარალებულებს ერჩიან” – ანა დოლიძე

გზავნილებში აიბნენ, კობახიძე გამოაგდეს და ჩვეულებრივ ტაქტიკაზე გადავიდნენ – “გაშავება , – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ საკუთარ „ფეისბუქზე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები შოვში ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებსაც კი ერჩიან.

„აიბნენ გზავნილებში, გამოაგდეს კობახიძე და გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: “გაშავება”. ლიტერატურაში ამას ჰქვია – პერსონაჟის მკვლელობა, ანუ თავს ესხმი და აზიანებ პიროვნებას. ხალხის გადარჩენა კი არა, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ამათთან, დაზარალებულებს ერჩიან. გავატაროთ ეს და დავსვათ და დავსვათ კითხვები. ეს ჩვენი ვალია, დღეს მომავალი თაობების წინაშე“, – წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე საუბრისას განაცხადა, რომ სპეკულაციები იყო და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს.

“საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი“, – დასძინა კობახიძემ.

“სტიქიის პირველივე დღიდან ირაკლი კობახიძე რაჭიდან არ გამოსულა, საკუთარი ხელებით ეხმარებოდა ადამიანებს” – ლევან ნიკოლეიშვილი

სტიქიის პირველივე დღიდან ირაკლი კობახიძე საკუთარი ხელებით ეხმარებოდა ადამიანებს. როგორ გიბრუნდებათ ენა და როგორ ამბობთ აუგს? – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ გავრცელებულ სხვადასხვა ინტერპრეტაციაზე.

„თქვე სვავებო, თქვე არაადამიანებო – სტიქიის პირველივე დღიდან ირაკლი კობახიძე რაჭიდან არ გამოსულა, საკუთარი ხელებით ეხმარებოდა მაშველებს და ადამიანებს. როგორ გიბრუნდებათ ენა და როგორ ამბობთ აუგს? ჯერ ხომ უნდა გაერკვეთ რა და როგორ, თქვა სისხლის მოყვარულებო?”- წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.