Home Blog Page 1567

რა დევს სასწორზე თურქეთის არჩევნებში – რას წერს „როიტერი“

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რა დევს სასწორზე თურქეთის არჩევნებში“ (ავტორი – დომინიკ ევანსი), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ძირითადი მეტოქეების გამარჯვების შანსები. ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკურ პერსპექტივას – აირჩევენ თუ არა თურქები მას ისევ ქვეყნის მეთაურად?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რამდენიმე დღის შემდეგ თავის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გამოწვევის წინაშე დადგება, როცა თურქები საარჩევნო ურნებთან მივლენ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატისათვის ხმის მისაცემად, ოპოზიცია კი იგრძნობს, რომ მისთვის საუკეთესო შანსი დგება დაასრულოს სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერისა და თვითონ პარტიის მმართველობაც.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 14 მაისს უნდა გაიმართოს (სავარაუდო მეორე ტური – 28 მაისს) გადაწყვეტს არა მხოლოდ იმ საკითხს, თუ ვინ იქნება თურქეთის სახელმწიფოს მეთაური, არამედ იმასაც, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, როგორ უნდა განვითარდეს მისი ეკონომიკა და როგორი უნდა იყოს თურქეთის საგარეო პოლიტიკა.

რეჯეფ ერდოღანი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ყველაზე ხანგრძლივ მმართველს წარმოადგენს, საშინაო პოლიტიკაში მხარს უჭერს რელიგიურობას (ღვთისმოსაობას) და დაბალ გადასახადებს, საგარეო პოლიტიკაში – განამტკიცებს თურქეთის გავლენას რეგიონში, ასუსტებს ნატოსთან და დასავლეთთან კავშირებს.

თურქეთში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს სამი თვის წინ მომხდარი მიწისძვრის კატასტროფული შედეგების ფონზე – სტიქიამ 50 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
რეჯეფ ერდოღანის მთავარი მეტოქეს წარმოადგენს ქემალ ქილიჩდაროღლუ, საერო სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც მხარს უჭერს ექვსი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ალიანსი.

ბედისწერა თურქეთისათვის…

რეჯეფ ერდოღანი თურქეთის ყველაზე უძლიერესი ლიდერია მუსტაფა ქემალ ათა-თურქის („თურქთა მამის“) შემდეგ, რომელმაც ასი წლის წინათ თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკა შექმნა, მაგრამ რომლის საერო კურსი რეჯეფ ერდოღანმა და მისმა ისლამურმა პარტიამ „გვერდზე გასწია“.
რეჯეფ ერდოღანმა ხელისუფლების ცენტრალიზება განახორციელა და ყველაფერი დაუქვემდებარა პრეზიდენტს, ანუ თვითონ გახდა უზენაესი ლიდერი და ანკარის გარეუბანში მდებარე თავისი 1000-ოთახიანი სასახლიდან განსაზღვრავს თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს, მის ეკონომიკასა და უსაფრთხოების საკითხებს.

რეჯეფ ერდოღანის კრიტიკოსების თქმით, მისი ხელისუფლება ახშობს განსხვავებულ აზრს და ზღუდავს სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს, მან ქვეყნის სასამართლო სისტემა მთლიანად თავის ხელში მოაქცია და ამით არღვევს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ხელისუფლების განცხადებით კი, მის უპირველეს საზრუნავს სწორედ მოქალაქეთა უფლებების დაცვა და მათი უსაფრთხო ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც ნათლად გამოვლინდა 2016 სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს – რეჯეფ ერდოღანმა თურქული საზოგადოება საშინელი პერსპექტივისაგან იხსნა.

ეკონომისტები ამბობენ, რომ რეჯეფ ერდოღანის მოწოდებებმა დაბალი გადასახადებისა და საპროცენტო განაკვეთების შემოღების თაობაზე ქვეყანაში ინფლაციის ზრდა გამოიწვია, რომელიც გასულ წელს 24-წლიან მაქსიმუმს – 85%-ს მიაღწია, ხოლო ეროვნული ვალუტის – ლირის კურსი დოლართან მიმართებით თითქმის ათჯერ შემცირდა.

… და დანარჩენი მსოფლიოსათვის

რეჯეფ ერდოღანის მმართველობის დროს გაძლიერდა თურქეთის სამხედრო გავლენა ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთაც. თურქეთის არმია ოთხჯერ შეიჭრა სირიაში და ორჯერ ერაყში (ქურთ ამბოხებულთა და ტერორისტთა დევნის მიზნით), უწევდა სამხედრო დახმარებას ლიბიას და აზერბაიჯანს.

თურქეთმა ასევე გადაიტანა (პირდაპირი და არაპირდაპირი სახით) დიპლომატიური გართულებების სერია როგორც რეგიონულ სახელმწიფოებთან – საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ეგვიპტესთან და ისრაელთან, ასევე თავის ძველ მეტოქესთან – საბერძნეთთან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (საზღვრების გამო) და არ შეუცვლია კურსი კვიპროსთან დაკავშირებით.

რეჯეფ ერდოღანმა პრინციპულობა გამოიჩინა და რუსეთისაგან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400 შეიძინა, რის გამოც აშშ-მა თურქეთს სანქციები გამოუცხადა. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანი დაუახლოვდა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პურინს, რის გამოც კრიტიკოსებმა ეჭვი შეიტანეს მის ერთგულებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. თურქეთის გაბედულმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღების თაობაზე ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი დაძაბულობა გამოიწვია.

პარალელურად თურქეთი შუამავლად გამოვიდა რუსეთსა და უკრაინას შორის „ხორბლის ექსპორტთან“ დაკავშირებით, რითაც ხაზი გაესვა რეჯეფ ერდოღანის პოტენციურ როლს ომის შეწყვეტის საკითხში.

დიახ, თურქეთის ლიდერმა საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი ავტორიტეტი მოიპოვა. გაურკვეველია, ასეთივე ავტორიტეტი ექნება თუ არა მის სავარაუდო „მემკვიდრეს“ და ამიტომ ეს ფაქტორი, ალბათ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე.
რას ჰპირდება ხალხს ოპოზიცია?

ორი ძირითადი ოპოზიციური ძალა – საერო სახალხო-რესპუბლიკური პარტია და მემარჯვენე ცენტრისტული „კარგი“ პარტია, პლატფორმის სახით, გაერთიანდნენ დანარჩენ შედარებით ოთხ სუსტ პარტიასთან, რომლებსაც რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკურ კურსში ბევრი მომენტის შეცვლა სურთ. მაგალითად, ისინი ამომრჩევლებს ჰპირდებიან, რომ აღადგენენ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას საფინანსო სფეროში და მთლიანად შეცვლიან რეჯეფ ერდოღანის ნეორთოდოქსალურ ეკონომიკურ პოლიტიკას. ოპოზიცია მოსახლეობას ჰპირდება, რომ საპრეზიდენტო მართვის სისტემას გააუქმებს და თურქეთს საპარლამენტო მართვის სისტემას დაუბრუნებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია უკან, სირიაში დააბრუნებს მილიონობით ლტოლვილს.

რეჯეფ ერდოღანის მოწინააღმდეგეები ასევე პირობას დებენ, რომ გააუმჯობესებენ თურქეთის ურთიერთობას დასავლეთთან, აშშ-სა და ნატოსსხვა ქვეყნების ჩათვლით, დააბრუნებენ თურქეთს ამერიკული თვითმფრინავის F-35-ის წარმოების პროგრამაში. როგორც ცნობილია, თურქეთის მონაწილეობა პროგრამაში აშშ-მა იმიტომ დაბლოკა, რომ ანკარამ რუსული რაკეტები იყიდა.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ის პოლიტიკური კურსი, რომლის რეალიზებას ოპოზიცია აცხადებს, ხელს შეუწყობს თურქეთში უცხოური ინვესტიციების მიზიდვას.

რეჯეფ ერდოღანი მხარს უჭერდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დამხობის იდეას, ამ მიზნით თანამშრომლობდა სირიის ოპოზიციასთან, მიიღო 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ თურქმა ლიდერმა არასწორად გათვალა – ბასარ ასადი ისევ ხელისუფლებაშია, იგი ავტორიტეტს იმტკიცებს და იბრუნებს თავის ადგილს არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში, საიდანაც ადრე გარიცხეს… მილიონობით სირიელი ლტოლვილი კი თურქეთისათვის სულ უფრო არასასურველი სტუმრებად იქცნენ. რეჯეფ ერდოღანი, თურქეთის მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება ლტოლვილების უკან, სირიაში დაბრუნების თაობაზე, მაგრამ… ამ გადაწყვეტილები შესრულება ძნელია და თითქმის შეუძლებელიც. ოპოზიციამ მხარი დაუჭირა მთავრობის გეგმას სირიელების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე, მაგრამ არც მთავრობას და არც ოპოზიციას ჯერ-ჯერობით არ შეუმუშავებია გეგმა, თუ როგორ უსაფრთხოდ შეიძლება განხორციელდეს „დაბრუნების ოპერაცია“ – ბაშარ ასადს ნამდვილად არ სურს ლტოლვილების უკან მიღება და არც თვითონ ლტოლვილები არ არიან ამისთვის განწყობილნი.

რამდენად რეალურია პრეზიდენტობის კანდიდატთა შანსები?

ბოლო გამოკითხვების შედეგები ადასტურებს, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუ რეიტინგით რეჯეფ ერდოღანს წინ უსწრებს. ბუნებრივია, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტი დაქვეითდა ცხოვრების გაძვირების გამო, მაღალმა ინფლაციის წყალობით. ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამარჯვების შანსი საკმაოდ მაღალია.

მაგრამ არც რეჯეფ ერდოღანი ზის გულზე ხელდაკრეფილი. მართალია, მისი პოზიციები შელახულია, მაგრამ კიდევ აქვს შანსები იმისა, რომ მმართველობა გაიხანგრძლივოს. სავარაუდოდ, რეჯეფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან. როგორც მიწისძვრის შემდეგ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, პრეზიდენტმა, ოპოზიციის ბრალდებების მიუხედავად („უხარისხო და უკონტროლო მშენებლობა“), ამომრჩევლებში რეჯეფ ერდოღანმა გარკვეული მხარდაჭერა შეინარჩუნა.

დღეისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე საკითხად რჩება ის, თუ ვის დაუჭერს მხარს ქურთი ამომრჩეველი, რომელიც თურქეთის მთლიანი ელექტორატის 15%-ს შეადგენს.

მართალია, პროქართული სახალხო-დემოკრატიული პარტია არ შედის ოპოზიციურ ალიანსში, მაგრამ ის მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს ბოლო წლებში ქურთების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გაფართოების გამო.

წყარო

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა

რუსეთმა საქართველოში პირდაპირი რეისების და ტურების გაყიდვის აკრძალვა გააუქმა. ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, უქმდება 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვის ცალკეული ზომების შესახებ“.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან უქმდება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.

“გგონიათ, არახამია საქართველოსთვის იბრძვის?” – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარეს, დავით არახამიას ხელმოცარულს უწოდებს.

მისი თქმით, დავით არახამიას ავტორიტეტი არ აქვს და მისი პოზიცია არავის აინტერესებს. ამასთან, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ დავით არახამია უკრაინის ინტერესებს არ ემსახურება, რასაც მთელი მსოფლიო მალე ნახავს.

„ვწუხვარ, რომ დროს მაკარგვინებთ ამ ხელმოცარულზე. საკუთარ პარტიაშიც კი, სადაც ხელისუფლებაში არიან, პრეზიდენტმა ვიზები გაუუქმა მას, გონჩარენკოს და კიდევ რამდენიმეს, სახელმწიფოს ხარჯზე დაფრინავ ევროპაში უსაქმურადო. ეს ხელმოცარული ოპოზიციურ არხებს ახლა ექსპერტებად ჰყავს. ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებული და გაზრდილია რუსეთში. პატივს არ სცემს საკუთარ წინაპარსაც, მშობლებს, გვარი ბრაუნად გადაიკეთა. ახლა თქვენ გგონიათ, ის საქართველოსთვის და ქართველებისთვის იბრძვის? რელურად მას უკრაინა რომ უყვარდეს, ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? გინახავთ ბახმუტში ჩასული? საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად სცალია? ვინ კითხავს ამას. ეს არის „ნაცმოძრაობის“ და მათი სატელიტი არასამთავრობოების, თუ ტელევიზიების საყვარელი რესპონდენტი, რომელსაც ნოლი ავტორიტეტი აქვს. აბა, ნახეთ უკრაინელები რას გეტყვიან დავით არახამიაზე. ეს კაცი ხელმოცარულია. იცით როგორ კარგად ვხედავ, თუ როგორ გაასამართლებენ უკრაინელები დავით არახამიას და ასეთ ნაძირლებს? ისინი უკრაინის ინტერესებს არ ემსახურებიან, რასაც უკრაინელი ხალხი და მთელი მსოფლიო მალე ნახავს. ეს ადამიანი არის ნოლი, უავტორიტეტო, უსამშობლობის კოჰორტაა გონჩარენკოები და არახამიები“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, კითხვის საპასუხოდ ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, რომ დავით არახამია დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკაშია ჩართული, რაც მიუღებელია.

„იმდენად უმნიშვნელოა მათი როლი და გავლენა, პირიქით, რაც მეტად ჩაერევა, კიდევ მეტად ნახავს ქართველი ხალხი ნაცების დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყმის მიმართ. საკუთარი ქვეყნის ფრონტის ხაზზე არ არის გასული, აიღოს იარაღი ხელში და გავიდეს, ეს დაიცავს საქართველოს ინტერესებს. რისი სტატუსის მიმცემია ეგ თვითონ უსტატუსო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოში ხალხს სურს ევროპა, არის საშინაო დავალებები და გზა, გპირდებით, ჩემს პრეზიდენტთან ერთად, დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში“.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება.

რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ. გამონაკლისი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაო მიზნით ჩადიან ან 90 დღეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას.

რატომ დაეცა ჯო ბაიდენის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე – რას წერს The Hill-ი

ამერიკულ გაზეთ The Hill-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა, მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა“ (ავტორი – ჯულია მიულერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საქმიანობისადმი მხარდაჭერის დონე, თეთრ სახლში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, მორიგ მინიმუმამდე დაეცა და ამჟამად მხოლოდ 36%-ს შეადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურის რეიტინგის ანტირეკორდი იმ დროს „გაუმჯობესდა“, როცა ჯო ბაიდენმა სურვილი გამოაცხადა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის სტატუსით მონაწილეობის შესახებ.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტისა“ და ტელეარხ „ეი-ბი-სი ნიუსის“ მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტის მხარდაჭერის დონე მიმდინარე წლის თებერვლიდან 6%-იანი პუნქტით დაეცა, ხოლო მათი წილი, რომლებიც ჯო ბაიდენის საქმიანობას იწონებენ, 42%-იდან 36%-მდე შემცირდა.

კითხვაზე, თუ ვინ უფრო კარგად წყვეტდა და აგვარებდა ეკონომიკურ პრობლემებს – ჯო ბაიდენი თუ ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რესპონდენტთა 54%-მა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი, ხოლო 36%-ის აზრით, ჯო ბაიდენი. ამასთან, გამოკითხულთა 7%-მა ჩათვალა, რომ ქვეყნის ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტას არცერთს არ მიანდობდა.

იმ რესპონდენტების 36%მა, რომლებიც დემოკრატები არიან ან მათკენ იხრებიან, გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ მისი კანდიდატად წამოყენებას, მაგრამ იმავდროულად 58%-ის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თუ დემოკრატიული პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად სხვა პიროვნებას დაამტკიცებს.

უფრო მეტიც – ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს, გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენი წმინდად წააგებდა დონალდ ტრამპთან მეტოქეობაში: რესპონდენტთა 44%, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მხარს ყოფილ პრეზიდენტს დაუჭერდა, დღევანდელს კი მხოლოდ 38%.

წყარო

79 წლის რობერტ დე ნიროს მეშვიდე შვილი შეეძინა

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი რო­ბერტ დე ნირო 79 წლის ასაკ­ში მეშ­ვი­დე შვი­ლის მამა გახ­და. როგორც Independet-ი წერს, ამის შესახებ ცნობილმა მსახიობმა ET Canada-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა დე ნიროს შვილების შესახებ შეკითხვა ასე დაიწყო: „ვიცი, რომ 6 შვილი გყავთ“, მსახიობმა კი გააწყვეტინა და უთხრა, რომ უკვე ცოტა ხნის წინ მეშვიდე შვილი შეეძინა.

მედიის ცნობით, მეშვიდე ბავშვის სქესი და ასევე დედის ვინაობა უცნობია.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით, 10.5 პროცენტამდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.50 პროცენტს შეადგენს.

„საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის აპრილში მთლიანი ინფლაცია – 2.7 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4.7 პროცენტამდე შემცირდა. ინფლაციის კლებას, დიდწილად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს ტენდენციები, გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი განეიტრალდა. შედარებით მცირე ბიჯებით იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში მისი შემცირება გაგრძელდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინფლაციური მოლოდინები კლებადია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა.

მესტვირიშვილის განმარტებით, მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია.

„ამას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3-პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა. შესაბამისად, ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაზრდილია, რაც შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. ამავდროულად, ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს“, – აღნიშნა მესტვირიშვილმა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს გაიმართება.

“რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით მეტად გაიზრდება მაქინაციებითა და უცხო ფულით გავლენების მოპოვების მცდელობა”

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით.“

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, აუცილებელია, სახელმწიფომ სიფხიზლე გამოავლინოს და ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს, ბოროტი განზრახვების თავიდან ასაცილებლად.

„რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მით მეტად გაიზრდება მაქინაციებითა და უცხო ფულით გავლენების მოპოვების მცდელობა. ერთია, როდესაც ღია პროპაგანდითა და „ფეიკ-კამპანიებით” ცდილობს “გლობალური ომის პარტია” სასურველი შედეგის მიღწევას, რაც არ გამოსდის და ამიტომ უფრო სახიფათო, ის უკონტროლო, ჭარბი ფულია, რომელიც მაქინაციების საშუალებით შემოედინება ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ სიფხიზლე გამოავლინოს და ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს ასეთი ბოროტი განზრახვების თავიდან ასაცილებლად.“ – წერს ქადაგიძე.

“ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობა რეკორდულ დონეს აღწევს” – ეიპიემ ტერმინალს ფოთი

კონტეინერების დამუშავებისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“ 2023 წლის აპრილი რეკორდული თვე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აპრილში დამუშავდა 53,626 TEU კონტეინერი, რაც 91,3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ერთ თვის მანძილზე, ამ რაოდენობის ტვირთის დამუშავების პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა.

„წლის დასაწყისში, ტვირთების მნიშვნელოვნად ზრდა ძალიან გვახარებს. მაშინ, როდესაც ჩვენი კომპანიის მთავარი ფოკუსი ჩვენი მომხმარებლები და მათი კმაყოფილებაა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ. ეს არის ეიპიემ ტერმინალსის გუნდსა და ჩვენს მომხმარებლებს შორის ძლიერი პარტნიორობის დამსახურება,“ – აცხადებს იენ როლინსონი, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი.

„საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობა იყო 177 900 TEU, რაც 73%-ით მაღალი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე მაღალი, რაც კი ოდესმე ყოფილა წლის პირველ ოთხ თვეში.

გარდა ამისა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პირველ ოთხ თვეში ყველაზე მეტი – 25 239 ავტომობილი დამუშავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. წლის დასაწყისიდან ეიპიემ ტერმინალს ფოთმა გასულ წელთან შედარებით მიიღო 74.6%-ით მეტი – 103 საკონტეინერო გემი. ზრდა შეინიშნება რკინიგზით შემოტანილი კონტეინერების რაოდენობაშიც. 2023 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში, შემოსული და დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ რაოდენობას შორის – 3, 848 TEU“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ნაცმოძრაობა” კარს უხურავს იმ ადამიანებს, რომლებზეც იდგა და დგას პარტია – ბაჩო დოლიძე

“მაშინ, როდესაც უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგის სასამართლო პროცესი იქნება და მაშინ, როდესაც ყველაფერია გასაკეთებელი, რომ მზად ვიყოთ ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის, როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციიდან, რიგი სამუშაოებია გასაწევი და ამ დროს ვნიშნავთ რაღაც არჩევნებს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ მ განაცხადა.

„ჩვენ შევთავაზეთ, ვნახოთ რა ხდება და მერე ჩაატარეთთქო, ამაზეც არ მოდიან, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია სასამართლო საკითხის გადაფარვა და თანამდებობების განაწილება. დღეს სხვათაშორის 100 დღე შესრულდა, რაც თავმჯდომარეა, ამ 100 დღის განმავლობაში ყოველდღე ვიღაცას სადღაც ნიშნავენ. შესაბამისად, ნამდვილად არ მივეხმარებით იმ პროცესს, რომელიც გულისხმობს პარტიის დაზიანებასა და დასუსტებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პარტიამ ნაკლები ზიანი მიიღოს“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძე პარტიის რამდენიმე რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიერ პოსტების დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

„პარტია საერთოდ კარს ხურავს იმ ადამიანებისთვის, რომელზეც იდგა და დგას პარტია, რადგან ახალი მენეჯმენტის რაოდენობა რომ ავიღოთ, ვერასდროს გადააჭარბებს ჩვენი ამომრჩევლის და ჩვენი რიგითი წევრების რაოდენობას, გაცილებით დიდი ჯარია. რასაც დღეს აკეთებენ მიზანმიმართულად, ყველასთვის კარის დაკეტვა და რიტორიკა, რომ თუ რაღაც არ მოგწონს, წადი, თითოეული ადამიანის წასვლა არის პრობლემა ამ პარტიისთვის, ამას ვერ ხვდებოდე ვერ აცნობიერებდე, ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა“, – განაცხადა დოლიძემ.

“საქართველოში ხალხს სურს ევროპა, პრეზიდენტთან ერთად დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში”

საქართველოში ხალხს სურს ევროპა, არის საშინაო დავალებები და გზა, გპირდებით, ჩემს პრეზიდენტთან ერთად, დავეხმარები მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის სწრაფად გადალახვაში, – ამის შესახებ უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა.

„ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფება. სამუშაო დღის წესრიგში ბევრი შეხვედრა იყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. უკრაინამ, როგორც ევროკავშირის მომავალმა წევრმა, ბევრი რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება უნდა განახორციელოს.

ჩვენს მთავრობას აქვს თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა ყველა მნიშვნელოვან ცვლილებასთან და განხორციელების ვადებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოორდინირებული მუშაობა უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგვცემს სასურველ შედეგს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მივიღეთ საშინაო დავალება.

ჩვენ ვიღებთ ბევრ კანონს, ვიშორებთ ოლიგარქების გავლენას ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე და ვაუმჯობესებთ სასამართლო სისტემას. ყველა ევროპელი დიპლომატი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ერთხმად აღნიშნავს ამ ცვლილებების სწრაფ პროგრესს და უჩვეულო ტემპს. რაც კეთდება სხვა ქვეყნებში წლების განმავლობაში, ჩვენ ვახორციელებთ ერთ თვეში, რაც კეთდება თვეებში, ჩვენთან სრულდება დღეებში. სხვანაირად ვერ ვიქნებით.

როდესაც ასიათასობით ადამიანი იარაღით იცავს ჩვენს ქვეყანას რუსული აგრესიისგან,ზურგში ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქვეყნო საქმე და მოვამზადოთ ნათელი მომავალი ჩვენი ხალხისთვის. საქართველოშიც ხალხს სურს ევროპა. ასევე არის საშინაო დავალებები და კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. ძნელი იქნება მიზნის მიღწევა, როცა ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ერთ ოლიგარქზეა დამოკიდებული, როცა პოლიტპატიმრები არიან, როცა ჟურნალისტები ციხეში არიან. მაგრამ, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან გადაჭრის ამ პრობლემას. უკრაინა წინ წავიდა ამ პროცესში და დღეს ჩემს პრეზიდენტთან ერთად გპირდებით, რომ დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს“, – წერს დავით არახამია.

“გარედან დაფინანსებაში მხილებული პარტია ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას”- ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ყალბი ორგანიზაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, ამ საკითხით კი, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.

ანჯაფარიძის თქმით, ბოლო დროს შექმნილი პარტიების მაგალითებით აშკარაა, რომ ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ექსპერტი ასევე არ გამორციხავს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ პარტიების უცხოეთიდან დაფინანსების საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება ოპოზიციის მიერ „რუსულ გეგმად“ მოინათლება.

„ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ოდნავ დაკვირვებული ადამიანიც კი შეამჩნევს, განსაკუთრებით ბოლო დროს შექმნილ პარტიების მაგალითზე. მათი უმეტესობა ნაცმოძრაობის მიერ დაყრილი შვილი-პარტიებია.
თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ რომ აუდიტის მიერ პარტიებში გარედან ჩადებული ფულის გამოვლენის შემთხვევაში ხმაური ატყდეს და ის ნაცნობი სცენარით “რუსულ გეგმად” მოინათლოს გამომდინარე შედეგებით.
ამის მიუხედავად, მომხრე ვარ რომ ამ საკითხს ბოლომდე მოეფინოს ნათელი. იმედია ხვდებით რატომაც.
გარედან დაფინანსებაში მხილებული პარტია ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.“ – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.