რატომ დაეცა ჯო ბაიდენის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე – რას წერს The Hill-ი

113
spot_img

ამერიკულ გაზეთ The Hill-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა, მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა“ (ავტორი – ჯულია მიულერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საქმიანობისადმი მხარდაჭერის დონე, თეთრ სახლში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, მორიგ მინიმუმამდე დაეცა და ამჟამად მხოლოდ 36%-ს შეადგენს.
ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურის რეიტინგის ანტირეკორდი იმ დროს „გაუმჯობესდა“, როცა ჯო ბაიდენმა სურვილი გამოაცხადა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის სტატუსით მონაწილეობის შესახებ.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტისა“ და ტელეარხ „ეი-ბი-სი ნიუსის“ მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტის მხარდაჭერის დონე მიმდინარე წლის თებერვლიდან 6%-იანი პუნქტით დაეცა, ხოლო მათი წილი, რომლებიც ჯო ბაიდენის საქმიანობას იწონებენ, 42%-იდან 36%-მდე შემცირდა.

კითხვაზე, თუ ვინ უფრო კარგად წყვეტდა და აგვარებდა ეკონომიკურ პრობლემებს – ჯო ბაიდენი თუ ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რესპონდენტთა 54%-მა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი, ხოლო 36%-ის აზრით, ჯო ბაიდენი. ამასთან, გამოკითხულთა 7%-მა ჩათვალა, რომ ქვეყნის ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტას არცერთს არ მიანდობდა.

იმ რესპონდენტების 36%მა, რომლებიც დემოკრატები არიან ან მათკენ იხრებიან, გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ მისი კანდიდატად წამოყენებას, მაგრამ იმავდროულად 58%-ის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, თუ დემოკრატიული პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად სხვა პიროვნებას დაამტკიცებს.

უფრო მეტიც – ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს, გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენი წმინდად წააგებდა დონალდ ტრამპთან მეტოქეობაში: რესპონდენტთა 44%, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მხარს ყოფილ პრეზიდენტს დაუჭერდა, დღევანდელს კი მხოლოდ 38%.

წყარო