Home Blog Page 1445

რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს

რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის თვით აკრძალვას გეგმავს, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი განმარტებით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.

„გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტის დროს“, – განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა.

TASS-ის ინფორმაციით, „შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს“.

ინფორმაცია TASS-ს მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.

“შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში უდავოდ გააძლიერებს ალიანსს” -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიესალმება უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დამტკიცების შესახებ.

„ეს არის ისტორიული დღე შვედეთისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ვულოცავ შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს და ყველა შვედს. შვედეთის გაწევრიანება უდავოდ გააძლიერებს ალიანსს, განსაკუთრებით თავისუფალი სამყაროსთვის რუსეთის საფრთხის გათვალისწინებით“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მოუთმენლად ელოდება შვედეთთან და ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინსვლისთვის.

შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა. უნგრეთი ნატო-ს 31 წევრს შორის ბოლო იყო, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.

ისრაელის არმია „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიშს განაგრძობს

ისრაელის არმია ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტების განადგურებას განაგრძობს. „ცაჰალმა“ ანკლავის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩენილი კიდევ ერთი, 10-კილომეტრიანი გვირაბის კადრები გავრცელა, რომელიც, სამხედროების ცნობით, ღაზის უნივერსიტეტისა და საავადმყოფოს ქვეშ გადის და ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს აკავშირებს.

„ჰამასთან“ ბრძოლის პარალელურად, ისრაელმა ღამით მორიგი იერიში მიიტანა „ჰეზბოლას“ ობიექტებზეც. ოპერაცია ლიბანში ბაზირებული დაჯგუფების მხრიდან ისრაელის ტერიტორიაზე 60 რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩატარდა. „ცაჰალის“ ცნობით, შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური, ჰასან ჰუსეინ სალამი დაიღუპა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს პირველად გამართავს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტარებს ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან შეხვდება.

საქართველოს მთავარი გზავნილი ევროინტეგრაციის გაძლიერებას, 9 რეკომენდაციის შესრულებასა და შემდეგ ეტაპზე ქვეყნის გადასვლას უკავშირდება.

რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება უვიზო მიმოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვის -ალექსანდრე რაქვიაშვილი

ეს წაახალისებს როგორც ტურიზმს, ისე ზოგადად, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ამიტომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება უვიზო მიმოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვის“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად-პაველ ჰერჩინსკი

არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

„დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეს, ჩვენ მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას აღვნიშნავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები.

როლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ მთავრობის მონიტორინგის კუთხით, ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი ელემენტია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით მოწყვლადი თემებისთვის. საქართველო სარგებელს იღებს მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისგან. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

მათი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდია მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ისინი აძლიერებენ ხმებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება გაგონილი არ ყოფილიყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ კვლავ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მათი არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ყველასთვის უფრო სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ასაშენებლად“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის საელჩო ავრცელებს.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი”-ემანუელ მაკრონი

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 20 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა. კონფერენციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინ ესწრებოდა.

ზელენსკიმ არაფორმალური სამიტის მონაწილეები შვეიცარიაში დაგეგმილ „სამშვიდობო სამიტზე“ მიიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ სამიტის მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ იმ სახელმწიფოების მიმართ სანქციებზე მუშაობაზე, რომლებიც მისი თქმით, ეხმარებოდნენ რუსეთს უკრაინის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისათვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის.

მისივე თქმით, პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

„ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა მაკრონმა.

გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას -ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების მობილურობა და დარტყმის პოტენციალი გაიზრდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებას, მათი მობილურობისა და დარტყმის პოტენციალის გაზრდას და ახალი თაობის იარაღითა და აღჭურვილობით შეიარაღებას“, – განაცხადა პუტინმა სპეციალური ოპერაციების ძალების დღის აღსანიშნავად გამოქვეყნებულ მიმართვაში.

მისი მტკიცებით, ეს რუსეთის არმიის გასაძლიერებლად მთავარი პრიორიტეტი.

„ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის გრძელვადიანი განვითარებისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.

მან რუსეთის სპეციალური ძალების პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა. განსაკუთრებული მადლიერების სიტყვები მიმართა უკრაინასთან ომში მონაწილეებს.

„სპეციალური ოპერაციების ძალებმა პრაქტიკაში დაამტკიცეს, რომ მზად არიან დაიცვან სამშობლო პირველივე ბრძანებით, დაიცვათ რუსეთის ეროვნული ინტერესები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თქვენ დაიცავით ყირიმისა და სევასტოპოლის მოსახლეობა ნაციონალისტებისა და სადამსჯელო ძალებისგან, ბრწყინვალედ შეასრულეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მისია სირიაში და დღეს თქვენ აჩვენებთ გმირობისა და გამბედაობის მაგალითებს ნეონაცისტებთან ბრძოლაში“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთი სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს 27 თებერვალს 2015 წლიდან აღნიშნავს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 თებერვალს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გამოიდარებს ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც დღე +13 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მოთოვს, დღე -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -2, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +4 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ჩემს მიმართ წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით -მერაბ დვალიშვილი

როგორც იცით, ჩემს მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე ნათესავებსა და გულშემატკივრებზე, – ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ახლა კი იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს, ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არცერთი ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის რითაც შემეძლო გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას.

გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე“, – წერს დვალიშვილი.

https://www.facebook.com/mma.georgia.79/posts/1048108532924079?ref=embed_post

 

გერმანიამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარება გაუგზავნა, რომელიც მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და ნაღმებისგან გამწმენდ მანქანებს.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმავოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტის დროს განუცხადა, რომ გერმანია ემზადება უკრაინას 1,1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცეს.

მთლიანობაში, გერმანიამ უკრაინას დასახმარებლად გამოუყო 28 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება, საიდანაც შვიდი მილიარდი 2024 წლის განმავლობაში გადაეცემა.

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს გარემოებები თქვენ სასარგებლოდ არ განვითარდება, ამიტომ გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დროისთვის გადადოთ. სხვა შემთხვევაში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაბრკოლებებს წააწყდებით და საქმეს ვერ დაასრულებთ. ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებიან, ამიტომ ყველა მიწვევა უნდა მიიღოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც მეგობარს მიეცით – მისი ასრულების დროა.

კურო

დროა, ძველი პირობის შესრულებაზე იზრუნოთ. თუ ამას არ იზამთ, მოულოდნელი პრობლემებისთვის ან კოლეგებთან უსიამოვნო სიტუაციისთვის უნდა მოემზადოთ. ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვინც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. გახსოვდეთ, რომ ახალი ცოდნის დაუფლება კარიერულ წინსვლასა და შემოსავლის ზრდაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

გახსოვდეთ, რომ სამუშაო დღე დილიდან იწყება, ამიტომ სირთულეებისთვის გაღვიძებისთანავე უნდა მოემზადოთ. მალე შენიშნავთ, რომ ამ დღეს პრობლემები არსაიდან, ფაქტობრივად, ცარიელ ადგილზე წარმოიქმნება, მაგრამ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებში მოქმედება მოგიწევთ, ამიტომ ნურაფერს დაგეგმავთ.

კირჩხიბი

ამ დღის მოვლენები გაიძულებთ, რომ ზოგიერთ საკითხს სხვა თვალით შეხედოთ და მათ მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ნუ დანებდებით, თუ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება. ამ დღეს თქვენს მონდომებასა და აქტიურობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებს გულწრფელად ესაუბროთ და შექმნილი პრობლემები ერთობლივი მოქმედებებით დაძლიოთ.

ლომი

ამ დღეს მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობა მოგიწევთ, ამიტომ ყურადღება რომ არაფერმა გაგიფანტოთ, ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ერთხელ არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ და არ იზარმაცოთ. შესაძლოა, წარსულის ზოგმა პრობლემამ თავი შეგახსენოთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწიოთ.

ქალწული

უსმინეთ ინტუიციას და ის გიკარნახებთ რომელი მიმართულებით უნდა იმოძრაოთ, რათა ცხოვრებაში ჰარმონია იპოვოთ და წარმატებას მიაღწიოთ. დროა გატკეპნილი ბილიკიდან გადაუხვიოთ და მუშაობა ექსპერიმენტებითა და არატრადიციული მეთოდებით გააგრძელოთ.

სასწორი

ამ დღეს საუბრის თუ კამათის დროს ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრეების ფარულ ქვეტექსტს და ინტონაციას, რათა რაღაც მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროთ. ცდუნებებს ნუ აჰყვებით, თორემ მალე უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით. ეცადეთ, კომპრომისების პოვნა ისწავლოთ, რომ კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ფული ეკონომიურად ხარჯეთ.

მორიელი

გირჩევთ, ვალები დროულად დაფაროთ და დაპირებები შეასრულოთ. გახსოვდეთ, ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მხოლოდ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე უნდა აკეთოთ და ყველაფერი სხვა სამომავლოდ გადადოთ. უსარგებლო საუბრებზე დროს ნუ დაკარგავთ, თორემ ჩანაფიქრის განხორციელებას ვერ შეძლებთ. გირჩევთ, ღრუბლებიდან დაეშვათ და ყველა საკითხს პრაქტიკულად მიუდგეთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიზმარი ნახოთ და ეცადეთ, დაიმახსოვროთ.

თხის რქა

წვრილმანი დავალებები სამომავლოდ გადადეთ და დიდი ხნის წინ თაროზე შემოდებულ საქმეებს მიხედეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ, ხშირად დაისვენოთ და ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანოთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლა მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებაში ხელს შეგიშლით. დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით უნებურად ვიღაც შეურაცხყოთ.

მერწყული

ნათქვამის აზრს რომ ჩასწვდეთ, თანამოსაუბრის განწყობას დააკვირდით. შესაძლოა, ვიღაც თქვენთვის სიმართლის დამალვას ან არასწორი ინფორმაციის მოწოდებას ცდილობს. ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

თევზები

ამ დღეს ყველა საუბარი ლაკონიური და საქმიანი უნდა იყოს. ბევრი ლაპარაკი ძვირფას დროს წაგართმევთ. ზოგი მიმართულებით დაბრკოლება გელით და მის დასაძლევად დიდი ძალისხმევა მოგიწევთ.