Home Blog Page 1439

„ინდოეთი, საქართველო და სომხეთი: კავშირები წარსულში და თანამედროვე გეოპოლიტიკა“ – რას წერს „ინდიან დეფენს რევიუ“

ინდური სამხედრო ჟურნალი „ინდიან დეფენს რევიუ“ (Indian Defense Review – IDR) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ინდოეთი, საქართველო და სომხეთი: კავშირები წარსულში და თანამედროვე გეოპოლიტიკა“ (ავტორი – არუნანშ გოსვამი).

პუბლიკაციაში განხილულია ინდოეთ-საქართველო-სომხეთის კავშირები მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში: ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის მიერ ინდოეთში მცხოვრები სომეხი ვაჭრის აღა-შამირისათვის (ქართული წყაროებით – იაკობ შახრიმიანი, სომხური წყაროებით – შამირ სოოლტანუმიან-შამირიანი) თავადიშვილობის მინიჭება და მისთვის ლორეში მამულის დამტკიცება. როგორც ირკვევა, იაკობ შახრიმიანს ინდოეთის მფლობელი ინგლისის მთავრობისათვის უთხოვია საქართველოს მფარველობა და გარკვეული დეკლარაციაც წარუდგენია. ერეკლეს მეორეს ბრძანებით, ინდოეთში გაიგზავნა თბილისელი აზნაური რაფიელ დანიბეგაშვილი…

ისტორიული კავშირები…

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი ჩანაი, რომელსაც ადრე მადრასი ერქვა. აქ, ქალაქის სომხურ სასაფლაოზე განისვენებს ვაჭარი-მილიონერი აღა შამირი (სომხურად – შამირ სოლტანუმიან-შამირიანი, ქართულად – იაკობ შახრიმიანი), რომელმაც მე-18 საუკუნეში დიდი როლი შეასრულა ინდოეთის, საქართველოსა და სომხეთის ერთმანეთთან დაკავშირებაში. თავისი სიმდიდრით ის არამარტო ეხმარებოდა ინდოეთის კარნატიკის რეგიონის იმდროინდელ მმართველს, არამედ საქართველოს მეფეს ერეკლე მეორესაც კი, რომელმაც თავის მხრივ, აღა შამირს და მისი ოჯახის წევრებს თავადიშვილობის წყალობის სიგელი უბოძა (სტატიაში ციტირებულია ერეკლე მეორის ბრძანების ტექსტი) და ქართველ მოგზაურს რაფიელ დანიბეგაშვილს ინდოეთში გაატანა. სამწუხაროდ, რაფიელი იმ დროს ჩავიდა ინდოეთში (1795 წელს), როცა აღა შამირი უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო, თუმცა სიგელი მის მემკვიდრეს დაუტოვა. მოგვიანებით რაფიელ დანიბეგაშვილმა ინდოეთში მოგზაურობის შესახებ წიგნიც გამოსცა. იაკობ შახრიმიანის გარდაცვალების 100 წლისთავი 1894 წელს თბილისში სომეხმა ჟურნალისტებმა აღნიშნეს.
… და თანამედროვე გეოპოლიტიკა დიახ, ინდოელ-სომეხ-ქართველმა თავადმა ნამდვილად განამტკიცა სამი ხალხის მეგობრობა, მაგრამ ეს მაინც უკვე ისტორიას მიეკუთვნება. ალბათ, საინტერესოა, როგორია დღევანდელი პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობა ინდოეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის?

ინდოეთს არ აქვს მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში, მაგრამ ინდოეთის ელჩი სომხეთში (რეზიდენციით ერევანში) იმავდროულად აკრედიტებულია საქართველოშიც. ინდოეთის ურთიერთობა ორივე სახელმწიფოსთან მეგობრულია. ბოლო წლების განმავლობაში ინდოეთის გეოპოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინდოეთი მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას წარმოადგენს, ეკონომიკის მოცულობით მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია, ჰყავს სიდიდით მეორე არმია მსოფლიოში, ხოლო დემოკრატიის მხრივ – მსოფლიოში უდიდესი დემოკრატიული მმართველობის სისტემა აქვს. და ბოლოს, ინდოეთი ბირთვული სახელმწიფოა.

როგორც მაიკლ რუბინი – American Enterprise Institute-ს მეცნიერ-თანამშრომელი წერს, „ინდოეთი აჩვენებს, რომ კავკასიური დიპლომატია მხოლოდ რუსეთის, თურქეთისა და ირანისთვის არ არის განკუთვნილი. შეიძლება ითქვას, არჩევანი რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის ემსგავსება არჩევანის გაკეთებას ინფარქტს, ინსულტს და კიბოს შორის. სიტუაცია კავკასიაში იცვლება. ინდოეთს შეუძლია კავკასიური დემოკრატიის მოკავშირე იყოს“.

ნიუ-დელი მზად არის კავშირების გასაღრმავებლად სომხეთთან და საქართველოსთან, მაგრამ არსებობს პრობლემები. ერთი მხრივ, ინდოეთის ახლო თანამშრომლობა რუსეთთან ნიუ-დელის კავკასიელი მეგობრების შეშფოთებას იწვევს, მაგრამ მეორე მხრივ, მოსკოვთან მეგობრობა ინდოეთისათვის ტრადიციულია. მაშ როგორ შეუძლია ინდოეთს თავისი სამი მეგობრის „გაბედნიერება“? პასუხი ასე შეიძლება გამოიხატოს: ინდოეთმა თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს და უნდა შეეცადოს, რომ ხელი შეუწყოს და გააუმჯობესოს რუსეთის ურთიერთობა საქართველოსთან და სომხეთთან.

საქართველოც და სომხეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს წარმოადგენენ და რუსეთთან ისტორიული კავშირები აქვთ, თუმცა ამჟამად მათ რუსეთი გეოპოლიტიკური მიზეზების გამო არ მოსწონთ.

საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს რუსეთთან – იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შედეგად კრემლმა მისი სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირება განახორციელა (ქართული ვერსიის თანახმად). და მაინც საქართველოს დღევანდელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მთავრობა მოსკოვთან მიმართებით პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს.

სომხეთი, რომელსაც უფრო მეტი მჭიდრო კავშირები ჰქონდა რუსეთთან, ვიდრე საქართველოს, ნელ-ნელა უახლოვდება „დასავლურ ბლოკს“, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი არ დაეხმარა ერევანს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს და არაფერი გაუკეთებია სომხეთის ინტერესების დასაცავად.

ინდოეთის ინტერესებში შედის მეგობრული დამოკიდებულების განმტკიცება ამ ორივე სახელმწიფოსთან. ამ მიზნით ნიუ-დელი ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ისარგებლოს.
რატომაა აუცილებელი სამივე ქვეყნის ერთად მუშაობა
საქართველო და სომხეთი მართლმადიდებელი ქრისტიანული ქვეყნები არიან, რომლებსაც დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ორი მუსლიმანური სახელმწიფო – თურქეთი და აზერბაიჯანი ესაზღვრებათ. თურქული საფრთხე არამარტო საქართველოს და სომხეთს ემუქრება, არამედ ინდოეთსაც – იმიტომ, რომ მეზობელი პაკისტანი, უპასუხისმგებლო ბირთვული სახელმწიფო, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოკავშირეს წარმოადგენს. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი [ნებით თუ უნებლიედ], საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უპირისპირდება: 2016 წლის ოქტომბერში, როცა თურქი ლიდერი რიზეში – საქართველოდან 100 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში – სიტყვით გამოდიოდა, მან განაცხადა: „ჩვენი ფიზიკური საზღვრები განსხვავდება ჩვენი გულის საზღვრებისაგან… განა შეიძლება რიზესა და ბათუმის ერთმანეთისაგან დაშორება?“. [ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და აჭარის ავტონომიის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს].

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მთავრობა მუდმივად აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველო სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და, შესაძლოა, რეჯეფ ერდოღანის განცხადება არასწორად იქნა აღქმული, თურქი ლიდერის სიტყვები მაინც იწვევს ქართველების შეშფოთებას: ისინი მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ აჭარა საქართველოს კუთვნილ რეგიონს წარმოადგენს.

რეჯეფ ერდოღანი ღიად უარყოფს სომხების გენოციდის ფაქტს და მხარს უჭერს აზერბაიჯანს. ანკარა მნიშვნელოვნად დაეხმარა ბაქოს, როცა აზერბაიჯანი ყარაბაღში სომხეთს ეომებოდა. ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმზე რეჯეფ ერდოღანმა ასე განაცხადა: „დღეს ნური-ფაშასა და ენვერ-ფაშას, ასევე კავკასიის არმიის მამაცი ჯარისკაცების სულები ბედნიერები არიან“. გენერლები ნური-ფაშა და ენვერ-ფაშა ცნობილნი არიან სომეხთა მასობრივი მკვლელობებით.

რეჯეფ ერდოღანმა თავის გამოსვლაში ასევე შეადარა ერთმანეთს ჩანაკალე და ქაშმირი და მხარი დაუჭირა პაკისტანს ქიშმირის ინდური ნაწილის კუთვნილებაში – მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის დახმარებით მუსლიმანი ტერორისტები ინდუს ქაშმირელებს ხოცავენ.
თურქეთის, აზერბაიჯანისა და პაკისტანის ურთიერთკავშირი შეშფოთებას იწვევს არამარტო ინდოეთში და სომხეთში, არამედ გარკვეულწილად საქართველოშიც.

დემოკრატიული ინდოეთი მხარს უჭერს სომხეთის გეგმებს შავი ზღვისა და სპარსეთის ყურეს შორის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე (ირანის გავლით), რომელიც საშუალებას მისცემს ინდოელ ბიზნესმენებს თავიანთი პროდუქცია გაიტანონ სომხეთში, საქართველოში, ევროპაში და რუსეთში. ამ დერეფანს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დერეფანს, რომლის მონაწილე აზერბაიჯანია.

ათასობით ინდოელი სტუდენტი სწავლობს სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით სამედიცინო პროფილით. ეს ნიშნავს, რომ ინდოელ ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამ ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში. ინდოეთი ქართული და სომხური პროდუქციის გასაღების უზარმაზარ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ორივე სახელმწიფოს ინვესტიციები საკმაოდ დიდი მოცულობისაა, განსაკუთრებით კვების სფეროში. „ქართული პიცა“ (აჭარული და იმერული ხაჭაპური), ასევე „სომხური ლავაში“ დიდი მოწონებით სარგებლობენ ნიუ-დელის, მუმბაისა და ინდოეთის სხვა ქალაქების რესტორნებში.

ინდოელები – საშუალო კლასის წარმომადგენლები – სულ უფრო მეტად აქტიურობენ ახალი ქვეყნების გაცნობაში. მათთვის სომხეთი და საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებსაც ინდოელი ტურისტები საუკეთესოდ თვლიან. ნიუ-დელსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები უკვე ხორციელდება, მალე დაიწყება ერევანთანაც. ამ მხრივ სამივე სახელმწიფოს ცა ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობისთვის უსაზღვრო სივრცეს წარმოადგენს.

წყარო

არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.28%-ით გაიმარჯვა – რუსეთის ცესკო

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.28%-ი მოიპოვა.

ცესკო-ს თავმჯდომარის, ელა პამფილოვას განმარტებით, ვლადიმერ პუტინს ხმა 76 277 708 ამომრჩეველმა, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა 87.28%-მა, მისცა, ნიკოლაი ხარიტონოვს – 3 768 470-მა, ანუ 4.31%-მა, ვლადისლავ დავანკოვს – 3 362 484-მა, ანუ 3.85%-მა, ლეონიდ სლუცკის კი – 2 797 629 ამომრჩეველმა, ანუ 3.2%-მა“, – განაცხადა პამფილოვამ.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა.

ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას შიდა კინკლაობა არავისთვის საინტერესო არ არის, ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს -პრემიერი

ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას შიდა კინკლაობა არავისთვის საინტერესო არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც ერთ თუ ორპროცენტიანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას, ეს არის ღიმილის მომგვრელი.

„მათი საქმეა ეს ყველაფერი. ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. შესაბამისად, მათი შიდა კინკლაობა მე მგონი, არავისთვის არ არის საინტერესო“, – განაცხადა კობახიძემ.

დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე -ირაკლი კობახიძე

ჩვენ დღევანდელი მონაცემებით ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე – არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას უკავშირდება ის კამპანიები, რომელიც წარმოებს ცესკოს წინააღმდეგ.

„გასაგებია, რისთვისაც ემზადება ოპოზიცია, იციან მათ, რომ აგებენ არჩევნებს, თან ძალიან მძიმედ აგებენ. ჩვენ დღევანდელი მონაცემებით ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე – არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე და ამას უკავშირდება ბუნებრივია ის კამპანიები, რომელიც წარმოებს ცესკოს წინააღმდეგ. აბსოლუტურად უსუსურია ეს კამპანიები, შესაბამისად, წარმატების შანსი არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

“როდესაც 1 %-იანი, თუ 2 %-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას ეს არის რა თქმა უნდა ღიმილის მომგვრელი” – პრემიერი

როდესაც 1%-იანი, თუ 2%-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას ეს არის რა თქმა უნდა ღიმილისმომგვრელი. მათი საქმეა ეს ყველაფრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ჟურნალისტის მიერ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით,  ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს.

„ყველამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, შესაბამისად, მათი შიდა კინკლაობა, მგონი, არავისთვის არ არის საინტერესო,”- განაცხადა პრემიერმა.

“სალომე ზურაბიშვილი მიესალმება და ეთანხმება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ”

ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანის სასახლეში გაიმართება, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება. საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს და კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს.

კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის  წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ჟურნალისტის მიერ „ევრონესტთან” დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას,  მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას.

„რეალურად გასაგებია აქ რაშიც არის საქმე. აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. ამაზე იყო საუბარი შესაბამის დოკუმენტში და როცა ასეთ დოკუმენტს არ უჭერს მხარს ოპოზიცია, გასაგებია, რა არის მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა,”- განაცხადა პრემიერმა.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის ხელმოწერების არქონის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.

რეზოლუცია, რომლის ინიცირებაც ვერ მოხერხდა, მოიცავს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას, მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომობილი მტკვარში გადავარდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ავტომობილის მძღოლია, რომელიც მდინარე მტკვარში გადავარდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრი ქართველ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველ მესაზღვრეებს  პროფესიულ დღეს ულოცავს.
მთავრობის მეთაური მადლობას უხდის თითოეულ მესაზღვრეს პატიოსანი და დაუღალავი შრომისთვის.
„ქართველ მესაზღვრეებს ვულოცავ პროფესიულ დღეს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მესაზღვრეს პატიოსანი და დაუღალავი შრომისთვის და ვუსურვო მშვიდობა და წარმატებები”, – აღნიშნავს პრემიერი.

  23 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

23 მარტიდან N293, N387, N393, N305, N319, N321 და N336 მარშრუტებს 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოთხი კვირის განმავლობაში, ავტობუსები, ჯამში, 24 მარშრუტს დაემატება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს სიახლეები. ჩვენ უკვე შემოვიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. 50 ავტობუსი უკვე დედაქალაქს ემსახურება. ამჯერად კი, 24 მარშრუტს გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რათა მოცდის დრო შევამციროთ და მეტრი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ. პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე: N293 მარშრუტზე მოძრავი „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე; N387 მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი; N393 მარშრუტზე მოძრავი „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე.

გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი, N319 მარშრუტზე – 7 წუთი, N321 მარშრუტზე -10 წუთი, N336 მარშრუტზე – 9 წუთი.

კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოქალაქეებისთვის ქალაქში გადაადგილება იყოს ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტული. შესაბამისად, ახალი ავტობუსების შემოყვანა და 18-მეტრიანი ავტობუსების დამატების პროცესი გაგრძელდება.

 

პირველი აპრილიდან წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის,  მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ და საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ვგეგმავთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აქტიურობისკენ. ტერიტორიაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად დაგეხმარებიან საკუთარი ავტომობილების სანომრე ნიშნების რეგისტრაციაში იმისთვის, რომ ვინც წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობთ, ავტომანქანის გაჩერება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მუნიციპალური პავილიონები 31 მარტის ჩათვლით, განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: წერეთლის გამზირი N118 (საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ); წერეთლის გამზირი N12ა-ს მიმდებარედ; წერეთლის გამზირი N116; წერეთლის გამზირი N76; წერეთლის გამზირი N48; წერეთლის გამზირი N140 (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ); წყალტუბოს ქუჩა N10.

აღნიშნული პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 09:00-დან 18:00 საათამდე.

პირველ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება -კახა კალაძე

პირველ აპრილამდე A კატეგორიის ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მძღოლებს გასული წლის პირველი აპრილიდან საკუთრებაში გადაეცათ A კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რისი გააქტიურებისთვის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ.

„გაითვალისწინეთ, რომ პირველ აპრილამდე გაუაქტიურებელი ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ვებგვერდზე taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.