Home Blog Page 1423

“ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია”-ლაშა ჟვანია

ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ, დაუზუსტებელი ინფორმაციისგან, რაც ჩვენს მოქალაქეებში იწვევს პანიკურ ქმედებებს, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ და 12 ოქტომბერს არის დანიშნული დამატებითი ავიარეისები, მოთხოვნის შემთხვევაში კი, რეისის დამატებასაც განიხილავენ.

„როგორც ვიცით, ხვალ დამატებითი რეისია დანიშნული, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში, ისევე, როგორც 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი. ხვალ ვნახავთ, თუკი მოთხოვნა იქნება, ასევე 13 რიცხვშიც ვისაუბრებთ რეისის დამატებაზე. დღეს ისრაელის ავიახაზებმა, როგორც საქართველოს ავიახაზებმა შეასრულეს ორი რეისი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თითქოს უკვე დანიშნული რეისების გაუქმებაზე, ტყუილია და საფუძველი არ აქვს. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც დაზუსტებული არ არის, საფუძველს მოკლებულია, ხოლო ჩვენს მოქალაქეებში ისრაელში იწვევს გარკვეულ პანიკურ ქმედებებს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ამასთან, ელჩმა ისრაელში დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში ვითარება შედარებით სტაბილური იყო.

„ისრაელმა პრაქტიკულად კონტროლი დაამყარა მთელ ტერიტორიაზე, ამის მიუხედავად, მაინც გრძელდებოდა საჰაერო თავდასხმები, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე აღჭურვილობა, რომელსაც რკინის გუმბათი ჰქვია, იგერიებდა თავდასხმის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას. დღეს შუადღეს განგაშის სირენა იყო თელ ავივსა და მის შემოგარენში, თუმცა მალევე ჩაწყნარდა მდგომარეობა. ჩრდილოეთიდან მოხდა ასევე საჰაერო თავდასხმა, სადაც საპასუხო თავდასხმა ჰქონდა ისრაელს. დღეს რეალურად ნელ-ნელა ვითარება იცვლება სამხედრო თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა განცხადება, რომელიც ბოლო ათწლეულებია, არავის მოუსმენია ამერიკის ლიდერისგან. ის ძლიერი ლიდერია, რომელიც აცხადებს სრულ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ. ის მოუწოდებს „ჰეზბოლას“ და მის მხარდამჭერ სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება, ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იყოს. ეს სერიოზული გზავნილია ამერიკის მხრიდან, რამაც, წესით, უნდა შეცვალოს და შეარბილოს „ჰეზბოლას“ მხრიდან მოქმედებები ან მეორე, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც შეიძლება წინ უძღოდეს აშშ-ის რეაგირებას „ჰეზბოლას“ ქმედებებთან დაკავშირებით, თუ ასეთი იქნება ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის ზოგადად ის ვითარება, რომელმაც შეიძლება, ისრაელში უფრო ეფექტური და სწრაფი სტაბილურობა გამოიწვიოს“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მიიღეთ მოცემული სიტუაცია, ისე როგორც არის და ნუ დაუპირისპირდებით ხელმძღვანელობასა თუ კოლეგებს. ნუ შეეცდებით, სხვის ხარჯზე, მიაღწიოთ კეთილდღეობასა და წარმატებას.

კურო

კარგი დროა, სამომავლო გეგმების დასახვისთვის, მოიძიეთ მოკავშირეები ახალი საქმეების წამოსაწყებად, ერთმანეთზე ზრუნვით და მხარდაჭერით წარმატებებს მიაღწევთ.

ტყუპები

შეიტანეთ სიახლეები თქვენს ყოველდღიურობაში, ყურადღება მიაქციეთ ტექნიკის გამართულობას, იზრუნეთ ძველი ნივთების განახლება-მოწესრიგებაზე.

კირჩხიბი

ყოველდღიურობაში რაღაც სიახლეებს აღმოაჩენთ და სამყაროს ახალი ენერგიებით დაიმუხტებით, მზად ხართ, შექმნათ რაიმე სასიკეთო და სასარგებლო. ერიდეთ, სერიოზულ ფინანსურ ხარჯებს.

ლომი

ნუ შეუშინდებით სიახლეებსა და სირთულეებს, სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნითა და გონივრული საუბრით თქვენ შეძლებთ, მოხიბლოთ გარშემომყოფები და მიიღოთ სასურველი შედეგები.

ქალწული

სასურველია, ნაკლებად პრეტენზიული და მომთხოვნი იყოთ ირგვლივ მყოფთა მიმართ, ახლა მეტად საჭიროებთ თბილ და სასიამოვნო ურთიერთობებს.

სასწორი

მოიძიეთ საჭირო კონტაქტები, მოძებნეთ საერთო ინტერესების მქონე ადამიანები და მეტად იკონტაქტეთ თქვენივე პროფესიის ადამიანებთან, შესაძლოა, ახალმა იდეებმა ახალი წარმატებებისკენ გაგიხსნათ გზა.

მორიელი

წარმატება გელით ახალ წამოწყებებში, მაგრამ სამსახურებრივ საქმიანობაში წინსვლასთან ერთად, ნუ დაგავიწყდებათ ბავშვებზე ზრუნვა, მათი სურვილებითა და ოცნებებით დაინტერესება.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, შესაძლოა, ისეთი რამ აღმოაჩინოთ, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის უკეთესობისკენ არა მხოლოდ თქვენს, არამედ, ბევრი სხვა ადამიანის ცხოვრებასაც.

თხის რქა

შესაძლოა, საჭირო გახდეს თქვენი ინტერესების დაცვა, შესაძლოა, რაიმეს დათმობაც დაგჭირდეთ, დაიცავით თქვენი შეხედულებები, ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან და დაიცავით თქვენი სივრცე.

მერწყული

ბიზნეს-საქმიანობაში კარგ შედეგებს დადებთ, იფიქრეთ ამ საქმიანობის გაფართოებასა და სიახლეებზე, მოუსმინეთ თანამოაზრეებს და იზრუნეთ რომ მეტად საინტერესო გახადოთ პირადი საქმიანობა.

თევზები

დიპლომატია თქვენთვის ძალიან საჭირო იარაღია. სწორედ ეს თვისება დაგეხმარებათ უახლოეს პერიოდში ნებისმიერ საქმეში გამარჯვების მოსაპოვებლად.

“ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა აბსოლუტური ბოროტების აქტია” -ჯო ბაიდენი 

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა აბსოლუტური ბოროტების აქტია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელში განვითარებული მოვლენების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელში მცხოვრები ხალხი “სუფთა დაუოკებელი ბოროტების” მსხვერპლი გახდა, რომელიც “ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სისხლიანი ხელებით მოხდა, ჯგუფის, რომლის გაცხადებული მიზანი ებრაელების მკვლელობაა, ეს აბსოლუტური ბოროტების აქტია”.

“ქალები გააუპატიურეს, მათზე ფიზიკურად იძალადეს, აღლუმზე, როგორც ნანადირევი ჩამოატარეს. ოჯახები საათების განმავლობაში იმალებოდნენ, უიმედოდ ცდილობდნენ შვილების გაჩუმებას, რათა ყურადღება არ მიექციათ”, – განაცხადა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელში 1 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 14 ამერიკის მოქალაქე. ბაიდენის თქმით, აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომ მისი მოქალაქეები „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფებიან.

ბაიდენის თქმით, მან თავის გუნდს განკარგულება მისცა ისრაელთან სადაზვერვო ინფორმაცია გააზიარონ და აშშ-დან ისრაელში დამატებითი ექსპერტები გაგზავნონ, რომლებიც ისრაელელებს ტყვეების გათავისუფლების მცდელობებისთვის კონსულტაციებს ჩაუტარებენ.

“როდესაც კონგრესი დაბრუნდება, ჩვენ გადაუდებელი ზომების მიღებას ვთხოვთ ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად…

ეს პარტიას ან პოლიტიკას არ ეხება. საუბარია მსოფლიო უსაფრთხოებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე”, – განაცხადა ბაიდენმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან − ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს − ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს − ანიკო ლევაისს სადილზე უმასპინძლა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი „ბიოლში” გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს.

ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვია.

“ვიმედოვნებ, ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით სრულად ისარგებლებს ორივე ქვეყნის კერძო სექტორი”

საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის განცხადებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ქვეყნებს შორის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს.

თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს საკმარისად მყარი საფუძველი აქვს, რაც 2022 – 2023 წლებში გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაში აისახა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდამდე გაიზრდება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, რადგან გამარტივდება ორ ქვეყანას შორის საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, გაიზრდება ეკონომიკური, სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობისა და ინვესტირების შესაძლებლობა როგორც საქართველოსთვის, ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით სრულად ისარგებლებს ორივე ქვეყნის კერძო სექტორი”, – აღნიშნავს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი.

დოკუმენტს დუბაიში დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ.

გაფორმებული შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებული საამიროების 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი გაიხსნება ქართული პროდუქციის 97,5%-ზე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.

„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქ აშკელონზე საჰაერო იერიში განახორციელა

„ჰამასმა“ საჰაერო იერიში განახორციელა ისრაელის ქალაქ აშკელონზე. სირენების ხმა ისმის სხვა ქალაქებშიც.

აშკელონი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს.

მანამდე, „ჰამასმა“ მოუწოდა აშკელონის მაცხოვრებლებს, დაეტოვებინათ ქალაქი და ვადა ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე მისცა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

“საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის გაფორმებული შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის ორ ქვეყანას შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას”

თქვენო უმაღლესობავ, მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ ხელი ეწერება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ( CEPA ), − ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ( CEPA ) ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

„თქვენო უმაღლესობავ, მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ ხელი ეწერება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (“CEPA”). ეს შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის ჩვენს ორ ქვეყანას შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან, ურთიერთობათა განმტკიცება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იდგა ინოვაციისა და პროგრესის სათავეებთან, რაც მომავლის იმედისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საწინდარია.

მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მის უმაღლესობას − შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც მან შეიტანა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში.

მე ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თქვენო უმაღლესობავ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ეს ახალი ეტაპი, ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასა და გამარტივებას. დიდი მადლობა, გილოცავთ!”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა − შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში.

„მოგესალმებით, თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი ღარიბაშვილო!

მიხარია, რომ დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობებში.

მისი აღმატებულება შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის ლიდერობით არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იღვწის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეთანხმება სამომავლოდ ბევრ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს. დიდი მადლობა!”,- განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა − შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ცერემონიაში, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრებმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღეს.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ( CEPA ) ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა – თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა.

“რას აკეთებს შეერთებული შტატების ავიამზიდი ისრაელში?” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ისრაელში ამერიკული ავიამზიდის ჩასვლას “სერიოზულ ხოცვა-ჟლეტვის” გამოწვევა შეუძლია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა ღაზას სექტორის ბლოკადის ისრაელის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პალესტინელებისთვის ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტა მათ ადამიანის უფლებებს არღვევს.

“რას აკეთებს შეერთებული შტატების ავიამზიდი ისრაელში? რის გასაკეთებლად მიდის? ის ღაზას მიმდებარე ტერიტორიას დაბომბავს და სერიოზულ ხოცვა-ჟლეტას დაიწყებს”, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა გაიმეორა თავისი წინადადება მხარეებს შორის მედიატორად გამოსვლის შესახებ და განაცხადა, რომ ომის დასამთავრებლად ძალისხმევას გააგრძელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით სამშაბათს იგი საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ასევე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან.

ისრაელის გენერალი აცხადებს, რომ კფარ აზას დასახლებაში მოკლული ბავშვები იპოვეს

ისრაელის კფარ აზას დასახლებაში მოკლული ბაშვები იპოვეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა განაცხადა. მის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ციტირებს.

“ბავშვებს, დედებს, მამებს ხედავ, მათ საძინებელ ოთახებში, მათ თავშესაფრებში და [ხედავ] როგორ კლავს მათ ტერორისტი…

ეს ომი არ არის, ეს ბრძოლის ველი არ არის, ეს ხოცვა-ჟლეტაა”, – განაცხადა ვერუვმა.

Reuters-ის ცნობით, ადგილზე “ჰამასის” მებრძოლების, ასევე, ადგილობრივი ებრაელი მოსახლეების გვამები იქნა აღმოჩენილი.

“მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები, დანიშნეთ სპეციალური რეისები, რომ ისრაელიდან ქართველების ევაკუაცია მოხდეს”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მთავრობას მოუწოდებს, დანიშნოს სპეციალური ავიარეისები, რათა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს.

ვაშაძის განცხადებით, ისრაელში საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ სამშობლოში დაბრუნება, ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რაც არის დანაშაული.

„ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის გაწირვა ხელისუფლების მხრიდან. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” და საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები, დანიშნეთ სპეციალური რეისები, რომ მოხდეს ქართველების ევაკუაცია და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება. ეს თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმას ისრაელი არტილერიით პასუხობსლიბანიდან სარაკეტო თავდასხმას ისრაელი არტილერიით პასუხობს

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანიდან სარაკეტო დარტყმებს საარტილერიო ცეცხლით პასუხობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები უახლოეს პერიოდში ახალ დეტალებსაც გააჟღერებენ.

ლიბანიდან სარაკეტო დარტყმებს ისრაელის დასავლეთ გალილეას რეგიონში მსხვერპლი არ მოჰყოლია.