“რას აკეთებს შეერთებული შტატების ავიამზიდი ისრაელში?” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

160
spot_img

ისრაელში ამერიკული ავიამზიდის ჩასვლას “სერიოზულ ხოცვა-ჟლეტვის” გამოწვევა შეუძლია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა ღაზას სექტორის ბლოკადის ისრაელის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პალესტინელებისთვის ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტა მათ ადამიანის უფლებებს არღვევს.

“რას აკეთებს შეერთებული შტატების ავიამზიდი ისრაელში? რის გასაკეთებლად მიდის? ის ღაზას მიმდებარე ტერიტორიას დაბომბავს და სერიოზულ ხოცვა-ჟლეტას დაიწყებს”, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა გაიმეორა თავისი წინადადება მხარეებს შორის მედიატორად გამოსვლის შესახებ და განაცხადა, რომ ომის დასამთავრებლად ძალისხმევას გააგრძელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით სამშაბათს იგი საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ასევე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან.