Home Blog Page 1412

,,საქართველოში ერთობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით აღდგება”- ირაკლი ქადაგიშვილი

მისასალმებელია ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მაგრამ ჩვენ განზრახვა გვაქვს, რომ ეს მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების გზით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ერთობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით აღდგება

„პირველ რიგში, მინდა, უკრაინას ვუსურვო, რომ იყოს წარმატებული, მშვიდობიანი და ერთიანი სახელმწიფო. ამას ვუსურვებ მთელი სულით და გულით. არც ერთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არ უნდა იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენ, საქართველო, არ ვუკავშირებთ გარკვეულ სამხედრო მოქმედებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. აქედან გამომდინარე, მისი სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ განზრახვა გვაქვს, რომ ეს აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების გზით. ჩვენ საქმე გვაქვს კავკასიასთან, იმ ხალხთან, რომელიც ისტორიულად ცხოვრობს საქართველოში ქართველებთან ერთად. ომით არ აღდგება, ომით იშლება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით აღდგება ეს ერთობა საქართველოში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს „ისტორიულ გზაგასაყარს უწოდებს“. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობით ახალი პერსპექტივები გაჩნდება. უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ განცხადებაში შეეხო საქართველოსაც და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თელ-ავივიდან დამატებითი ფრენის ჩანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, ისრაელში საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციით, განაგრძობს ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირი რეისების განხორციელებას ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით. გაცნობებთ, რომ 16 ოქტომბერს ჩანიშნულია დამატებითი რეისი თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით. მოცემული დამატებითი რეისი გათვლილი იქნება ისრაელიდან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად, პირველ რიგში ბავშვების, ქალების და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი კომპანიის საინფორმაციო სამსახურს.“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გოგა ხაინდრავა ამერიკელი სენატორის განცხადებას ეხმიანება

“USAID რევოლუციას, მიშას მავზოლეუმს და ლяკა ხოშტარიას აფინანსებს! GOD BLESS AMERICA!”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის ფაშისტურ განცხადებას: “babylonbee.com/news/lindsey-g… სენატორმა სამხრეთ კაროლინიდან ლინდსი გრემმა საჯაროდ განაცხადა: “აშშ-მა უნდა დაბომბოს ყველა ქვეყანა, რათა მსოფლიომ იცოდეს ვინ არის პატრონი!” ხუმრობა არ გეგონით 👇 ნახავთ წყაროს. USAID რევოლუციას, მიშას მავზოლეუმს და ლяკა ხოშტარიას აფინანსებს! GOD BLESS AMERICA!”https://x.com/KhaindravaGoga/status/1713171062135963917?t=qcJS3I5nNB2zTVHunoT8WQ&s=08

ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. მათ აქვთ პალესტინის დროშები და ბანერები წარწერით – „თავისუფლება პალესტინას, ოკუპაცია დანაშაულია“.

აქციის დაწყებამდე ლონდონის პოლიციამ გაფრთხილება გამოსცა, რომ „ჰამასის“ მხარდამჭერების გამოვლენის შემთხვევაში, ისინი მათ დაკავებებს დაიწყებენ.

,,ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს მძევლები ემსხვერპლნენ”- „ჰამასი”

„ჰამასის“ განცხადებით, ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს ბოლო 24 საათში, 9 მძევალი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

„ეს მოხდა სიონისტების მიერ იმ რაიონების დაბომბვის გამო, სადაც მძევლები იმყოფებიან“, -აცხადებენ ტერორისტები.

ისრაელს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი მძევალი ჰყავს „ჰამასს“. თავიდან 150 ადამიანის გატაცების შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა დღეს „ცახალმა“ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში 120 მძევალი იმყოფება.

ეგვიპტემ კორიდორი გახსნა იმ პალესტინელებისთვის, რომლებსაც აშშ-ის პასპორტი აქვთ

კაიროსა და ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგად, ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი „რაფა“ გაიხსნა იმ პალესტინებისთვის, ვისაც აშშ-ის პასპორტი აქვს. ამის შესახებ BBC წერს.

Washington Post-ის მონაცემებით, ღაზის სექტორში დაახლოებით 600 ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ამერიკული პასპორტი აქვთ.

დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი“) ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით მიმართავს

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით მიმართავს.

რომან გოცირიძე ინტერესდება, 2012 წლიდან დღემდე, როდის და რამდენჯერ წარედგინა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ საქართველოში და უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

ასევე დეპუტატის კითხვა ეხება იმას, როდის და რამდენჯერ მიაწოფა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ მეცნიერების განვითარების შესახებ პროგნოზები და მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად შემუშავებული წინადადებები სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ, ოფიციალური დოკუმენტის სახით.

რომან გოცირიძის მესამე კითხვა ეხება იმას, როდის და რამდენჯერ მიაწოდა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ „მთავრობის მეცნიერული მრჩეველის“ ნორმატიული შინაარსის შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში გათვალისწინებული რჩევა, ოფიციალური დოკუმენტის სახით.

ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

მთავრობის მეთაურთან ერთად სვეტიცხოველში საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საზეიმო წირვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ნეკერჩხლის ხე დარგო. სვეტიცხოვლის ტაძრის გამწვანება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

კეზერა ელენეს ყველაზე პრინციპული არჩევანი გამოდგა – თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე

“ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და დაცვაში იჩენს, არცერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია”, – წერს სოციალურ ქსელში “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისი თქმით, ხოშტარიას პოლიტიკაში შემოსვლას ორი ძირითადი არგუმენტით უჭერდა მხარს – სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო და  გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა, ხოშტარიამ ორივეში გადააგდო.

“ელენე ხოშტარიას, ასეთი პრინციპულობა, რასაც კეზერაშვილის პრმოუტირებაში და დაცვაში იჩენს, არცერთი იდეოლოგიური პრინციპის დაცვაში არ გამოუვლენია. კვოტებიდან ისე მომასრიალა – გაღიმებული დავრჩი. არადა, სულ ორი ძირითადი არგუმენტი მქონდა როცა მის პოლიტიკაში შემოსვლას მხარს ვუჭერდი: 1) სააკაშვილისთვის საჯარო წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო 2) გენდერულ კვოტებს და ქალების პოზიტიურ დისკრიმინაციას მხარს არ უჭერდა. ორივეში გადამაგდო, მაგრამ აი კეზერა  ელენეს ყველაზე    პრინციპული არჩევანი გამოდგა  ნეტა რატომ? მოკლედ,  ჩვენ არ შევეკვრებით არავის, ვინც ოპოზიციურ ოლიგარქიას პრინციპულად არ ემიჯნება. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს ოლიგარქიის ოლიგარქიით ჩანაცვლებას”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა -ირაკლი ჩიქოვანი

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის რაც შეიძლება, მეტმა წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ბულგარეთმა მიიღო ფართო დეკლარაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მინისტრთა კაბინეტი.

„ჩვენ ამ მხარდაჭეეის გამოხატვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები ვნახეთ, მათ შორის, ბულგარეთიდან და იმ ვიზიტიდან გამომდინარე, რომელიც განხორციელდა სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოში, ვგულისხმობ უნგრეთის დელეგაციის ვიზიტს. ეს იყო ფართო დელეგაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთლიანად მინისტრთა კაბინეტი. იქ გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელივანესი. მეორეს მხრივ, დასანანია ის ფაქტი და გარემოება, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები ასე უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ჩვენს ქვეყანაში მოიძებნენ ადამიანები, პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები, რომლებიც აკეთებენ არაფერს გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს აძაგებენ და მათ მიმართ ცდილობენ ნეგატიური განწყობის შექმნას ჩვენს სახელმწიფოში. მივიჩნევ, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

“ჰამასის” ისრაელზე თავდასხმას უცხო ქვეყნების 100-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. კერძოდ, თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმის სამიზნე დაჯგუფების შტაბი გახდა, საიდანაც „ჰამასი“ თავის საჰაერო მოქმედებებს მართავს. იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური მურად აბუ მურადი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აბუ მურადი აქტიურად მონაწილეობდა ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისას ტერორისტების ხელმძღვანელობაში, მათ შორის იმ თავდამსხმელების, რომლებიც ისრაელში საჰაერო გზით დელტაპლანებით შეიჭრნენ.

ამას გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღამით ღაზაში „ჰამასის“ ათობით ობიექტი დაბომბეს.

ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს მეხუთე არაბული ქვეყანაა, რომელიც ბლინკენმა ბოლო დღეებში მოინახულა და მისი მიზანი „ჰამასსა“ და ისრაელის კონფლიქტის რეგიონის სხვა ქვეყნებში გაფართოების პრევენციაა. ბლინკენს სურს არაბულმა ქვეყნებმა დაგმონ „ჰამასის“ ქმედებები და თავშეკავება გამოიჩინონ ისრაელის პასუხთან დაკავშირებით.

თუმცა, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ისინი ღაზაში დაუცველ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს.

საუდის არაბეთის შემდეგ ბლინკენი ეგვიპტეში ჩავა, სადაც ადგილობრივ მთავრობასთან ღაზას მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნასა და უსაფრთხო ზონების დაწესებაზე იმსჯელებს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.