Home Blog Page 1265

,,ვეტოს გამოყენებით მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და დაშლის ოპერაცია”- ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს გამოყენებით რეალურად მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და დაშლის ოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილის ხელით.

„როდესაც ოპოზიციას არ აქვს ხალხის ნდობა და როდესაც არ გაქვს იმედი არჩევნებში გამარჯვების, ან სათანადო მხარდაჭერის მოპოვების, რა თქმა უნდა ცდილობ გადადგა რადიკალური ნაბიჯები. ეს რადიკალური ნაბიჯები არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართულად შეტევა და დასუსტება. ეს დღეს ვიხილეთ. ეს არის მორიგი გამოვლინება ვეტოს მეშვეობით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის მიმდინარეობისას.

მისი თქმით, დღეს ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე 2/3 ან 3/5-ით უნდა იყოს არჩეული და ეს მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მათ აერჩიათ ცესკოს თავმჯდომარე, ან ვინმეს ფიქრად გაევლო, რომ ცესკოს თავმჯდომარე არალეგიტიმურია, რადგან აირჩევა უმრავლესობით.

„ხალხი უმრავლესობით ირჩევდა ცესკოს თავმჯდომარეს და ახლა, ოპოზიციაში ყოფნის დროს, გაუჩნდათ აზრი, რომ ეს არ ვარგა და შევცვალოთო. იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე გვეუბნებიან, რომ კვალიფიციური უმრავლესობით უნდა აირჩიოთო. მოსამართლეების არჩევის საკითხი როდესაც იდგა უზენაეს სასამართლოში, გვეუბნებოდნენ, რომ არ აგვერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უნდა იყოს არჩეული კვალიფიციური უმრავლესობითო. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი თუ დადგება დღის წესრიგში, ოპოზიციის შიგნით უმრავლესობის მხარდაჭერა თუ არ ექნება ამ საკითხს, მაშინ საკითხი გადაწყვეტილად არ იყოს მიჩნეულიო. საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ოპოზიციიდან უნდათ ხელისუფლებაში ყოფნა. ოპოზიციაში არიან, ხალხის მანდატი არ აქვთ, იმედი ხალხის ნდობის და მხარდაჭერის არ აქვთ და იპოვეს გამოსავალი – როგორ შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლა. მაშინ ხელისუფლებაში ყოფნას რა აზრი აქვს, თუკი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ გაქვს?!“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ დასუსტდეს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათდამი საზოგადოების ნდობა შესუსტდეს და შედეგად ხალხი კონფლიქტში მოვიდეს ხელისუფლებასთან, რათა იქნებ ამით მაინც შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება.

მისივე თქმით, დღეს გამომსვლელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღარავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი იმაში, რომ ეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ვეტოა და ამაზე თვით ფაქტები მეტყველებენ და ამას აკეთებენ ქალბატონის სახელით, რომელიც ასოცირდება ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებთან. ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებთან ასოცირება ნიშნავს უპირველესად სახელმწიფოსადმი პატივისცემას. ჩვენ კი ვიხილეთ როგორი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოავლინა მან პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. მან ყველაფერი გააკეთა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ფეხქვეშ გაეთელა, კონსტიტუცია მიზანმიმართულად დაარღვია.

ეს ქალბატონი საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადასტურებულია კონსტიტუციის დამრღვევად. დასკვნის გაკეთება მარტივია, პირი, რომელიც ექვსი წლის ვადით არის არჩეული თანამდებობაზე, მოგვიწოდებს პირის ექვსი თვის ვადით არჩევა უფრო სწორია, და ეს ლოგიკაში თუ ჯდება, საზოგადოებამ განსაჯოს. ამ პირმა შეძლო და დაუპირისპირდა ყველა სახელისუფლებო შტოს, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, ცდილობს დისკრედიტაციას საკონსტიტუციო სასამართლოსი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, მოსამართლეების. ხოლო იმას, არის თუ არა ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ვეტო, ბევრი ახსნა არ სჭირდება, ამაზე მეტყველებს ფაქტები.

სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია ერთად ერთი იმედით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მას გადაეფარებოდა ფარად და ჩვენ აქ ვიხილეთ დაფიქსირებული შედეგი – რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაფარება სალომე ზურაბიშვილზე, ის დღეს პრეზიდენტი აღარ იქნებოდა. 

ჩვენი მიზანია ინსტიტუციებმა იმუშაონ გამართულად და რადიკალურ ჯგუფებს არ მივცეთ მათი მოშლის შესაძლებლობას. ჩვენი მიზანია ცესკომ იმუშაოს გამართულად, ისე როგორც ეს ხდება ევროკავშირის ქვეყნებში – თავისი საქმიანობა წარმართოს საერთაშორისო სტანდარტებით, მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ“, – განაცხადა ოხანაშვილმა. 

 

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2024 წლისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსების თაობაზე, 2024 წლისთვის.

დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საიტსა და ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 2 აპრილისა.

პროექტების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება:

● საერთაშორისო კინოფესტივალების ფარგლებში ინდუსტრიული შეხვედრების, მასტერკლასებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას;
● საერთაშორისო ფონდებისა და პროგრამების წარმომადგენლების მოწვევას;
● ახალგაზრდა და დამწყები კინემატოგრაფისტების ფესტივალზე მონაწილეობის უზრუნველყოფას;
● ქართული ფილმების პროგრამის ან ქართველი რეჟისორის რეტროსპექტივის მოწყობას;
● ძირითად კონკურს(ებ)ში მონაწილე ფილმების ავტორების მოწვევას;
● მონაწილე ქვეყნების რაოდენობას.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს კინოფესტივალის ორგანიზატორებთან შეხვედრა ან დამატებითი საბუთების წარმოდგენა.

განცხადების (იხილეთ თანდართული ფორმა) მიღების საბოლოო ვადაა 2024 წლის 25 მარტი.

პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული და ხელმოწერილი განცხადების ფორმა, ასევე, ყველა მოთხოვნილი საბუთი უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:   info@gnfc.ge.

დამატებითი ინფორმაციისა და პროექტის დაფინანსების განცხადების ფორმის შევსებასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს – მანანა სურაძეს, მობ: 577 553702, ელფოსტა: m.suradze@gnfc.ge.

ეროვნული კინოცენტრი განიხილავს შემოსულ პროექტებს და გადაწყვეტილება წერილობით ეცნობებათ პროექტთა ავტორებს.

თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ფრაგმენტული ნგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

მათივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოქალაქეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს მანამ, სანამ აღნიშნულ შენობაში ცხოვრება უსაფრთხო არ იქნება.

“ნინოშვილის ქუჩაზე, მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე, წყალარინების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობდა. პროექტის მსვლელობისას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ აღმოჩენილი იქნა კომპანია GWP-ს მილის დაზიანება, მყისიერად გადაეცა საკითხი აღნიშნულ კომპანიას, რომელმაც გუშინ დაიწყო პრობლემაზე მუშაობა.

ფრაგმენტული ნგრევის შედეგად, არავინ დაზარალებულა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ობიექტის შესწავლა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ და, თუ საჭირო გახდა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოქალაქეებს უზრუნველყოფს საცხოვრებლით, ვიდრე აღნიშნული შენობა არ იქნება უსაფრთხო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის,” – ვკითხულობთ თბილისის მერიის ინფორმაციაში.

,,თუ ფიქრობთ, რომ მანდატი შეგინარჩუნდებათ, მაშინ ცვლილებები რა საჭირო იყო?” – დეკანოიძე

თუ ფიქრობთ, რომ მანდატი შეგინარჩუნდებათ, მაშინ ცვლილებები რა საჭირო იყო? თქვენ დარწმუნებულები არ ხართ, რომ ის უპირატესობა, რომელზეც საქართველოს მოსახლეობას ესაუბრებით, მართლა გაქვთ, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით.

როგორც ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, „თავისუფალი ტრიბუნას“ ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოსვლასა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაქვემდებარებაზეა ორიენტირებული და ყველაზე მნიშვნელოვანი – კორუფცია და ხალხის პრობლემები განზე რჩება.

„მთელი დროა გვესმის „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ მათ ყველანაირი ბერკეტი აქვთ იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღონ პარლამენტში. თუ ფიქრობთ, რომ მანდატი შეგინარჩუნდებათ, მაშინ ცვლილებები რა საჭირო იყო? ვიცი, რომ პასუხი გაქვთ, მაგრამ მე გეტყვით, რომ ამ ცვლილებებით თქვენ გინდათ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაიქვემდებაროთ.

გარდა ამისა, თქვენ ქმნით შეთქმულების თეორიებს, თითქოს ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ ვიღაც გადატრიალებას გეგმავდა, რაზეც შემდგომში არავინ გამოუკითხავთ, არაფერი გამოუძიებიათ. ამ აბსურდით კვებავდით მოსახლეობას.

მხოლოდ იმაზე ხართ ორიენტირებულები, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაილაშქროთ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დაიქვემდებაროთ და ყველაზე მნიშვნელოვანი – კორუფცია და ხალხის პრობლემები განზე გრჩებათ.

თქვენ დარწმუნებულები არ ხართ, რომ ის უპირატესობა, რომელზეც საქართველოს მოსახლეობას ესაუბრებით, მართლა გაქვთ და ამიტომ ცდილობთ, რომ ყველა თავისუფალი სივრცე დაიქვემდებაროთ. გარდა ამისა, ცდილობთ საქართველოს პრეზიდენტს დაუპირისპირდეთ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც თქვენს ანტიდასავლურ კამპანიას მხარი არ დაუჭირა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი ბურჯანაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს

საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი გიორგი ბურჯანაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს. შესაბამისი პოსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ეუთო ოდირი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, აკვირდებოდა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესს 2019-2021 წლებში. მათი შეფასებით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების პროცესს აკლდა როგორც კეთილსინდისიერება, ისე ობიექტურობა და სანდოობა („..were assessed by ODIHR to lack integrity, objectivity and credibility.“).

„ეუთო ოდირის“ შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა არ განხორციელებულა დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემაზე დაყრდნობით. კანდიდატების შერჩევის პროცესში გადაწყვეტილებების მიღებას აკლდა არგუმენტაცია და არასაუკეთესო შეფასებების მქონე კანდიდატების შერჩევა ხდებოდა შესაბამისი ახსნის გარეშე.

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ექსტრაორდინარული შემოწმება, ე.წ. ვეტინგი გულისხმობს იმის დამოუკიდებელ გადამოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ მოსამართლეები სამოსამართლო მოთხოვნებს. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწევრიანებისთვის დადგენილი წინაპირობა შეეხება 60-მდე პირის თანამდებობის თავსებადობის გადამოწმებას (მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების)“, – წერს ბურჯანაძე.

 

,,ვეტოს დაძლევით „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოს ერთი ნაბიჯი უკან გადაადგმევინა”- გიორგი სიორაძე

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაუსვა ხაზი ევროკავშირის 9 დათქმიდან მე-4 დათქმის შესრულებას – ვეტოს დაძლევით „ქართულმა ოცნებამ“ ერთი ნაბიჯი უკან გადაადგმევინა ჩვენ სახელმწიფოს , – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის არჩევნების ბედს, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მცდელობებისა, მაინც საქართველოს ამომრჩეველთა ნება გადაწყვეტს, რადგან ხალხი, არის ერთადერთი ძალა, რომლის წინაშეც ნებისმიერი ხელისუფლება უძლურია.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაუსვა ხაზი ევროკავშირის 9 დათქმიდან მე-4 დათქმის შესრულებას. იმ ისტორიულ გზაზე, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიდან სრულ წევრობამდე, ქვეყანამ 9 ნაბიჯი უნდა გადადგას ევროპისკენ. სამწუხაროდ, ვეტოს დაძლევით „ქართულმა ოცნებამ“ ერთი ნაბიჯი უკან გადაადგმევინა ჩვენ სახელმწიფოს.

„ქართული ოცნება“ ერთპარტიულად დაძლევს ვეტოს, ერთპარტიულად იღებს საარჩევნო რეფორმას და ერთპარტიულად დააკომპლექტებს საარჩევნო ადმინისტრაციას. მათი მიზანია, ლეგიტიმაციის კრიზისში მყოფ ცესკოს ფორმალური კანონიერება შესძინოს და მისი მორჩილი, მარიონეტული ცესკოთი ჩაატაროს 2024 წლის ისტორიული არჩევნები.

საარჩევნო რეფორმას საქართველოში ყოველთვის ფართო ჩართულობით იღებდნენ ხოლმე იმიტომ, რომ არჩევნები ყველასია, ვინც მასში მონაწილეობას იღებს, საარჩევნო კანონმდებლობა კი, თამაშის წესებია, რომელზეც მხარეები შეთანხმებულნი უნდა იყვნენ. მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა, რომ როგორც ერთ-ერთმა მოთამაშემ, თავად დაადგინოს წესები და თანაც, არბიტრიც თვითონ იყოს. მმართველი პარტია, ვეტოს დაძლევით უპირისპირდება ევროპელ პარტნიორებს, ქართულ ოპოზიციურ სპექტრს, სამოქალაქო საზოგადოებას და, რაც მთავარია, ქართული საზოგადოებას, მათ შორის, მათივე ელექტორატის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც საქართველოს ევროკავშირში ხილვა სურს. თუმცა ხალხი, არის ერთადერთი ძალა, რომლის წინაშეც უძლურია ნებისმიერი ხელისუფლება, რომლის მოთვინიერებაც შეუძლებელია. ასე იყო 1990 წელს, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩატარდა უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნები და გადავარდა კომუნისტური დიქტატურა. ასე იყო 2003 წელს, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება. ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება, მიუხედავად ტოტალური კონტროლისა, იძულებული გახდა ოპოზიციაში გადასულიყო. „ქართული ოცნებაც“ ვერ აღუდგა ხალხის ნებას: „გავრილოვის ღამე“ და „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციები ამის ნათელი მაგალითია. ასე რომ, 2024 წლის არჩევნების ბედს, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მცდელობებისა, გადაწყვეტს საქართველოს ამომრჩეველთა ნება, რომელიც მოუთვინიერებელია“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

,, რუსული გაყინული აქტივებიდან შემოსავლების 90% ევროკავშირის ფონდს უნდა გადაეცეს”- ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლების 90% უნდა გადასცეს ევროკავშირის ფონდს, რომელიც უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას აფინანსებს.

ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოთხშაბათს წარუდგენს ოფიციალურ წინადადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს.

ბორელის გეგმის მიხედვით, თანხა გადაირიცხება ევროპის მშვიდობის ფონდში, რომელიც სამხედრო დახმარებას უწევს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს და ძირითადად უკრაინისთვის გამოიყენება.

,,ნაცმოძრაობის“ გამოგონილ სიგიჟეებს აღარავინ უჯერებს” – მდინარაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანებს მათ მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებს, მაგრამ უკვე მათ აღარავინ უჯერებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ დეზინფორმაციას ავრცელებს და ხალხს ამ სიგიჟეს აჯერებენ.

„ამ წუთში თინა ბოკუჩავა საქართველოში, პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, გასულია, რადგან იმ 800 ათასში ისიც არის. თუ მისი განცხადება მართალია, ის სხდომათა დარბაზში არ არის. ამ განცხადებას უცხოეთიდან აკეთებს. მეც ვიყავი წასული წელიწად-ნახევრის წინ და, მათი ლოგიკით, ისინი უკან არ შემოსულან. ეს ყველაფერი დაბეჭდეს და სახლში ბუკლეტი დამხვდა, ქვეყანა 800 ათასმა ადამიანმა დატოვაო. ამ დეზინფორმაციის ხარისხთან გვაქვს საქმე და ხალხს ამ სიგიჟეს აჯერებენ.

ადამიანებს თავის მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებს, მაგრამ უკვე მათ აღარავინ უჯერებს. ამ სიგიჟეში არავინ არ მიჰყვებათ, რადგან 800 ათასი ადამიანი რომ გავიდა, 800 ათასიდან მეტი ან ნაკლები შემოვიდა, შეიძლება, რამდენიმე ასეულით მეტი ან ნაკლები ადამიანი. ასეთი უარყოფითი სალდო არ გვაქვს.

ჰგონიათ, მოსახლეობამ სიტყვა სალდო არ იცის. 2022 წლის ბოლოს 50 ათასი იყო უარყოფითი სალდო, ანუ, 5-ჯერ ნაკლები. ესენი, უბრალოდ, ითვლიან გამსვლელების რაოდენობას და თურმე არავინ არ შემოსულა უკან. თქვენ აქ არ ხართ, თვითონ აქ არ არის? არც მე ვყოფილვარ აქ, წასული რომ ვიყავი და ჩამოვედი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების დასაფინანსებლად კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით”, რომლის მიზანია რეგიონების მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების გაცნობა; დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების ხელშეწყობა და თეატრისადმი მოსახლეობის ინტერესის გაზრდა; ქართული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და მიმდინარე თეატრალური პროცესის გააქტიურება.
წლევანდელი კონკურსისათვის გამოყოფილია 250 000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ დედაქალაქის პროფესიულ თეატრებს, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო პროექტის წარდგენა.კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტს,რომელიც გულისხმობს თეატრალურ გასტროლს ორ ან მეტ ადმინისტრაციულ /გეოგრაფიულ პუნქტში, ან რომელიც განხორციელდება პატარა და საშუალო დასახლებაში (სოფელი, დაბა, პატარა ქალაქი და სხვ.).
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 19 მარტიდან 2024 წლის 28 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, რომელიც იქნება ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციების მიღება შეიძლება სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით, ტელ.: № 032 2 022229 ან № 577 470 691, სამუშაო საათების განმავლობაში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 10 აპრილისა.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 250 000 ლარი. სამინისტროს მომართა 25-მა განმცხადებელმა. გამარჯვებული 17 პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 66 სცენაზე გაიმართა 71 წარმოდგენა.
2022 წელსაც ამ კონკურსის ბიუჯეტი იყო 250 000 ლარი.კონკურსის შედეგად დაფინანსდა 11 პროექტი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და დაბებში გაიმართა 63 თეატრალური წარმოდგენა.2021 წელს ამავე კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 200 000 ლარს. კონკურსის შედეგად განხორციელდა რვა პროექტი, რომელთა ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და დაბებში გაიმართა 44 თეატრალური წარმოდგენა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ” და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/gw2YGo6h

,,როდესაც საკითხი საარჩევნო საკითხებს და კანონმდებლობას ეხება, ოპოზიცია ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს”- თალაკვაძე

არჩევნები და საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ საქართველოს პარლამენტმა, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, როდესაც საკითხი ეხება საარჩევნო საკითხებს და კანონმდებლობას, ოპოზიცია ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს.

„ჩვენ მივიღეთ ცვლილებები, რომლითაც საქართველოს აქვს და მომავალში ექნება კიდევ უფრო სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია, მოქალაქეების მეტი ნდობით აღჭურვილი ადმინისტრაცია და რაც მთავარია – გამოირიცხება ყველა პოლიტიკური სპეკულაცია, რაც მანამდე იყო ხოლმე არჩევნებიდან არჩევნებამდე. მოდი, ვნახოთ ვინ გვესაუბრება საარჩევნო ადმინისტრაციაზე? გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებმაც არჩევნებთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირეს არც ერთ პროგრესულ და დემოკრატიულ რეფორმას. სამაგიეროდ, ზუსტად ამ რეფორმების დამსახურებით არიან დღეს პარლამენტში წარმოდგენილი. ამ რეფორმების დამსახურებით ამ ოპოზიციიდან თითოეული დაფინანსებას იღებენ, ამ რეფორმების დამსახურებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს სატელევიზიო ეთერებზე აქვთ წვდომა და რეფორმების დამსახურებით დღეს პარლამენტი პოლიტიკურად უფრო პლურალისტურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

თქვენ ხართ ოპოზიცია, რომლებიც აპროტესტებდით 5%-იან ბარიერს და თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც ჩვენ 43%-იან ბარიერს გვიწესებდით. თქვენ თვითონ არ გინდათ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოთ და როდესაც იყო პოლიტიკური მოლაპარაკებები ჩვენთვის გინდოდათ 43%-ის დაწესება, მაშინ როდესაც ამტკიცებდით, რომ თუ პარტია 43%-ს არ გადალახავს, მას უფლება არ უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღოსო. ეს ოპოზიცია ხართ თქვენ -ორმაგი სტანდარტების გამტარებელი და დღესაც რასაც საუბრობდით, პირდაპირ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პლენარულ სხდომაზე კენჭი თავდაპირველად პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელიც შედეგით 21-მომხრე, 61- წინააღმდეგი, “ჩავარდა“.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი – ვეტოდადებული ვარიანტი დადგა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით 61-ხმით (13 წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაეგზავნება და თუ ის დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, კანონპროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდან არის დანიშნული.

გარდა ამისა, პროექტი ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებას ითვალისწინებს. მათი არჩევის პროცედურა 3-ეტაპიანი ხდება – კერძოდ, პირველ ეტაპზე, ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება. თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შესძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა.

ამასთან, პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტით, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის 1-ელ მაისამდე აქვს

მიხელ სარჯველაძე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

მინისტრი, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკუნალო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ, მშობლებისგან მიიღო ინფორმაცია, მკურნალობის პროცსეში, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი გაიმართა პროგრამის განხორციელების ცალკეულ ასპექტებზე და მის შემდგომ განვითარებაზე.

მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა,  2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში, პირველ ეტაპზე, 6 ბენეფიციარი ჩაერთო. უახლოეს დღეებში, პროგრამას კიდევ 5 ბენეფიციარი დაემატება.