თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა

17
spot_img

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ფრაგმენტული ნგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

მათივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოქალაქეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს მანამ, სანამ აღნიშნულ შენობაში ცხოვრება უსაფრთხო არ იქნება.

“ნინოშვილის ქუჩაზე, მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე, წყალარინების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობდა. პროექტის მსვლელობისას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ აღმოჩენილი იქნა კომპანია GWP-ს მილის დაზიანება, მყისიერად გადაეცა საკითხი აღნიშნულ კომპანიას, რომელმაც გუშინ დაიწყო პრობლემაზე მუშაობა.

ფრაგმენტული ნგრევის შედეგად, არავინ დაზარალებულა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ობიექტის შესწავლა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ და, თუ საჭირო გახდა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოქალაქეებს უზრუნველყოფს საცხოვრებლით, ვიდრე აღნიშნული შენობა არ იქნება უსაფრთხო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის,” – ვკითხულობთ თბილისის მერიის ინფორმაციაში.