Home Blog Page 1220

დიქტატურის და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით – სხვა გზა კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონია – მიხეილ სააკაშვილი

რუსი ტერორისტები სარგებლობენ იმით, რომ უკრაინა ჯერ კიდევ მოკლებულია საჰაერო თავდაცვის სისტემებით საკმარისად დაცვას და საიმედო შესაძლებლობას, გაანადგუროს ტერორისტების გამშვები დანადგარები ზუსტად იქ, სადაც მდებარეობს – ჩვენს საზღვრებთან ახლოს და ეს არის სისუსტე, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევას.

მისი თქმით, ესაა არა უკრაინის, არამედ მსოფლიოს სისუსტე, რომელიც ვერ ბედავს, მოექცეს ტერორისტებს ზუსტად ისე, როგორც იმსახურებენ.

„უკიდურესად სასტიკი რუსული თავდასხმა ხარკოვისა და ლიუბოტინის წინააღმდეგ. წინასწარი მონაცემებით, ერთდროულად 15 რაკეტა გამოუშვეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსი ტერორისტები სარგებლობენ იმით, რომ უკრაინა ჯერ კიდევ მოკლებულია საჰაერო თავდაცვის სისტემებით საკმარისად დაცვას და საიმედო შესაძლებლობას, გაანადგუროს ტერორისტების გამშვები დანადგარები ზუსტად იქ, სადაც მდებარეობენ – ჩვენს საზღვრებთან ახლოს და ეს არის სისუსტე – არა ჩვენი, არამედ მსოფლიოსი, რომელიც უკვე მესამე წელია, ვერ წყვეტს მოექცეს ტერორისტებს ზუსტად ისე, როგორც იმსახურებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან – ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერ კონტინენტზე.

„ჩვენი საერთო მოვალეობა – მსოფლიოში ყველასი, ვისაც აქვს შესაძლებლობა, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე ტერორისგან. უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. მადლობა ყველას ვინც გვეხმარება. მაგრამ მეტი მონდომებაა საჭირო.და სწორედ მსოფლიოს ლიდერებისგან“, – განაცხადა ზელესკიმ.

შეგახსენებთ, რუსებმა დღეს C-300 რაკეტებით ხარკოვზე 15 დარტყმა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 16 ადამიანი.

“სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება გირგვლიანის გარდაცვალებისა და გელაშვილზე თავდასხმის საქმეებზე სამართლიანი და სათანადო მტკიცებულებებით იყო გამყარებული”

2024 წლის 23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის განმარტებით, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებდა და დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროკურატურამ საგამოძიებო პროცესი მაღალი სტანდარტით წარმართა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნება საქართველოს პროკურატურის მიერ მოპოვებულ და წარდგენილ სანდო და მყარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

„აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვების ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები არაერთგზის მიუთითებდნენ, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალდებულის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.

საზოგადოებას შევახსენებთ, მომჩივანი მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დაობდა, რომ მისი მსჯავრდების ზემოაღნიშნულ ორ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულება არ იყო სამართლიანი, კერძოდ, მის მიმართ 2018 წელს გამოტანილი სასამართლოს განაჩენები ეფუძნებოდა მხოლოდ მისი ორი პოლიტიკური ოპონენტის არასანდო და გადაუმოწმებელ ირიბ ჩვენებებს. მომჩივანი დამატებით დაობდა, რომ მოსამართლე, რომელმაც მის მიმართ განაჩენი გამოიტანა ე.წ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. (კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა). ამ უკანასკნელ საქმეში, მომჩივანი ასევე მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) სავარაუდო დარღვევაზე, რადგან მას არ შეეძლო განეჭვრიტა, რომ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენება გამოიწვევდა მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე ასევე ამტკიცებდა, რომ მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეების ფარულ მოტივს – მისი პოლიტიკური დევნა წარმოადგენდა (კონვენციის მე-18 მუხლის სავარაუდო დარღვევა).

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

ევროპულმა სასამართლომ შეუძლებლადაც კი მიიჩნია ამ საკითხების ეჭვქვეშ დაყენება, ნებისმიერი საფუძვლით.

ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შიდა სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები ეფუძნება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის ძირითად მოწმეთა პირდაპირ ჩვენებებს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია, რომ თითქოსდა მისი მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეებში, ძირითადმა მოწმეებმა მისცეს არასანდო და ირიბი ჩვენებები.

ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა შიდა სასამართლოების პოზიციას, რომ ძირითად მოწმეთა ჩვენებები იყო დამაჯერებელი და სარწმუნო. ასევე, შიდა სასამართლოების სამართლებრივი შეფასება მის მიერ შეწყალების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო თანმიმდევრული და გონივრული.

ევროპული სასამართლო ასევე დაეთანხმა შიდა სასამართლოებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა წინასწარ გასცა დაპირება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმის ბრალდებულების შეწყალებაზე, რომლის მიზანიც ამ საქმეზე არასრული გამოძიების წარმოებისა და ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა იყო.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, თითქოსდა მის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება მის გაჩუმებასა და პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეებზე და საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მსჯავრდებული დაკისრებულ სასჯელს ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იხდის.

პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე, სასამართლო განაჩენით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, ,,სოდი“-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს, ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და რაც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.

სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე, ასევე სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე ,,შარდენ ბარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ მაღალი თანამდებობის პირებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება.

წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის – დავით ახალაიას დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და მიღებული დავალების შესაბამისად, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. კუდ-ის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს ლევან ბუხაიძე, ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელს ზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის – 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა, სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე, 2006 წელს გასამართლდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი.

ხსენებულ პირებს, იმის სანაცვლოდ რომ არ ეთანამშრომლათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობაზე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებდა იმჟამინდელი მმართველი პარტიის რეპუტაციას, წინასწარ შეთანხმებულად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამყოფებდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ასევე, მათ წინასწარ მიიღეს დაპირება, რომ დაკავებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ პრეზიდენტი შეიწყალებდა, რაც 2008 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი გადაწყვეტილებით სისრულეში იქნა მოყვანილი.

მიხეილ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე პირების შეწყალების ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლომ ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილის გადაწყვეტილებაში (საქმე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“) იმსჯელა, სადაც მითითებულია, რომ: ,,სასამართლო გაოცებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების – შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თავდაპირველი წარუმატებლობიდან გამომდინარე, ადგილობრივი სასამართლოების მიერ პროცესების არასწორად წარმართვითა და მსჯავრდებულების ადრე გამოშვებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი სირბილის გამოჩენით – შეთანხმებულად მოქმედებით, რაც ამ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლისკენ იყო მიმართული“.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ საწყის ეტაპზევე მოწვეულ იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

საზოგადოებას ასევე შევახსენებთ, რომ ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 3 სისხლის სამართლის საქმეზე – საზღვრის უკანონო კვეთის, „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 მილიონ ლარამდე პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე, რომლებზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაჭაში მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზე მუშაობდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დიქტატურის და ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით – მიხეილ სააკაშვილი

დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით. მხედველობაში მაქვს პინოჩეტის დროინდელი ჩილე, მილოშევიჩის იუგოსლავია და მალაიზიის რაზაკის ხელისუფლება, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისივე თქმით, როდესაც ერთიანი სიის მოწინააღმდეგეებსა პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები მოჰყავთ, მხედველობიდან რჩებათ, რომ ამ ქვეყნებში დემოკრატიაა.

„როდესაც პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები მოჰყავთ ერთიანი სიის მოწინააღმდეგეებს, მათ მხედველობიდან რჩებათ ის, რომ ორივე ამ ქვეყანაში დემოკრატია არავის გაუუქმებია და ნამდვილი არჩევნები ტარდება. უბრალოდ, ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ძლიერ მთავრობებთან.

დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით. მხედველობაში მაქვს პინოჩეტის დროინდელი ჩილე, მილოშევიჩის იუგოსლავია და მალაიზიის რაზაკის ხელისუფლება. მალაიზიის შემთხვევაში არჩევნების წინ ორი მოსისხლე მტერი ანვარ იბრაჰიმი და მაჰატირ მოჰამედი გაერთიანდა და დაამარცხეს უსაზღვრო ფინანსური რესურსის მქონე რაზაკის ოლიგარქიული რეჟიმი. სხვა გზა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია. აგერ, დიდი გამოცდილების მქონე მიჩ მაკკონელი და ბუნდესტაგის მაიკლ როთი პრაქტიკულად ხმამაღლა მოგვიწოდებენ გაერთიანებისკენ“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გამჭვირვალობის კანონი როგორც კი შევა ძალაში შევა, გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება რაც კანონით არის გათვალისწინებული და რაც აუცილებელია კანონის მიზნების მისაღწევად – რატი ბრეგაძე

x

[უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონი როგორც კი შევა ძალაში, გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც კანონით არის გათვალისწინებული, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს მიერ და რაც აუცილებელია კანონის მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამ ეტაპზე, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ორგანიზაციას აქვს უცხოეთიდან 20%-ზე მეტი დაფინანსება, მე ნამდვილად არ მაქვს, რადგან კანონი ჯერ ძალაში შესული არ არის“, – აღნიშნა მინისტრმა.

ყოველთვიური განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რას აჩვენებს უახლესი მაკროეკონომიკური მონაცემები?

თიბისის არხებით ტურისტებისა და მიგრანტების ხარჯები, მაისის ჩათვლით პერიოდში წინა თვეებთან შედარებით და სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერჯერობით რაიმე გამოკვეთილი შემცირების ტენდენციით არ ხასიათდება. წლიურ ჭრილში კი კვლავ მნიშვნელოვან ზრდას აქვს ადგილი. დაახლოებით ანალოგიური ტენდენცია იკვეთება „ტავ ჯორჯიას” თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპოტრებში მგზავრთნაკადის დინამიკაზე დაყრდნობით. კერძოდ, ჩამოსვლების მაჩვენებელი 1-20 მაისს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45.6%-ით არის გაზრდილი. თავისთავად გასათვალისწინებელია, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არის გარკვეული გზავნილები ჯავშნების გაუქმებასთან დაკავშირებით. თუმცა ფაქტია, რომ საბაზო მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, ისევე როგორც მთლიანობაში წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება. ამასთან, 20 მაისის მგდომარეობით, კვლავ იკვეთება ლართან მიმართებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა, რაც ლარის კურსზე ზემოქმედების კუთხით ტრადიციულად ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სხვა განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით, აღსანიშნავია, რომ სრული 2024 წლისათვის თიბისი კაპიტალის ბოლოდროინდელ 6.4%-იან საბაზო სცენართან შედარებით, აპრილის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება, ისევე როგორც პირველი კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები, მოლოდინებზე მაღალია.

მთლიანობაში, იმ არგუმენტით რომ ჯერჯერობით არსებული მონაცემები მოლოდინებზე მაღალია, პროგნოზების კუთხით, ლარის კურსის ჩათვლით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განვიხილავთ. ამასთან, ამ მხრივ საყურადღებოა, რომ ლარის გავცვლითი კურსის ჩარჩოს კუთხით, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება, სენტიმენტების ჩათვლით, ადრე პოზიტიური იყო. თუმცა, ეს არა ლარის გამყარებას, არამედ სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების დამატებით შევსებას ითვალისწინებდა. სადღეისოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი არაა ნეგატიური, თუმცა უფრო ნეიტრალურია, რაც საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვების გაყიდვასაც ითვალისწინებს. ასევე, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანია რეგიონული ვალუტების დინამიკაც. ევრო-დოლარის წყვილის კუთხით, მომდევნო წლებში ჩვენი საბაზო სცენარი კვლავ ევროს გამყარებაა.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.

საფრანგეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც უცხოურ ჩარევას უდიდეს პრობლემად ხედავს ქვეყნის ინტერესების დაცვის პროცესში, ამ ფონზე ჩვენი გაკიცხვა გამჭვირვალობის კანონის მიღებაზე, სხვა არაფერია თუ არა უთანასწორო მიდგომა – ნინო წილოსანი

x

საფრანგეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც უცხოურ ჩარევას უდიდეს პრობლემად ხედავს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების გაკიცხვა იგივე შინაარსის კანონის მიღების გამო სხვა არაფერია, თუ არა უთანასწორო მიდგომა.

„საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული კანონი ფარავს ყველა ქვეყანას გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა. ეს ზუსტად იმას უსვამს ხაზს, რომ უცხოური ჩარევის რისკები ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შეიძლება მოდიოდეს და ნებისმიერი რისკის შემთხვევაში ქვეყანას მზად უნდა ჰქონდეს სათანადო კანონმდებლობა. ამის ფონზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ლიდერების მხრიდან ჩვენი გაკიცხვა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით – ქართულ კანონზე რუსულის ძახილი, სხვა არაფერია თუ არა უთანასწორო მიდგომა და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად აკნინებს საქართველოს ფუნქციას და როლს მსოფლიო პოლიტიკაში“, – განაცხადა წილოსანმა.

საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო.

გლდანის მე-8 დაწესებულებაში მყოფმა მოშიმშილე მსჯავრდებულმა პროტესტის ნიშნად 5 ცალი „კუსაჩკა“ გადაყლაპა

გლდანის მე-8 დაწესებულებაში მყოფმა მოშიმშილე მსჯავრდებულმა მიხეილ თურქაძემ პროტესტის ნიშნად მეტალის 5 ცალი „კუსაჩკა“ გადაყლაპა. აღნიშნულის შესახებ მსჯავრდებულის მეუღლემ, სტელა ეფიმოვამ განაცხადა.

როგორც ეფიმოვა აღნიშნავს, მიხეილ თურქაძე სასჯელს მეზობლის მკვლელობის მცდელობისთვის იხდის და თავისუფლების აღკვეთა 17 წლით აქვს მისჯილი. პატიმარი დანაშაულს არ აღიარებს და ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.

თურქაძის მეუღლის განმარტებით, მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ის საპატიმროში სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლასა და მსჯავრდებულისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ითხოვს.

„ჩემი მეუღლე გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. მას პროტესტის ნიშნად შიმშილობა აქვს გამოცხადებული და მეტალის 5 ცალი „კუსაჩკა“ გადაყლაპა, ის მის მიმართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებს, აცხადებს, რომ საქმეში არასაკმარისი ნივთმტკიცებულებები ჰქონდათ, ამასთან, არც აღიარებითი ჩვენება არ აქვთ. ამ ყველაფრის ფონზე, ჩემს მეუღლეს 17 წელი მიუსაჯეს, მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

სახალხო დამცველთან ვიყავი, მათი აპარატიდან ჩემს მეუღლესთან ამ დრომდე არავინაა შესული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტსაც მივმართე წერილობით. ჩემი მეუღლე ამბობს, თუ მუხლს არ შემიცვლიან, თავს მოვიკლავ, რატომ უნდა ვიჯდე ტყუილუბრალოდ 17 წელი იმის გამო, რაც არ გამიკეთებიაო. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მე-7 დღეა, წყალსაც არ სვამს და არც ლუკმა პურს არ იდებს პირში. სანამ ამ მუხლს არ მომიხსნიან, შიმშილს არ შევწყვეტო, აცხადებს.

გამაყუჩებელ მედიკამენტებს უკეთებდნენ, ამაზეც უარი განაცხადა. მასთან ორშაბათსაც იყო ადვოკატი შესული. ჩემი მეუღლის თქმით, მასთან ციხის ექიმები იყვნენ, გამაყუჩებლებს მიკეთებდნენ და ისიც აღარ მინდაო. დღითიდღე უარესდება მისი მდგომარეობა, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ნამდვილად ემუქრება საფრთხე. ის თავის საკანშიც არაა, კარანტინშია, რატომაა, ესეც არ ვიცი, ჯანმრთელობის ცნობა მოვითხოვე და სახლში წერილობით მოგივაო, როდის მოვა, არ ვიცი“, – განაცხადა ეფიმოვამ.

დაკავებულის ადვოკატი, ზურაბ როსტიაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს, ვინაიდან თურქაძის თქმით, მას დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია. ადვოკატის თქმითვე, მსჯავრდებული პროტესტის ნიშნად ქირურგიულ ჩარევაზე უარს აცხადებს.

მათ, ვინც „თავისუფლება მიშას“ კამპანია წამოიწყეს, ასევე გამოიგონეს „რუსული კანონის“ კამპანიაც – შალვა პაპუაშვილი

მრავალი წელია, ზოგიერთი უცხოელი „პარტნიორი“ და მათი ქართველი „მოკავშირე“ ქართული მართლმსაჯულების სახელის გატეხის კამპანიას აწარმოებს. მათი შეტევები, ქართული მართლმსაჯულების, მთავრობისა და ქართული სახელმწიფოს საფუძვლების ლეგიტიმურობის შერყევას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ არასოდეს მოგვისმენია ბოდიშის სიტყვები ქართული სასამართლოს სახელის უსამართლო გატეხისათვის.

მისი თქმით, საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობასა და სასამართლოს აქვს თავდაცვის ყველაზე მძლავრი იარაღი – სიმართლე, რომელიც გვიან, მაგრამ აუცილებლად იმარჯვებს.

„მრავალი წელია, ზოგიერთი უცხოელი „პარტნიორი“ და მათი ქართველი „მოკავშირე“ ქართული მართლმსაჯულების სახელის გატეხის კამპანიას აწარმოებს. მათი შეტევები, ქართული მართლმსაჯულების, მთავრობისა და ქართული სახელმწიფოს საფუძვლების ლეგიტიმურობის შერყევას ისახავს მიზნად.

თუმცა, უკვე მერამდენედ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. დღეს შევიტყვეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ „არ არსებობს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოების სამართლიანობაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მიმართ“. ეს გადაწყვეტილება ორ საქმეს მოიცავს, რომლებიც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეებს, რომლებისთვისაც სააკაშვილი სამართლიან სასჯელს იხდის ციხის კლინიკაში.

თითოეულ შემთხვევაში, როდესაც კოლექტიური კატილინები თავდასხმებით ცდილობდნენ სახელი გაეტეხათ ქართული მართლმსაჯულებისათვის (იქნებოდა ეს რუსთავი 2-ის, ნიკა მელიას დაპატიმრების, სტრასბურგის სასამართლოდან სააკაშვილის მიერ თავისივე სარჩელის უკან გამოხმობის და ყოველი სხვა „პოლიტიკურად მოტივირებული“ საქმის შემთხვევა), სტრასბურგის სასამართლო ქართულ სასამართლოს ამართლებდა. უწყვეტი თავდასხმები, თითქმის მთელი ათწლეულის განმავლობაში, მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების სახელის შელახვას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ეს მცდელობა ტყუილში იქნა მხილებული.

მათ, ვინც „თავისუფლება მიშას“ კამპანია წამოიწყეს, ასევე გამოიგონეს „რუსული კანონის“ კამპანიაც.

სამწუხაროა, რომ არასოდეს მოგვისმენია ბოდიშის სიტყვები ქართული სასამართლოს სახელის უსამართლო გატეხისათვის. ევროპული პარლამენტის რეზოლუციები, უცხოელი დიპლომატების დემარშები, ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსების, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების ძალისხმევა, სანქციებისკენ მოწოდებები არასოდეს დასრულებულა პასუხისმგებლობის აღებით ტყუილების, ცილისწამებისა და დეზინფორმაციისათვის. უფრო უარესიც, უსაფუძვლო კრიტიკის ტალღებს ექოსავით ყვებოდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შორის კოორდინაცია გვიჩვენებს, თუ რა სქემით ხორციელდებოდა უცხოური გავლენა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და სტაბილურობას, და რომელიც მეტ გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ზედამხედველობას მოითხოვს.

საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობასა და სასამართლოს აქვს თავდაცვის ყველაზე მძლავრი იარაღი – სიმართლე, რომელიც გვიან, მაგრამ აუცილებლად იმარჯვებს.

დგება საკითხი, სიმართლის გამოვლინების კვალდაკვალ, კიდევ რამდენ ხანს აპირებენ ქართველი ხალხის მოთმინების გამოცდას?“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია თავმოჭრილი ქათამივით მოძრაობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევა გადამწყვეტი მომენტია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პარტნიორებს გაცხადებული აქვთ საჯაროდაც და როგორც ვიცი, არასაჯაროდაც, რომ დიდ რისკებს შეიცავს ჩვენი დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების დასანქცირების, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეიძლება, მათ ახლა უფრო მეტად „ქართული ოცნების“ ეშინიათ, ან სუს-ის, ან ვინმესი და მზად არიან, საკუთარი ოჯახის წევრების, საკუთარი თავისა და ქვეყნის ინტერესები ყველაფერს შესწირონ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ ვხდებით სხვანაირი ქვეყანა – რომ წარმოიდგინოთ, ჩვენი პარლამენტის ყველა წევრი დასანქცირებულია და რუსეთში, ირანში დადიან, სხვაგან არ შეუძლიათ, ვიზალიბერალიზაცია დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

წარმოიდგინეთ, რომ ამ აქტით ხდება ამ ქვეყნის მოსახლეობის და საკუთარი ოჯახის წევრების წინაშე ბოროტმოქმედების გაფორმება. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და რაღაცნაირად მიხარია, რომ ეს მომენტი დგება. ჩვენ გვექნება ყველაფერი იმისთვის, რომ გავიაზროთ, შევცვალოთ და მართლა სერიოზულად ვიზრუნოთ იმაზე, როგორ უნდა დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა, ვისიც არ უნდა იყოს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, რას იზამს ოპოზიცია პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო უნდა განიხილონ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ სხდომას დაესწრება, თუმცა არ აქვს ინფორმაცია ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით.

„ოპოზიცია ჩემზე გაბუტულია. ჯერ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, მერე ჩვენც არ დაგვიკლია, ოღონდ დამსახურებულად და ამის მერე არ გვიზიარებენ გეგმებს. ამიტომ, თავმოჭრილი ქათმებივით მოძრაობენ, რადგან არავინ ჰყავთ ისეთი, ვინც ეტყოდა, რომ ასე ქცევა არ შეიძლება. საკუთარ თავს უქმნიან კომფორტულ გარემოს, რომელიც ბოლოს მთავრდება იმით, რომ აქციაზე ფეისკონტროლი არის ბაია პატარაია. ჩვენ ასეთ შეცდომებს არ ვაშვებინებთ ამ ხალხს, რადგან არ მოგვწონს ეს ყველაფერი, ამიტომ არ გვეძახიან. არ მაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ სამშაბათს. მე იმავეს ვაპირებ სამშაბათს, რასაც სხვადასხვა სამშაბათს ვაკეთებდი. თუ დაკვირვებიხართ, „გირჩი“ ყოველთვის სრულყოფილად აფიქსირებს პოზიციებს. სამშაბათს ჩვენ ამისთვის ვიყენებთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, არ მიკვირს ეს – ირაკლი შოთაძე მის გადადგომაზე ოპოზიციის რეაქციაზე

ირაკლი შოთაძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს, მისი გადაწყვეტილების შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ამ თემაზე ის „ქრონიკას“ ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები არ უკვირს.

„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, არ მიკვირს ეს. მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ავხსენი თუ რა იყო ჩემი გადადგომის მიზეზი. უკვე კვირაზე მეტია ვიმყოფები საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით და ამ პერიოდში მკურნალი ექიმების რეკომენდაციით მივიღე ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან მკურნალობის პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს. შესაბამისად, დამეთანხმებით, ასეთ რეალობაში შეუძლებელია გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება მკურნალობის პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიმეღო არსებული გარემოებების გათვალისწინებით.

საქართველოს პროკურატურაში ძლიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი არის. მე მათ მადლობა მინდა გადავუხადო საქმიანობისთვის, გვერდში დგომისთვის, გამოხატული თანამდებობისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი ისეთივე წარმატებით გააგრძელებენ მომავალში საქმიანობას“, – განაცხადა შოთაძემ.

ირაკლი შოთაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს – სტრასბურგის სასამართლო

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი. ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სტრასბურგის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზიები არ დააკმაყოფილა.

საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (განცხადება №6232/20 და 22394/20) ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ორ ცალკეულ ჯგუფს. საქმის პირველი ნაწილი ეხებოდა 2005 წელს თავდასხმას პარლამენტის წევრზე, ხოლო მეორე ნაწილი ეხებოდა მის მიერ 2008 წელს შეწყალების მინიჭებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ, რომლებიც მკვლელობისთვის გასამართლდნენ.

„პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში პირველ საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა:

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტის (სამართლიანი სასამართლოს უფლება / მოწმეების დასწრებისა და დაკითხვის უფლება) არ დაირღვა. ასევე, არ დარღვეულა სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების განხილვის პროცედურა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 5 ხმით ორის წინააღმდეგ, არ დაადგინა იმ მოსამართლის მიკერძოებულობა, რომელმაც სისხლის სამართლის მეორე დანაშაული განიხილა (შსს-ის მაღალჩინოსნების შეწყალება).

სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო სააკაშვილის საჩივრები კონვენციის მე-18 მუხლის (დაუშვებელია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნებისათვის, რისთვისაც ისინი იქნა გათვალისწინებული) დარღვევა. სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილმა ვერ დაასაბუთა თავისი ბრალდება, რომ მისი დევნის უკან არსებობდა ფარული მოტივი – ხელი შეშლოდა მის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში. სასამართლომ ამ კუთხით გაითვალისწინა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება იყო სერიოზული და დასაბუთებული“, – წერია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.