Home Blog Page 1159

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6834 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6834 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6834 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6840 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9139 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8912 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0227 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

AWS User Group-ის ტექ კომუნის შეხვედრა თიბისის და Space International–ის მხარდაჭერით ჩატარდა

3 აპრილს, თბილისში,  AWS User Group-ის ორგანიზებით  და თიბისის და Space International-ის მხარდაჭერით ტექ ღონისძიება გაიმართა, რომელიც ფოკუსირებული იყო მოწინავე ტექნოლოგიებზე, კერძოდ, ისეთ თემებზე, როგორიცაა პლატფორმის ინჟინერია, Gen AI და AWS Direct Connect.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას და თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოყენებას შორის კავშირის დამყარებას. თიბისი უკვე მეორედ მართავს ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას.

ღონისძიების მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ უახლეს ტექნოლოგიებს და მათი გამოყენების მეთოდებს წამყვან კომპანიებში. ასევე, სხვადასხვა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა  რა სარგებელი მოუტანა კომპანიებს, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გასაუბრებოდნენ ამ ტექნოლოგიების მომხმარებელ ტექ პროფესიონალებს და ვორქშოპისას დაესვათ კითხვები.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახალი კავშირები დაემყარებინათ წამყვან კომპანიებში მომუშავე პროფესიონალებთან.  ასევე, მიეღოთ ინფორმაცია ღრუბლოვანი ტექნოლოგიის უახლესი ტენდენციების, ინფრასტრუქტურის, როგორც კოდის და კონტეინერების ორკესტრირების შესახებ.

შეხვედრა ეთმობოდა ასევე ტექ კომუნის წევრების უნარების განვითარებასაც, მათ მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სემინარებში, რომელიც დაეთმო AWS სერვისების უკეთ გაცნობას.
ღონისძიების 3 თემატურ ჯგუფად იყო დაყოფილი:

  • Platform Engineering, სადაც განხილული იყო პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფი მიწოდების პრაქტიკა და მისი სასიცოცხლო ციკლის გაუმჯობესების გზები.
  • Generative AI, სადაც შესაძლებელი იყო Generative AI-ის შესახებ სრულყოფილი ცოდნის მიღება, ასევე, მისი პოტენციური აპლიკაციებისა და ინდუსტრიაზე მისი გავლენის შესახებ ინფორმაციის მიღება.
  • AWS Direct Connect -ის სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავმართოთ AWS Direct Connect -ი on prem მონაცემთა ცენტრებსა და ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას შორის და მიიღეს გამოცდილება წამყვან სპეციალისტებთან კომუნიკაციით.

AWS User Group-ის თიბისის და Space International-ის პარტნიორობა განპირობებულია ღირებულებებით, რომელსაც სამივე კომპანია იზიარებს. ეს არის ტექნოლოგიური წინსვლისკენ სწრაფვა და ინოვაციების მხარდაჭერა. სამივე კომპანია აქტიურად უჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანების სწავლასა და განვითარებას ტექნოლოგიურ სფეროში.

 

(R)

„ალტ-ინფო“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის პროცედურებს გადის

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის პროცედურებს გადის.

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ ადმინისტრაციაში შეტანილი ხელმოწერების შემოწმება დასრულდა და რეგისტრაციისთვის პროცედურები გრძელდება.

„პარტიების საარჩევნო რეგისტრაციას არეგულირებს კანონი და დარეგისტრირდება ყველა, ვინც გაივლის კანონის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. „კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოს“ ცესკოში შემოტანილი ჰქონდა 50 608 ხელმოწერა, ამ ეტაპზე დასრულებულია ხელმოწერების შემოწმება და მიღებულია შესაბამისი აქტი. ამჟამად გრძელდება პროცედურები, საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციისთვის კანონი ადგენს 10-დღიან ვადას. ყველა ეტაპის გავლის და რეგისტრაციის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო“, – აცხადებენ ცესკო-ში.

საარჩევნო რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა თავად „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ, თუმცა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისმა პარტიამ რეგისტრაცია უკვე გაიარა და „2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა“.

თიბისის მხარდაჭერით, ნატო ვაჩნაძის ფონდი პრემია “ელისოს” წარმოგიდგენთ

პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო

ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. დაჯილდოება წელს პირველად, 14 ივნისს

ლიმიტირებული ნომინაციებით გაიმართება.  „ელისოს” გენერალური მხარდამჭერია თიბისი.

ნატო ვაჩნაძის ფონდის და პრემია  “ელისოს” მთავარი პარტნიორები არიან  თეგეტა,  თეგეტა ქარსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე  სარაჯიშვილი, გალფი და სხვა.

„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023

წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი

კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა. ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია

ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ

კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს

პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში პრემიის დაფუძნების იდეა ჯერ კიდევ 1981 წელს გაჩნდა.

„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ

კარგავს აქტუალობას – ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული

თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ

ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია, ფილმის მთავარი

პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია. აღსანიშნავია ისიც, რომ

ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა

ანდრონიკაშვილია.

ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ

შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია

ჯუღელი. საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო

კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და

გამარჯვებულებს გამოავლენს.

„მიხარია რომ წელს, ნატო ვაჩნაძის 120 წლის აღსანიშნავად ასეთი ღონისძიების ჩატარებას

მოვახერხებთ. გურჯაანში ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე წლებია სახალხო

დღესასწაულს აღნიშნავენ და სწორედ ამ დღესასწაულს გვინდა შევმატოთ კინო

მნიშვნელობა, რომელიც ამ დღის აღნიშვნის საწყისი იყო და ბოლო დროს თითქოს გაქრა.

წლევანდელი წელი უფრო პრეზენტაციაა იმისა, თუ როგორი იქნება პრემია „ელისო”

მომავალში. თუმცა დღევანდელ დღეს, რამდენიმე პროფესიონალის ხელშეწყობაც კი

მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – ნატალია ჯუღელი, ნატო ვაჩნაძის ფონდის ერთ-ერთი

დამაარსებელი.

წელს პრემია „ელისო” სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო

მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით

დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.
ღია კონკურსი 12 აპრილს გამოცხადდება და პირველ მაისს დასრულდება.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა

ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე

კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.

(R)

“პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება” – კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე

როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს.

მისივე განმარტებით, არავის მიეცემა საშალება, რომ ქვეყანა უკან დახიოს და წარსულში დააბრუნოს.

„პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა. ესენი არიან  რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციებით, ღირებულებებით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს იღებს.

მისივე განმარტებით, არავის მიეცემა საშალება, რომ ქვეყანა უკან დახიოს და წარსულში დააბრუნოს.

„პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა. ესენი არიან  რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციებით, ღირებულებებით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა.

შესაბამისი განკარგულება უკვე გამოქვეყნდა.

როგორც მთავრობის განკარგულებით ხდება ცნობილი, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს 2024 წლის 10 აპრილიდან 12 აპრილამდე ლიტვაში ვიზიტზე უარი უთხრა.

განკარგულებიდან ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით წინადადება მთავრობას 27 მარტს წარუდგინა.

“სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა – ეს აჩვენებს, თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული „ენჯეოები“

შვედური ლიბერალური ორგანიზაციის, V-Dem Institute-ის კვლევის ეს მაჩვენებელიც აჩვენებს თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ეს ე.წ. „ენჯეოები“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული არასამთავრობოების უცხოელმა სპონსორებმა უნდა იცოდნენ, რომ ფსონს აუტსაიდერებზე დებენ, რომლებსაც, საქართველოს აყირავება არასდროს გამოუვათ.

„შვედური ლიბერალური ორგანიზაციის, V-Dem Institute-ის კვლევის ეს მაჩვენებელიც აჩვენებს თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ეს ე.წ. „ენჯეოები“. მათმა უცხოელმა სპონსორებმა უნდა გაითვალისწინონ თუ რა ტიპის უხეირო აუტსაიდერებზე დებენ ფსონს.

საქართველოს აყირავება ამ უსამშობლოებს რომ არასდროს გამოუვათ, დიდი ხანია ვიცით. სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა“, – წერს გია აბაშიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.

საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს დაფინანსების წარმომავლობა -ლევან დავითაშვილი

ჩვენმა გუნდმა ძალიან მკაფიო განმარტებები გააკეთა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა – ის კითხვები, რომლებიც შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს, პასუხგაცემულია. ამაში რაღაც განსაკუთრებული სირთულე, ან კონსპირაციის ელემენტის დანახვა ძალიან რთულია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ბევრმა წარმატებულმა დასავლურმა დემოკრატიამ მიიღო.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ასეთი კანონმდებლობის მიღება აქტიურად განიხილება ევროკავშირში. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, როდესაც ევროკავშირი საუბრობს ასეთი კანონმდებლობის მიღებაზე, ეს ემსახურება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დემოკრატიის განმტკიცებას იმისთვის, რომ გამჭვირვალე იყოს დაფინანსების წყაროები ყველა ორგანიზაციისთვის.

„აქაც მხოლოდ ერთ რამეზეა საუბარი – მოხდეს ძალიან მკაფიო ანგარიშგება დაფინანსებასთან დაკავშირებით. მეტი არაფერზეა საუბარი, სხვა ტიპის პასუხისმგებლობას ეს კანონი არ ითვალისწინებს. თქვენ იცით, რომ ნებისმიერ საფინანსო ოპერაციაზე თითოეული მოქალაქე, ბიზნესი არის ანგარიშვალდებული, ეს არის სხვადასხვა პრინციპით განსაზღვრული. არის სექტორი, რომელსაც ანგარიშვალდებულება ამ ეტაპამდე არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ჩნდება იმის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება, რომ ამ მიმართულებითაც დაფინანსების წყაროებზე არსებობდეს მკაფიო ინფორმაცია და მოხდეს ანგარიშგება. მხოლოდ ამაზეა საუბარი“, – განმარტავს ეკონომიკის მინისტრი.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რომლის გამოც მნიშვნელოვანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხია.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ორგანიზაცია მოქმედებს კონკრეტული ინტერესების შესაბამისად, რაც ხშირ შემთხვევაში, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც ბევრი ეკონომიკური პროექტის საზიანოდ შეიძლება იყოს მიმართული.

„ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ გამჭვირვალობაზე – რომ გამჭვირვალედ არსებობდეს ინფორმაცია დაფინანსების წარმომავლობაზე და ამან შეიძლება ბევრ კითხვას გასცეს ხოლმე პასუხი ბევრ მომენტში. ჩვენს საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს დაფინანსების წარმომავლობა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტული ინტერესების გამოხატვასთან“, – აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო ნატოს მამოძრავებელი ძალა – ალიანსის სხვა წევრებმაც უფრო მეტი უნდა გააკეთონ მისთვის – რას წერს “დეილი ტელეგრაფი“

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იყო ნატოს მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ალიანსის სხვა წევრებმაც უფრო მეტი უნდა გააკეთონ თავიანთი ვალდებულების შესასრულებლად“ (ავტორი – გრანტ შეპსი, თავდაცვის მინისტრი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„დიქტატორი „დიდი ძმა“ ქვეყანას რკინის ხელით მართავს. ვრცელდება დეზინფორმაციები სიმართლის დამახინჯების მიზნით. მოსახლეობა შეშინებულია გამოუცნობი საშინელებებით, რომლებიც 101-ე ოთახში ხდება…“. 75 წელი გავიდა ჯორჯ ორუელის ცნობილი შედევრის „1984“-ის გამოსვლის შემდეგ და მისი განსხვავება ვლადიმერ პუტინის თანამედროვე ანტიუტოპიისაგან დღითი დღე მცირდება. რა თქმა უნდა, ჯორჯ ორუელს თავისი დიდი ოპუსი „ჯიბეში ბროლის ბურთულით“ (ანუ წინასწარმეტყველებით) არ შეუქმნია, იგი მოვლენებს რეალურად უყურებდა. ერთი წლით ადრე, სანამ „1984“ წიგნის მაღაზიებში გასაყიდად დაიდებოდა, კრემლმა უკვე განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება ჩეხოსლოვაკიაში, შემოიღო დასავლეთ ბერლინის ბლოკადა და მოსახლეობას სურსათ-სანოვაგე, საწვავი და პირველი მოხმარების საგნების მიწოდება შეუწყვიტა… გამოცადა თავისი პირველი კოსმოსური რაკეტაც.

1940-იან წლების ბოლოს სიტუაცია ევროპაში ძალიან უსიხარულო იყო და შეიძლებოდა ვითარება უფრო გაუარესებულიყო, თუ ვაშინგტონში 75 წლის წინათ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არ მოხდებოდა: იქ, სახელმწიფო დეპარტამენტის სააქტო დარბაზში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ ათმა სახელმწიფომ ხელი მოაწერეს დოკუმენტს სახელწოდებით „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება. როგორც პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა აღნიშნა ამ მნიშვნელოვან თავყრილობაზე, „მამაც და შორსმჭვრეტელ ადამიანებს ჯერ კიდევ შეუძლიათ საკუთარი ბედი თვითონ განსაზღვრონ“. ასე შეიქმნა ნატო.

ბევრ ჩვენგანს მსოფლიო ნატოს გარეშე არასოდეს არ ჰქონდა წარმოდგენილი. ჩვენს ცნობიერებაში ალიანსის არსებობა თავისთავად იგულისხმებოდა. მაგრამ დრეს მოვიდა დრო გამოვხატოთ ჩვენი მადლობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ, რომელსაც ის ნამდვილად იმსახურებს. სწორედ ნატოს ძლიერებამ დაასრულა ცივი ომი და დაანგრია ბერლინის კედელი. სწორედ ნატო გახდა მშვიდობისა და აყვავების საფუძველი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოში. როცა ბალკანეთში ქაოსი 1990-იან წლებში ქაოსი გაბატონდა, მშვიდობა სწორედ ნატოს დახმარებით აღდგა. როცა 11 სექტემბერს „ტყუპი ცათამბჯენები“ დაინგრა, სწორედ ნატომ დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებულ შტატებს და პირველად გამოიყენა ისტორიაში ხელშეკრულების მე-5 პუნქტი ვაშინგტონის სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად. და როცა ორი წლის წინ იოსებ სტალინის მემკვიდრემ 21-ე საუკუნეში ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში თავისი სრულმასშტაბიანი შეჭრა მოახდინა, ნატო ისევ გააქტიურდა კიევის დასახმარებლად აგრესიის მოგერიებაში.

დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არა მხოლოდ ძლიერია, არამედ კიდევ უფრო დიდი გახდა, ვიდრე ოდესმე, როცა თავის რიგებში 31-ე და 32-ე წევრებად ფინეთი და შვედეთი მიიღო.

დიდი ბრიტანეთი ყოველთვის ნატოს მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. ალიანსის პირველი შტაბ-ბინა ლონდონში იყო განთავსებული, ხოლო მისი პირველი გენერალური მდივანი ცნობილი სამხედრო პირი, გენერალი, ლორდი ჰასტინგ ისმეი იყო. და მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ დღეს ჩვენს ვალდებულებას მტკიცედ ვიცავთ და ვინარჩუნებთ. ჩვენ ნატოს ყველა მისიაში ვმონაწილეობთ. ჩვენი ბირთვული შეკავების საშუალებები ხელს უწყობენ ბირთვული ქოლგის სიმტკიცეს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის ყველა წევრს იცავს.

მაგრამ არასაკმარისი იქნებოდა ნატოს წარსულისათვის ხარკის გადახდა და დღევანდელ წარმატებებზე ლაპარაკი. ახლა ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალზეც უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ომისშემდგომი მსოფლიოდან ომამდელ მსოფლიოში გადმოვედით. რუსეთი ჩვენს მეზობლებს ემუქრება. ჩინეთი სულ უფრო აგრესიული ხდება. ირანი თავის დამქაშებს იყენებს, რომ რეგიონში – ახლო აღმოსავლეთიდან იემენის სრუტემდე – ქაოსი დათესოს. ჩრდილოეთი კორეა მუდმივად იარაღს აჟღარუნებს. ეს მტრული ქვეყნები ერთმანეთს სულ უფრო მეტად უახლოვდებიან და ჩვენი დემოკრატია მათი იარაღის სამიზნე ხდება.
მოკლედ, ჩვენ სამი რამ უნდა გავაკეთოთ:

პირველი – უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად. უკრაინელებმა საოცარ წარმატებას მიაღწიეს შავ ზღვაზე, სადაც მათ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი პრაქტიკულად დაბლოკეს და [ჩაძირვას გადარჩენილი] ხომალდები პორტებიდან გამოსვლას ვეღარ ბედავენ, ფლოტი უმოქმედოდაა. ეს აჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას სათანადო დახმარების გაწევით. ჩვენი დახმარება უკრაინისადმი უყოყმანო უნდა იყოს, რადგან კიევი თავისუფლების საზღვარს იცავს თითოეული ჩვენგანისათვის. თუ ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი მსხვერპლნი უახლოესი მეზობლები აღმოჩნდებიან. აი, ამიტომაც გამოვუყავით ჩვენ უკრაინას 2022 წლიდან 7 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, ხოლო 2014 წლიდან 60 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გავწრთვენით – ქვეითებიდან დაწყებული მფრინავების ჩათვლით.

მეორე – ალიანსის წევრებმა უფრო აქტიურად უნდა იმოქმედონ თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით. ამერიკელი გადასახადის გადამხდელები არ სცდებიან, როცა ელოდებიან, რომ ნატოელი მოკავშირეები უფრო მეტ ფულს დახარჯავენ საერთო თავდაცვისათვის. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის ასრულებდა თავის ვალდებულებას სამხედრო ხარჯების კუთხით. ჩვენი თავდაცვითი ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2,28%-ს შეადგენს და გვინდა 2,5%-მდე გავზარდოთ. ნატოს ბევრი წევრი უკვე სამხედრო ხარჯებს სათანადოდ ზრდის და როგორც გენერალური მდივანი აცხადებს, უკვე ამ წლის ბოლოსათვის 18 ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი მათი მთლიანი მშპ-ის 2% იქნება. გასულ წელს ასეთი ქვეყნების რაოდენობა მხოლოდ 11 იყო და, რა თქმა უნდა, მისასალმებელია მათი რაოდენობის ზრდა. სამწუხაროდ, ზოგიერთებს 2%-იანი თამასის მიღწევა ჯერაც არ შეუძლიათ. სიტუაციის ასე გაგრძელება შეუწყნარებელია. ჩვენ არ შეგვიძლია „რუსული რულეტი“ ვითამაშოთ ჩვენს საკუთარ მომავალთან.

მესამე – უნდა განვამტკიცოთ ევროატლანტიკური სამხედრო-თავდაცვითი მრეწველობის სექტორი. რუსეთი ავითარებს თავის მრეწველობას საკუთარი სამხედრო მოთხოვნილებების შესაბამისად, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. ეს ნიშნავს, რომ მეტი ინვესტიციები უნდა ჩავდოთ მეტი სამხედრო მასალების წარმოებისა და მათი რეზერვების შექმნის მიზნით. სწორედ ამიტომ მე ხელი მოვაწერე რიგ დოკუმენტებს სამხედრო შეკვეთებისა და შესყიდვების სფეროში. 245 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯება საარტილერიო ჭურვების წარმოებაში და კიდევ უფრო მეტი – უპილოტო საფრენი აპარატების დამზადებაში იმ მიზნით, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისათვის დრონების უდიდესი მიმწოდებელი გახდეს.

75 წლის წინათ ჯორჯ ორუელმა ნატოს გარეშე არსებული მსოფლიოს საშინელი სურათი დახატა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უფრო სახიფათო ეპოქაში ვცხოვრობთ. „დიდი ბოროტი და ავტოკრატი ძმები“ ისევ ცდილობენ ჩვენს გათიშვა-დაყოფას, მაგრამ დღეს ჩვენ ერთი დიდი უპირატესობა გვაქვს: ნატო ამჟამად უფრო დიდია, უფრო ძლიერი და უფრო გამოცდილი, ვიდრე ოდესმე და სანამ ჩვენ ერთად ვართ, ვერავინ მოგვერევა. გარანტიას ვიძლევით, რომ ორუელისებური ფინალი არასოდეს არ დადგება.

წყარო

დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

პრემიერის ხელმოწერით, შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“,- ნათქვამია ბრძანებაში.

პროკურატურამ სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის – სს „სილქნეტის“ კუთვნილ ვებპლატფორმაზე უნებართვო შეღწევის გზით, კომპანიის მომხმარებელთა მიერ სიმბარათის შეძენის, ცვლილების ან პორტირებისას საკუთარი პიროვნების ვერიფიცირების მიზნით გამოყენებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ელექტრონულ ასლებზე უკანონო წვდომა განახორციელა, რის შემდეგაც არალეგალური გზით მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას ცდილობდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„ქართულ ოცნებას“ არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო – „აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა”

„აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, – ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებას.

“მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო. „აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან”, – წერს როთი.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში გუშინ ხელახლა დააინიცირეს.