Home Blog Page 1151

,,გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ, უბრალოდ, საფრთხეა”- სალომე ქურასბედიანი

დეზინფორმაციის ის ტალღა, რომლის სამიზნეც ახლა ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ, უბრალოდ, საფრთხეა – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი სალომე ქურასბედიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ამ დრომდე, ვერ წაიკითხა და მოისმინა კონკრეტული არგუმენტი, რატომ არის კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მოთხოვნას -დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებს, რუსული. მისივე თქმით, ანალოგიური (უფრო მკაცრიც) კანონი მოქმედებს – აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში, ამჟამად ინიციირებულია – ევროკავშირში, საფრანგეთსა და სლოვაკეთში. „მე, ამ დრომდე, მიუხედავად დიდი სურვილისა და ინტერესისა, მართლა, ვერც წავიკითხე, ვერც მოვისმინე კონკრეტული არგუმენტი თუ რატომ არის კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ერთადერთ მოთხოვნას, დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებს, რუსული? ,,რუსულია და მორჩა”, ,,პარტნიორები გვეუბნებიან”- ამაზე ,,წონადი” არ ჟღერდება, ჯერჯერობით, არაფერი. არადა, გაუგებარია, ის, რაზეც გვიმტკიცებენ, რომ ,,ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას”, ,,გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს” და, ფაქტობრივად, ,,გამოქვაბულში გვაბრუნებს”, როგორ არის იმდენად აბსტრაქტული, რომ კონკრეტული არგუმენტის/ციტატის მოყვანა, რომელიც დაადასტურებდა მის ამ უკიდურეს მავნებლობას, შეუძლებელია. ანალოგიური (უფრო მკაცრიც) კანონი მოქმედებს – აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში.

ამჟამად ინიციირებულია – ევროკავშირში, საფრანგეთსა და სლოვაკეთში. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების სია გაფართოვდება. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ითქვას: კანონპროექტი არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს – არც სტუდენტს, არც ფერმერს, არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, როგორც ამას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, განზრახ, არასწორად ავრცელებენ! კანონპროექტი ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ NGO სექტორსა და მედია საშუალებებზე და ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენას, ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. ცხადია, დეზინფორმაციის ის ტალღა, რომლის სამიზნეც ახლა ჩვენი საზოგადოებაა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამჭვირვალობა კონკრეტული სუბიექტებისთვის არა ევროპული სტანდარტი, არამედ, უბრალოდ, საფრთხეა!!!“ – წერს სალომე ქურასბედიანი Facebook-ზე.

სანზონისა და ჩუღურეთის ნაწილს გაზი არ აქვს – “თბილისი ენერჯი” ინფორმაციას ავრცელებს

“თბილისი ენერჯის” ცნობით, სანზონისა და ჩუღურეთის რაიონში აბონენტების ნაწილს გაზი არ მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 15:00 საათზე აღდგება

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილისის ახალი აეროპორტის განვითარების შესახებ” – დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში.

დავითაშვილის თქმით, ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ უკვე ახალი მხარდაჭერის მექანიზმები დაამტკიცოს, რომელიც ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა.

„ეკონომიკურ საბჭოზე განვიხილეთ ენერგეტიკის წახალისების მექანიზმები, რომელზეც ჩვენ საუბარი კერძო სექტორთან გვქონდა. განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებზე, ასევე, ბოლო აუქციონზე. ეს ინფორმაცია ჩვენ გავაცანით ეკონომიკური საბჭოს წევრებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ უკვე ახალი მხარდაჭერის მექანიზმები დაამტკიცოს, რომელიც განიხილა ეკონომიკურმა საბჭომ.

ასევე ჩვენ საუბარი გვქონდა თბილისის ახალ აეროპორტზე, მოვისმინეთ რეალურად, შესწავლის შედეგები, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად ჩაატარა. განხილული იყო რამდენიმე ოფცია ახალი აეროპორტის განვითარების და ასევე, ეკონომიკურმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, როგორ უნდა განვითარდეს ახალი საერთაშორისო აეროპორტი თბილისში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს 12 აპრილს შეხვდება

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოლაფ შოლცი ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

„2024 წლის 12 აპრილს ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს

რუსულმა ძალებმა 6 აპრილის საღამოს ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რამაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია, მათი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის დროს ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობას მოუწოდეს, თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ და საბრძოლო სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ.

”გუშინ გვიან საღამოს მტერმა ოდესისკენ რაკეტა, სავარაუდოდ, „ისკანდერ-მ“, გაისროლა, რომელიც პორტის ინფრასტრუქტურისკენ იყო მიმართული,” – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის ძალებში.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტით დღის განმავლობაში ორჯერ დაარტყა.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა დროულად ჩააქრეს. დანგრეულია ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები. დაშავდა ერთ-ერთი მიმდებარე საწარმოს თანამშრომელი.

„შუაღამისას მტერმა განაგრძო ტერორი და შეტევა უკვე სხვა მიმართულებით, Shahed-131/136 ტიპის დრონებით განახორციელა. საჰაერო თავდაცვის ძალების თითქმის სამ საათიანი საბრძოლო მოქმედების დროს დნეპროპეტროვსკის ცაზე 11 დრონი განადგურდა. ჩამოგდებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმს რამდენიმე შენობა და ავტომობილი დააზიანა“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში

რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ხარების დღესასწაულის შესახებ – რას არ კრძალავს ეკლესია ამ დღეს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანულ ეკლესიაში ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია და 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით) აღინიშნება. დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში წირვა 10:00 საათზე დაიწყო.

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს უკავშირდება.

ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილებისუფლება ეძლევათ.

ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქი ბრძანებს: როგორც წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა”.

სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა მარიამ ღვთისმშობელს, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.

ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

პატარა ქალაქ ნაზარეთში მცხოვრებ ქალწულ მარიამს უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: “გიხაროდეს! მომადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეული ხარ დედათა შორის.”

მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული”.

მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?”

ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.”

მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ” და განეშორა მას ანგელოზი.

ი.

როგორი ამინდი იქნება დღეს და ხვალ საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7-8 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ღამის საათებში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი იქნება.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს

დღეს,   მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. უძრავი დღესასწაული ძველი სტილით 25 მარტს აღინიშნება, ახალი სტილით კი – 7 აპრილს.

დღესასწაულთან  დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი “ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა”.

უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც “ჩვენთარ არს ღმერთი”. ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.

და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე.

წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის”. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: “ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?” – რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: “ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ”.

მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე – ისრაელის თორმეტ ტომზე – საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო “იაკობის სახლი” უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული.

ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: “ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?” ანგელოზი მიუგებს: “სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ”, – და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია.

მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: “აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა”. და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.

რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს – სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა.

ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: “აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ”, – თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას.

სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი – მორჩილება და სიმდაბლე.

ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს.

როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, გადაწყვიტა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: “იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან”.

ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად. ამბობენ, რომ ამ დღეს ყველა სულიერი ისვენებს, არავინ მუშაობს, ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს.

ხარება დღეს წასაკითხი სამი ლოცვა

– ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა

– აუწყებდით ქუეყანა სიხარულსა დიდსა, აქებდით ზეცისა ღმრთისა დედასა.
კიდობანსა მას შჯულისასა ვერ შეეხებოდა ჴელი ყოველთა, ხოლო აქა დღეს ბაგენი, ჩუენ მორწმუნეთანი ჴმითა დაუდუმებელითა ესრეთ გაბრიილისა თანა ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.

– დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს, და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოჲსა გამოცხადებაჲ, რამეთუ ძე ღმრთისაჲ ძედ ქალწულის იწოდების, და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ჴმამაღლად უღაღადოთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელი მამიშლარი იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 2,2 მაგნიტუდა შეადგინა.

დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა განვლილი გზის შეფასებისა და მომავალზე ფიქრისთვის. დროა, უარი თქვათ თქვენს მოძველებულ შეხედულებებზე, რომლებიც ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია და თანამედროვეობის მოთხოვნებს მოერგოთ. ასაკით უფროსი ადამიანების რჩევები და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

კურო

მშვენიერი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისა და აქტიური ცხოვრებისთვის, ამიტომ თუ არსად გეპატიჟებიან, თავად მოიფიქრეთ, სად შეიძლება ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად წახვიდეთ. სავარაუდოდ, სამსახურში თქვენი ინიციატივა საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს. ინტერნეტში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც შეიძლება ვირტუალურიდან რეალურ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ტყუპები

სანამ მუშაობას დაიწყებთ, გირჩევთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ, რათა შეცდომა არ გაგეპაროთ და შენიშვნა არ დაიმსახუროთ. გეჩვენებათ, რომ ამ დღეს ურთიერთობები როგორც სამსახურში, ისე სახლში ბუნდოვანი და გაუგებარია. თითქოს რაღაცაზე საუბრობთ და მსჯელობთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ოჯახის წევრი ან მეგობარი მგზავრობის ან მივლინებისთვის ემზადება და შეიძლება, თქვენი დახმარება დასჭირდეს.

კირჩხიბი

შეიძლება, ამ დღეს რაღაცის ან ვიღაცის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. გრძნობთ, რომ საკუთარმა პრინციპებმა ჩიხში შეგიყვანათ, საიდანაც გამოსავალს ვერ ხედავთ. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის და ეცადეთ, ეს შესაძლებლობა სასარგებლოდ გამოიყენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ადამიანებს, რომლებიც თქვენ და თქვენს შესაძლებლობებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ, ნებისმიერ თხოვნაზე უარით უპასუხოთ.

ლომი

პირად ან საქმიან ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობა, მოტყუება, ეშმაკობა, ილუზიები. თავიდან შეიძლება ვერც კი მიხვდეთ, რა ხდება. ეს საუკეთესო დღე არ არის ფინანსური საქმეების განხილვის, მსჯელობის ან დაგეგმვისთვის, სამაგიეროდ, ხელსაყრელი დღეა პირადი შეხვედრებისთვის. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, მაგრამ ეცადეთ, მომხდარი რეალისტურად შეაფასოთ.

ქალწული

ისეთი განცდა გაქვთ, რომ ურთიერთობაში ყველაფრის თქმა და ბოლომდე გარკვევა ვერ შეძელით. ეს როგორც კოლეგებთან, ისე საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას ეხება. შესაძლოა, ამოცანები, რომლებსაც მენეჯმენტი დაგისვამთ, თქვენთვის ბოლომდე გასაგები არ იყოს. თუ ახლახან ექიმთან იყავით, ამ დღეს შეიძლება დიაგნოზის სისწორეში ეჭვი შეიტანოთ.

სასწორი

გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და ექიმთან შეხვედრა დანიშნოთ. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა, ზიანის გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, მედიკამენტებთან უფრო ფრთხილად იყოთ და რაც ხელში მოგყვებათ, ყველაფერი პირში არ ჩაიყაროთ. ხელსაყრელი დღეა საინტერესო საქმის დაწყებისთვის. შანსი გაქვთ, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტს დააფინანსებს.

მორიელი

კარგი დღეა სიყვარულისა და რომანტიკისთვის. თამამად იმოქმედეთ და თქვენთვის საინტერესო ადამიანებს შეხვდით. თუ ცდილობთ, გარშემო მყოფებს საკუთარი სიმართლე ყვირილით და აგრესიით დაუმტკიცოთ, უსიამოვნო შედეგებისთვისაც მზად უნდა იყოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საყვარელ ადამიანებზე, როგორც არასდროს, ისე უნდა იზრუნოთ – ყურადღება მიაქციოთ, ესაუბროთ და გაახაროთ. ამ ადამიანებმა ყველაზე მძიმე წუთებში არ მიგატოვეს და დროა, მადლიერებით უპასუხოთ. ეცადეთ, დრო გამონახოთ და სახლი ძველი ნივთებისგან გაათავისუფლოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მოლაპარაკებებისა და ურთიერთობისთვის. ძალების არასწორად განაწილება ბევრ პრობლემას მოგიტანთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. ამიტომ გირჩევთ, ყველა საქმე კარგად დაგეგმოთ.

მერწყული

გირჩევთ, ძვირად ღირებულ შესყიდვებზე ჯერჯერობით უარი თქვათ, რათა მოტყუების მსხვერპლად არ იქცეთ. გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისთვის. ერთმანეთის გვერდით ყოფნა დადებითი ემოციებით აგავსებთ და განწყობას აგიმაღლებთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ნიჭიერმა მერწყულებმა შეიძლება შედევრი შექმნან.

თევზები

ამ დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ, ამიტომ საინფორმაციო გამოშვებების ყურებას უნდა მოერიდოთ. გირჩევთ, მთელი დღე სიყვარულს და საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმოთ. მოერიდეთ შოპინგს – შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.

საჰაერო თავდაცვის არარსებობის გამო, უკრაინა იძულებულია აირჩიოს რომელი ქალაქი დაიცვას – ზელენსკი

მობილიზაციის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„პარლამენტთან ვსაუბრობთ, რათა უახლოეს დღეებში შესაბამის კანონს უყარონ კენჭი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და სრულიად არ არის პასუხისმგებლობიანი ის, რასაც ისინი აკეთებენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ “დეპუტატები აპლოდისმენტებს არ უნდა ელოდონ თავისი პოპულიზმისთვის“.

„რუსებმა შეძლეს ამ კანონით წამოეყენებინათ საკითხი, რომ ჩვენთან ხალხი მზად არის შემდგომშიც დაიცვას სახელმწიფო. და დღეს დასავლეთი გვეკითხება: თუ მობილიზაცია არ გინდათ, პარლამენტის კენჭისყრა არ უნდა, მაშინ რად გინდათ დახმარება?” – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უკრაინელები პატივს აღარ სცემენ სამხედროებს.

„მივიჩნევ, რომ უკრაინელები პატივს სცემენ ადამიანებს სამხედრო ფორმაში, პატივს სცემენ სამხედროებს. მაგრამ ნამდვილად ძალიან რთულია ქუჩაში დადიოდე, ხოლო რეალურად “ტიკ-ტოკში” ცხოვრობდე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

,,ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია”- მამუკა მდინარაძე

აცების და ნაცენჯეოებისთვის სიმართლის (და ელემენტარული დეკლარაციის შევსების) შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად არეპორტებენ ქარდებს – დადებიდან სულ რამდენიმე წუთში
არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის!
მაქსიმალური ძალები აქვთ ჩართული ყველა მხრიდან, სრული ისტერია,.. თუ თვითონ, თუ მათ პატრონებს, ოღონდ რეალური არგუმენტები ხალხმა არ ნახოს და გაიგოს.
ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია.
ვეღარავის მოატყუებენ, გამორიცხულია!

მამუკა მდინარაძე (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი)