რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს

20
spot_img

რუსულმა ძალებმა 6 აპრილის საღამოს ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რამაც ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია, მათი სამიზნე საპორტო ინფრასტრუქტურა იყო, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაშის დროს ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობას მოუწოდეს, თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ და საბრძოლო სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ.

”გუშინ გვიან საღამოს მტერმა ოდესისკენ რაკეტა, სავარაუდოდ, „ისკანდერ-მ“, გაისროლა, რომელიც პორტის ინფრასტრუქტურისკენ იყო მიმართული,” – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის ძალებში.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტით დღის განმავლობაში ორჯერ დაარტყა.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა დროულად ჩააქრეს. დანგრეულია ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები. დაშავდა ერთ-ერთი მიმდებარე საწარმოს თანამშრომელი.

„შუაღამისას მტერმა განაგრძო ტერორი და შეტევა უკვე სხვა მიმართულებით, Shahed-131/136 ტიპის დრონებით განახორციელა. საჰაერო თავდაცვის ძალების თითქმის სამ საათიანი საბრძოლო მოქმედების დროს დნეპროპეტროვსკის ცაზე 11 დრონი განადგურდა. ჩამოგდებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმს რამდენიმე შენობა და ავტომობილი დააზიანა“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში