Home Blog Page 1090

“რუსებო”, “მონებო” – “ოცნების” დეპუტატები პარლამენტს შეძახილების ფონზე, სპეცრაზმის კორდონის დახმარებით ტოვებენ

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა შესასვლელებთან ინაცვლებენ. ამის შესახებ მოწოდება აქციაზე გაჟღერდა.

 

აქციის მონაწილეები აპირებენ დახვდნენ დეპუტატებს, რომლებიც პლენარული სესიის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს სწორედ გვერდითა შესასვლელებიდან, მანქანებით ტოვებენ.

 

„მეგობრებო „ქართული ოცნების“ მოღალატე შემადგენლობა ამ წუთებში იქითა ეზოდან იპარება სუს-ის, კანცელარიის გავლით“, – მიმართა პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს.

 

აღსანიშნავია, რომ დეპუტატების უსაფრთხოდ გადაადგილებას შესასვლელებთან მობილიზებული სპეცრაზმის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

,,კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა”- მდინარაძე

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მიმართა, რომ მას მხოლოდ ის მოსწონს „რასაც ავალებენ“.

„არც რუსს უნდა და არც სხვა ვინმეს. შენ რასაც გავალებენ, ის მოგწონს. ამაშია ჩვენს შორის განსხვავება. შენ გავალებენ ახლა, რომ სხდომის დროს წამოხტე. დეკლარაციის შევსების გეშინიათ თქვენ და თქვენს მეგობრებს.

შარშანწინ 27-მა ქვეყანამ თავისი ელჩების პირით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ. მარტო აღმოვჩნდით და მართლები აღმოვჩნდით. მერე ყველამ თქვა, რომ არა, არ კვდებაო, აღარ აღმოვჩნდით მარტო. ახლა აღარავინ აღარ ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას.

დღეს გვეუბნებიან, რომ ეს კანონი გაიწვიეთო, მაგრამ არ გავიწვევთ იმიტომ, რომ ქართულია და შემდეგ 27-ვე ქვეყანა იქნება იგივე აზრზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ გაგრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეისთვის დასრულებულია, თუმცა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო.

 

ფრაქცია “ქართული ოცნების” ინიციატივით ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

 

“კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა!

 

შარშანწინ 27-მა ქვეყანამ თავისი ელჩების პირით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ. მარტო აღმოვჩნდით და მართლები აღმოვჩნდით. მერე ყველამ თქვა, რომ არა, არ კვდებაო, აღარ აღმოვჩნდით მარტო. ახლა სააკაშვილის გათავისუფლებას აღარავინ აღარ ითხოვს. დღეს გვეუბნებიან, რომ ეს კანონი გაიწვიეთო, მაგრამ არ გავიწვევთ იმიტომ, რომ ქართულია და შემდეგ 27-ვე ქვეყანა იგივე აზრზე იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

“ქართული ოცნების“ კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

“ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორადა, ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს

“ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ქვეყანა ლამისაა უკან, სსრკ-ში დაბრუნდეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ქართული ოცნების” რიგებში რაღაც ფუნდამენტურად არასწორად არის, ეს ქვეყანა ლამისაა უკან სსრკ-ში დაბრუნდეს. ცრუ ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს”, – წერს აუსტრევიჩუსი.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას -შარლ მიშელი

მინდა, ნათლად განვაცხადო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

მიშელის თქმით, ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და სწორედ ამის პასუხად, გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის პასუხად გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მინდა, ნათლად განვაცხადო, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას. ეს საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს“, – წერს მიშელი.

პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული. პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

სპეცრაზმია მობილიზებული, ასევე პარლამენტის ეზოშიც.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესასვლელთან გამოხატავენ პროტესტს.

ევროკავშირის ექსპერტები: ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენცია მომხმარებელს აზარალებს

„საქართველოს მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენცია მომხმარებლებისთვის არის ზიანის მომტანი”, – ეს დასკვნა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დადეს. კვლევის შედეგად მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქართველ აბონენტებზე და მათ მნიშვნელოვნად აზარალებს. ექსპერტების დასკვნით, აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის – „მაგთიკომისთვის” სპეციფიკური ვალდებულებების დაწესებით, რაც გულისხმობს, რომ ოპერატორი ვალდებული იქნება საკუთარ ქსელზე მსურველი კომპანიები დაუშვას, რათა გაიზარდოს კონკურენცია და დაშვების მსურველმა ოპერატორებმა ყოველგვარი ბარიერის გარეშე, მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურება საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდონ.

მომხმარებლებისთვის არახელსაყრელი გარემო კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული შედარებითი ფასების ანალიზშიც ნათლად გამოიხატა, რომლის მიხედვით, ქართველ აბონენტებს მაღალი სიჩქარისა და მოცულობის მომსახურებებში, ევროპელ მომხმარებლებთან შედარებით პრემიუმ ფასების გადახდა, ან დაბალი სიჩქარისა და მომსახურებების არჩევა უწევთ. აღნიშნული მონაცემი, იმის გათვალისწინებით, რომ წლებთან ერთად სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, განსაკუთრებით კი მობილური ინტერნეტის გამოყენება მზარდია (2022 წელს- 12 გბ, 2023 წელს -14 გბ) ნათლად ასახავს თუ როგორი შემზღუდველია ქართული მობილური ბაზარი აბონენტებისთვის.

საყურადღებოა ისიც, რომ ოპერატორებმა ბოლო წლებში საცალო ტარიფების ცვლილება ერთმანეთის პარალელურად განახორციელეს, კერძოდ, ერთი ოპერატორის მიერ ფასის ცვლილებას, მოჰყვა მალევე მეორე ოპერატორის მხრიდან მსგავსი ქმედება, თითქმის ანალოგიური პროცენტული ცვლილებით. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ბაზარი კონკურენტული არ არის, რაც მომხმარებლებს ართმევს არჩევანს და შემზღუდველ პირობებს უქმნის.

გარდა ამისა,  კვლევის მიხედვით, ბაზარზე არ არსებობს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებისა და შემდგომ დანერგვის მოტივაცია, ხოლო ქართველი მომხმარებელი მსოფლიოში დანერგილ ინოვაციებს მუდმივად ჩამორჩება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართულმა ოპერატორებმა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, დაგვიანებით განახორციელეს 3G-სა და LTE სერვისების გაშვება, ხოლო 5G, რომელიც ევროპაში უკვე რამდენიმე წელია ფართოდაა დანერგილი, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული.

ყველა გამოვლენილი გამოწვევიდან გამომდინარე, კვლევაში მონაწილე ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ქართული ბაზარი დაბალი დინამიურობით, ინოვაციების სიმწირითა და ასევე პროგრესის დეფიციტით ხასიათდება და ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი (ex-ante) რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს მოცემულობა არ შეიცვლება და მომხმარებლები მომავალშიც დაზარალდებიან. აღნიშნული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით კი, ექსპერტებმა მნიშვნელოვანი ძალის (SMP) ოპერატორისთვის შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებების შემოღების საჭიროება დაინახეს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility”) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება.  ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.

ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტეტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და მის გაწვევას ითხოვენ.

ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, სოფო ჯაფარიძე და სხვები.

ნიკა გვარამიამ სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე-შსს

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, – ამის შესახებ შსს-განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

,,ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით”- მდინარაძე

იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ის მერე რას გამოიწვევს? ერთი, ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება 1000, 2000, 10000 ადამიანში და არ შეიძლება, ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?, – ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მას მოუწოდეს, რომ პარლამენტან მიმდინარე აქციაზე მივიდეს და ხალხს დაელაპარაკოს.

„ბატონო დევი [ჭანკოტაძე], აი, თქვენ მოგმართეთ, მე მართლა არ ვიზამდი, რომ თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი დაორგანიზებულია და როგორ, თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია რომ იყოს, ახლა წამოდი იმ აქციაზეო, ასეთ რისკზე თქვენ არ შეგაგდებდით. ერთი, ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება ათას, 2 ათას, 10 ათას ადამიანში და არ შეიძლება. მერე რამხელა ესკალაციას გამოიწვევდა. ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. ეს როგორ შეიძლება? ეგ არ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ის მერე რას გამოიწვევს? კაი, მე თავი რომ გადავდო და რომ შევაკვდე რაღაც იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში, ჩემი რწმენით, არგუმენტებით ქართულია, მერე რას შვრებით ხალხო? ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტთან აქცია “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.