Home Blog Page 1087

ესპანეთი ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს – თავდაჯერება არ გვაკლია – ვილი სანიოლი

თავდაჯერება არ გვაკლია, – ამის შესახებ ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.

მისი თქმით, ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

სანიოლმა გაიხსენა ესპანეთთან წარსულში მარცხი და დასძინა, რომ ზოგჯერ ასეთი მომენტები საჭიროა.

“ძალიან ემოციური მომენტი გვქონდა, რადგანაც ეს შედეგი მაინცდამაინც მოსალოდნელი არ იყო. ძალების აღსადგენად სჯობდა მეტი დრო გვქონოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს და მოედანზე გასვლას მოუთმელნლად ელიან. ესპანეთთან 1:7 წაგება რთული იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში ასეთი მომენტები საჭიროა. ეს ჩვენი განვლილი გზის ნაწილი იყო. ის მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა. ესპანეთის ნაკრები ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

3.5 წლის საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. მენტალური განსხვავებების გასაგებად გარკვეული დრო დამჭირდა. ესეც გზის ნაწილია. მე და ფეხბურთელები ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, იციან, როგორ ვმუშაობ და რას ვითხოვ. ფეხბურთი შენი გამოცდილებითა და გრძნობებით უნდა ითამაშო. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, იმავე უილიამსისა და იამალის განვითარებას დავაკვირდეთ. კარგია, რომ ფეხბურთი მხოლოდ მესისა და რონალდოს პიმპონგი არაა. როდრი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია.

ჩემი საქმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, გადაწყვეტილებები მივიღო. თუ ის გუნდს ეხმარება, მაშინ ბედნიერი მენეჯერი ვარ. ხვალ ახალი მატჩია, ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ვნახავთ, თუ გაამართლებს. თავდაჯერება არ გვაკლია”, – დასძინა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარსაც “სპორტალი” ციტირებს.

თინა ბოკუჩავა – ევროკავშირისკენ სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა, თუმცა ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ,თინა ბოკუჩავამ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიური სესიაში მიიღო მონაწილეობა და სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პლენარულ სესიაზე დებატები მიმდინარეობდა მოლდოვასა და უკრაინაზე და რუსეთის მავნე გავლენებზე რეგიონში.

თინა ბოკუჩავამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა კუთხით.

„ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველო ე.წ. ასოცირებულ ტრიოში ერთ დროს მოწინავე ქვეყანა იყო ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ მისი განცხადებით, ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას საქართველოს მთავრობამ საფრთხე შეუქმნა, თუმცა ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპას“, – ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსა და ესპანეთის ნაკრებს შორის მატჩი დღეს გაიმართება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს.

საქართველო – ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე გაიძულებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაზე დაფიქრდეთ. უახლოეს მომავალში ბედი გიკარნახებთ ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა. ვარსკვლავების განლაგება დაგეხმარებათ, რომ სიტუაცია ადეკვატურად შეაფასოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმეები არც ისე კარგად მიდის. ასე მტრების მოტყუებას და მეგობრების დაიმედებას შეძლებთ.

კურო

ამ დღეს ვარსკვლავები ქარიზმისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში დაგეხმარებათ. ძალების მოზღვავებას გრძნობთ და გსურთ თავი გამოიჩინოთ. გირჩევთ თქვენი ყველაზე თამამი იდეები განახორციელოთ ისე, რომ გარშემო მყოფთა შეფასებაზე ნაკლებად იფიქროთ. დღის მეორე ნახევარში ფულს გაუფრთხილდით, რომ არავინ მოგპაროთ. ადრე გაწეული დახმარებისთვის მიღებული მადლიერება მოლოდინს გადააჭარბებს.

ტყუპები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღე გელით. წარმატებით დასრულებული პროექტი თავდაჯერებას შეგმატებთ და საშუალებას მოგცემთ, რომ სასარგებლო კავშირი დაამყაროთ. ფრთხილად იყავით – სწრაფი მოგების დევნაში, შეიძლება რაღაც უფრო ღირებული დაკარგოთ. არ არის გამორიცხული, რომ საქმიანი ურთიერთობა სასიყვარულო კავშირში გადაიზარდოს.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის საკმაოდ მშვიდი დღეა. ნუ უსმენთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ თავზე საკუთარი აზრი და „თამაშის წესები“ მოგახვიონ. ეცადეთ, საკუთარ ინდივიდუალურობას კოლეგებთან, გუნდური მუშაობის დროსაც არ უღალატოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე უნდა იფიქროთ. გირჩევთ საკუთარი გეგმების შესახებ უახლოეს ადამიანებსაც კი არაფერი უამბოთ.

ლომი

დღის განმავლობაში შეიძლება თავი არაკომფორტულად იგრძნოთ. მიზეზი მოსაწყენი საუბრები და შექმნილი ვითარებაა. საჭირო ადამიანები დახმარებას გაგიწევენ, მაგრამ მცირე დაგვიანებით. ზოგადად, ამ დღეს ბიზნესსა და პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას არ უნდა ელოდოთ, ამიტომ თუ შესაძლებელია, სახლში დარჩით და საყვარელ სერიალს უყურეთ. ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ სხვადასხვა შეხედულების გამო, ახლობელ ადამიანთან იკამათოთ.

ქალწული

ვარსკვლავები ქალწულებს სასიამოვნო კომპანიაში დროის მხიარულად გატარებას ჰპირდებიან. დროა, საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ, თუ შვებულების აღებას ვერ ახერხებთ, ეცადეთ შაბათ-კვირა მაქსიმალურად სასარგებლოდ დაგეგმოთ. სამსახურში დაწყებული საქმე წინ ძალიან ნელა მიიწევს და სასურველ შედეგს არ მოიტანს. გირჩევთ მნიშვნელოვანი შეხვედრები სამომავლოდ გადაიტანოთ.

სასწორი

ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას გპირდებიან, რომელიც მომავალზე გავლენას მოახდენს. ფულთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეიძლება საყვარელ ადამიანს ეკამათოთ. საინტერესო შეთავაზება დროულად უნდა განიხილოთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში, პრევენციულ მკურნალობას მიმართეთ.

მორიელი

ეს დღე სულიერი და მორალური ცვლილებების სიმბოლოა. შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებზე შეხედულება და ადამიანების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეგეცვალოთ. ბედი საკუთარი შეცდომებისა გამოსწორების შესაძლებლობას გთავაზობთ და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. სასარგებლო კავშირების დამყარებას და საკუთარ სიმართლეში თანამოსაუბრეების დარწმუნებას ადვილად შეძლებთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი მცირე დეტალებამდე უნდა გაიაზროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება მეგობრების მხრიდან ღალატს ან გაუგებრობას შეეჯახოთ. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი თქვენზე განაწყენდება, თუმცა ამის მიზეზი არ მიგიციათ. საკუთარ პირად ცხოვრებაზე ბევრს დარდობთ, რაც მუშაობის შედეგებზე აისახება. საღამოსკენ სიტუაცია მეტ-ნაკლებად მოგვარდება, მაგრამ უსიამოვნო ფიქრები არ მიგატოვებთ. გირჩევთ სპორტით დაკავდეთ ან სასიამოვნო თემებზე იფიქროთ.

თხის რქა

ამ დღეს ყველა საკითხი პირისპირ შეხვედრის გზით მოგვარდება. დროა, სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან საუბარი და შეთანხმება ისწავლოთ. ბევრი კარი მხოლოდ დიპლომატიური მიდგომის წყალობით გაიხსნება. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან. ეცადეთ საღამო სახლში გაატაროთ და ძალები აღადგინოთ.

მერწყული

ეს დღე პარტნიორის ისეთ თვისებებს დაგანახებთ, რომლებიც აქამდე არასოდეს შეგინიშნავთ, თუმცა ამის გამო სიამაყეს იგრძნობთ და არა იმედგაცრუებას. სამთავრობო უწყებებში საუბრები დიდ მოთმინებას და ძალისხმევას მოითხოვს, მით უმეტეს, რომ პროცესი მალე არ დასრულდება.

თევზები

ამ დღეს სამყარო წარსულის შეცდომების გამოსწორებაში და გამოცდილების მიღებაში დაგეხმარებათ, რაც მომავალში ძალიან გამოგადგებათ. ახლობელი ადამიანებისგან ვალდებულებების შესრულებას მოითხოვთ და იღებთ კიდეც. ნუ უარყოფთ ძველი ნაცნობების რჩევებსა თუ მოსაზრებებს – ისინი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ბედი მამაცებს გაუღიმებს.

„ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ“-ესპანელი მწვრთნელი საქრთველოს ნაკრებზე

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრები პროგრესს განიცდის და მისმა გუნდმა ფრთხილად უნდა ითამაშოს.

„მაქსიმალურ პატივისცემას გამოვხატავ იმ გუნდის მიმართ, რომელიც დიდ ტურნირზე პირველად თამაშობს და პორტუგალიას აჯობა. ჩვენი გამოცდილებიდან ვხედავთ, რომ საქართველოს ნაკრები გაუმჯობესდა და პროგრესს განიცდის. ამიტომ ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სისტემა შეცვალა – ამ გუნდის მოთამაშეები კონტრშეტევაზე გადასვლას ძალიან სწრაფად ახერხებენ. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ. ევროპის ჩემპიონატზე შეძენილი გამოცდილება და თავდაჯერება, რომელიც პორტუგალიის დამარცხებით შეიძინეს, საქართველოს უფრო საშიშს ხდის, ამის წყალობით ისინი უკეთესები იქნებიან. ჩვენ კი საკუთარი გზით სიარული და წინსვლა უნდა განვაგრძოთ“-აღნიშნა მან.

ეკლესია მოგვიწოდებს, განვაგდოთ ჩვენ ძველი კაცი, განვახლდეთ და ღვთივსათნო ცხოვრება დავიწყოთ- მეუფე შიო 

x

დღევანდელი ღვთისმსახურების სიტყვებით, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, განვაგდოთ ჩვენ ძველი კაცი, განვახლდეთ და ახალი, ღვთივსათნო ცხოვრებით დავიწყოთ ცხოვრება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობის წარგზავნის დღეს, ოცინდალის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ტაძრის კურთხევაზე ქადაგებისას აღნიშნა.

მეუფე შიოს თქმით, “ეს ნამდვილად არის შესანიშნავი მოვლენა, ვინაიდან ამ ტაძარმა გაიზიარა იმ მრავალი ტაძრის ბედი, რომელიც დაიხურა XX საუკუნის განმავლობაში. ის თითქმის 100 წლის განმავლობაში იყო დახურული, უმოქმედო, მიტოვებული, მაგრამ მადლობა ღმერთს, არ დანგრეულა. დღეს ჩვენ მოგვეცა საშუალება ამ ტაძრის კურთხევისა, დღეს ვმადლობთ უფალს ამ მოვლენისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამას”.

„ტაძრის კურთხევა ეკლესიის მიერ არ განიხილება მხოლოდ, როგორც ღვთისადმი მადლიერება ტაძრის აშენებისთვის, არამედ, ეს არის მღვდელმოქმედება, როდესაც ტაძარს მიენიჭება განსაკუთრებული მადლი, რომლის ძალითაც უბრალო შენობა ხდება ღვთის სახლი და დაუტევნელი ღმერთის ადგილსამყოფელი. თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ტაძრის კურთხევას ასევე ეწოდება განახლება, იმიტომ, რომ ეს სივრცე, ეს ადგილი, ხდება წმინდა და ღმერთის განსაკუთრებული მადლის გამოვლინების ადგილი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტაძრის კურთხევისთვის სრულდება მღვდელმოქმედება, ისევე, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ნათლობის და მირონცხების დროს ქრისტეს შეიმოსავს. ამიტომ ჩვენ ვხედავთ ამ მსახურებაში ისეთ მღვდელმოქმედებას, გვესმის, ისეთი ლოცვები, რომლებიც ძალიან აახლოებს ტაძრის კურთხევას ნათლობასა და მირონცხებასთან, ასევე – მღვდლად კურთხევასთანაც, ვინაიდან ტაძარიც იკურთხება უფლის მარადიული მსახურებისთვის.

წმინდა ეკლესიისა და წმინდა წერილის სწავლებით, ეკლესიის რელიგიური გამოცდილებით, ეკლესიის ისტორიიდან ჩანს, რომ ტაძარში ადამიანი ყოველთვის იღებდა და იღებს განსაკუთრებულ მადლსა და ღვთის შეწევნას. ღვთის ტაძარში ყოველთვის არის ეს მადლი. ქრისტეს ეკლესია თავისი ლოცვებით აკურთხებს ჩვენს მიწიერ ცხოვრებას და მას ძალუძს, არა მარტო შეამსუბუქოს ჩვენი მძიმე ხვედრი გარდაცვალების შემდეგ, არამედ უფლისგან მონიჭებული უფლებით გახსნას ან დახუროს ზეცის კარი ჩვენ წინაშე.

გზა მარადიული, ნეტარი ცხოვრებისკენ ტაძარზე გაივლის. ძვირფასო ძმებო და დებო, ტაძარში ყველაფერი გვახსენებს ზეცას და ყველაფერი აღამაღლებს ჩვენს გონებას ღმერთისკენ: არქიტექტურაც, ფერწერაც, გალობაც, ხატებიც და, რა თქმა უნდა, ღვთისმსახურებაც. ყველაფერი მოგვიწოდებს ღმერთისკენ. ტაძარში აღევლინება წმინდა ლიტურგია, უსისხლო მსხვერპლი და ტაძარი – ეს არის დიდი სკოლა რწმენისა, სულიერებისა, რაც ისწავლება ღვთის სახელით და ღვთისგან დადგენილი სასულიერო პირების მიერ.

ასევე, ჩვენ გვაქვს ბედნიერება, რომ ტაძარში ვილოცოთ, რაც არის აუცილებელი პირობა მადლის მოპოვების. რა თქმა უნდა, სახლში ლოცვაც აუცილებელია, მაგრამ ის შეიძლება იყოს უფრო სუსტი. ტაძარში ლოცვა ძლიერდება ჩვენი ერთობლივი ლოცვით, მღვდელმსახურთა ლოცვით, ლიტურგიაზე აღსრულებული უსისხლო მსხვერპლით და ტაძრის ლოცვის დროს უერთდება ერთმანეთს მიწიერი და ზეციური ეკლესია.

დღეს ჩვენ როდესაც ვაკურთხეთ ეს ტაძარი, გვახსენდება წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები იმის შესახებ, რომ ყოველი ჩვენგანი არის ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა უნდა მკვიდრობდეს ჩვენში. დღეს ჩვენ ამაზე გვაფიქრებს ეკლესია, ამას გვახსენებს. ამიტომ დავფიქრდეთ, რა მდგომარეობაშია ეს ჩვენი სულიერი ტაძარი, ხომ არ არის დაზიანებული, ხომ არ არის ჩამონგრეული და ნაყარი ქვებით ამოვსებული, ხომ არ არის შებილწული ბოროტი საქმეებით…

აი, ამაზე ვფიქრობთ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, და დღევანდელი ღვთისმსახურების სიტყვებით, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, განვაგდოთ ჩვენ ძველი კაცი, განვახლდეთ და ახალი, ღვთივსათნო ცხოვრებით დავიწყოთ ცხოვრება”, – აღნიშნა მეუფე შიომ.

,,ეროვნული ნაკრები ძალიან დიდ სიტყვას იტყვის მსოფლიო ფეხბურთში”- დავით მათიკაშვილი

ამ ევროპის ჩემპიონატის მიღმაც ეს თაობა, ეს ბიჭები, ეს ეროვნული ნაკრები ძალიან დიდ სიტყვას იტყვის მსოფლიო ფეხბურთში და ამის მომსწრე ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და საქართველოს წარმატება უსურვა.

„მგონი, ამდენი გულწრფელი სიხარული და ემოცია საქართველოს უკვე დიდი ხანია ერთად არ გამოუხატავს. ის დიდი სიხარული, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აჩუქა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქართველს, განურჩევლად იმისა, ფეხბურთის გულშემატკივარია ის თუ არა. ასეთი ცოტა თუ მგონია რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ სრულიად საქართველო ასე გახარებული დიდი ხანია არ ყოფილა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ყველა ამ დიდი საქმის შემადგენელ ნაწილს, რომელმაც ჩვენი ნაკრების ესოდენ დიდი წარმატება გამოიწვია და ამ დონემდე მიიყვანა. ამ გამორჩეულ გამარჯვებებამდე მიიყვანა, დაწყებული ქვეყნის ხელისუფლებით, რომელიც თავის საქმეს შემართებით და მდგრადად მუდმივად აკეთებდა, გაგრძელებული ფედერაციით და პირადად ჩვენი კოლეგით, ბატონ ლევან კობიაშვილით, რომელმაც ძალიან დიდი საქმე ჩადო და მთლიანად, მთელმა ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა ამისთვის.

ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბი. კერძოდ, მთავარი მწვრთნელი სანიოლი, რომელიც პირველი ფრანგი აღმოჩნდა სპეციალისტებს შორის, რომელმაც სხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, ფინალურ ეტაპზე და ეს არის უდიდესი მიღწევა. რა თქმა უნდა, ჩვენი მებრძოლი, გმირი ფეხბურთელები, რომლებმაც მართლაც დაწერეს ისტორია და იმ შემართებით აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ მგონი გაჩერებას ამაზე არ აპირებენ, რისი დიდი იმედიც გვაქვს სრულიად საქართველოს.

ვიცით, ვხვდებით, რომ დიდ მეტოქესთან გვაქვს ხვალ საქმე, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ის პატარა დიდგორი, ბიჭებმა პორტუგალიას რომ მოუწყვეს, ამ ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგესთან სახელით, დამსახურებით, ავტორიტეტით, თასის მაღლა აწევით და ა.შ. ამ დიდ გზას, გამარჯვების გზას გააგრძელებენ და ჩვენ ამისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ასე, რომ მინდა გამარჯვება ვუსურვო ბიჭებს, გამარჯვება ვუსურვო სრულიად საქართველოს. ამ ევროპის ჩემპიონატის მიღმაც ეს თაობა, ეს ბიჭები, ეს ეროვნული ნაკრები ძალიან დიდ სიტყვას იტყვის მსოფლიო ფეხბურთში და ამის მომსწრე ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით.

EURO 2024-ის მერვედფინალზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1200-მდე მეტ ქომაგს მიეცა- ირაკლი ქარქაშაძე

EURO 2024-ის ეროვნული ნაკრების მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ საქართველოდან გერმანიის მიმართულებით მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით, ქომაგების პირველი ნაკადი ჩაფრინდა. სპეციალურმა ჩარტერულმა რეისმა კიოლნში 219 ქომაგი ჩაიყვანა.

29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, 7 ჩარტერი დაინიშნა. კიოლნიდან დასაბრუნებელი ბილეთების ყიდვა tkg.ge-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი. თბილისიდან გასაფრენი ბილეთები კი უკვე სრულად ამოიწურა. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა EUR 195. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება EUR 390-ს შეადგენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

,,უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ის უდიდესი გამარჯვება, რაც ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა და წარმატება ვუსურვო ესპანეთთან მერვედფინალურ თამაშში. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჯგუფური ეტაპის პერიოდში 30-მდე ჩარტერი დააორგანიზა და საშუალება მისცა 6000 მდე გულშეკატკივარს ჩვენი ნაკრების თამაშებს დასწრებოდა, მიეღო საოცარი ემოცია და ერთად გვეზეიმა გამარჯვება. ფლეი ოფზე კი 7 ჩარტერის დანიშვნა მოხერხდა. რამაც მერვედფინალურ მატჩზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1200-მდე მგზავრს მისცა. მნიშვნელოვანია, რომ ჩარტერულ რეისებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE. საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00
29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00
30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30
1 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:20
1 ივლისი კიოლნი -თბილისი, გაფრენა 20:00
2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 15:00
2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:10

გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს წარმატება პატარა ქვეყნებისთვის ისტორიული მომენტია – უეფა-ს ოფიციალური გვერდი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის მერვედფინალში გასვლას უეფა-სოფიციალურმა გვერდმა წერილი მიუძღვნა.

ახალი სახეები და მეტი სიურპრიზი: ევროპის ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება
„ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი ამაღელვებლად დასრულდა, რომლის შედეგებიც ხაზს უსვამს ევროპულ ფეხბურთში გუნდების სათამაშო დონის გათანაბრებას და აჩვენებს, თუ როგორ განვითარდა ტურნირი, რომელიც ევროსცენაზე გაბრწყინების შესაძლებლობას მეტ გუნდს აძლევს.

მათ შორის, ვინც ევრო 2024-ის მერვედფინალში თავისი გუნდის გასვლით გაიხარა, ქართველი გულშემატკივრების ხმა განსაკუთრებით ისმოდა – პორტუგალიის დამარცხებით (2:0) მათ პირველად იზეიმეს დიდ საფეხბურთო ტურნირზე პლეი ოფში გასვლა.

დებიუტანტი საქართველო პლეი ოფში შეუერთდა სლოვენიასა და რუმინეთს, რომლებიც ევროპირველობაზე 2000 წელს გამართული ჩემპიონატის შემდეგ დაბრუნდნენ. იმავდროულად, ავსტრიამ ტურნირის დაწყების წინ გაკეთებული პროგნოზები გააბათილა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა ურთულეს ჯგუფში, სადაც საფრანგეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი თამაშობდნენ. განაგრძეთ კითხვა…

 ხვალინდელ მატჩში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს – ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვალ, ესპანეთთან განსხვავებული თამაში იქნება.

ასევე, როგორც სანიოლმა აღნიშნა, ესპანეთი საუკეთესო გუნდია ამ ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე საქართველომაც კარგი თამაში აჩვენა:

“ესპანეთთან 1-7 წაგება ჩვენთვის რთული მომენტი იყო, მაგრამ წინსვლისთვის ასეთი მომენტები საჭიროა. ესპანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ბოლო სამ წელში მათ წინააღმდეგ 4-ვე მატჩში წავაგეთ, მაგრამ ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, რადგან სხვა ტურნირზე ვართ და სხვა ატმოსფეროა. ხვალინდელ მატჩში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

ესპანეთს ჯგუფში გოლი არ გაუშვია და საუკეთესო გუნდია ამ ევროპის ჩემპიონატზე. მათ ხიფათის შექმნა ყველა პოზიციიდან შეუძლიათ, რადგან დიდი ფეხბურთელები ჰყავთ.

ნიკო უილიამსი და იამალი ფანტასტიკურები არიან, საოცრად ვითარდებიან. ისინი გუნდურადაც ძალიან ძლიერები არიან. თუმცა, ვფიქრობ, საქართველომაც ჯგუფურ ეტაპზე კარგი თამაში აჩვენა. ჩვენთვის მართლაც რთული მატჩი იქნება. პორტუგალიის მსგავსად, ესპანეთიც დიდი გუნდია, მაგრამ მარტო იმაზე თუ ვიფიქრებთ, რომ თავი დავიცვათ, არაფერი გამოვა. გვინდა ესპანეთს და ევროპას ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები და შეგვიძლია ბურთის სწორად გამოყენება. პორტუგალიასთან გვქონდა ეს ნიშნები და იმავენაირად თამაშს ვეცდებით ხვალაც,”- განაცხადა ვილი სანიოლმა.

მე, როგორც რიგით ქართველს, მგონია, რომ კვარა მსოფლიოში საუკეთესოა -გიორგი მამარდაშვილი

მე, როგორც რიგით ქართველს, მგონია, რომ კვარა მსოფლიოში საუკეთესოა, – ამის შესახებ ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა.

„კვარას ვგულშემატკივრობ. ვფიქრობ, ის საუკეთესოა მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეუძლია „ოქროს ბურთი“ მოიგოს. ეს არ ნიშნავს, რომ მე ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ, ჩემი “რესპექტი” მათ. რა თქმა უნდა, ისინიც ძალიან მაგრები არიან, მაგრამ, მე, როგორც რიგით ქართველს, მგონია, რომ კვარა მსოფლიოში საუკეთესოა.

ჩემი აზრით, ესპანეთი ითამაშებს გახსნილ ფეხბურთს, შეგვიტევენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვითამაშოთ როგორც პორტუგალიასთან, დაცვითი ფეხბურთი კარგად, უშეცდომოდ და შემდეგ გადავიდეთ შეტევაში, რადგან გვყავს სწრაფი ფეხბურთელები. მათ შეუძლიათ ბევრი ხიფათი შექმნან ესპანეთის საჯარიმოში“, – აღნიშნა გიორგი მამარდაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

წითლიძეები – “შეუჩერეთ წევრობა ევროსაბჭოში!” ხაზარაძეები – “შემოიღეთ სანქციები!” გახარიები – “დაუსაჯეთ შვილები!”-გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერში ნაცოპოზიციის საგარეო აქტივობას მოკლედ ასე აღწერს: ნაცების გზა “შიგ ევროპაში” შიგადაშიგ აშშ-ში! ბოკერიები – “ომი ქართველებმა დაიწყეს!”; კანდელაკები – “არ მისცეთ ქართველებს ვიზალიბერალიზაცია!”; სამადაშვილები – “არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი!”; წითლიძეები – “შეუჩერეთ წევრობა ევროსაბჭოში!”; ხაზარაძეები – “შემოიღეთ სანქციები!”; გახარიები – “დაუსაჯეთ შვილები!”. წერს  გოგა ხაინდრავა