ხვალინდელ მატჩში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს – ვილი სანიოლი

12
spot_img

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვალ, ესპანეთთან განსხვავებული თამაში იქნება.

ასევე, როგორც სანიოლმა აღნიშნა, ესპანეთი საუკეთესო გუნდია ამ ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე საქართველომაც კარგი თამაში აჩვენა:

“ესპანეთთან 1-7 წაგება ჩვენთვის რთული მომენტი იყო, მაგრამ წინსვლისთვის ასეთი მომენტები საჭიროა. ესპანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ბოლო სამ წელში მათ წინააღმდეგ 4-ვე მატჩში წავაგეთ, მაგრამ ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, რადგან სხვა ტურნირზე ვართ და სხვა ატმოსფეროა. ხვალინდელ მატჩში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

ესპანეთს ჯგუფში გოლი არ გაუშვია და საუკეთესო გუნდია ამ ევროპის ჩემპიონატზე. მათ ხიფათის შექმნა ყველა პოზიციიდან შეუძლიათ, რადგან დიდი ფეხბურთელები ჰყავთ.

ნიკო უილიამსი და იამალი ფანტასტიკურები არიან, საოცრად ვითარდებიან. ისინი გუნდურადაც ძალიან ძლიერები არიან. თუმცა, ვფიქრობ, საქართველომაც ჯგუფურ ეტაპზე კარგი თამაში აჩვენა. ჩვენთვის მართლაც რთული მატჩი იქნება. პორტუგალიის მსგავსად, ესპანეთიც დიდი გუნდია, მაგრამ მარტო იმაზე თუ ვიფიქრებთ, რომ თავი დავიცვათ, არაფერი გამოვა. გვინდა ესპანეთს და ევროპას ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები და შეგვიძლია ბურთის სწორად გამოყენება. პორტუგალიასთან გვქონდა ეს ნიშნები და იმავენაირად თამაშს ვეცდებით ხვალაც,”- განაცხადა ვილი სანიოლმა.