Home Blog Page 1085

გვინდა მივულოცოთ გიორგი მამარდაშვილს შესანიშნავად ჩატარებული ტურნირი, რითაც თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა -Valencia CF

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლას ულოცავს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ და იმავდროულად საკუთარი გოლკიპერის გამორჩეულ თამაშზეც საუბრობს.

„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო 2024-ზე სრულდება. გვინდა მივულოცოთ მას შესანიშნავად ჩატარებული ტურნირი, რითაც თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა“, – ნათქვამია X-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პატიმრობაში იმყოფება – თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, პატიმრობაში იმყოფება. ივანიშვილი კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს. პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასათანადო მოპყრობას განიცდის და შესაბამისს სამედიცინო დახმარებას მოკლებულია.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სხვა პოლიტპატიმრები რჩებიან უკანონო პატიმრობაში რუსეთში, ბელარუსში და ასევე საქართველოში, სადაც ავტორიტარული ხელისუფლება რუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, რომლის თავმჯდომარეც ახლა მე ვარ, მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, პატიმრობაში იმყოფება. ის არასათანადო მოპყრობას განიცდის და სათანადო სამედიცინო დახმარებას მოკლებულია. როგორც წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა განაცხადა, ის იმყოფება „გარემოში, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.

დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი არ არის. კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, რითაც ავტორიტარები ძლიერდებიან და ცდილობენ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლება შეინარჩუნონ. სწორედ ამ ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას ცდილობს. თუმცა ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით შეიცვალოს და კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას მოვუწოდებ, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გადაწყვეტს.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ მორიგი საქველმოქმედო აქცია ბათუმში ჩაატარა

29 – 30 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ბათუმში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 23-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.

„საქველმოქმედო აქციით, ბათუმის მუნიციპალიტეტში ისარგებლა სამსახურის 163-მა ბენეფიციარმა, მათ შორის, 48 ოჯახის წევრმა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 326 ოპტიკური სათვალე და 11 გლუკომეტრი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა.რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 23 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 2567 ბენეფიციარს, უსასყიდლოდ გაეწია კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც და ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უფასოდ გადაეცათ 3248 სათვალე; სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კობა კობალაძე ბათუმში სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, დღეის მოცემულობით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„კობა კობალაძემ მესაზღვრეებს აღუთქვა,რომ მათთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღეიდან ე.წ. ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები უქმდება

1-ელი ივლისიდან ე.წ. ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები უქმდება. პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებით, გაუქმდა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული – ე.წ.ლამინირებული პირადობის მოწმობები.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრო 15 მარტიდან არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.

2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საკუთარი კლუბები ამხნევებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ამხნევებენ საკუთარი კლუბებიც. ერთ-ერთმა პირველმა მხარდაჭერის პოსტი გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ დადო.

„ტურნირი, რომლითაც უნდა იამაყო. ყოჩაღ, გიორგი“, – ვკითხულობთ კლუბის X-ის გვერდზე.

ევრო 2024-ზე საქართველოს მიერ ნაჩვენებ ისტორიულ შედეგზე წერს გიორგი ქოჩორაშვილის კლუბიც.

„საქართველოს ისტორიული შედეგი გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად. თქვენ შექმენით ისტორია,“-წერს საფეხბურთო კლუბი ლევანტე FACEBOOK-ის გვერდზე.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლას ულოცავს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ და იმავდროულად საკუთარი გოლკიპერის გამორჩეულ თამაშზეც საუბრობს.

„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო 2024-ზე სრულდება. გვინდა მივულოცოთ მას შესანიშნავად ჩატარებული ტურნირი, რითაც თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა“, – ნათქვამია X-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სპეციალური პოსტი მიუძღვნა კლუბის ფეხბურთელს, ოთარ კაკაბაძეს „კრაკოვიამაც.“

„პატივისცემა ოთარ კაკაბაძეს“, – ვკითხულობთ პოლონური საფეხბურთო კლუბის FACEBOOK გვერდზე.

დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს, ალბათ გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ -ხვიჩა კვარაცხელია

დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს, ალბათ გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთ-საქართველოს მატჩის შემდეგ განაცხადა.

„მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ. ჩემი აზრით ცოტა არ გაგვიმართლა, პირველ ტაიმში ბოლო წუთებში ბურთი რომ არ გაგვეშვა ალბათ უკეთესი იქნებოდა. გოლიც ისეთი იყო, 50/50-ზე იყო და ჩემი აზრით არ უნდა ჩათვლილიყო იმიტომ, რომ მამარდაშვილზე მორატა ცუდად მოქმედებდა და ვეღარ ხედავდა ბურთს, მაგრამ არა უშავს, ფეხბურთია. დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს და ბედნიერები ვართ. ალბათ გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ. ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ და ამაზე დიდ ტურნირებზე, ჩემი აზრით ვიმსახურებთ ამ ყველაფერს, სადაც ვართ დღეს“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

ესპანეთი სხვა “ლეველი” იყო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გაგვეხარებინა საქართველო და იმედია გავახარეთ -გიორგი მიქაუტაძე

კარგია, რაც გავაკეთეთ აქ და ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთ-საქართველოს მატჩის შემდგომ განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც გერმანიაში ჩამოვიდა. ვიცი, საქართველოშიც სულ ყველა ჩვენს უკან იდგა, მადლობა ყველას ამისთვის. ჩვენ მოედანზე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გაგვეხარებინა საქართველო და იმედია, რომ გავახარეთ.
ესპანეთი სხვა „ლეველი“ იყო, მაგრამ კარგია რაც გავაკეთეთ აქ და ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ. ძალიან კარგი მინდორი არ იყო, წინა უკეთესი იყო აქ, 3-4 ფეხბურთელი გაცურდა, მაგრამ ასეა და უნდა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1 ივლისს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა ნავარაუდები.

წვიმიანი დღეა ფოთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

გორში დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +28 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურშიც იწვიმებს, დღე +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +19, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +30 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, რომ ამ დღეს მოვლენების შუაგულში იტრიალოთ. დისკუსიებში ჩაერთეთ, საკუთარი მოსაზრებები გამოხატეთ, კორპორატიულ ღონისძიებებს დაესწარით და იმხიარულეთ. გირჩევთ პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით არც კონკურენტების დაგებულ მახეში გაებმებით და არც სერიოზულ შეცდომებს დაუშვებთ, მაგრამ ბასრ საგნებთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

კურო

გართობისა და დასვენებისთვის ხელსაყრელი დროა. თქვენი იდეის განხორციელებას სამომავლოდ ნუ გადადებთ, თორემ შეიძლება ამის გაკეთება ვეღარ შეძლოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანები დიდ თავგადასავალსა და საინტერესო შეგრძნებებს გპირდებიან. შეეცადეთ დაასრულოთ ის, რაც დღეს დაიწყეთ – ამით წარსულის კარმული ვალებს დახურავთ და სიახლის მისაღებად მოემზადებით.

ტყუპები

უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ ის, რისი გაკეთებაც არ გსურთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან, რომელიც ბევრ პრობლემას მოგიტანთ. გახსოვდეთ საკუთარი ოჯახი – საყვარელ ადამიანებს ახლა თქვენი დახმარება სჭირდებათ. სურვილის შემთხვევაში კომპრომისის მიღწევა ან ყველასთვის მოსაწონი გადაწყვეტილების პოვნა შესაძლებელია.

კირჩხიბი

მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დავალებები თქვენს ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ არ იზარმაცოთ და რაც შეიძლება მეტი პრობლემა მოაგვაროთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – შესაძლებელია გაციება. ამ დღეს გექნებათ საშუალება მთელი თქვენი უნარები გამოავლინოთ. კაცებმა ყურადღება მიაქციეთ ქალბატონებთან ურთიერთობას – ამ დღეს უთანხმოების დასრულების და მშვიდობის აღდგენის შანსი გექნებათ.

ლომი

სასიკეთო ცვლილებების დროა. თუ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული ხართ და კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ეცადეთ ამ მომენტით ისარგებლოთ. თქვენი მჭევრმეტყველება, პიროვნული ხიბლი და ადამიანების დარწმუნების უნარი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ნათესავებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას – მშვენიერი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის.

ქალწული

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ეჭვიანობის სცენები ნახოთ და ღალატზე ცრუ ბრალდებები მოისმინოთ. ეს დიდხანს არ გაგრძელდება და საბოლოოდ, პარტნიორთან შეთანხმებას და ყველაფრის გარკვევას შეძლებთ. მშვენიერი დღეა ახალი პროფესიის შესწავლისთვის. მზად ხართ იმისთვის, რომ წესები დაარღვიოთ და თამამი ექსპერიმენტები ჩაატაროთ, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გხდით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის.

სასწორი

მოულოდნელობებით სავსე დღეა, რომელიც საგულდაგულოდ შედგენილ გეგმებს დაგირღვევთ. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ მოსალოდნელ შედეგებზე იფიქროთ. გაითვალისწინეთ, რომ გაუმართლებელი რისკებითა და შეცდომებით სავსე, საშიში დღეა. მოერიდეთ მანქანის სწრაფად მართვას და ნებისმიერ რისკს. ამ დღეს არაფერი დაგეგმოთ, რადგან ბევრ თქვენს იდეას ასრულება არ უწერია.

მორიელი

სტაბილური შემოსავალი დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფილია. შეგიძლიათ მივლინება შვებულებას შეუთავსოთ და ორმაგი სიამოვნება მიიღოთ. თქვენთვის ოჯახი ენერგიისა და თავდაჯერების უსაზღვრო წყაროა. ძველ მეგობრებს შეხვედრის დროს ეცადეთ წარსული წყენა, უთანხმოება და დაპირისპირება არ გაიხსენოთ. მარტოხელა მორიელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. თუ სერიოზულ ურთიერთობას ეძებთ, მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყურადღების ცენტრში ყოფნას უნდა მოერიდოთ – ძალიან ბევრი შურიანი და ბოროტი ადამიანი გადევნებთ თვალს. იღბალი თქვენს მხარეზეა, არ ინერვიულოთ. ცოტა მეტი ძალისხმევა და მიიღებთ შედეგს, რომელზეც ადრე მხოლოდ ოცნება შეგეძლოთ. გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა არა მხოლოდ ძლიერ მფარველებს და მოკავშირეებს გაპოვნინებთ, არამედ ახალ მიზნებსაც გაგიჩენთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად. გირჩევთ, მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეებზე გაამახვილოთ და გრანდიოზული პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავოთ. შესაძლოა, შორეული საქმიანი პარტნიორისგან მნიშვნელოვანი სიახლე შეიტყოთ. ხელსაყრელი დღეა მეგობრული შეკრებებისა და რომანტიკული პაემნებისთვის, თუმცა ზოგჯერ განმარტოება და ფიქრიც გჭირდებათ.

მერწყული

ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერ დავალებას ადვილად უმკლავდებით. არსებობს შესაძლებლობა, რომ ფინანსური ან კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ინტუიცია გიკარნახებთ, უკეთესი შედეგების მისაღწევად ძალისხმევა საით მიმართოთ. ამ დღეს არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში, პირად ურთიერთობებშიც ლიდერის თვისებებს ავლენთ. თქვენი ძალისხმევა დაფასდება, მაგრამ მატერიალურ სარგებელს ჯერჯერობით არ უნდა ელოდოთ.

თევზები

თუ სამსახური დაკარგეთ, არ ინერვიულოთ. თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენთან სერიოზული და ხანგრძლივი თანამშრომლობა სურთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ზუსტად იქ მიგიყვანთ, სადაც გსურთ. შეიძლება მცირე სირთულეები შეგხვდეთ, მაგრამ არ უნდა დანებდეთ.

1-ელი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ნებისმიერი, ყველაზე უმნიშვნელო მიზეზიც კი გაღიზიანებთ, ამიტომ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მოსალოდნელია გაუგებრობა და კონფლიქტიც კი. ვარსკვლავები გირჩევენ ჯერჯერობით ძვირადღირებული ნივთების შეძენისგან, ფინანსური ოპერაციებისა და დაპირებების მიცემისგან თავი შეიკავოთ. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ.

კურო

მოემზადეთ იმისთვის, რომ გარშემო მყოფები თქვენს ქცევას ან შესრულებულ სამუშაოს გააკრიტიკებენ. ამ დღეს ურთიერთობა ახლობელ ადამიანებთანაც კი გიჭირთ და იძულებული ხართ სათქმელი რამდენჯერმე გაუმეოროთ. ყველაფრის მიუხედავად, საკუთარ გეგმებზე უარს ნუ იტყვით. კამათის დროს მოწინააღმდეგეზე ზეწოლას მოერიდეთ. სასურველი შედეგის მისაღწევად მეტი მოქნილობა და დიპლომატიური თვისებები უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები

იღბლიანი დღეა შინაგანი ხმა გიკარნახებთ მნიშვნელოვან კითხვას როგორ უპასუხოთ. თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ხანმოკლე მოგზაურობა საინტერესო და სასიამოვნო იქნება. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ.

კირჩხიბი

დილიდან თავს გაღიზიანებულად გრძნობთ და საქმის დაწყება გიჭირთ. ახლობელი ადამიანების შენიშვნებს მტკივნეულად აღიქვამთ და ზოგჯერ უხეშად პასუხობთ. ეცადეთ ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება და სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. გირჩევთ ფინანსური საკითხების განხილვა სამომავლოდ გადადოთ. ძვირადღირებული ნივთის შეძენით შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.

ლომი

თქვენი პიროვნული ხიბლი და ხალისი გულგრილს არავის ტოვებს. გრძნობთ, რომ საპირისპირო სქესის წარომადგენელთა ყურადღებას იქცევთ და ამით კმაყოფილი ხართ. აჩქარება პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ. მშვენიერი დღეა შოპინგისა და ლამაზი ნივთების შესაძენად. საღამოს შესაძლოა საყოფაცხოვრებო პრობლემა წარმოიშვას.

ქალწული

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ამყარებთ და შეგიძლიათ თქვენს მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანიც კი მოხიბლოთ. ისარგებლეთ ხელსაყრელი შესაძლებლობით, რომ თანამოაზრეები იპოვოთ და სასარგებლო კონტაქტები დაამყარეთ. საღამოს ძველ მეგობრებთან შეხვედრა უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. ყურადღებით უსმინეთ, რას ლაპარაკობენ თქვენ ირგვლივ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინოთ.

სასწორი

ურთიერთობისთვის ხელსაყრეელი დღეა. „რკინის ნერვების“ წყალობით შეგიძლიათ კრიტიკული შენიშვნები მშვიდად მოისმინოთ და შურიანი ადამიანების შეურაცხმყოფელ გამოთქმებს ყურადღება არ მიაქციოთ. გირჩევთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე საკუთარ წარმატებებზე მეტი ისაუბროთ და სამომავლო გეგმებზე ნაკლები. იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, არ დაივიწყოთ და ეცადეთ უახლოეს ხანებში განახორციელოთ.

მორიელი

რთული და შრომატევადი კვირის შემდეგ ნამდვილად იმსახურებთ, რომ თქვენთვის პატარა საჩუქარი იყიდოთ, მასაჟი ან ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ. საღამოს მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო პრობლემა, რომელსაც ადვილად გაუმკლავდებით. გირჩევთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს წინდახედულობა გამოიჩინოთ და დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით ძვირფასი ადამიანი შეურაცხყოთ.

მშვილდოსანი

ნაყოფიერი და წარმატებული დღეა. წვრილმან პრობლემებს სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტთ. ძირითადად, ყველაფერს დამოუკიდებლად უმკლავდებით, მაგრამ თუ მხარდაჭერა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მეგობრების იმედი გქონდეთ. თუ შესაძლებელია, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და დავალება შუადღისთვის დაგეგმეთ, როდესაც სასიცოცხლო ენერგიით სავსე იქნებით.

თხის რქა

ამ დღეს იდეის გარშემო თანამოაზრეების გაერთიანება და მათი ლიდერობა მოგიწევთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების კრიტიკას, რამაც შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს. სიჩქარის გამო შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ, რომელიც ბევრ ადამიანს და, პირველ რიგში, თქვენ დაგაზარალებთ. ამიტომ ნელა იმოქმედეთ, ყოველი ნაბიჯი კარგად გათვალეთ და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ.

მერწყული

ამ დღეს ბევრი საინტერესო საქმე გელით, რაც დიდ დროს წაგართმევთ. მოწვევებზე უარს ნუ იტყვით. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, თქვენი ნამდვილი მოკავშირეები ან მეგობრები გახდებიან. მოგზაურობისას შესაძლოა მცირე პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ ამას სწრაფად მოაგვარებთ.

თევზები

დღის პირველ ნახევარში შეიძლება მცირე შფოთი და დისკომფორტი იგრძნოთ. დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება ჩხუბი გამოიწვიოს, ამიტომ მეტი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ და ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. დღის უდიდესი ნაწილი მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

CNN-ი საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე სტატიას აქვეყნებს

„ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ზე ქართველების ცხოვრებაში „საუკეთესო დღით“ და რონალდოს მაისურით ტკბება“, – ასე იწყება წერილი, რომელიც CNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ხვიჩა კვარაცხელიას ეს ღამე არასოდეს დაავიწყდება. თავდამსხმელმა არა მხოლოდ შთააგონა საქართველო ევრო 2024-ზე, არამედ კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ თამაშით ბავშვობის ოცნება აიხდინა. საქართველო ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდი იყო და ცოტა თუ იფიქრებდა, რომ დიდ ტურნირზე სადებიუტო გამოსვლისას ჯგუფიდან გავიდოდა.

თუმცა, ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, „ჯვაროსნებმა“ დაუვიწყარი თამაშით დამსახურებულად მოუგეს პორტუგალიას (2:0) კვარაცხელიას და მიქაუტაძის გოლების წყალობით. მსაჯის სასტვენმა მოედანზე და ტრიბუნებზე ქართველების სიხარული გამოიწვია, გელზენკირხენის სტადიონზე სიხარულის ცრემლები მოედინებოდა. იმავდროულად, გამარჯვების შემდეგ, ფოიერვერკით აინთო ცა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, როდესაც გულშემატკივრები ქუჩებში გამოვიდნენ ისტორიული მიღწევის აღსანიშნავად.

„ეს საუკეთესო დღეა ქართველების ცხოვრებაში“, – განუცხადა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს თამაშის შემდეგ,

მატჩის შემდეგ დილით, CNN Sport-თან საუბრისას, საქართველოს მწვრთნელის ასისტენტმა, დევიდ უებმა ფინალური სასტვენის შემდეგ შექმნილი ატმოსფერო აღწერა, რომელიც ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს.

უებმა, რომელიც ცნობილია მოთამაშეების პიროვნულ დონეზე მოტივაციის უნარით, თქვა, რომ ტურნირამდე წარადგინა პროექტი, როგორ უნდა გაეზარდათ მოთამაშეების თვითრწმენა. მისი თქმით, იდეა ეყრდნობოდა პატარა ქვეყნების მოტივაციას, როგორებიცაა უელსი და ისლანდია, რომლებმაც მშვენივრად იასპარეზეს წინა ევროპის ჩემპიონატზე, უელსი ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ისლანდია ევრო 2016-ზე მეოთხედფინალში.

„ეს იყო მოთამაშეებისთვის რწმენის გაზრდის სურვილი, რატომ არ შეგვიძლია მსგავსი რამის გაკეთება?“, – დასძინა უებმა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები იყო გუნდის მღელვარება გასახდელში, კვარაცხელიას რონალდოს მაისური ეცვა. „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელი რონალდო მატჩის უმეტესი ნაწილი ნერვიულობდა, მაგრამ მარცხის შემდეგ მაისური ემოციურ კვარაცხელიას აჩუქა.

პორტუგალიასთან მატჩამდე სოციალურ ქსელში 2013 წლის ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ რონალდო თბილისში მოგზაურობის დროს ბავშვებს შორის დგას. ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი იყო კვარაცხელია, რომელმაც ამის შესახებ ინსტაგრამის საკუთარ გევრდზე გამოაქვეყნა. მატჩის წინ „ნაპოლის“ თავდამსხმელი ბავშვობის გმირსაც ესაუბრა და თქვა, რომ რონალდომ წარმატება უსურვა.

„როდესაც ის მოდის შენთან მატჩის წინ და წარმატებებს გისურვებს, ეს დიდი სტიმულია“, – ამბობდა კვარაცხელია.

სანამ თანაგუნდელებთან ერთად იზეიმებდა, კვარაცხელია სასტვენის შემდეგ რონალდოსთან გავარდა. შემდეგ კი საქართველოს თილისმამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა რონალდოს მაისურის ფოტო წარწერით: „ოცნებები ხდება“.

მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ სერია A-ს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა 2023 წელს, მან თქვა, რომ პორტუგალიის დამარცხება და საქართველოს ნაკრებთან ერთად პლეი ოფის ეტაპზე გასვლა მის კარიერაში დღემდე ყველაზე დიდი მიღწევაა. საქართველოს კვლავ მოუწევს კვარაცხელიას იმედად ყოფნა დღეს, როდესაც მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება“, – წერია CNN-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.