ესპანეთი სხვა “ლეველი” იყო, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გაგვეხარებინა საქართველო და იმედია გავახარეთ -გიორგი მიქაუტაძე

27
spot_img

კარგია, რაც გავაკეთეთ აქ და ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთ-საქართველოს მატჩის შემდგომ განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც გერმანიაში ჩამოვიდა. ვიცი, საქართველოშიც სულ ყველა ჩვენს უკან იდგა, მადლობა ყველას ამისთვის. ჩვენ მოედანზე ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გაგვეხარებინა საქართველო და იმედია, რომ გავახარეთ.
ესპანეთი სხვა „ლეველი“ იყო, მაგრამ კარგია რაც გავაკეთეთ აქ და ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ. ძალიან კარგი მინდორი არ იყო, წინა უკეთესი იყო აქ, 3-4 ფეხბურთელი გაცურდა, მაგრამ ასეა და უნდა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.