Home Blog Page 1080

ორბანმა ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე დაფიქრება შესთავაზა

ბუდაპეშტი კიევის სამშვიდობო ინიციატივებს აფასებს, – ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ამასთან, მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე ფიქრისკენ მოუწოდა, რამაც შეიძლება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დააჩქაროს.

საერთო ბრიფინგზე ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება და თანამშრომლობის შესახებ ფართო ორმხრივი შეთანხმების გაფორმება სურს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მუშაობა ამ შეთანხმებაზე უკვე დაწყებულია. ორბანმა ასევე მხარი დაუჭირა ზელენსკის წინადადებას უნგრეთში უკრაინული სკოლის გახსნის შესახებ და აღნიშნა, რომ უკრაინაში უნგრული უმცირესობის საკითხთან დაკავშირებით ნიშანდობლივი პროგრესი შეინიშნება.

თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა შესაძლოა მომავალში უკრაინასა და უნგრეთს შორის შეთანხმების საფუძველი გახდეს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ომის დაწყებიდან პირველად უკრაინაში ჩავიდა.

სრულად გაშიფრულები არიან, მათი არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფნა იყო ცხვრის ქურქში გახვეული მგელი -ირაკლი ქადაგიშვილი

კარგია, როცა თვითლუსტრაციას მიმართავენ. დაინახეს, რომ ჩრდილიდან პოლიტიკის წარმართვა არაეფექტურია, სრულად გაშიფრულები არიან, მათი არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფნა იყო ცხვრის ქურქში გახვეული მგელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში მათ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდათ.

„პოლიტიკურ ფლანგზე გამოვიდნენ და ვნახოთ, როგორი შედეგები ექნებათ. მსოფლიოს წამყვანი პროფესიული კვლევითი ორგანიზაციების დასკვნები აიღონ საქართველოს შედეგებზე და იმ ქვეყნებს შეადარონ, რომლებსაც მისტირიან, მათ შორის, მოლდოვას. ნახავენ, სიტყვას ვინ ასრულებს და ვინ – არა. არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა იყო პოლიტიკური პროცესის ჩვეულებრივი დანამატი და კარგია, რომ ამ პროცესის ოფიციალური მონაწილეები გახდნენ, მაგრამ აქაც ორმაგი სტანდარტია, მათი ნაწილის ხელმძღვანელი პოლიტიკოსია, ხოლო თავად ორგანიზაციები იტყვიან, არასამთავრობოები ვართო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს.

აქციაზე დაკავებული საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორივე პირი, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ძალაში დარჩა.

სახელმწიფო ბრალდება მათ მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 1000 და 400-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან ბრალდებულების ოჯახის წევრები.

საბა მეფარიშვილის დედის, შორენა როხვაძის განცხადებით, 19 და 23 წლის ახალგაზრდებს არაფრის გამო იმეტებენ ციხისთვის.

„არასწორი გადაწყვეტილებაა, არაფრის გამო უშვებენ პატიმრობაში, 400-ლარიანი „ჟეშტის” განგრევის გამო დააკავეს და გირაოთიც არ უშვებენ. მოსამართლემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა შორენა როხვაძემ.

ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

ორივე დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში“ პრორუსული არაფერია -გიორგი ვოლსკი

თქვენ მიგაჩნიათ, რომ მე ცალ ფეხზე უნდა ვიხტუნაო და როდესაც უცხოელი მაღალი რანგის თანამდებობის პირი რაიმეს იტყვის, თავდახრილმა, ქედმოხრილმა ვილაპარაკო – ჩემი და სახელმწიფოს პოზიციაა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში“ პრორუსული არაფერია და აღნიშნული კანონის მიღებით ქვეყანა საკუთარ ინტერესებს იცავს, – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, “საქართველომ იმ ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა უნდა მოითხოვოს, რომელიც პოლიტიკური ბრძოლის და რადიკალიზაციის წინა ხაზზე არიან“.

“თქვენ რომელიმე უცხოელის განცხადებას უსმენთ – მაგალითად, რუსთაველზე ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ, რომელთაც განაცხადეს, რომ შექმნილ ვითარებაში სწორედაც რადიკალიზაცია და დესტაბილიზაციაა მისაღები და საჭირო. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სწორედ ასე იწყებოდა მაიდანი უკრაინაში და ძალიან სწორი და კარგია, როდესაც უცხოელი მაღალჩინოსნები მიტინგებზე გამოდიან და ხალხს დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებენ. თქვენ მათი განცხადებები მოგწონთ და ჩემი განცხადებები არ მოგწონთ. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ისინი არიან სიტუაციის განმკარგველები საქართველოში და მე არაფერს წარმოვადგენ. გინდათ, რომ მე თავი დავხარო, თავზე ნაცარი დავიყარო და ვთქვა, რომ რამეში დამნაშავეები ვართ – არაფერში! საქართველომ უნდა მოითხოვოს იმ ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა, რომელიც პოლიტიკური ბრძოლის და რადიკალიზაციის წინა ხაზზე არიან.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში პრორუსული არაფერია და აღნიშნული კანონის მიღებით ქვეყანა საკუთარ ინტერესებს იცავს!“, – მიმართა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო რჩევებს ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო რჩევებს ავრცელებს. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.

„საგამოცდო ცენტრში შესვლისთანავე ჩააბარეთ ტელეფონი და ყველა ზედმეტი ნივთი;

ტესტზე მუშაობის დაწყება შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;

არ დააწყოთ სამუშაო მაგიდაზე ზედმეტი ნივთები. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე; გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. არ შეიძლება მისი გადაკეცვა ან დაზიანება;

შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლები რჩება ცენტრში. ის პასუხების ფურცელთან ერთად უნდა ჩააბაროთ მეთვალყურეს მუშაობის დასრულებისას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ – ვიქტორ ორბანი ვოლიდიმირ ზელენსკის 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში გამართულ შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ დოკუმენტზე, რომელიც ორმხრივ პრობლემებს გადაჭრის, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

„ჩვენი დიალოგის შინაარსი ყველა დღევანდელ საკითხზე შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენს სახელმწიფოებს შორის მომავალი ორმხრივი დოკუმენტის გაფორმებისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ყველა ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სარკისებურ მიდგომაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა ახალი შეთანხმების შესაძლო ხელმოწერასთან დააახლოვა.

„გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, გვინდა ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან თანამშრომლობის გლობალური შეთანხმებას, ისეთივეს, რაც უნგრეთის სხვა მეზობლებთან გვაქვს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

გარდა ამისა, ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას და ასევე აპირებს, დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.

„ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს უკრაინას და უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ“, – დასძინა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

არ ველოდები აშშ-ის სანქციებს, კრიტიკა უსამართლოდ მიმაჩნია, ვინაიდან გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე ევროპასა და აშშ-ში -ვოლსკი

არ ველოდები აშშ-ის სანქციებს, რადგან სამართლიანობის თემას ვერანაირად ვერ მოვხსნი დღის წესრიგიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე არის ევროპასა და აშშ-ში.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის განცხადება მოვისმინეთ, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ვერაფერს გეტყვით, რა შედეგებზე გავლენ – შემდგომ განცხადებებს დაველოდოთ. არ ველოდები აშშ-ის სანქციებს, რადგან სამართლიანობის თემას ვერანაირად ვერ მოვხსნი დღის წესრიგიდან. კრიტიკა უსამართლოდ მიმაჩნია, ვინაიდან გამჭვირვალობა საქართველოში იმაზე ნაკლებად აქტუალური არ არის, ვიდრე არის ევროპასა და აშშ-ში. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთი გამჭვირვალობისთვის ვითომ და მზად იყვნენ, შემდეგ კი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნება სწორედ ამან განაპირობა. ყოველდღიურად ველოდებით, რომ ვინმე პარტნიორი ქვეყნებიდან ან არასამთავრობო ორგანიზაციების დამფინანსებლები განაცხადებენ იმის თაობაზე, რომ გამჭვირვალობა ნამდვილად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა იყვნენ ჩართული. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების და კონკრეტული პროგრამების დაფინანსების გამჭვირვალობას ვითხოვთ. ამაში არაფერია ისეთი, რაც რუსულ კანონს ჰგავს და იმ ინტერესს შეესაბამება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია, რათა არ მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსის დესტაბილიზაციისთვის გამოყენება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მიტინგზე იდგნენ და ბომბებსაც კი ითხოვდნენ იმის გამო, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო.

„სამწუხაროდ, ვიხილეთ მაგალითი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მიტინგზე იდგნენ და მთავრობის გადაყენებასა და ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვდნენ. ბომბებსაც კი ითხოვდნენ იმის გამო, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო. გვაქვს მაგალითი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლა გააყალბა, რამაც სერიოზული აჟიოტაჟი, დაპირისპირება გამოიწვია და საკმაოდ სერიოზული წინაპირობა შეუქმნა დესტაბილიზაციას. შარლ მიშელის შეთანხმებით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ საკუთარ თავზე, მაგრამ კვლავ პოლიტიკურ ველზე, პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე დარჩნენ. გამომდინარე აქედან, ჩვენ მიერ მიღებული კანონი სავსებით ნორმალური და ევროპული სტანდარტისაა“, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა საქართველოს მთავრობის შესაბამის მაღალჩინოსნებთან და არსებობს საკითხები, რომლებიც აშშ-ს სურს, პრიორიტეტად აქციოს ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში.

პრეზიდენტი დღეს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის – 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დილით დაბრუნდა. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

“ნატოს 75 წელი უსრულდება, მაგრამ რა ეზეიმება ალიანსს?”-Foreign Policy

„ნატოს საიუბილეო სამიტზე წევრი სახელმწიფოები ორგანიზაციის შექმნის 75-ე წლისთავს იზეიმებენ, მაგრამ თუ ძალზე გაფართოებულ-გაზრდილი ბლოკი თავის პოლიტიკაში აუცილებელ კორექტივებს არ შეიტანს და უფრო რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის მიმართ ადაპტირებას არ მოახდენს, მაშინ ამჟამინდელი ერთიანობა, რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული, შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს“, – ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ამერიკული ჟურნალი Foreign Policy აქვეყნებს სათაურით „ნატოს 75 წელი უსრულდება, მაგრამ რა ეზეიმება ალიანსს?“ (ავტორი – ქრისტოფერ ჩივისი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

ორიოდე კვირის შემდეგ ვაშინგტონში – იქ, სადაც 1949 წელს ხელი მოაწერა ნატოს – ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის – შექმნის ხელშეკრულებას, ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურები შეიკრიბებიან, რომ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ესოდენ ხანგრძლივი არსებობის მორიგი იუბილე იზეიმონ.

მაგრამ ნამდვილად რომ წარმატებული იყოს, ალიანსმა არამარტო უნდა იარსებოს, არამედ ის თავისი წევრების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.
დღეს მოკავშირეები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის წინაშე დგანან, ერთიანები არიან, მაგრამ თუ ნატოს პოლიტიკაში ღრმა კორექტივები არ იქნება შეტანილი, რომელიც ძალიან გაფართოებულია რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის პირობებში და ბლოკი ადაპტირებას არ მოახდენს, მაშინ, როგორც ისტორია გვაჩვენებს, წევრი-ქვეყნების ერთიანობა შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს.
თანაც იმ დროს, როცა სამხედრო ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოების ტენდენცია შენარჩუნებულია – უკრაინა და მისი ახლო მოკავშირეები ბრიუსელს 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიცემული პირობის შესრულებისაკენ უბიძგებენ.

მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტორს, რომ 2008 წლის დაპირების დროს სულ სხვა გეოპოლიტიკური სიტუაცია არსებობდა, როცა რუსეთი შედარებით სუსტი იყო და კრემლი დღევანდელივით ძალიან მტრულად არ იყო განწყობილი დასავლეთის მიმართ.
უკრაინას, თავის მხრივ, ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ ქვეყანა ნატოს სამხედრო და დემოკრატიულ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.

და თუ ასეთ დროს ნატო უკრაინას წევრობას შესთავაზებს, ბრიუსელი თამასის დაბლა დაწევით ძალიან სარისკო ნაბიჯს გადადგამს, დამანგრეველ ომს გააჭიანურებს და უფრო მეტიც – უკიდურეს წერტილამდე მიიყვანს, რომლის შემდეგ გლობალური კატასტროფა შეიძლება მოხდეს.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ნატომ ათწლეულების განმავლობაში დიდ ქარტეხილებს გაუძლო, მაგრამ თვით ბლოკის არსებობის ფაქტი მისი წარმატების შემფასებელი კრიტერიუმი არ არის.

იმ პირობებში, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ახალი წევრებით ბევრად უფრო გაფართოვდა, ვიდრე შექმნის დროს იყო, ხოლო ამ გაფართოებით ინტერესთა თანხვედრა შემცირდა, ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობის რეგულირება სულ უფრო რთული იქნება, ვიდრე წარსულში იყო.

წყარო:

თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა – დაღუპულია პილოტი

თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია პილოტი, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი – სავიზო შეზღუდვები დაედოთ მათ, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე, კიდევ უფრო მწვავე – ეს არის ფინანსური -პეტრე ცისკარიშვილი

სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი – სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე, კიდევ უფრო მწვავე – ეს არის ფინანსური. ჩვენი გასაკეთებელი იქნება 26 ოქტომბერს დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება, იმისათვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს „ქართული ოცნებისგან“ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან“.

„სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი – სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე კიდევ უფრო მწვავე – ეს არის ფინანსური სანქციები, რომელიც თავისთავად მოიაზრებს ქონებრივ ყადაღას და მათი აქტივების დაყადაღებას, ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების.

მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის მთელი ამ სანქციების ისტორიაში სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია და ეს არის ოქტომბრის არჩევნები – ჩვენ გვინდა თუ არა საქართველომ იცხოვროს ისეთი ხელისუფლების, ისეთი მთავრობის პირობებში, რომელიც სანქცირებულია დასავლეთის მხრიდან, რომელიც სანქციების ქვეშ არის შეერთებული შტატების მხრიდან, გვინდა თუ არა ასეთი მთავრობა გვყავდეს?

ჩვენი გასაკეთებელი 26 ოქტომბერს იქნება დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება, იმისათვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან, „ქართული ოცნებისგან“ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან და ძალიან მკაფიოდ აიღოს გეზი დასავლეთისკენ, ევროინტეგრაციისკენ და გააღრმაოს სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან“, -განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

საქართველოში არის “ვენესუელის სცენარის” ნიშნები, თუმცა რა სცენარებიც არ უნდა მოქსოვონ აშშ-ში, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან-ზაალ ანჯაფარიძე

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვენესუელის მიერ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების განახლებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სულ რაღაც 3,5 წლის ვენესუელის საზოგადოებამ და მისმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა გაუძლეს აშშ-ს მიერ არნახულ ზეწოლას, სანქციებს და ქვეყანა არ დაანებეს გარე ძალებს და მათ დიქტატს.

ანჯაფარიძის თქმით, საქართველოში არის “ვენესუელის სცენარის” ნიშნები, თუმცა რა სცენარებიც არ უნდა მოქსოვონ აშშ-ში, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან.

„ვენესუელა განაახლებს პირდაპირ მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის მიზნით. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა.
არადა, სულ რაღაც 3,5 წლის უკან აშშ-მ (და მისი ზეგავლენით ევროპამ) ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა და დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო სცნო. ამერიკელები ერთხანს ეკურკურებოდნენ გუაიდოს როგორც ვენესუელის “გარდამავალ პრეზიდენტს,” უკვე ლიდერად მიიჩნევენ და ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნებაზე საუბრობდნენ… ანუ დაახლოებით ის რიტორიკა, რაც დღეს მათგან საქართველოს მიმართ ისმის
თუმცა, ვენესუელის საზოგადოება და მისი სახელმწიფო ინსტიტუტები რომ იტყვიან მაგრად დადგნენ, გაუძლეს არნახულ ზეწოლას, სანქციებს და ქვეყანა არ დაანებეს გარე ძალებს და მათ დიქტატს.
“„მე მხარს ვუჭერ დიალოგს, ურთიერთგაგებას, ჩვენი ურთიერთობების მომავალს, ცვლილებას ვენესუელას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სრული პატივისცემით“, – აღნიშნა მადურომ.
მე ვერ გეტყვით ზუსტად, განმეორდება თუ არა საქართველოში “ვენესუელის სცენარი,” თუმცა არის ამის გარკვეული ნიშნები. არადა, რა სცენარებიც არ უნდა მოქსოვონ “იქ”, ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგებიან. ვენესუელა ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.