გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო რჩევებს ავრცელებს

13
spot_img

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო რჩევებს ავრცელებს. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.

„საგამოცდო ცენტრში შესვლისთანავე ჩააბარეთ ტელეფონი და ყველა ზედმეტი ნივთი;

ტესტზე მუშაობის დაწყება შეგიძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;

არ დააწყოთ სამუშაო მაგიდაზე ზედმეტი ნივთები. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე; გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. არ შეიძლება მისი გადაკეცვა ან დაზიანება;

შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლები რჩება ცენტრში. ის პასუხების ფურცელთან ერთად უნდა ჩააბაროთ მეთვალყურეს მუშაობის დასრულებისას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.