Home Blog Page 1077

,,დღეს საქართველო ნამდვილად არის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც აქვს თავისი ძალა, თავისი ძალისხმევა და მიდის თავისი გზით”- ზაზა შათირიშვილი

რუსულ-უკრაინული კონფლიქტი არ არის უბრალოდ რუსულ-უკრაინული კონფლიქტი. ეს არის დაპირისპირება გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის. თუ გვინდა გადავრჩეთ, ზუსტად ისე დალაგდა ყველაფერი, რომ არც გლობალური სამხრეთის მხარეზე უნდა ვიყოთ, და არც გლობალური ჩრდილოეთის, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მივიღეთ ძალიან სერიოზული საბედისწერო გამოცდილება. დღეს ეს ყველაფერი თითქოს დაგროვდა, აკუმულირდა. ძალიან იშვიათად მქონია ისეთი განცდა, რომ ვხედავ – რაც ხდება, სწორია. დღეს საქართველო ნამდვილად არის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც აქვს თავისი გადაწყვეტილება, თავისი ძალა, თავისი ძალისხმევა და მიდის თავისი გზით“, – მიიჩნევს შათირიშვილი.

საქართველოში ახალი თაღლითური სქემა ამოქმედდა

საქართველოში ახალი თაღლითური სქემა ამოქმედდა! მობილურზე ფოსტის სახელით იღებთ შეტყობინებას, თითქოს თქვენს სახელზე ჩამოსულია ამანათი, თუმცა არასაკმარისი მონაცემების გამო ვერ ხერხდება ადრესატამდე მიტანა, ამიტომ გთხოვენ შეიყვანოთ ბანკის მონაცემები. ამ გზით კი თაღლითებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიითვისონ თანხა, რომელიც თქვენს ანგარიშზეა.

მაცდური სატყუარა, ერთ-ერთი ბანკის სახელით გიორგი ზაქარეიშვილს ფეისბუქ გვერდზე შეხვდა. განცხადებაში ეწერა, რომ თუ ვერიფიკაციას გაივლიდა და პირველ 100 ადამიანს შორის მოხვდებოდა, საჩუქრად თანხას მიიღებდა. ვირუსულ ბმულზე გადასვლის და პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, ვებგვერდი გაქრა, რამდენიმე საათში გაქრა თანხაც მისი ანგარიშიდან.

“დაახლოებით ოთხი-ხუთი საათის შემდეგ როცა არაფერს ველოდებოდი, მომივიდა შეტყობინება, რომ ჩემი სახელით გადაირიცხა თანხა ტოტალიზატორში. როდესაც მივხვდი, რომ ვიყავი მსხვერპლი ვითხოვე დახმარება ბანკისგან, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს ბარათის დაბლოკვას. დავბლოკე ბარათი და განვაცხადე პოლიციაში, სადაც დამხვდნენ ადამიანები, ვისაც მსგავსი პრობლემა ჰქონდათ. მაგალითად ერთ ადამიანს 20 ათასი ჰქონდა ჩამოჭრილი. პოლიციაში დამკითხეს, მივაწოდე ყველანაირი ინფორმაცია. დაიწყო გამოძიება, რამდენიმე თვის შემდეგ, დამიკავშირდა ბანკის თანამშრომელი და დამიბრუნდა თანხა”, – აცხადებს გიორგი ზაქარეიშვილი.

ონლაინ თაღლითის, ანუ ფიშერის მახეში გაბმას გადაურჩა ლუკა შაქარიშვილი, რომელსაც გაურკვეველი ელექტრონული ფოსტიდან მობილურზე შეტყობინება მიუვიდა, თითქოს მის სახელზე საქართველოს ფოსტაში ამანათი ჩამოვიდა. გასატანად კი პირადი მონაცემების შევსება იყო საჭირო.

“იმ დროისთვის მართლა ველოდებოდი ამანათს და არ დავეჭვებულვარ, გადავედი ლინკზე, მომთხოვა რაღაცების შევსება, შევიყვანე მისამართი მერე პირადი მონაცემების შეყვანა მომთხოვა – ანგარიშის ნომერი ამაზე უკვე დავეჭვდი იმიტომ, რომ ფული არ მქონდა გადასახდელი. ფეისბუქზე იყო რამდენიმე პოსტი, რომ სხვებსაც იგივე დაემართათ და გახდნენ ფიშინგის მსხვერპლი, მეც ერთი ნაბიჯი მაშორებდა, ფიშინგის მსხვერპლობამდე”, – აცხადებს ლუკა შაქარიშვილი.

“თქვენი ამანათი მოვიდა საწყობში და მისი მიწოდება შეუძლებელია არასრული ინფორმაციის გამო. გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი მისამართი ბმულზე და ჩვენ გამოგიგზავნით 24 საათის განმავლობაში”, – ასეთი შეტყობინებები ჩვენი რესპონდენტის მსგავსად, საქართველოს ფოსტის სახელით ასობით ადამიანმა მიიღო. შინაარსი ყველა შემთხვევაში თითქმის იდენტურია, განსხვავდება მხოლოდ მეილი და ბმული- რომელსაც ონლაინ თაღლითები პოტენციური მსხვერპლის მოსატყუებლად იყენებენ.

”საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, საქართველოს ფოსტის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა.

“მივიტანოთ მოქალაქეებამდე ინფორმაცია, რომ არასდროს “საქართველოს ფოსტა” ტექსტური შეტყობინებით არ ითხოვს, მათ პირად მონაცემებს. არ ითხოვს არც საბანკო მონაცემებს.

წლების განმავლობაში გრძელდება თაღლითური სქემით “საქართველოს პოსტის” და ჩვენი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება. ფოსტა ყველანაირად ცდილობს თავიდან აარიდოს მომხმარებელს მსგავს თაღლითურ შეტყობინებებში ჩათრევა და ეს გამოიხატება შემდეგ ქმედებებში. პირველი, შესაბამის ძალოვან უწყებებს მიეწოდება ინფორმაცია და მეორე ეს არის ახალი ტექნოლოგიები, რომელშიც დიდი თანხა გადაიხადა ფოსტამ, იმ მიზნებისთვის, რომ დაუყოვნებლივ ინტერნეტში როგორც გამოჩნდება ყალბი ვებგვერდი საქართველოს ფოსტის, მოხდება მისი ტერმინაცია”, – განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

თუ ადამიანი ფიშინგის მსხვერპლი გახდა, პირველ რიგში ბარათი უნდა დაბლოკოს, შემდეგ სამართალდამცავ უწყებასთან ერთად შეუძლია ეროვნულ ბანკსაც მიმართოს, რომელიც ყველა შემთხვევას განიხილავს, იმისთვის კი რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, რამდენიმე მარტივი რჩევაა გასათვალისწინებელი.

ციფრულ ეპოქაში ონლაინთაღლითებისგან დაზღვეული არავინაა, რაც უფრო იხვეწება ტექნოლოგიები, მით უფრო იზრდება კიბერ -დამნაშავეების ბრძოლის არეალიც. სწორედ ამიტომ კიბერდანაშაული მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

22 აპრილს „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის“ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 22 აპრილს, „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაციას გაიმართება.

ღონისძიებაზე საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა დაინტერესებულ პირებს პროგრამის დეტალებს, მონაწილეობის პირობებსა და გასული წლების შედეგებს გააცნობს.

პროგრამა „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობა“ 2022 წელს თბილისის მერიის ინიციატივით ამოქმედდა. ის ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნეს მოდელზე დაფუძნებული პროექტების განხორციელებას, რომელსაც ექნება ერთის მხრივ, სოციალური, მეორეს მხრივ, ეკონომიკური მიზანი. პროგრამა, ასევე, მოემსახურება შემოსავლის მიღებას და ახალგაზრდების სოციალურ- ეკონომიკურ გაძლიერებას.

ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე – მეუფე სტეფანე

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ახალგაზრდებით მანიპულირება და მათი დამუნათება ხდება, რათა ისინი ქუჩში გავიდნენ.

მისი თქმით, ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება მყარდებოდა.

“მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით, ნაწილით, ყველას ვერ დაიმონებ. ამუნათებენ ბავშვებს თუ არ გავიდნენ მათ მხარეზე. ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც მყარდებოდა საბჭოთა ხელისუფლება, შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე, ანგრევდნენ ტაძრებს, კლავდნენ ღვთის მსახურებს და ხატებს ესროდნენ, ბოლო ეს იყო. ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე ვითარება, არც უნდა დაუშვან.

ეშმაკები არიან ისინი, ვინც ამას იდეოლოგიურ საფუძველს აძლევენ. როდესაც მე პოზიცია უნდა დავიკავო, ვიყო მომხრე, ვიყო მოწინააღმდეგე – რისი?! თუ შინაარსში არ შევდივარ, იმან რომ მითხრა ამიტომ? მაშინ მანიპულირებაა პირდაპირი და დაგცინის ის”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

გერმანიაში სუნამოების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, სუნამოების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 32 წლის ქართველმა რამდენიმე ასეული ევროს ღირებულების სუნამოები მოიპარა.

ნაძარცვი პოლიციამ მაღაზიას დაუბრუნა, ქართველი კი გამოსასწორებელ დაწესებულებაში გაიგზავნა.

უკრაინამ სევასტოპოლის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ ოკუპირებული სევასტოპოლის პორტზე ნეპტუნის ტიპის ფრთოსანი რაკეტით იერიში მიიტანა.

მოგვიანებით სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა განაცხადა, რომ რაკეტა ერთ-ერთი გემის ჩასაძირად იყო მიმართული და შეტევა საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერია, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებს ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დაწყების საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.

„საუბარია იმაზე, რომ ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, მოწყვლადი ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლება უნდა იყოს სრულად დაცული, მაგრამ ამავდროულად, სრულად უნდა იყოს დაცული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესი, რომ ეს პროპაგანდა არ მიმდინარეობდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ასე შემდეგ. ეს საკონსტიტუციო ცვლილება, როგორც წესი, საჭიროებს საერთო სახალხო განხილვას და შეხვედრები იქნება ყველა რეგიონში სხვადასხვა აუდიტორიასთან“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მმართველი გუნდი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს. კანონპროექტს ჯერ ქუთაისში განიხილავენ, შემდეგ კი საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია განხილვებს ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში გამართავს.

მმართველი გუნდი “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს

მმართველი გუნდი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს.

კონსტიტუციურ კანონის პროექტს 22 აპრილს ქალაქ ქუთაისში განიხილავენ.

მომდევნო დღეებში საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია განხილვებს ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში გამართავს.

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: მამუკა მდინარაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სალომე ქურასბედიანი, თენგიზ შარმანაშვილი, სოზარ სუბარი, ფრიდონ ინჯია და შალვა კერესელიძე. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის კიდევ ერთი წევრია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.

“ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ” მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტში მათი ინიციატივით “ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ” წარდგენილია მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი და ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ”.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლი კორექტირდება, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: – „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

,,აშკარაა „უხეში ჩარევის მცდელობა ქართულ მენტალობაში”- დავით მათიკაშვილი

რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ცალკეულ ჯგუფებში გულწრფელობა შეინიშნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ასევე აშკარაა „უხეში ჩარევის მცდელობა ქართულ მენტალობაში, სადაც „მამული, ენა, სარწმუნოება“ „მამული, ენა ერთობით“ შეცვალეს.“

„ეს არის ფაქტი, რომ დეზინფორმაციის შედეგად მოხდა ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის, ახალგაზრდების აჟიტირება და მოტყუება. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ცალკეულ ჯგუფებში გულწრფელობა შეინიშნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა. აშკარაა ისევ და ისევ ღირებულებით ნაწილში საკმაოდ უხეში ჩარევის მცდელობა ქართულ მენტალობაში, სადაც „მამული, ენა, სარწმუნოება“ შეგვიცვალეს „მამული, ენა ერთობით“, ამის უფლება არავის არ აქვს.

ყველამ კარგად ვიცით, „მამული, ენის“ შემდგომ რა მესამე უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი საუნჯე არსებობს, ეს არის – „სარწმუნოება“. აშკარად ჩანს, რომ სწორედ ეკლესიისა და ჩვენი რწმენის გარკვეულწილად წინააღმდეგ არსებული კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც შეიძლება იყოს ეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები სწორედ ახალგაზრდების უკან არიან ამოფარებულები და ცდილობენ, რომ თავიანთი პარტიული ქულები სწორედ ამ ახალგაზრდები პროტესტის შედეგად დაიწერონ.

„ოპოზიციას აქვს ერთადერთი გეგმა და სურვილი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს. ელექტრონული მხარდაჭერა ნულოვანი აქვთ. ახლა ეს რადიკალები სწორედ ახალგაზრდების უკან არიან ამოფარებულები და ცდილობენ, რომ თავისი დილიდენტები და პარტიული ქულები სწორედ ამ ახალგაზრდების, ნაწილის გულწრფელი და ნაწილის აჟიტირებული და მოტყუებული პროტესტის შედეგად დაიწერონ, მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის სად არის სიმართლე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კუბილიუსმა ის თავისი ღვარძლი შეინახოს თავისთვის – ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველი გუნდი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას სპეკულაციურს უწოდებს და ევროპარლამენტარს მოუწოდებს, საქართველოზე საუბარს თავი დაანებოს.

“ქართულ ოცნებაში”, კუბილიუსსა და “ნაციონალური მოძრაობის” კავშირზე საუბრობენ, რომლის მიზანი, მათივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება და ქვეყანაში არეულობის მოწყობაა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ევროპულ ოჯახში სრული ინტეგრაციისთვის პროგრესია მნიშვნელოვანი, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება უზრუნველყოფს.

“ეს კუბილიუსი და მათი მოკავშირე “ნაციონალები”, ამათთვის ევროკავშირი არ არის შინაარსობრივად მნიშვნელოვანი. მათთვის ეს არის რევოლუციის მოსახდენად გამოგორებული ქვა. ევროკავშირის წევრობისთვის საქართველო, რომ არ არის მზად, ამას არ სჭირდება არც ერთი ნორმალური ადამიანისათვის ორჯერ გამეორება. რატომ არის პროცესი და რატომ ამბობენ, რომ ეს რამდენიმე წელი გაგრძელდება” ეს იმიტომ, რომ არაერთი რეფორმაა გასატარებელი და მარტო მიტინგზე დაძახებული “ჯოს” არ ჰყოფნის ამას. აქედან გამომდინარე თქვა ღარიბაშვილმა ეს აზრი და თვითონ ევროკავშირი ამბობს, რომ მას აქვს დიდი რეფორმები ჩასატარებელი, რათა მისი განვითარება – გაფართოება უზრუნველყოს. ამიტომ, აქ ორმხრივი მზაობისკენ მოძრაობაა საჭირო. კუბილიუსმა ის თავისი ღვარძლი შეინახოს თავისთვის”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. ოთხი თვის შემდეგ კი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის.

,,გარკვეული ჯგუფები სწორედ იმ მემკვიდრეობას ებრძვიან, რაც ილია ჭავჭავაძისგან გვაქვს”- რატი იონათამიშვილი

ცხადია, ეს შემთხვევითი არ არის და ფაქტობრივად ამით მოხდა აღიარება, რომ გარკვეული ჯგუფები სწორედ იმ მემკვიდრეობას ებრძვიან რაც ილია ჭავჭავაძისგან გვაქვს ჩვენ და ამას შორს მიმავალი გეგმები აქვს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გაჟღერებულ სლოგანთან დაკავშირებით განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი პარალელურად თავს ესხმიან ეკლესიას, მტრობენ ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, ცხადი ხდება საიდან მოდის მათი ეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული კამპანია. მათი მხრიდან ამას უფრო შორს მიმავალი მიზნები აქვს, ვიდრე ამ ყველაფერს ერთი კონკრეტული აქციის ფარგლებში რომ შევხედოთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მამული, ენა და სარწმუნოების ნაცვლად ერთობა – „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეებს გმირთა მემორიალთან ფიცის დადების დროს სიტყვა სარწმუნოება არც უხსენებიათ.

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავარმა გამჭვირვალობის კანონზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საპროტესტო აქციებზე. მეუფე იაკობისთვის მიუღებელია ილია ჭავჭავაძის სიტყვების დამახინჯება. ბოდბელი ეპისკოპოსი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„არა რუსეთსო რომ იძახი, კანონი თუ რუსეთია ამ რუსების გვერდით რა გინდა? „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის სატელიტებზე ვლაპარაკობ. აბა გადადეთ, რა გააკეთეს ქართული. საპროტესტო მუხტი რომ არ გაჩერდეს, სანამ შემდეგი რამე იქნება, მე ერთს ვიტყვი, რომ მშვიდობა და სიწყნარე მინდა ქვეყანაში. სიმშვიდე და სიწყნარე იმის ფასად, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ქართველებს საუკეთესო გვქონდეს. ბევრს ეს არ უნდა და ხდება რა, მიდიან, მოგზაურობენ, ჩადიან გმირთა მოედანზე და ფიცს დებენ, რომ იბრძოლებენ საქართველოსთვის. ნახეთ რა ლოზუნგი შემოაქვთ „ენა, მამული და ერთობა“-ო, ფიცს დებენ. ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი“, – აღნიშნა მეუფემ.