Home Blog Page 1069

ლიბერალური ფაშიზმი საქართველოს და ქართული ფეხბურთის წინსვლას ვერ შეაფერხებს -ირაკლი კობახიძე

ყველა მიჩვეულია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველგან, სადაც ქართულ საქმეს მხარდაჭერა სჭირდება. უცნაური სწორედ ის იქნებოდა, ქართული ფეხბურთის წარმატებას გვერდში რომ არ დასდგომოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, მადლიერება ღირსების ელემენტარული გამოხატულებაა, რომელიც ნაკრების ბიჭებმა საფეხბურთო მოედანზე და მოედნის მიღმაც უკვე დიდი ხანია, დაამტკიცეს.

„ეს ერთი თვეა, საქართველოში მოვლენები ჩვეულ რიტმში ვითარდება და განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა ერთისა: ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოს უდიდესი სიხარული აჩუქეს, როდესაც პირველივე ევროპის ჩემპიონატზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და ევროპა ქართული საფეხბურთო ნიჭის შესახებ აალაპარაკეს. ეს წარმატება იყო უდიდესი ბედნიერება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც, ბოლო რამდენიმე წელია, 1990-იან და 2004-2012 წლებში დაკარგულ სიამაყის გრძნობას თანმიმდევრულად იბრუნებს.

ყველაფერი დანარჩენი „მოსაწყენი“ ცხოვრების ჩვეულებრივი გაგრძელება იყო. არაფერი არაჩვეულებრივი არ იყო იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ქართველი ხალხისთვის მინიჭებული სიხარული დაუფასა და უპრეცედენტო ჯილდო გადასცა. მან გააკეთა ის, რასაც, 3-მილიარდდოლარიანი ქველმოქმედების ფონზე ყველა ელოდა და შესაბამისად, ვერავისთვის გასაკვირი ვერ იქნებოდა. ყველა მიჩვეულია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველგან, სადაც ქართულ საქმეს მხარდაჭერა სჭირდება. უცნაური სწორედ ის იქნებოდა, ის ქართული ფეხბურთის წარმატებას გვერდში რომ არ დასდგომოდა.

მადლიერებაც ხომ საზოგადოდ და მით უმეტეს, საქართველოში სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა გაიკვირვოს და მით უმეტეს, ფეხბურთელების შეურაცხყოფის მიზეზად აქციოს ელემენტარული მადლიერება, რომელიც მათ გამოხატეს. მადლობა რომ არ გადაეხადათ, ზუსტად ეს იქნებოდა უცნაური. მადლიერება ღირსების ელემენტარული გამოხატულებაა, რომელიც ჩვენი ნაკრების ბიჭებმა საფეხბურთო მოედანზე და მოედნის მიღმაც უკვე დიდი ხანია, ჭარბად დაამტკიცეს.

„მოსაწყენი“ ცხოვრების ნაწილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეაქციაც ფეხბურთელებისთვის გაცემულ ჯილდოზე. უკვე დიდი ხანია, მიჩვეული ვართ, რომ როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, კოლექტიურ „ნაცებს“ ბოღმა ახრჩობთ. „მოსაწყენი“ ცხოვრების ნაწილია ის, რომ „ნაცები“ ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრები არიან, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია, კარგად გაიაზრა. სწორედ ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ სცადეს, ჩვეული „ღმუილით“ გადაეფარათ ის ზეიმი და ბედნიერება, რომელიც ქართველ ხალხს ნაკრების წარმატების შემდეგ დღემდე მოჰყვება.

ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს არ უნდა ეწყინოთ არცერთი ბოღმიანი სიტყვა, რომელიც ლიბერალურ-ფაშისტურმა უმცირესობამ მათ სრულიად ბუნებრივ მადლიერებას დაუპირისპირა. ქვეყნის მტერი როდესაც გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევი და სწორი ადამიანი ხარ. ისინი ქვეყნის მტრები არიან, თქვენ კი პატრიოტები ხართ და ასეთ პირობებში, მათი თქვენთან დაპირისპირება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.

ძაღლი ყეფს და ქარავანი მიქრის – ქვეყნის მტრები წუხან, მაგრამ ქართული ფეხბურთი წინ მიდის. ლიბერალური ფაშიზმი ვერც საქართველოს და ვერც ქართული ფეხბურთის წინსვლას ვერ შეაფერხებს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გველის, რასაც ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა და საქართველოს ყველა პატრიოტი ასე ძლიერ იმსახურებს“, – წერს კობახიძე.

ლიბერალური ფაშიზმი  საქართველოს და ქართული ფეხბურთის წინსვლას ვერ შეაფერხებს -ირაკლი კობახიძე

ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს არ უნდა ეწყინოთ არცერთი ბოღმიანი სიტყვა, რომელიც ლიბერალურ-ფაშისტურმა უმცირესობამ მათ სრულიად ბუნებრივ მადლიერებას დაუპირისპირა. როდესაც ქვეყნის მტერი გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევი და სწორი ადამიანი ხარ. ისინი ქვეყნის მტრები არიან, თქვენ კი პატრიოტები ხართ და ასეთ პირობებში, მათი თქვენთან დაპირისპირება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოლექტიური ნაცმოძრაობის რეაქციის თაობაზე ფეხბურთელებისთვის გაცემულ ჯილდოზე.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ყველგან, სადაც ქართულ საქმეს მხარდაჭერა ჭირდება. მანვე აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, კოლექტიურ ნაცებს ბოღმა ახრჩობთ და ის, რომ ნაცები ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრები არიან, ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია კარგად გაიაზრა.

„ეს ერთი თვეა, საქართველოში მოვლენები ჩვეულ რიტმში ვითარდება და განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა ერთისა: ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოს უდიდესი სიხარული აჩუქეს, როდესაც პირველივე ევროპის ჩემპიონატზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და ევროპა ქართული საფეხბურთო ნიჭის შესახებ აალაპარაკეს. ეს წარმატება იყო უდიდესი ბედნიერება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც, ბოლო რამდენიმე წელია, 1990-იან და 2004-2012 წლებში დაკარგულ სიამაყის გრძნობას თანმიმდევრულად იბრუნებს.

ყველაფერი დანარჩენი „მოსაწყენი“ ცხოვრების ჩვეულებრივი გაგრძელება იყო. არაფერი არაჩვეულებრივი არ იყო იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ქართველი ხალხისთვის მინიჭებული სიხარული დაუფასა და უპრეცედენტო ჯილდო გადასცა. მან გააკეთა ის, რასაც, 3-მილიარდდოლარიანი ქველმოქმედების ფონზე ყველა ელოდა და შესაბამისად, ვერავისთვის გასაკვირი ვერ იქნებოდა. ყველა მიჩვეულია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ყველგან, სადაც ქართულ საქმეს მხარდაჭერა ჭირდება. უცნაური სწორედ ის იქნებოდა, ის ქართული ფეხბურთის წარმატებას გვერდში რომ არ დასდგომოდა.

მადლიერებაც ხომ საზოგადოდ და მით უმეტეს, საქართველოში სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა გაიკვირვოს და მით უმეტეს, ფეხბურთელების შეურაცხყოფის მიზეზად აქციოს ელემენტარული მადლიერება, რომელიც მათ გამოხატეს. მადლობა რომ არ გადაეხადათ, ზუსტად ეს იქნებოდა უცნაური. მადლიერება ღირსების ელემენტარული გამოხატულებაა, რომელიც ჩვენი ნაკრების ბიჭებმა საფეხბურთო მოედანზე და მოედნის მიღმაც უკვე დიდი ხანია ჭარბად დაამტკიცეს.

„მოსაწყენი“ ცხოვრების ნაწილი იყო კოლექტიური ნაცმოძრაობის რეაქციაც ფეხბურთელებისთვის გაცემულ ჯილდოზე. უკვე დიდი ხანია მიჩვეული ვართ, რომ როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, კოლექტიურ ნაცებს ბოღმა ახრჩობთ. „მოსაწყენი“ ცხოვრების ნაწილია ის, რომ ნაცები ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრები არიან, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია კარგად გაიაზრა. სწორედ ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ სცადეს, ჩვეული „ღმუილით“ გადაეფარათ ის ზეიმი და ბედნიერება, რომელიც ქართველ ხალხს ნაკრების წარმატების შემდეგ დღემდე მოჰყვება.

ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს არ უნდა ეწყინოთ არცერთი ბოღმიანი სიტყვა, რომელიც ლიბერალურ-ფაშისტურმა უმცირესობამ მათ სრულიად ბუნებრივ მადლიერებას დაუპირისპირა. როდესაც ქვეყნის მტერი გლანძღავს, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევი და სწორი ადამიანი ხარ. ისინი ქვეყნის მტრები არიან, თქვენ კი პატრიოტები ხართ და ასეთ პირობებში, მათი თქვენთან დაპირისპირება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.

ძაღლი ყეფს და ქარავანი მიქრის – ქვეყნის მტრები წუხან, მაგრამ ქართული ფეხბურთი წინ მიდის. ლიბერალური ფაშიზმი ვერც საქართველოს და ვერც ქართული ფეხბურთის წინსვლას ვერ შეაფერხებს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გველის, რასაც ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა და საქართველოს ყველა პატრიოტი ასე ძლიერ იმსახურებს“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ესპანეთმა გერმანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა

JPG edited with https://ezgif.com/resize

ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ესპანეთის ნაკრებმა დამატებით დროში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის 51-ე წუთზე ანგარიში დანი ოლმომ გახსნა, ხოლო 89-ე წუთზე ფლორიან ვირცმა ანგარიში გაათანაბრა.

მიკელ მერინომ გამარჯვების გოლი 119-ე წუთზე გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები საფრანგეთისა და პორტუგალიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი 9 ივლისს მიუნხენში გაიმართება.

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თუ გეგმავდით ფინანსურ ოპერაციებს, დღეს სწორედ შესაფერისი დღეა. იზრუნეთ ოჯახის საჭიროებებზე. საღამოს გაერთეთ და დაკავდით თქვენთვის საინტერესო საქმიანობით.

კურო

შესანიშნავი დროა ახალი ნაცნობობისთვის, ახალი ურთიერთობებისთვის, ეს თქვენს ცხოვრებაში ახალ სასიკეთო ემოციებს შემოიტანს.

ტყუპები

მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს, რომლებიც ყველას და ყველაფერს წამლავენ თავისი განწყობითა და მოქმედებით. იაქტიურეთ, მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

კირჩხიბი

ახალი შემოქმედებითი შთაგონების დღეა, წარმატება გელით სასიყვარულო საქმეებში. თქვენი მზარდი ინტუიცია ძლიერ ზეგავლენას მოახდენს თქვენს საქმიანობაზე.

ლომი

ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას, საკვები პროდუქტების ხარისხს, ფრთხილად იყავით სპორტის ექსტრემალურ სახეობებთან, მანქანის საჭესთან. დაიცავით მოძრაობის წესები.

ქალწული

იმედი და საკუთარი თავის რწმენა, ოპტიმიზმითა და გაბედულებით გავსებთ. სამყარო თითქოს თქვენს თვალწინ იცვლება და მეტად სასიკეთო ტრანსფორმაციას განიცდის.

სასწორი

ნათელი და პოზიტიური დღე გელით. წარმოქმნილ დაბრკოლებებს მარტივად გადაჭრით, თუ მეტ მოთმინებას გამოიჩენთ და ნეგატიურ აზრებს არ აჰყვებით.

მორიელი

სასიკეთო იქნება, თუ სპორტის რომელიმე სახეობით დაკავდებით. იზრუნეთ თქვენი პიროვნული და შემოქმედებითი თვისებების წარმოჩენაზე.

მშვილდოსანი

ნუ იქნებით იმპულსური, ნუ იჩქარებთ. ახლობლებთან ურთიერთობებში გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და გულისხმიერება.

თხის რქა

სწორი მიმართულება მიეცით თქვენს ძალებს. კრეატიულობა და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ ყველა პრობლემების გადაჭრისას. ზოგიერთი თხის რქა, შესაძლოა, სარისკო გართობაში ან შემოქმედებით ექსპერიმენტებში ჩაერთოს, გახსოვდეთ, ზომიერების დაცვა აუცილებელია.

მერწყული

მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურას, მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან, ერთობლივად მიიღეთ გადაწყვეტილებები და ყველა პრობლემა იოლად მოგვარდება.

თევზები

მეტად დაეყრდენით საკუთარ ძალებს, სასიკეთო იქნება მცირე ფიზიკური დატვირთვა, შესაძლოა, სასიამოვნო საჩუქარიც მიიღოთ. 

გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! – თინა ბოკუჩავა

გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ევროპული კეთილდღეობა და განვითარება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ჩვენი კულტურის, იდენტობის და ტრადიციების დაცვა? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! შეცდომის უფლება არ გვაქვს. არ გვაქვს არც დაღლის, არც ნიჰილიზმის უფლება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ახალგაზრდული ფორუმი 2024-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი რეფერენდუმზე მივდივართ: „ევროპა, ცივილიზაცია, განათლებული სამყარო თუ ისევ ავტოკრატია, კორუფცია, ნეპოტიზმი, რუსეთის განუზომელი გავლენა“.

“სურათი ნათელია – ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერასდროს ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, ვერასდროს გახდება იმ დიდი ოჯახის ნაწილი, რომლისთვისაც მთავარ ფუნდამენტს ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და ადამიანის ღირსება წარმოადგენს.

დავალება მარტივია – გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ევროპული კეთილდღეობა და განვითარება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ჩვენი კულტურის, იდენტობის და ტრადიციების დაცვა? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება!

ამ თვალსაზრისით ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, უნდა ვეძებოთ არა განსხვავებები, არამედ საერთო შეხების წერტილები. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება შევიდეთ ნორმალურ საარჩევნო კამპანიებში, სადაც მოქალაქე არჩევანს საარჩევნო პროგრამის მიხედვით აკეთებს. 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი მივდივართ რეფერენდუმზე – ევროპა, ცივილიზაცია, განათლებული სამყარო თუ ისევ ავტოკრატია, კორუფცია, ნეპოტიზმი, რუსეთის განუზომელი გავლენა.

აქ შეცდომის უფლება არ გვაქვს. არ გვაქვს არც დაღლის, არც ნიჰილიზმის უფლება.

მოარული სტერეოტიპია, რომ ახალგაზრდები არჩევნებზე არ დადიან, პოლიტიკა არ აინტერესებთ, ინდიფერენტულები არიან. თქვენ დაამტკიცეთ, რომ თუ საქმე ქვეყნის ბედს ეხება, არათუ მონაწილეობთ, არამედ პროცესების მთავარი წარმმართველი ძალა ხართ.

მეტიც, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმოკლეს ვადებში ქვეყნის მართვის სადავეები მთლიანად დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა უნიკალურმა თაობამ გადაიბაროთ! სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას ჰაერივით ჭირდება!

ივანიშვილი და მისი პროპაგანდა ცდილობენ დაგიმტკიცონ, რომ პოლიტიკა თქვენი საქმე არაა, რომ არ უნდა გაეკაროთ პოლიტიკურ პროცესს, არ ენდოთ არავის. ამით სურთ მათთვის ყველაზე საშიში ძალა გაანეიტრალონ.

ქვეყნის გადარჩენა კი სწორედ იმაშია, რომ როგორც ერთიანად, უშიშრად და ორგანიზებულად წარმართეთ პროტესტები, სწორედ ასე მოემზადოთ და ყველა თქვენ თანატოლთან ერთად, შექმნათ ერთი დიდი მშვიდობიანი ცვლილებების ახალგაზრდული ტალღა. თქვენ უნდა იყოთ ყველგან, ყველა უბანზე, ამომრჩევლებად, დამკვირვებლებად, მცველებად! მხოლოდ ასე გაიმარჯვებს საქართველო!”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა – სალომე ზურაბიშვილი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა.

„ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა.

ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, რის ფარგლებშიც სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი „დიალოგის აღდგენისთვის პირველ ნაბიჯს“ წარმოადგენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი „დიალოგის აღდგენისთვის პირველ ნაბიჯს“ წარმოადგენს. ამის შესახებ ორბანმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აღმოვაჩინე, რომ პოზიციები ძალიან დაშორებულია ერთმანეთს. ბევრი ნაბიჯებია საჭირო ომის დასამთავრებლად და მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ „ამ სამუშაოს გააგრძელებს“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის ორბანის ვიზიტს ევროკავშირის სახელით განხორციელებულ ვიზიტად აღიქვამს.

„როგორც მესმის, ამჯერად ჩამოხვედით არა მხოლოდ როგორც დიდი ხნის პარტნიორი, არამედ როგორც [ევროკავშირის] საბჭოს პრეზიდენტი“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ ის ორბანისგან უკრაინაში არსებულ ვითარებაზე „ევროპელი პარტნიორების პოზიციების“ გაგებას ელის და მზად არის სამშვიდობო წინადადებების ნიუანსებზე ისაუბროს.

ცნობისთვის, ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ევროკავშირის ინსტიტუტების არაერთმა ლიდერმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ორბანი მოსკოვში როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფება და მას ევროკავშირის მანდატი არ გააჩნია.

 აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“  ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება – აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 

აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

„შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.

30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს თავდაცვით ძალებთან პარტნიორობას და გავაგრძელებთ საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია, და დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმ უდიდეს ღირებულებას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ისეთ წვრთნებს სძენენ, როგორიცაა “ღირსეული პარტნიორი”. შეერთებულ შტატებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობების იმედი აქვს, მათ შორის AGILE SPIRIT-ის 2025 წელს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პუტინმა დაასახელა ის პირობები, რომლებსაც რუსეთი უკრაინას უყენებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაასახელა ის პირობები, რომლებსაც რუსეთი უკრაინას უყენებს.

„რუსეთი ემხრობა კონფლიქტის სრულ და საბოლოო დასრულებას. ამის პირობები, როგორც უკვე ვთქვი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს გამოსვლაში არის ჩამოყალიბებული. საუბარია უკრაინის ჯარების სრულ გაყვანაზე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

დასანანია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სწავლების გადადების მიუხედავად, აღნიშნული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის გამო ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ მდინარე ვერეს კალაპოტი ლამისგან, ნაშალი მასისა და მიწისგან იწმინდება. კალაპოტი უკვე გასუფთავდა ლელქაშისა და ამონაყრისგან, ასევე, მოიჭრა მდინარის ნატანისგან წარმოქმნილი კუნძულები და ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის სამუშაოებს სპეცტექნიკის საშუალებით შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

„თბილსერვის ჯგუფი“ ღამის განმავლობაში მდინარის კალაპოტიდან გამოტანილი მასისა და ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს. აღნიშნული სამუშაოების გამო 6 ივლისს, 00:00-დან 06:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად, იპოდრომიდან გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ქართულ ოცნებას“ იმიტომ გამოვეყავით, რომ ჩვენთვის სიმართლე უფრო ხმამაღლა სათქმელი იყო – დიმიტრი ხუნდაძე

ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ იმიტომ გამოვეყავით, რომ ჩვენთვის სიმართლე უფრო ხმამაღლა სათქმელი იყო – არსებობს არჩევნებში ჩვენი ერთად წარმოდგენის თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა, თუმცა ამ თემაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, „ხალხის ძალა“, როგორც საარჩევნო სუბიექტი, მიიღებს თუ არა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას, ჯერ არ უმსჯელიათ.

„რა თქმა უნდა, უმრავლესობა უმრავლესობად რჩება. როდესაც ჩვენ „ქართულ ოცნებას“ გამოვეყავით, მაშინაც დავადასტურეთ, რომ უმრავლესობაში ვრჩებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ღირებულებითი სხვაობა არ არის და ჩვენი ერთობა არ დარღვეულა.

შესაძლებლობა ჩვენი ერთად წარმოდგენის არსებობს თეორიულიც და პრაქტიკულიც, თუმცა ამ თემზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ასე რომ, შეფასებებს ნაადრევად ნუ გავაკეთებთ.

ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ იმიტომ გამოვეყავით, რომ ჩვენთვის სიმართლე უფრო ხმამაღლა სათქმელი იყო – ამიტომ წარმოვადგინეთ საკუთარი თავი ცალკე. ის, თუ როგორ იქნება ეს არჩევნებზე, დრო ჯერ კიდევ არსებობს და ამასთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს კონსულტაციები. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ცალ-ცალკე და ერთადაც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.