Home Blog Page 1066

ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მშვიდობა და იქამდე მისასვლელი ერთადერთი გზა არის პრეზიდენტი პუტინის დარწმუნება იმაში, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე – სტოლტენბერგი

Press conference by Jens Stoltenberg, NATO Secretary General, following the meeting of NATO Foreign Affairs Ministers at NATO HQ in Brussels G

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს არის ალიანსში უკრაინის ნებისმიერი მომავალი გაწევრიანების წინაპირობა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება, გამოცხადდება ახალი ინიციატივები უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის სარდლობა გერმანიაში და ლოგისტიკური ცენტრები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.

„ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ გვექნება სარდლობა გერმანიაში და ლოგისტიკური ჰაბები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ასევე წვრთნები უკრაინული ძალებისთვის. ეს იქნება სამიტის დიდი და მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ძლიერ ჩარჩოს უკრაინისადმი ჩვენს მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, მოელის, რომ ვაშინგტონის სამიტამდე მოკავშირეები ახალ განცხადებებს გააკეთებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ქვეყნისთვის მეტი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.

„ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინისთვის, როგორც ამ ახალი წვრთნითა და დახმარებით, რომელსაც ნატო უკრაინას გაუწევს, ასევე გრძელვადიანი დაპირების თვალსაზრისით. ასევე ველი, რომ სამიტამდე მოკავშირეები ახალ განცხადებებს გააკეთებენ მეტი საჰაერო თავდაცვისა და მეტი საბრძოლო მასალის შესახებ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დარწმუნება, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე.

„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. საქმე ისაა, რომ პასუხი ყოველთვის იყო ის, რომ ომის დასრულება ომის წაგება. მაგრამ ეს არ არის მშვიდობა, ეს არის ოკუპაცია. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მშვიდობა და იქამდე მისასვლელი ერთადერთი გზა არის პრეზიდენტი პუტინის დარწმუნება იმაში, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, ის უნდა დაჯდეს [მოლაპარაკებების მაგიდასთან] და მიიღოს საკითხის ისეთი გადაწყვეტა, სადაც უკრაინა არის სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში და ერთადერთი გზა პუტინის დასარწმუნებლად, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე არის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. ასე რომ, მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, რომელიც უკრაინისთვის გრძელვადიანი იქნება, მოითხოვს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

htt

ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა. ამის შესახებ თავად ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა და ვიზიტის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით – „მშვიდობის მისია 3.0 პეკინი“. შემდეგ პოსტში მან განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება.

„ჩინეთი საკვანძო ძალაა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის პირობების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ მოვედი პრეზიდენტ სისთან შესახვედრად პეკინში, ბუდაპეში მისი ოფიციალური ვიზიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ“, – წერს ორბანი.

ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო -მარინ ლე პენი

ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო. ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.

„ხვალინდელი გამარჯვების მარცვალს მე დღევანდელ შედეგებში ვხედავ“, – აღნიშნა ლე პენმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტ მაკრონის სიტუაცია არის გაუსაძლისი.

წინასწარი ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს, მეორე ადგილზეა მაკრონის პარტია, ხოლო მესამეზე – ლე პენის პოლიტიკური გაერთიანება.

თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით წყვეტს საქმიანობას

თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაობის გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვის ცენტრში. კერძოდ:

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ კოსტავას N72-ში.

რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას მიიღებენ ვაკის რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე – თამარაშვილის N10ა და საბურთალოს რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე – მიცკევიჩის N20.

ააიპ „ჩემი ადვოკატი” მოქალაქეებს მოემსახურება ყველა რაიონულ სერვის ცენტრში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 ივლისს ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

?ფოთშიც დარია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. +32 გრადუსია და ღრუბლიანობა არის მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ჭიათურაში წვიმა ნავარაუდევი არ არის. დღე +34 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც წვიმს. დღისით +34 იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +35 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +17გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურშიც იწვიმებს, დღე +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +24, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

ემანუელ მაკრონი ვალდებულია „ახალ სახალხო ფრონტს“ მთავრობის ფორმირება შესთავაზოს -ჟან-ლუკ მელანშონი

JPG edited with https://ezgif.com/resize

მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი, ჟან-ლუკ მელანშონი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვალდებულია „ახალ სახალხო ფრონტს“ მთავრობის ფორმირება შესთავაზოს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

„[საფრანგეთის მოსახლეობის] უმრავლესობამ სხვა არჩევანი გააკეთა ქვეყნისთვის. ხალხის ნება უნდა დადასტურდეს. პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს მემარცხენეების შედეგებს [არჩევნებში], რომელიც ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა ხდება“, – აღნიშნა ჟან-ლუკ მელანშონმა.

„პრემიერ-მინისტრი [გაბრიელ ატალი] უნდა წავიდეს. […] პრეზიდენტი ვალდებულია „ახალ სახალხო ფრონტს“ მთავრობის ფორმირება შესთავაზოს. „ახალი სახალხო ფრონტი“ მზად არის ამისათვის“, – დასძინა მან.

ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ახალი სახალხო ფრონტი“ იმარჯვებს.

წინასწარი მონაცემებით, „ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) პარლამენტში 172-192 ადგილს მიიღებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია – 150-170 ადგილს, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ – 132-152 ადგილს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 67.5% შეადგინა.

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის მრავალი განსხვავებული ვარიანტი გამოჩნდება. გირჩევთ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და წესიერების ფარგლებს არ გასცდეთ. ნუ ეცდებით ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას – ამას განსაკუთრებული ოსტატობა სჭირდება. კარგი პერიოდია გააქტიურებისა და ინიციატივის გამოსაჩენად, ძველი პოზიციების დასაბრუნებლად და გავლენის სფეროების გასაფართოებლად.

კურო

თუ შანსს ხელიდან არ გაუშვებთ, შეიძლება მოგებიანი ხელშეკრულება დადოთ, კარიერულ წინსვლას მიაღწიოთ და გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოთ. ეცადეთ ოპტიმიზმი ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ. გონებამახვილობისა და მდიდარი ფანტაზიით წყალობით ახალი იდეების ჩამოყალიბებას და მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებას, ასევე თქვენს სასიკეთოდ გამოყენებას შეძლებთ.

ტყუპები

უსაფუძვლო შიშები ცხოვრებას გირთულებთ. სირთულეები ნუ შეგაშინებთ – ისინი თქვენს გასაძლიერებლად გაჩნდნენ. ახალი მოკავშირეები თქვენს ცხოვრებაში ახალ, პოზიტიურ მოტივაციას შემოიტანენ. ეცადეთ საკუთარ პრობლემებს სხვა კუთხით შეხედოთ – მათთან გამკლავება არც ისე რთულია, როგორც ფიქრობთ.

კირჩხიბი

დაბრკოლებები ნუ შეგაშინებთ. ეცადეთ მოთმინება და ცოტა ეშმაკობა გამოიჩინოთ და საქმე თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ – სასურველია, რომ რჩევა ახლო ნათესავებსა და კოლეგებს სთხოვოთ. კარგი პერიოდია გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ლომი

ნაკლები ილაპარაკეთ და უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ მომდევნო კვირა ბევრად რთული იქნება, ამიტომ უმჯობესია ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა ახლა მოაგვაროთ.

ქალწული

ფრთხილად იყავით, ეს დღე შეიძლება სტრესული სიტუაციებით იყოს სავსე. მოერიდეთ უხეშობას კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში, რასაც კონფლიქტი მოჰყვება. ბიზნესპარტნიორები ყურადღებით გაკვირდებიან, ამიტომ მშვიდად და გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ვარჯიში დაიწყოთ.

სასწორი

ეს დღე ბედის უეცარ შემობრუნებას, ახალ თავგადასავლებსა და იმედგაცრუებას მოგიტანთ. გირჩევთ შეხვედრები და ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და ყურადღება მთავარ საკითხებზე გაამახვილოთ. პროფესიულ სფეროში დაშვებული შეცდომები დიდ დროს წაგართმევთ. ეცადეთ საყვარელი ადამიანები არ დაივიწყოთ და მხარი დაუჭიროთ – მათ ახლა თქვენი ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მორიელი

თუ შესაძლებელია, მობილური ტელეფონი გამორთეთ და ოჯახურ გარემოში, ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან ერთად ყოფნით დატკბით. თუ ამ ბოლო დროს ბევრს მუშაობთ, ეს დასვენებისა და ძალების აღდგენის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ამ დღეს შორეულ მოგზაურობაში წასვლისგან თავის შეკავება სჯობს.

მშვილდოსანი

ამ დღეს დიდია ცდუნების, მოტყუებისა და იმედგაცრუების ალბათობა. თუ სიფრთხილეს და წინდახედულებას გამოიჩენთ, შესაძლოა, დაგებულ მახეებს თავი დააღწიოთ. გირჩევთ ოჯახური ბიუჯეტის ხარჯვა აკონტროლოთ, რადგან მოულოდნელი ხარჯი შემოსავალზე მეტია. გაითვალისწინეთ მეგობართა და ახლობელთა რჩევები, რადგან კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ.

თხის რქა

სავარაუდოდ, დღევანდელი კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება და მაშინვე ახალი პრობლემები გაჩნდება. ეცადეთ, პანიკაში არ ჩავარდეთ. თქვენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები ყველაფერს სწრაფად გაუმკლავდება. გამორიცხული არ არის, რომ ძველი კოლეგებისგან მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, მომავალში ძალიან გამოგადგებათ.

მერწყული

ის, რაც აქამდე ბნელით იყო მოცული, სრულიად ნათელი გახდება. ბოლოს და ბოლოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ამა თუ იმ მოქმედებების მიზეზს გაიგებთ. ნუ მისცემთ კოლეგებს უფლებას, რომ თქვენს საქმეში ჩაერიონ.

თევზები

პლანეტების განლაგება თევზებისთვის საკმაოდ არახელსაყრელ დღეს გვპირდება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ძველი წყენა და გაუგებრობები იჩენს თავს. არ არის გამორიცხული, რომ პარტნიორებმა გიღალატონ. ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში “ახალი სახალხო ფრონტი” იმარჯვებს

ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ახალი სახალხო ფრონტი“ იმარჯვებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, „ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) პარლამენტში 172-192 ადგილს მიიღებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია – 150-170 ადგილს, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ – 132-152 ადგილს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 67.5% შეადგინა.

საფრანგეთში 30 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. პირველი ადგილი ხმათა 33.15% ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ დაიკავა. მეორე ადგილზე მემარცხენე ალიანსი „ახალი სახალხო ფრონტი“ გავიდა, რომელმაც ხმათა 27.99% მიიღო. პრეზიდენტ მაკრონის კოალიცია „ერთად რესპუბლიკისთვის“ კი მხოლოდ ხმათა 20.04%-ს დასჯერდა.

საფრანგეთში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მაკრონმა 9 ივნისს მისი მომხრეების ევროპარლამენტის არჩევნებში წარუმატებლობის ფონზე საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა.

ღმერთი სპორტში ნეიტრალურია, არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი -რომან გოცირიძე

ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის? – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები “ვერ გადაურჩა” საპატრიარქოში ვიზიტს. პოლიტიკოსის თქმით, ღმერთის ხელი არ ურევია ნაკრების კარგ თამაშში, ვინაიდან, სპორტში ღმერთი ნეიტრალურია.

“ოთხი დიდი ევროპული გუნდიდან ერთ-ერთი ხდება ევროპის ჩემპიონი. მთელი ქვეყანა იზეიმებს, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებას. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხიდან რომელი გამარჯვებული ეახლება ეკლესიას და მადლობას გადაუხდის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისათვის? ან რომელი ქვეყნის ეკლესია მიიწვევს თავისთან და ირიბად შეახსენებს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა?

ყველა პოპულარულ ადამიანს, სპორტსმენი იქნება, მომღერალი თუ პოლიტიკოსი, საპატრიარქო თავისთან იბარებს და საჯაროდ აჩოქებს, რომ თავის ძლევამოსილებას გაუსვას ხაზი. ვერც ჩვენი საფეხბურთო ნაკრები გადაურჩა ამას. რას ვიზამთ, უარის თქმასაც ვისწავლით. ყველაფერი ერთ დღეში არ მოდის.

რაც შეეხება მათ წარმატებას, ეს მათი დამსახურებაა. ღმერთი სპორტში ნეიტრალურია. არ ურევია მათ კარგ თამაშში ღმერთის ხელი. ერთხელ ჩაერია, ისიც უსამართლოდ, როცა მარადონას ხელით გაატანინა და იმის მერე ასეთი რამ არ ჩაუდენია. ღმერთი აბა რის ღმერთია, თავისი შეცდომა თუ არ გამოასწორა.”- წერს გოცირიძე.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი ხვალ დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს, 10:00 საათზე, დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე განცხადებით, რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი კატეგორიის აპლიკანტები:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);

თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

„სსსმ ბავშვებისა და სამხედრო მოსამსახურეთა შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგი ელფოსტის მისამართზე: registracia2025@gmail.com. ყველა სხვა კატეგორია რეგისტრირდება ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.

მშობელს, რომელიც ვერ ახერხებს ბავშვის რეგისტრაციას, შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ბაღის ადმინისტრაციას.

ბავშვის რეგისტრაციის გადასამოწმებლად, მშობლები უნდა დაუკავშირდნენ კონკრეტული ბაღის ადმინისტრაციას“, – აცხადებენ სააგენტოში.

https://www.facebook.com/bagebisaagento/posts/780368267600260?ref=embed_post

პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის საკათედრო ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მთავრობის მეთაურს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა მიაწოდეს.

ალავერდის ეპარქიისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შეთანხმებით, ამ ეტაპზე ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები გუმბათის რესტავრაციას დაიწყებენ.

სტიქიით გამოწვეული ზიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა შეაფასა. ძლიერი ქარის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ალავერდის საკათედრო ტაძარი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა.

შეძლებს თუ არა კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის ჩანაცვლებას საპრეზიდენტო არჩევნებში?

ჯო ბაიდენის წარუმატებელი დებატების შემდეგ დონალდ ტრამპთან, დემოკრატიული პარტიის ისტებლიშმენტმა და მისმა სპონსორებმა წამოიწყეს კამპანია ამერიკულ პრესაში ბაიდენის სხვა კანდიდატით ჩანაცვლების მიზნით. ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს აქვს ყველაზე დიდი შანსი გახდეს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.

როგორ შეიცვლება კამპანიის სცენარი, თუ კამალა ჰარისი გახდება დონალდ ტრამპის მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნებში?

უპირველეს ყოვლისა, დემოკრატები ტრამპს ჩამოართმევენ ბაიდენის წინააღმდეგ მისი კამპანიის მთავარ კოზირს – ოპონენტის ასაკს. სიტუაცია შემობრუნდება. 59 წლის კამალა ჰარისს შეეძლება ასაკის შესახებ არგუმენტები გამოიყენოს 78 წლის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

ბაიდენის კამპანია ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ ის კენჭს იყრის, რათა გადაარჩინოს ამერიკა დონალდ ტრამპის დიქტატურის საფრთხისგან. აშშ დაარსდა როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. აშშ-ს არ აქვს დიქტატურის ან მონარქიის ისტორიული გამოცდილება. ამიტომ დიქტატურის საფრთხე ამერიკელი ამომრჩევლებისთვის ძლიერი არგუმენტია. კამალა ჰარისი გააგრძელებს ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის ამ ხაზს და გააძლიერებს კიდეც. ჰარისი ცნობილია, როგორც მკაცრი ხასიათის მქონე ქალი და მკაცრი გამონათქვამებისადმი მიდრეკილება აქვს. ბაიდენი უპირატესობას ანიჭებს დიპლომატიურ სტილს და ფრთხილია თავის განცხადებებში, ჰარისს შეუძლია მკვეთრად და უხეში პასუხის გაცემა ტრამპის განცხადებებზე.

ჟურნალ Newsweek-ის თანახმად, ბაიდენთან ტრამპის წარმატებული დებატების შემდეგ, მერყევ შტატებში (swing states) ბაიდენის მხარდაჭერის დონე პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. https://www.newsweek.com/donald-trump-bad-news-swing-states-poll-despite-joe-biden-debate-performance-1921852

ეს განპირობებულია იმით, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლები გადაწყვეტილებებს იღებენ თავიანთი იდეოლოგიური შეხედულებების საფუძველზე და არა კანდიდატის ასაკისა და სატელევიზიო კამერის წინ ქცევის უნარის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბაიდენის იდეოლოგიურ ხაზს, ბაიდენის ხმები მერყევ შტატებში ჰარისს გადაეცემა.

რჩება კითხვა, მზად არიან თუ არა ამერიკელი ამომრჩევლები აირჩიონ პირველად აშშ-ს ისტორიაში პრეზიდენტად ქალი. ბარაკ ობამა გახდა აშშ-ს პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ბუშ-უმცროსის პრეზიდენტობის დროს აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობდა სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. მას მაღალი რეიტინგი ჰქონდა და რესპუბლიკური პარტია განიხილავდა რაისის წარდგენის შესაძლებლობას პრეზიდენტად ბუშ- უმცროსის მეორე ვადის შემდეგ. თუმცა, კონდოლიზა რაისმა უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.

ამრიგად, სტერეოტიპი, რომ ამერიკა არ არის მზად, ხმა მისცეს ქალს, მოძველებულია. ჰილარი კლინტონი გამარჯვებასთან ახლოს იყო და წააგო არა იმიტომ, რომ ქალია, არამედ საარჩევნო კამპანიაში სხვა შეცდომების დაშვების გამო.

ტრამპის საარჩევნო შტაბს მოუწევს შეცვალოს თავისი კამპანიის სტრატეგია და კანდიდატის ასაკის თემას აუაროს გვერდი. კამალა ჰარისის ამოცანაა აჩვენოს, რომ ის არის ბაიდენის მიერ დაწყებული საქმის უფრო ახალგაზრდა გამგრძელებელი.

თუ ჯო ბაიდენი მოიხსნის თავის კანდიდატურას არჩევნებიდან, მაშინ მას კიდევ ერთი კოზირი აქვს, რომელიც გააძლიერებს კამალა ჰარისის პოზიციას. ბაიდენმა შესაძლოა გაიმეოროს ბორის ელცინის ქმედება და ვადამდე გადადგეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტიდან. კამალა ჰარისის პოლიტიკური წონა და ავტორიტეტი მეტად გაიზრდება რადგანაც ის კონკურენციას გაუწევს დონალდ ტრამპს როგორც აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი