ემანუელ მაკრონი ვალდებულია „ახალ სახალხო ფრონტს“ მთავრობის ფორმირება შესთავაზოს -ჟან-ლუკ მელანშონი

29
JPG edited with https://ezgif.com/resize
spot_img

მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი, ჟან-ლუკ მელანშონი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ვალდებულია „ახალ სახალხო ფრონტს“ მთავრობის ფორმირება შესთავაზოს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

„[საფრანგეთის მოსახლეობის] უმრავლესობამ სხვა არჩევანი გააკეთა ქვეყნისთვის. ხალხის ნება უნდა დადასტურდეს. პრეზიდენტი უნდა დაემორჩილოს მემარცხენეების შედეგებს [არჩევნებში], რომელიც ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა ხდება“, – აღნიშნა ჟან-ლუკ მელანშონმა.

„პრემიერ-მინისტრი [გაბრიელ ატალი] უნდა წავიდეს. […] პრეზიდენტი ვალდებულია „ახალ სახალხო ფრონტს“ მთავრობის ფორმირება შესთავაზოს. „ახალი სახალხო ფრონტი“ მზად არის ამისათვის“, – დასძინა მან.

ეგზიტპოლის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში „ახალი სახალხო ფრონტი“ იმარჯვებს.

წინასწარი მონაცემებით, „ახალი სახალხო ფრონტი“ (მემარცხენეების გაერთიანება) პარლამენტში 172-192 ადგილს მიიღებს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია – 150-170 ადგილს, ხოლო მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ – 132-152 ადგილს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 67.5% შეადგინა.