Home Blog Page 1062

“ნაცმოძრაობამ” როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგოს და როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეთ გარედან, არჩევნებში მაინც დამარცხდებიან -სოზარ სუბარი

“26 ოქტომბერს საქართველოში ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს, რომელიც გულისხმობს მშვიდობას, ეროვნული ღირებულებების დაცვასა და სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“, ანუ რადიკალებმა როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგონ და როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეთ გარედან, ისინი არჩევნებში დამარცხდებიან.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სახეს ვერ შეიცვლის და ნებისმიერი მათი კონფიგურაცია ყველანაირ ღირებულებისგან იქნება დაცლილი. ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც პარტია „ლელო“-ს და გახარიას პარტიის განცხადებები. ბოლო ორი კვირაა, “ლელო”-ს ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ხედვებთან ყველაზე ახლოს სწორედ გახარია და მისი პარტია დგას და გახარიაც იმავეს აცხადებს „ლელოზე“. ამ დროს კი, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ანაკლიის პორტის გაჩერებას ხაზარაძე-ჯაფარიძე გიორგი გახარიას აბრალებდნენ და აცხადებდნენ, რომ მან ამ შემთხვევაში რუსეთის, პირადად პუტინის დაკვეთა შეასრულა. კარგად გვახსოვს ისიც, როგორ უწოდებდნენ მას „თვალთხარიას“, პირსისხლიან მინისტრს და ა.შ.
თავის მხრივ, გიორგი გახარია ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტს თაღლითებს და ბიუჯეტის ქურდებს უწოდებდა, რომელთაც სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ერთმანეთისთვის აბსოლუტურად მისაღებები არიან.

ასეთივე მაგალითია პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც რადიკალებისთვის იყო რუსეთის აგენტი, პუტინის მავნებელი რეზიდენტი და დღეს, უცებ, მათთვისვე ფსევდო „პროდასავლური“ ფრონტის ლიდერი გახდა.

ფაქტია, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგოს და როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეთ გარედან, ისინი არჩევნებში დამარცხდებიან. ამას აჩვენებს ყველა კვლევა და ასევე, ქართველი ხალხის განწყობა, რომელმაც ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი და ისიც – რა უბედურებაში გახვევს კოლექტიური ნაცმოძრაობა ქვეყანას, თუ ისინი ძალაუფლებას დაიბრუნებენ. ასე რომ, 26 ოქტომბერს საქართველოში ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს, რომელიც გულისხმობს მშვიდობას, ეროვნული ღირებულებების დაცვასა და სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს – კახა კალაძე

მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს. ამ ადამიანს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ეს არის დაფასება ჩვენი ბიჭების და დამოკიდებულება ზოგადად სპორტის, ფეხბურთის მიმართ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს იმ გადადგმული ნაბიჯისთვის, რაც გააკეთეს ჩვენი ბიჭებისთვის. თქვენ იცით, რომ 30 მილიონი მიიღო ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლისთვის. რა თქმა უნდა ამ ადამიანს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ეს არის დაფასება ჩვენი ბიჭების და დამოკიდებულება ზოგადად სპორტის, ფეხბურთის მიმართ. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მაგალითად რაგბის განვითარებაში, „ქართული ფეხბურთის“ დახმარებაში. სასიამოვნოა ეს დამოკიდებულება, თუმცა სამწუხაროა ის, თუ განცხადებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით, როგორი ლანძღვა მიდიოდა ჩვენი ბიჭების, თუმცა ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. ეს ძალიან დიდი სტიმულია და დაფასებაა ჩვენი ბიჭების, თანადგომა. მინდა ყველამ იცოდეს, ზოგადად, სპორტს ყოველთვის აქვს ჩვენი მხარდაჭერა და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა კალაძემ.

“რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების უსწრაფესი გზა მისი წაგებაა, მაგრამ ეს მშვიდობას არ მოიტანს”-“ამერიკის ხმა”

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების უსწრაფესი გზა მისი წაგებაა, მაგრამ ეს მშვიდობას არ მოიტანს“, რომელშიც ნატოს საიუბილეო სამიტის წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივან იენს სტოლტენბერგის ჟურნალისტებთან საუბარია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინარსს:

ვაშინგტონი 9 ივლისიდან ნატოს საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.

ნატოს გენერალური მდივანი სამიტის დაწყებამდე რამდენიმე ჟურნალისტს შეხვდა. მათთან საუბრისას იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს წევრებს მშვიდობა სურთ, რომელიც მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ ვლადიმირ პუტინი გაიაზრებს, რომ მას ბრძოლის ველზე გამარჯვება არ შეუძლია.

„[რუსეთ-უკრაინის] ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა მისი წაგებაა. მაგრამ, ეს არ მოიტანს მშვიდობას. ეს ოკუპაციას მოიტანს”, – ამბობს იენს სტოლტენბერგი.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ იმ გადაწყვეტილებებს შორის, რომელიც სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით მიიღება, იქნება გაძლიერებული ფინანსური და სამხედრო დახმარება და ორმხრივი ხელშეკრულებები უსაფრთხოების კუთხით. იენს სტოლტენბერგმა, რომლისთვისაც ეს ამ პოსტზე ბოლო სამიტი იქნება თქვა, რომ ეს ყველაფერი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ალიანსის ერთობლივი პოზიციის ნაწილია. მისი განმარტებით, უკრაინასთან დაკავშირებული შეთანხმების საბოლოო ტექსტი ჯერ კიდევ მუშავდება.

გენერალურმა მდივანმა ჯერ კიდევ აპრილში თქვა, რომ უკრაინა ამ სამიტზე წევრობის მოწვევას არ უნდა ელოდოს, მაგრამ ის ამ წევრობისთვის “ხიდს” მიიღებს. წევრობისკენ ხიდი კი უკრიანისთვის, სავარაუდოდ, ხუთი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

პირველი – სამეთაურო ცენტრის შექმნა

ნატოს ერთგვარი სამეთაურო ცენტრი გერმანიაში იქნება და ის აღმოსავლეთ ევროპისთვის ლოგისტიკური ჰაბი უნდა გახდეს. ცენტრი ასევე კოორდინაციას გაუწევს უკრაინისთვის უსაფრთხოების კუთხით გაწეულ დახმარებას. იქ 700-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთაც ნატოს სამვარსკვლავიანი გენერალი უხელმძღვანელებს. იენს სტოლტენბერგის თქმით, ამ ახალმა ცენტრმა უნდა უზრუნველყოს, რომ აღმოიფხვრას მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის ამა თუ იმ იარაღის მიწოდების თაობაზე განსხვავებული მიდგომების გამო შეფერხებები. მისი თქმით, ამ ცენტრს ძალიან მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი მანდატი ექნება და თითოეული იარაღის მიწოდებაზე, ცალკეული კონსენსუსი საჭირო არ იქნება.

მეორე – ფინანსური დახმარების დაპირება

2022 წლის თებერვლიდან დღემდე, ნატოს წევრი მოკავშირეები, უკრაინას ყოველწლიურად, დაახლოებით, 43 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას აწვდიდნენ. მომავალ სამიტზე ამ დახმარების მოცულობის გაზრდასაც განიხილავენ.

მესამე – იარაღის დაუყოვნებლივი მიწოდება

სამიტზე, სავარაუდოდ, მოვისმენთ იმასაც, რომ უკრაინა დამატებით მიიღებს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, სხვა იარაღსა და ამუნიციას. მოსალდონელია გადაწყვეტილებები F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების შესახებაც.

მეოთხე – ორმხრივი შეთანხმებები უსაფრთხოების თაობაზე

სამიტის დასაწყისში, ნატოს 20 წევრ სახელმწიფოს უკრაინასთან გაფორმებული ექნება ორმხრივი შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებისა და ერთობლივი თავდაცვის გაძლიერების შესახებ.

მეხუთე – ურთიერთთავსებადობა

ძალისხმევა კვლავ გრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობის გასაზრდელად. მათ შორის, სამხედრო წვრთნების, შესყიდვების ფარგლებში და პოლონეთში საწვრთნელი ცენტრის აქტიური გამოყენებით.

წყარო:

დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქის ქუჩებში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო. როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთელი ზაფხულის განმავლობაში სისტემატურად მოირეცხება ცენტრალური და მეორეხარისხოვანი გზები, საერთო ჯამში, 100-მდე ქუჩა.

„სამუშაო პროცესში ჩართული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 20 ერთეული ტექნიკა. მორეცხვის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება. თავისთავად ამინდზე ვართ დამოკიდებული და შესაბამისად, სამუშაოები ამინდის გათვალისწინებით ჩატარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა

დედაქალაქში 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქში, მომავალი წლის ბოლომდე, დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა.

„დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, შევისყიდეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. მოგვიანებით დავამატეთ 40 ერთეული. 50 ერთეული ავტობუსი ქალაქში სხვადასხვა მარშრუტზე უკვე გადაადგილდება. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დედაქალაქში კიდევ 10 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვიდა, 100 ერთეული კი წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოგვეწოდება. მომავალი წლის ბოლომდე, უკვე შესყიდული 40 ერთეული ავტობუსი დაემატება დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ავტობუსები მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაყვანას სრულად უზრუნველყოფს.

„კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სტატისტიკის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა გაზრდილია, ეს ტენდენცია კი მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია მოხმარება, თუმცა გვაქვს რესურსი შედეგების მატების. 2017 წელს როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა დავიწყეთ, შემცირებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მაჩვენებელი. ამის მიზეზი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავტობუსები და მიკროავტობუსები იყო. შესაბამისად, განვაახლეთ ავტობუსები, შემოვიყვანეთ ევროპული ტიპის ავტობუსები. ეს პროცესი დღესაც გრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გრეის ჰოპერის 2024 წლის ტექნოლოგიური ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია

5 ივლისს თიბისის ორგანიზებით, გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. ხუთ ნომინაციაში ჯილდო გადაეცა იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროგრამებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს აძლიერებენ და მრავალფეროვანს ხდიან.

 გამარჯვებულები:

ტექ ლიდერი – ნათია სირბილაძე

აღმოჩენა ახალ თაობაში – ანასტასია კვინიკაძე

გამორჩეული მეცნიერი – თინათინ კახნიაშვილი

ინოვაციური ტექ პროდუქტი – Elven Technologies

ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის – Leavingstone

გამარჯვებულები მიიღებენ 10 ათას ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში , რაც მრავალფეროვნების წახალისებას შეუწყობს ხელს.

ტექნოლოგიური ჯილდოს პარტნიორები არიან: USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციის და მედეგობის (CIDR) პროგრამა, VISA, LINEATE, UGT, MAJOREL, UN WOMEN, TEGETA, TEGETA CARS. 

( R)

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტებისთვის 104 877 000 ლარი გამოიყო.

შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციამ გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

„სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 104 877 000 ლარი“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 9 062 000 ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო, ყველაზე ცოტა კი თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის 193 ათასი ლარია გამოყოფილი.

კერძოდ: ყვარლის მუნიციპალიტეტს 4 420 000 ლარი გამოეყო; ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 9 062 000 ლარი; მარტვილის მუნიციპალიტეტს 3 458 000 ლარი; სიღნაღის მუნიციპალიტეტს – 2 180 000 ლარი; ყაზბეგის მუნიციპალიტეტს 940 000 ლარი; ზესტაფონის მუნიციპალიტეტს 2 990 000 ლარი; ცაგერის მუნიციპალიტეტს 583 000 ლარი; გურჯაანის მუნიციპალიტეტს 3 883 000 ლარი; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს 5 855 000 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 6 366 000 ლარი; თელავის მუნიციპალიტეტს 4 027 000 ლარი; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს 1 872 000 ლარი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 941 000 ლარი; თიანეთის მუნიციპალიტეტს 193 000 ლარი; ქუთაისის მუნიციპალიტეტს 3 986 000 ლარი; ჭიათურის მუნიციპალიტეტს 5 738 000 ლარი; ონის მუნიციპალიტეტს 4 601 000 ლარი; საგარეჯოს მუნიციპალიტეტს 2 059 000 ლარი; ტყიბულის მუნიციპალიტეტს 1 750 000 ლარი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 3 170 000 ლარი; წალკის მუნიციპალიტეტს 1 270 000 ლარი; ხაშურის მუნიციპალიტეტს 2 195 000 ლარი; კასპის მუნიციპალიტეტს 830 000 ლარი; ბოლნისის მუნიციპალიტეტს 700 000 ლარი; ადიგენის მუნიციპალიტეტს 380 000 ლარი; ახალციხის მუნიციპალიტეტს 1 185 000 ლარი; ასპინძის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარი; საჩხერის მუნიციპალიტეტს 1 110 000 ლარი; ბორჯომის მუნიციპალიტეტს 444 000 ლარი; წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 3 130 000 ლარი; ლენტეხის მუნიციპალიტეტს 2 160 000 ლარი; ბაღდათის მუნიციპალიტეტს 4 480 000 ლარი; 2 705 000 ლარი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 545 000 ლარი; ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 625 000 ლარი; თერჯოლის მუნიციპალიტეტს 1 105 000 ლარი; სამტრედიის მუნიციპალიტეტს 1 785 000 ლარი; ხონის მუნიციპალიტეტს 705 000 ლარი; მცხეთის მუნიციპალიტეტს 2 475 000 ლარი; სენაკის მუნიციპალიტეტს 3 920 000 ლარი; აბაშის მუნიციპალიტეტს 1 440 000 ლარი; მესტიის მუნიციპალიტეტს 284 000 ლარი; ამბროლაურის მუნიციპალიტეტს 2 500 000 ლარი და ქარელის მუნიციპალიტეტს 200 000 ლარი.

 ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია – პაველ ჰერჩინსკი 

x

ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს.

„27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და მათ მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი შემდგომი პერიოდისთვის, მიაღწიეს შეთანხმებას ევროკავშირის მომავალ ლიდერებთან დაკავშირებით, დაადასტურეს უკრაინის დაცვის მიმართ ჩვენი მტკიცე ვალდებულება და სამწუხაროდ და ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს ძალიან გარკვევითაა ნათქვამი ევროპული საბჭოს დასკვნაში. წაიკითხეთ ის ძალიან ყურადღებით. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკუსვლაა 9 ნაბიჯისგან. ასევე, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ეს ნამდვილად სამწუხარო და გულსატკენია“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით და ევროკავშირმა მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახალჩამოყალიბებული მთავრობა, ვინც არ უნდა მოახდინოს ამ მთავრობის ფორმირება, დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – აღნიშნა ელჩმა.

საქართველოში სამხედრო წვრთნების გადადება, რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა – ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადებას ეხმიანება.

სენატორის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება რთული, მაგრამ მნიშვნელოვანია.

„თავდაცვის დეპარტამენტის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ. ეს შეფერხება ასახავს იმ ფორმულირებას, რომელიც მე გავამყარე კომიტეტის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც მოითხოვს საქართველოსთან თავდაცვის თანამშრომლობის გადახედვას „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ“, – წერს შაჰინი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 ივლისს ქუთაისში +34 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22. ბათუმში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს

ფოთშიც იწვიმებს. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +33 გრადუსია და ღრუბლიანობა არის მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაშიც წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ჭიათურაშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღე +34 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც წვიმს. დღისით +34 იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +36 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერს ტემპერატურა +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +17გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს, დღე +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +25, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +37 გრადუსი იქნება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი თბილისში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.

დღეს “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოება გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე,  მედიაჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსი” ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში, მე- 3 სართულზე ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიალს და გალა ვახშამს გამართავს.

წლებია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. პროექტმა, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების პერსპექტივა.

პროექტის მიზანია: ექსპერტებთან ერთად, ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

დაჯილდოების ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, სამკერდე “ოქროს ლომებით” დაჯილდოვდებიან. ღონისძიების მთავარი ჯილდო, – “გრან – პრი”, წლის საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენს გადაეცემა, რომელსაც თავად ბიზნესმენები, კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენენ.

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელსაც დაჯილდოვდებიან საუკეთესო ინვესტორები. Investment Award – ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს საინვესტიციო პროექტებს.

ოცდამესამე ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გენერალური სპონსორია – სოკარი

ოქროს სპონსორია – ასკანელი ძმები.

სპონსორები არიან:

1. გაერთიანება ღვინო ბოლნისი

2. კავკასიის ავტოიმპორტი

3. პრემიუმ ღონისძიებები

4. თამმენეჯმენტი

ბიზნეს რეიტინგში გამოვლენილი რჩეული კომპანიებია:

1. ავერსი – პაატა კურტანიძე

2. ასკანელი – ირაკლი უგლავა

3. ბათუმის საზღვაო ნავსადგური – ულან ტლეუგალი

4. გაერთიანება ღვინო ბოლნისი – გურამ ავქოფაშვილი

5. დუგლაძეების ღვინის კომპანია – დავით დუგლაძე

6. საზღვაო ხაზი ე-60 – შალვა წაქაძე

7. ენდითი გლობალი – ალბენს ბუშატი

8. ესპო + მალხაზ იასაშვილი

9. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი – ბადრი წილოსანი

10. თამ მენეჯმენტი – პანტიკო თორდია

11. იმპოსტი მეპი – ვაკო კუვშინოვი

12. კავკასიის ავტოიმპორტი – გიორგი სურგულაძე

13. ლიბრე – ნანა ხარაული/თემურ ალექსანდრია

14. ნიკორა სუპერმარკეტი – თემურ ალექსანდრია/მარინა ნიკოლაიშვილი

15. ომნო – კახა გელაშვილი

16. პანე – ტატო ივანიაშვილი

17. პე ეს პე – ვაჟა ოქრიაშვილი

18. პრემიუმ ღონისძიებები – ნიკოლოზ კობახიძე

19. პროსერვისი – რევაზ ნატროშვილი

20. სოკარი – მაირ მამედოვი

21. ჯორჯიან პროდაქტსი – დავით ბარდაველიძე

მედიამხარდამჭერები:

1. იმედი

2. რუსთავი 2

3. POSTV

4. BMG

5. რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”

6. GT TV

7. რადიო “ჯორჯიან თაიმსი”

8. Award.com.ge

მხარდამჭერები:

1. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2. ფინანსთა სამინისტრო

3. ყაზახეთის საელჩო

წლების მანძილზე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

1. TBC ჯგუფი – მამუკა ხაზარაძე

2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია – თემურ ჭყონია

3. ყაზბეგი – გოგი თოფაძე

4. ყაზბეგი კასტელი – გოგი თოფაძე

5. GWS – ლევან გაჩეჩილაძე

6. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი

7. თბილავიამშენი – პანტიკო თორდია

8. TBC ბანკი – ვახტანგ ბუცხრიკიძე

9. გაერთიანებული ქართული ბანკი – ვანო ჩხარტიშვილი

10. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი

11. ჯეოსელი – ოსმან თურანი

12. ჯეოსელი – ოსმან თურანი

13. ჯეოსელი – ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური

14. სოკარ ენერჯი ჯორჯია – მაჰირ მამმედოვი

15. საქართველოს ბანკი – ირაკლი გილაური

16. ვისოლ ჯგუფი – სოსო ფხაკაძე

17. სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია – დავით ზუბიტაშვილი

18. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – ზურაბ გელენიძე

19. კომპანია ავერსი – პაატა კურტანიძე

20. ჯეორჯიან პროდაქტს – დავით ბარდაველიძე

21. არემჯი – თორნიკე ლიპარტია

22 “პეტროკას ენერჯი ჯორჯია” – ივანე ნაკაიძე 

გასული წლების Investment Award – ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:

1. ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი

2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მერაბ ადეიშვილი

3. დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე

4. აი გრუპი და კახაბერ გულედანი

5. სოკარი და მაირ მამედოვი

ტრადიციულად, ბიზნეს  რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს, მონაწილე კომანიების წარმომადგენლებთან ერთად,   საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები,საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, პოლიტოლოგები, ექსპერტები,  ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

“ნაცმოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” პრეზენტაციაზე მასკარადი იყო, აჩვენებენ, რომ ისევ ის ხალხია, ხუჭუჭა პატარა, ვინც 2012 წლამდე ანადგურებდა საქართველოს -გურამ მაჭარაშვილი

ჩვენ ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს არც ახალი, არც ძველი, არსებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ ახალში ძველი სახეები არიან, ძველში ისევ ძველი სახეები არიან. რეალურად, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფერი იცვლება.

„საზოგადოებამ დაინახა, რომ 2020 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ელმავალს შეჰყვა კორძაია, მერე მთელი ოთხი წელი იყო ცალკე და ახლა ისევ იმ ელმავალს შეახტა, რომელმაც უნდა შეიყვანოს მომავალ პარლამენტში. მასკარადი იყო, მეტი არაფერი, „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეზენტაციაზე. ვნახეთ ისიც, რომ ახალი ვერ იქნება ვერც გვარამია-მელიას შემადგენლობა ხაზარაძესთან, გამომდინარე იქიდან, რომ ძველი ზურა გირჩი ჯაფარიძე ახალ „ნაცმოძრაობაშია“ და მისი ძმა ძველ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდა. რეალურად, ეს ხალხი აჩვენებს საზოგადოებას, რომ ისევ ის ხალხია, ხუჭუჭა პატარები, რომლებიც 2012 წლამდე ანადგურებდნენ საქართველოს. ახლა უკვე ოპოზიციაში ხალხი რომ მხარს აღარ უჭერს, ცდილობენ, ისეთი კონფიგურაცია შექმნან, როგორმე ხუთპროცენტიანი ბარიერი, ხუთი ნომრის გარდა, კიდევ სხვამაც გადალახოს. ამაში უცხოელები ეხმარებიან, გასაგებია.

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი რაც იყო – ხალხის დარბევა, დაშინება, საქართველოს დამონება, ტრადიციების განადგურება და ა.შ. ეს არის ასევე ე.წ. ვითომ რაღაც ახალი კონფიგურაციის დღის წესრიგშიც. ეს ის გვარამიაა, რომელიც იყო იმ „ნაცმოძრაობაში“ პროკურორი. ამიტომ კონფიგურაციებით არაფერი იცვლება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სადაც არ უნდა შეკრიბო, ბოლოში იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გამოვიდნენ არჩევნებზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პოლიტიკური პლატფორმა – “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” დაფუძნდა