“ნაცმოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” პრეზენტაციაზე მასკარადი იყო, აჩვენებენ, რომ ისევ ის ხალხია, ხუჭუჭა პატარა, ვინც 2012 წლამდე ანადგურებდა საქართველოს -გურამ მაჭარაშვილი

17
spot_img

ჩვენ ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს არც ახალი, არც ძველი, არსებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ ახალში ძველი სახეები არიან, ძველში ისევ ძველი სახეები არიან. რეალურად, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფერი იცვლება.

„საზოგადოებამ დაინახა, რომ 2020 წლის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ელმავალს შეჰყვა კორძაია, მერე მთელი ოთხი წელი იყო ცალკე და ახლა ისევ იმ ელმავალს შეახტა, რომელმაც უნდა შეიყვანოს მომავალ პარლამენტში. მასკარადი იყო, მეტი არაფერი, „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეზენტაციაზე. ვნახეთ ისიც, რომ ახალი ვერ იქნება ვერც გვარამია-მელიას შემადგენლობა ხაზარაძესთან, გამომდინარე იქიდან, რომ ძველი ზურა გირჩი ჯაფარიძე ახალ „ნაცმოძრაობაშია“ და მისი ძმა ძველ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდა. რეალურად, ეს ხალხი აჩვენებს საზოგადოებას, რომ ისევ ის ხალხია, ხუჭუჭა პატარები, რომლებიც 2012 წლამდე ანადგურებდნენ საქართველოს. ახლა უკვე ოპოზიციაში ხალხი რომ მხარს აღარ უჭერს, ცდილობენ, ისეთი კონფიგურაცია შექმნან, როგორმე ხუთპროცენტიანი ბარიერი, ხუთი ნომრის გარდა, კიდევ სხვამაც გადალახოს. ამაში უცხოელები ეხმარებიან, გასაგებია.

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი რაც იყო – ხალხის დარბევა, დაშინება, საქართველოს დამონება, ტრადიციების განადგურება და ა.შ. ეს არის ასევე ე.წ. ვითომ რაღაც ახალი კონფიგურაციის დღის წესრიგშიც. ეს ის გვარამიაა, რომელიც იყო იმ „ნაცმოძრაობაში“ პროკურორი. ამიტომ კონფიგურაციებით არაფერი იცვლება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სადაც არ უნდა შეკრიბო, ბოლოში იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გამოვიდნენ არჩევნებზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პოლიტიკური პლატფორმა – “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” დაფუძნდა