ოპოზიციურ პარტიებს თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული, ზურაბიშვილს მოიხსენიებდნენ რეზიდენტად, დღეს მის გარშემო არიან გაერთიანებული, საკუთარი ბელადი ახალი ბელადით ჩაანაცვლეს -ირაკლი ღარიბაშვილი

42
spot_img

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტია დიდი გაუგებრობაა.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ქარტიის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ახალ როლს, ეს არის მისი როლი, ეს მას თავად არ შეურჩევია, ეს როლი განუსაზღვრეს. ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან დიდი გაუგებრობაა, საერთოდ რა ქარტიაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე. მინდა, შევახსენო საზოგადოებას, ჩვენ კარგად ვხედავთ, რაც ხდება ამ ქარტიის გარშემო, ადამიანებს საერთოდ თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული. ვგულისხმობ ოპოზიციურ პარტიებს, იმ ადამიანებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებდნენ რეზიდენტად და აღარ გავაგრძელებ, რა სიტყვცებით, რა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ. დღეს მის გარშემო არიან გაერთიანებული, მათ თავად ჩაანაცვლეს საკუთარი ბელადი ახალი ბელადით, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილს და რაღაც დიდ გაუეგრობაში არიან.

მოვისმინე მისი ახალი შეთავაზება, თურმე ჯერ უნდა მოუგონ ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში, ამ ქაოსმა უნდა მოიგოს, ამ, როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაარქვეს, ომის გაერთიანებამ უნდა მოიგოს თურმე არჩევნებში, შემდეგ უნდა დაანგრიოინ სახელმწიფო ინტერესები და ინსტიტუტები, შემდეგ ერთი წლის თავზე ახალ არჩევნებში შეიყვანონ ქვეყანა, რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის და ყველა მის გარშემო შემოკრებილი ლუზერისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.