დღეს რომ თავისუფლად გადაადგილდებით ევროპაში, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, ეს უნდა დააფასოთ – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს

11
spot_img

„ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ მათ შორის თქვენ უვიზო რეჟიმი. დღეს რომ თავისუფლად გადაადგილდებით ევროპაში და არ გიწევთ რიგებში დგომა და სავარაუდო უარი ევროპული სახელმწიფოების საკონსულოებიდან, ეს არის ჩვენი დამსახურება, ამიტომ ეს უნდა დააფასოთ, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვებს ეხებოდა.

„რომ ამბობენ თავისით მოხდაო, თავისით არაფერი ხდება. ეს „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, თუმცა, არის საკითხები, რომელშიც ვთანხმდებით. იმ საკითხებზე, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, საჭიროა დიალოგი, დისკუსია. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ. თქვენ ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, მე თვითონ კარგად მივხედავ ჩემს ოჯახს“, – აღნიშნა პრემიერმა.