ომი ჯერ მხოლოდ იწყება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ისრაელის თავდაცვის ძალების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
“მოემზადეთ სამომავლო ამოცანებისთვის, ომი ჯერ მხოლოდ იწყება. და სამწუხაროდ, ფასი გვექნება გადასახდელი… კარგად მოემზადეთ, მზად იყავით – ფიზიკურად და მენტალურად, აღჭურვილობითა და საშუალებებით. ველზე გავალთ და “ჰამასს” გავანადგურებთ. პირდაპირი მნიშვნელობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არსებობა არ შეგვეძლება,” – განაცხადა გალანტმა.