“აშშ და ჩინეთი ურთიერთობის სწორი გზის დამყარებას შეძლებენ თუ არა, ეს გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვისაშშ და ჩინეთი ურთიერთობის სწორი გზის დამყარებას შეძლებენ თუ არა, ეს გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის”

79
spot_img

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს აშშ-თან, რათა ერთად იმუშაონ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის, – ინფორმაციას „როიტერი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეძლებენ თუ არა, შეერთებული შტატები და ჩინეთი, დაამყარონ ურთიერთობის სწორი გზა, გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საჭიროა უფრო სტაბილური ორმხრივი კავშირები, რომელიც, უნდა აშენდეს „ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის“ პრინციპებზე.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის იმუშავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ ისრაელი-ღაზის ომი ფართო კონფლიქტში არ გადაიზარდოს.