ოდესაში, რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ, კიდევ ორი ბავშვის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. რუსული აგრესიის ყველაზე პატარა მსხვერპლები 4 და 7 თვის ჩვილები არიან.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა 2 მარტის ღამეს ოდესას დრონებით შეუტიეს. ერთ-ერთი დრონი მაღალსართულიან კორპუსს დაეჯახა. ოდესაში 3 მარტი გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.