ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპს თაღლითობის საქმეზე ჯარიმა 175 მილიონ დოლარამდე შეუმცირა

46
spot_img

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მოთხოვნა, შეჩერდეს სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება და მისცა ათი დღე, რომ გადაიხადოს შემცირებული გირაო 175 მილიონი დოლარის ოდენობით.

464 მილიონი დოლარის ოდენობით გირაოს გადახდის ვადა ტრამპს დღეს ეწურებოდა.

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ნიუ-იორკის ხელისუფლებას შეეძლო, დაეწყო მისი საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღება.

გასულ კვირას მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ტრამპი ვერ შეძლებდა 464 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაფარვას, მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ფინანსურ კომპანიას მიმართა დახმარებისთვის.

ამასთან, ტრამპის წინააღმდეგ პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის პროცესი 15 აპრილს დაიწყება. ეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის პირველი სისხლის სამართლის პროცესი იქნება.