ნისლის გამო ავარიაში ერთდროულად 158 მანქანა მოხვდა

64
spot_img

აშშ-ის ლუიზიანას შტატში ძლიერი ნისლის გამო ავარიაში ერთდროულად 158 ავტომობილი მოხვდა. ამის შესახებ Telegraph იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, ავარიის დროს სულ მცირე 7 ადამიანი დაღუპა და 35 დაშავდა. ავტომობილთა ნაწილს შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. მათ ალი სატვირთოდან გადაედო, რომელსაც აალებადი ნივთიერება გადაჰქონდა.

ძლიერი ნისლის მიზეზად, რომელსაც კიდე „სუპერნისლს“ უწოდებენ, ექსპერტები ჭაობებს ასახელებენ, რომლებიც გზის გასწვრივ მდებარეობს. მანქანების გამონაბოლქვი და ორთქლი, რომელიც ცივ ჰაერს ეჯახება, ნისლს ქმნის, რომლის დროს ხილვადობა 3 მეტრს არ აღემატება.

ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს ლუიზიანას მოსახლეობას, რომ ავტომობილებით გადაადგილებისას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს.