ისრაელმა არ უნდა მიიღოს მკვლელობებზე შეუზღუდავი თანხმობა – კატარის ემირი

120
spot_img

ისრაელმა არ უნდა მიიღოს მკვლელობებზე შეუზღუდავი თანხმობა, – ამის შესახებ კატარის ემირმა შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც ხდება, უკიდურესად საშიშია და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

„ჩვენ არ ვიღებთ ორმაგ სტანდარტებს და ისეთ მოქმედებას, თითქოს პალესტინელი ბავშვების სიცოცხლე არ ითვლება, თითქოს არც სახეები აქვთ და არც სახელები. ის, რაც ხდება, უკიდურესად საშიშია, მათ შორის ყველა ღირებულებაზე, ნორმასა და რელიგიაზე დაბიჯება.

ჩვენ ვამბობთ საკმარისია, ისრაელს არ უნდა მიეცეს უპირობო მწვანე შუქი და მკვლელობის შეუზღუდავი ნებართვა. ჩვენ მოვუწოდებთ სერიოზული რეგიონული და საერთაშორისო პოზიციისკენ ამ სახიფათო ესკალაციის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას“, – დასძინა კატარის ემირმა.