ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა

64
spot_img

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კონკურენტმა რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნებში ნიკი ჰეილიმ პირველი, სიმბოლური გამარჯვება მოიპოვა პრაიმერიზისა და კოკუსების სერიაში – მან ხმების უმრავლესობა დააგროვა ვაშინგტონში და კოლუმბიის ოლქში.

ამის შესახებ  Associated Press  წერს.

ამერიკის დედაქალაქში რესპუბლიკელების თითქმის 63%-მა ხმა მისცა ჰეილის, 33%-მა ტრამპს.

ჰეილიმ მიიღო 19-ვე დელეგატის ხმა, რაც 2024 წლის მისი კამპანიის პირველი გამარჯვებაა.

ტრამპის წიასაარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ არ გაკვირვებიათ ჰეილის გამარჯვება „ჭაობში“, როგორც ამას ვაშინგტონს ყოფილი პრეზიდენტი და მისი მიმდევრები უწოდებენ.

ნიკი ჰეილის პრესმდივანმა, ოლივია პერეს-კუბასმა თქვა: ”გასაკვირი არ არის, რომ რესპუბლიკელები, რომლებიც ყველაზე კარგად ხედავენ ვაშინგტონში არსებულ პრობლემებს, უარყოფენ დონალდ ტრამპის მიერ მოტანილ ქაოსს”.

დონალდ ტრამპმა დამაჯერებლად მოიგო ყველა წინა პრაიმერიზი და კოკუსი, მათ შორის ნიკი ჰეილის მშობლიურ შტატში, სამხრეთ კაროლინაში.