ჰაიტიში, შეიარაღებულმა ჯგუფებმა ციხიდან 4 ათასამდე პატიმარი გაათავისუფლეს

70
spot_img

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მთავარ ციხეში შეიარაღებული ჯგუფები შეიჭრნენ და 4 000-მდე პატიმარი გათავისუფლეს.

ამის შესახებ  BBC წერს.

მსჯარდებულთა შორის იყვნენ ბანდის წევრები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ 2021 წელს პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზას მკვლელობაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ძალადობა ჰაიტიში, ამერიკის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში, ბოლო წლებში გაუარესდა. ბანდები, რომლებიც ცდილობენ პრემიერ-მინისტრ არიელ ანრის ლიკვიდაციას, აკონტროლებენ პორტ-ო-პრენსის 80%-ს.

ციხეზე შტურმი იმ დროს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი გაემგზავრა კენიაში, რათა  ჰაიტიში საერთაშორისო კონტიგენტის განლაგების თაობაზე ბანდიტიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მოლაპარაკების დასაწყებად.