,,ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა- რუსული მედია

62
spot_img

რუსული მედია- ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა – ოჯახს მის ცხედარს არ უბრუნებენ

ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა, ოჯახს მის ცხედარს არ უბრუნებენ, – ამის შესახებ რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Meduza ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, კოლონიაში, რომელშიც ალექსეი ნავალნი იმყოფებოდა, განაცხადეს, რომ მისი ცხედარი ქალაქ სალეხარდში მდებარე მორგში გადაიყვანეს. მორგთან მისვლისას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დედამ და ადვოკატმა აღმოაჩინეს, რომ მორგი დაკეტილია.

ნავალნის მიერ შექმნილი “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დირექტორმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ ნავალნის დედას კოლონიაში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს.

Meduza აღნიშნავს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ასეთი დიაგნოზი არ არსებობს. სალეხარდში მდებარე საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ნავალნის ადვოკატს კი უთხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის დადგენილი არაა.

ამავდროულად, რუსული სახელმწიფო გამოცემა Russia Today გარდაცვალების მიზეზად თრომბს ასახელებს.