,,იცის საზოგადოებამ, რომ ხაზარაძე, მელია, გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, გახარია სააკაშვილის კლასტერია”- მათიკაშვილი

34
spot_img

მე მჯერა, რომ ეს ურთიერთობა გუშინდელი დაწყებული არ არის, ამას აქვს თავისი ისტორია და ამ მთლიან ნავში ვინც არიან, ისინი იმართებიან შესაბამისი გეგმით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციაზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„არიან რადიკალები – გაავებული „ლელოს“ და „გახარიების“ პარტია, რომლებმაც რადიკალობის ყველა ზღვარს გადააჭარბა და
არის მცდელობა, რომ რაღაც შუაშისტური, ვითომ არა „ნაციონალებთან“ და არა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ძალა გამოჩნდეს, რომელთანაც აფილირებული იქნება სალომე ზურაბიშვილი ეს არის აბსურდი. სალომე ზურაბიშვილისგან უნდათ შექმნან მიზიდულობის ცენტრი. ის ვერ იქნება მიზიდულობის ცენტრი, მაგრამ თუკი გადადგება დაკავებული თანამდებობიდან და გადაინაცვლებს ოპოზიციაში, ეს იქნება მცდელობა, რომ მისი გალიდერებით შექმნან ილუზია, თითქოს არის გარკვეული ძალა, რომელიც არ არის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული. ეს არის ტყუილი და ეს არის მზაკვრული გეგმა იმ ძალებისა, ვისაც სურვილი აქვს გადააპარონ 5%-იან ბარიერს დაშლილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და შემდგომ მოხდეს პარლამენტში ამ კონსტრუქციის თავიდან აწყობა. ნიკა გვარამია, ყოფილი იდეოლოგი, პროკურორი და ჯალათი, რომელიც დღენიადაგ სააკაშვილთან კონტაქტზეა, მისი პროპაგანდისტული სულისკვეთება გაქრა? ვერავინ ვერავის მოატყუებს. კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ხაზარაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარია არის ერთი დიდი კლასტერი, სააკაშვილის კლასტერი. მათ არანაირი შანსი არ აქვთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.