“ნაცმოძრაობიდან“ ბევრი წასულა, მაგრამ წაღებით ბევრი არავის არაფერი წაუღია”-პაატა მანჯგალაძე ნიკა მელიაზე

206
spot_img

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ძირითადად არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების პარტია, ხოლო პარტიიდან წასულებს თან ბევრი არაფერი წაუღიათ.

მისივე თქმით, ნიკა მელია ნებისმიერ შემთვევაში ოპოზიციურ ფლანგზე დარჩება და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

„ყველა შემთხვევაში ნიკა მელია იქნება ოპოზიციაში. „ნაცმოძრაობა“ ძირითადად არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების პარტია. ბევრი წასულა და მოსულა „ნაცმოძრაობიდან“, მაგრამ წაღებით ბევრი არავის არაფერი წაუღია“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დარჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული დაპირისპირების შემდეგ, სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს გაირკვევა, როდესაც პარტიის ყოფილი თავმჯოდმარე თანამოაზრეებს შეხვდება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მისი და თანაგუნდელების მომავალი პოლიტიკური საქმიანობა იქნება და არ არის გამორიცხული, ნიკა მელიამ „ნაცმოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს.