მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული ეთნიკური სომხების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

200
spot_img

მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებული ეთნიკური სომხების რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ასევე მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 21 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება შევიდა.

„ამ დროისთვის სომხეთში შემოსულია 100 417 იძულებით გადაადგილებული პირი და 21 043 სატრანსპორტო საშუალება. რეგისტრაცია უკვე გაიარა 81 139-მა ადამიანმა, 32 200 ადამიანი სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დროებით საცხოვრებელში მოთავსდა“, – აღნიშნა ფაშინიანის პრესმდივანმა.