“ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი – ყველა ვარსკვლავია” – ხაბეიშვილი

54
spot_img

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი და დღეს აქ რომ დგახართ, საკრებულოს გამარჯვებული მინიმუმ 60 წევრია და ყველა ვარსკვლავია, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არსებულ მოსაზრებას, რომ ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლიდერთა სიმცირემ განაპირობა.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გამარჯვების პარტია კიდევ ბევრ ლიდერს შემოიკრებს გარშემო.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ლიდერთა თანავარსკვლავედი და დღეს აქ რომ დგახართ, საკრებულოს გამარჯვებული მინიმუმ 60 წევრია და ყველა ვარსკვლავია დაწყებული გიგიტელაშვილით, 22 წლის ახალგაზრდა ბიჭით, რომელმაც 62% აიღო თელავში და დაამარცხა “რუსული პარტია”. ცოტნე აბესაძე არის ვარსკვლავი, რომელმაც ტყიბულში პირველსავე ტურში დაამარცხა “რუსული პარტიის” წარმომადგენელი და ასეთი ათეულობით ადამიანია აქ. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლიდერები არ უჭირს, თუმცა ჩვენ რომ ჩვენს პლატფორმაზე კიდევ ბევრ ლიდერს გავაჩენთ და იქნება ეს, არის აპრიორი, ინერვიულონ სახელისუფლებო მედიებმა, რუსულმა პარტიებმა, ინერვიულონ ძალიან ბევრი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ის სხვა პარტიების პოლიტიკურ გაერთიანებასაც მიესალმება, თუმცა გამარჯვების პლატფორმა პირველობას აპირებს.

„ჩვენ მივესალმებით ყველა პროდასავლური პარტიის თუნდაც ცალკე გაერთიანებას. პირველებმა გაერთიანება გავაკეთეთ ჩვენ, შესაბამისად, მეტად სწრაფად მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა კონფიგურაციით იქნება პროდასავლური პარტიები რუსული პარტიის წინააღმდეგ. ჩვენ არავის კონკურენტად არ მივიჩნევთ. ჩვენ გვაქვს გამარჯვების პარტია შექმნილი – ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ჩვენ ვაპირებთ პირველობას და მივესალმებით ყველა პროდასავლური პარტიის გაერთიანებას. მეტიც, ჩვენი მხრიდან „მათ ეზოში კენჭი ნასროლი არ იქნება“. მივესალმებით, ითანამშრომლონ, გამსხვილდნენ, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.