“ნაციონალური მოძრაობა“ არაერთი წელია, ითხოვს პენსიების არა მარტო გაზრდას, არამედ საპენსიო სესხების ჩამოწერასაც”

22
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პენსიებთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივას მიესალებიან.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პენსიების არა მარტო გაზრდას, არამედ საპენსიო სესხების ჩამოწერაც ითხოვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თემა არის სწორედ სოციალური დაუცველობის საპენსიო თემა და ჩვენ არაერთი წლის განმავლობაში ვითხოვთ არა მარტო გაზრდას, არამედ საპენსიო სესხების ჩამოწერას. დღევანდელი ბიუჯეტით შესაძლებელია, რომ ჩვენს პენსიონერებს ეს საპენსიო უსამართლო, მაღალპროცენტიანი სესხები ჩამოეჭრას. ეს არის ის თემა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი გათვლები და ინიციატივები. „ლელოს“ ამ ინიციატივას მივესალმებით და საერთო დისკუსიაში შესაძლებელია, მოქალაქემ თავისი სარგებელი დაინახოს, გაიზარდოს პენსიები და საპენსიო სესხების მაღალპროცენტიანი სესხები ჩამოიწეროს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.