“ივანიშვილი და ჯერჯერობით, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ექცევიან, როგორც პაკისტანელები”

36
spot_img

ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს, ჯერჯერობით, ექცევიან, როგორც პაკისტანელები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პაკისტანში ყოფილი პრემიერის, იმრან ხანის პოლიტიკაში მონაწილეობა რომ არ დაეშვათ, მას რამდენიმე მუხლით მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯეს და პირველივე დღიდან ციხეში ამყოფებენ.

„თუ რა განსხვავებაა ევროპულ დემოკრატიასა და აზიურ დესპოტიას შორის, კარგად შეგვიძლია დავინახოთ პაკისტანისა და საფრანგეთის მაგალითზე. პაკისტანში ყოფილი პრემიერის, იმრან ხანის პოლიტიკაში მონაწილეობა რომ არ დაეშვათ, მას რამდენიმე მუხლით მრავალწლიანი სასჯელი მიუსაჯეს და პირველივე დღიდან ციხეში ამყოფებენ.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს და ჩვენს კარგ ნაცნობს, ნიკოლა სარკოზის, რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანიის დროს, ქრთამის აღებისთვის 12-თვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ის არ დაუპატიმრებიათ, იქამდე სანამ გასაჩივრების პროცესი მიმდინარეობდა. გუშინ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, ოღონდ პატიმრობის ვადა რამდენიმე თვით შეამცირა. ასე რომ, სარკოზი რამდენიმე თვეს თავის ოჯახთან ერთად, კომფორტულ სახლში, პარიზის ცენტრში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს. მე ივანიშვილის პროკურატურა ფარცხალაძის მომზადებული საქმის საფუძველზე ფულის სახლში წაღებასაც კი არ მედავება, არამედ „გაფლანგვას“ და თან ისეთ ხარჯებზე, რომელსაც დღევანდელი მთავრობა ბევრად უფრო დიდი მასშტაბით სწევს.

ივანიშვილი და ჯერჯერობით, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეები არიან, ყოფილ პრეზიდენტს ჯერჯერობით ექცევიან, როგორც პაკისტანელები. იმედია, ეს შეიცვლება. ყველა გამოკითხვით, მათ შორის, ამ საკითხშიც, ქართველები ევროპულ მიდგომებს ირჩევენ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.