“ნატო-ში არაერთხელ თქვეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო” – გურამ მაჭარაშვილი

93
spot_img

ნატო-ში არაერთხელ თქვეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო, სხვა მხრივ ქვეყანა მზად არის, ნატო-ს წევრი გახდეს, მაგრამ ეს მზაობა ჯერ არსად არ გამოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველომ გაცილებით იმაზე მეტი გაიღო, ვიდრე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, ვინც ნატო-ში გაწევრიანდნენ.

„მწვავე რეგიონში, ოკუპაციის პირობებში, ჩვენმა ჯარისკაცებმა შეძლეს და საერთაშორისო მისიებში მიიღეს მონაწილეობა. ათეულობით ჯარისკაცი საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იყო მისიებში. ნატო-ში არაერთხელ თქვეს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო, სხვა მხრივ ქვეყანა მზად არის, რომ ნატო-ს წევრი გახდეს, მაგრამ ეს მზაობა ჯერ არსად არ გამოჩნდა. პოლიტიკური გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, თუ რა პროცესები იქნება მსოფლიოსა და რეგიონში. ნატო-ს ხელმძღვანელობა არასოდეს მალავდა, რომ ფრთხილი პოლიტიკა ჰქონდა რუსეთის მიმართ. პრობლემა თუ საქართველოს ოკუპაცია იყო, ესეც უნდა თქმულიყო. საქართველო თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ახლა საუბარია მაპი-ს გარეშე თუ მაპ-ით ნატო-ს წევრობაზე, ამას ვინ დაიჯერებს? ადამიანი ცოლად თუ არ მოგყავს და ეუბნები, ცოლის სტატუსს გაგიუქმებ და პირდაპირ ცოლად მოგიყვანო, ეს არ არის დაპირება. ნატო-ს წევრობაზე თუ არის საუბარი, პირდაპირ უნდა თქვა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.